2001 წლის 29 სექტემბერი, "უაით არტ ლეინი", ლონდონი
"იუნაიტედის" დაცვა საოცარ შეცდომებს უშვებს, შმეიხელისა და სტამის ნაცვლად მოსული მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი ბლანი და ბარტეზი მოწოდების სიმაღლეზე არ არიან. შედეგად "ტოტენჰემ ჰოთსპურს" ჩრდილოელების კარში 3 გოლი გააქვს.
თითქმის ყველა დარტყმული გოლად იქცევა - მანჩესტერელთა დაცვა, ბლანის ხელმძღვანელობით, თავაზიანად ეგება ფეხქვეშ დამსახურებულ პენსიონერებს - პაიეტს, ფერდინანდსა და შერინგემს.
ფერგიუსონი გაოგნებულია. ვერ წარმოუდგენია, "ტოტენჰემისგან" ასეთი ცივი შხაპი როგორ შეიძლება მიიღოს გუნდმა. გასახდელში ჯერ "ფენს" მიუტანს ბიჭებს, შემდეგ კი წარმოთქვამს ლეგენდარულ ფრაზას: Lads, it’s Tottenham! ("ბიჭებო, ეს ხომ "ტოტენჰემია") და მეორე ტაიმში სრულიად განსხვავებული "იუნაიტედი" გამოდის მოედანზე.
გოლს გაიტანს ლორან ბლანი, რომელმაც პირველი ტაიმი ჩააგდო. თავს გამოიჩენს ხუან სებასტიან ვერონი, რომლის კარიერაც ინგლისში ნამდვილად ვერ აეწყო. სეზონში პირველ გოლს ჩაიწერს საკუთარ ანგარიშზე გუნდის კაპიტანი - დევიდ ბექჰემი. "ეშმაკები" მეორე ტაიმში 5 გოლს გაუტანენ "დეზებს".
29.09. 2001 ტოტენჰემი-მანჩესტერი - 3:5 ისტორიული ქამბექი
სერ ალექს ფერგიუსონის სიტყვებმა გუნდი გამოაფხიზლა, ხოლო "ტოტენჰემის" მიმართ გამოთქმულმა ფრაზამ მათში სიამაყე გააღვიძა. ნუთუ ეს მართლა ჩვენ ვართ? 0:3-ს ვაგებთ გუნდთან, რომელმაც სეზონი მე-12 ადგილზე დაასრულა?
მატჩისშემდგომ ინტერვიუში "ბი-ბი-სისთან" ფერგიუსონმა უხეშად განაცხადა: "არ ვაპირებ იმის გამეორებას, რაც მათ ვუთხარი. ყოველთვის ამის შესახებ რატომ მეკითხებით?"
მითი იმის შესახებ, რომ ლეგენდარული ფრაზა ამ კონკრეტული თამაშის დროს დაიბადა, დაანგრია ჯერ ფერგიუსონმა და შემდეგ როი კინმა. შოტლანდიელი მწვრთნელი თავის ავტობიოგრაფიაში წერს, რომ შესვენებაზე თამაშის შემოსაბრუნებლად ფეხბურთელებს სწრაფი გოლის გატანა სთხოვა. სწორედ სთხოვა და არა მოსთხოვა.
როი კინი თავის წიგნში "მეორე ტაიმი" წერს:
"სახლში "ტოტენჰემთან" უნდა გვეთამაშა. "იუნაიტედში" ყველას ესმოდა, რა გუნდთან გვქონდა საქმე. მათ კარგი ფეხბურთელები ჰყავდათ, ლამაზ ფეხბურთს თამაშობდნენ, მაგრამ, კარგით რა, ჩვენ მათ გავანადგურებდით. თამაშის წინ ბიჭები გასახდელში ვისხედით და ვფიქრობდით: "ოღონდაც მწვრთნელმა გრძელი ლექცია არ წაგვიკითხოს, თუ რამდენად კარგი გუნდია მოწინააღმდეგე და ა.შ." თუმცა თვითონ სერ ალექსსაც ეს კარგად ესმოდა. ის შემოვიდა გასახდელში და გვითხრა: "ბიჭებო, ეს ხომ "ტოტენჰემია" და მეტი არაფერი. ეს გენიალური იყო."
როი გარკვევით ამბობს, რომ ეს ფრაზა პირველად "ოლდ ტრაფორდის" გასახდელში გაიგონა. ლეგენდარული "ქამბექის" შეხვედრა კი ლონდონში გაიმართა.
ამ ფრაზას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ჯერ ერთი, მაშინ "ტოტენჰემი" დიდი არაფერი გუნდი იყო. მართალია, არ გავარდნილა, თუმცა ევროზონაშიც ვერ ხვდებოდა, რომ არაფერი ვთქვათ ჩემპიონობისთვის ბრძოლაზე. თან, "დეზებს" "ოლდ ტრაფორდზე" საშინელი სტატისტიკა ჰქონდათ. 1989 წლის შემდეგ "ტოტენჰემმა" "ოლდ ტრაფორდზე" პირველად 2012 წელს მოიგო, სხვათა შორის, 29 სექტემბერს.
ამ ყველაფრის გათვალისწინებით, "მანჩესტერ იუნაიტედის" მთავარ მწვრთნელს ყოველგვარი მორალური უფლება აქვს, საშინაო თამაშის წინ "ტოტენჰემის" წინააღმდეგ თავის ფეხბურთელებს უთხრას: Lads, it’s Tottenham!
კ ო მ ბ ლ ე
თუ მაგის პასუხია და......... გააქვს? არასწორია ვითამ სიმონ?!! გააქვს, ან გააქვთ ეს ნიშნავს, რომ ნაგავი გააქვს! ჯიუტია, თავისი გააქვს, თავისი გაიტანა! მკვდარი გააქვს, დაკრძალვა დიდებული ღონისძიებაა, აი ცოცხალს კი, გაიტანენ. ბურთი გადის! გავიდა, შეაგდო, შეუგდო, ცხრიანში გლიჯა, შვლიპა, თხარა, გათხარა, გაიტანა, გოოოლ!!! ყველა თამაშში გააქვს, მკვდარმა გაიტანა? გოლი იყო, აბა რა იყო??!!! ჩვენ ნაკრებს გააქვს, ეს უკვე ფანტაზიის სფეროა და ფეხბურთთან არავითარ კავშირში არაა, ეს ოცნება უფროა, აქრთული ოცნება, ანუ ჩვენებს გააქვთ, ნე მოჟეტ ბიტ! დღეს უკვე დროა ისეთი, ვსიო მოჟეტ ბიტ!
ეჰ
ამ საიტს ხშირად, დღეში რამდენჯერმე ვსტუმრობდი და ვეცნობოდი სპორტულ სიახლეებს, ეს რეკლამები უკვე თვალში მახათივითაა. ამ საქმიდან არაფერი გამოვა, მე წავედი!
gagi
თავს უფლებას მივცემ, სპორტულ, და არა მარტო, ჟურნალისტიკაში დამკვიდრებულ სიმახინჯეებზე მიგითითოთ. გთხოვთ გაითვალისწინოთ! გოლს იტანს არ არის სწორი! იტანს ნიშნავს რამის ატანა-გადატანას, გინა გაძლებას. შეიძლება იტანდე ტკვილს.გოლი გააქვს! შედეგი არ შეიძლება დადო! მას უნდა მიაღწიო!
[VIDEO] ისაკის გოლით - "ლივერპულმა" "ბორნმუთი" დაამარცხა
პირს მორგანი: არტეტა დაუნდობელია, დიოკერეში - გაცოფებული
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] უბრალოდ შეუჩერებელია - კვერნაძემ სერია A-ში ზედიზედ მესამე მატჩში გაიტანა
"მოღალატეებს რომ უწოდებს თანაგუნდელებს, ნეტავ სინდისი არ აწუხებს?" - ბუდუ ზივზივაძის მამა გველესიანის განცხადებას გამოეხმაურა
[VIDEO] ჭიკაძე ბრიტოსთან ნოკაუტით დამარცხდა
აბუაშვილის "მეცი" დავითაშვილის "სენტ-ეტიენს" დაუზავდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სამგურალი 2-3 დინამო (თბ). მთავარი არგუმენტი, ანუ რატომ იყო "დინამოს" გამარჯვება დამსახურებული...
გულიაშვილის "რასინგი" "ბალაიდოსზე" განადგურდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 1-1 მეშახტე. ვის რაში არგია ფრე?
ლოჩოშვილის "კიოლნმა" "ჰამბურგთან" მარცხი განიცადა
[VIDEO] ჩაკვეტაძის ერთი ტაიმი და "უდინეზეს" მარცხი "კალიარისთან"
[VIDEO] წიტაიშვილი შეცვლაზე შევიდა - "რაიო ვალეკანო" "ოსასუნას" დაუზავდა
ქვილითაიამ გერმანიაში პირველად ითამაშა - "ჰოლშტაინმა" "ოსნაბრიუკთან" ქულები გაიყო
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდმივად მინდა, რომ "რეალი" დამარცხდეს" - იამალმა თქვა, რომელი კლუბების თამაშების ყურება სიამოვნებს
"რატომ არ არის ეს ფეხბურთელი "ოქროს ბურთის" ნომინანტთა სიაში?!" - ენრიკემ გაკვირვება ვერ დამალა
"იმედია, ახალ კონტრაქტს გავაფორმებ" - რაფინიას კარიერის დასრულება "ბარსელონაში" სურს
პსჟ-ის მფლობელმა კომპანიამ ბელგიური კლუბი შეიძინა
"ძველი ფორმატი ჯობდა" - დე ლა ფუენტე ერთა ლიგის ახალი სისტემით უკმაყოფილოა
კურტუამ კარიერის დასრულების სავარაუდო დრო და შემდეგი გეგმები დაასახელა
კეინმა დუბლი შეასრულა და "ოქროს ბურთის" შესაძლო მოგებაზე ისაუბრა
"ოქროს ბურთი" მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელ კვარაცხელიას ეკუთვნის!" - დემბელემ ხვიჩას მხარდაჭერა ღიად გამოუცხადა
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
"თუ მომდევნო კვირას "სიტი" "ლივერპულთან" დამარცხდება, გვარდიოლას გუნდისთვის ყველაფერი დასრულდება" - როი კინი
"არ მესმის იმ ხალხის, ვინც ფერგიუსონს გვარდიოლაზე წინ აყენებს" - ჯეიმი კარაგერი
"თუ ასე გააგრძელებს, "რეალში" კი არა, "ტრენმერ როვერსში" აღმოჩნდება" - კინმა არნოლდი გააკრიტიკა
თუ კონტე წავა, "ინტერში" პოჩეტინოს მოიყვანენ
ბობი ჩარლტონი, ზიდანი და რობენი - რატომ მოხვდა მათთან ერთად სიმბოლურ გუნდში თემურ ქეცბაიაც?
"მას გაუმართლა" - როი კინმა მაიკლ კერიკზე ისაუბრა
სერ ალექს ფერგიუსონმა ალ-ხელაიფის წერილი მისწერა და "არსენალი" გააკრიტიკა
"ტოტენჰემი" ძანიოლოში 50 მილიონს ჩამოდის
[VIDEO] "მანჩესტერ იუნაიტედი" კაცნაკლულ "სიტისთან" დამარცხდა
ხუან სებასტიან ვერონი - ასე ბრუნდებიან ლეგენდები...
ბექჰემმა თავისი აზრით, ყველა დროის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა
ვერონი: მესი არგენტინის ნაკრებში თამაშით ბედნიერი არაა, გუნდი მასზე დამოკიდებული არ უნდა იყოს
"მანჩესტერ იუნაიტედი" "დორტმუნდის" ნახევარმცველის 100 მილიონად შეძენას აპირებს
პოლიციელები, მრბოლელები, პორნომსახიობები - რომელ პროფესიას ირჩევენ ფეხბურთელები კარიერის დასრულების შემდეგ
"ბევრს ვმღერი და კროსვორდებს ვავსებ, რადგან..." - სერ ალექს ფერგიუსონმა მის ყოველდღიურობაზე ისაუბრა
მოურინიო: ზოგიერთი კლუბისთვის ყველაფერი მარტივია, არღვევთ წესებს, ყიდულობთ ფეხბურთელებს
ვერონი: მესი ძალიან მორიდებული ბიჭია, ინტროვერტია
"ერთ ისტორიას მოგიყვებით და მიხვდებით "ბარსელონა" როგორ უყვარს" - ბექჰემმა მესიზე ისაუბრა
თავისი კადრები ეყოლება - ზიდანს საფრანგეთის ნაკრებში ბარტეზი მიყავს
"კვარაცხელიასგან ასეთ ვარდნას არ ველოდი; გეტყვით, მისი პრობლემა რა არის" - ბექჰემის, ჯერარდისა და დელ პიეროს ყოფილი ფსიქოლოგი
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
"სამზარეულოში გიშვებდა და საჭმელს გაკეთებინებდა" - "იუნაიტედის" ყოფილმა მეკარემ სერ ალექს ფერგიუსონზე საინტერესო ისტორია გაიხსენა
ნარდი და ვერონის ცრემლები - ფეხბურთელმა მწვრთნელი მოხსნა
ᓡᓐᓛᓐᓠᓗაᓚᓛᓐ ᓞᓣᓠᓘ ᓭᓐᓛᓐ: ᓡᓐᓤᓠᓐᓜᓒᓔᓗᓨᓘ ᓥᓐᓠᓗვᓔᓚᓘ ᓤᓔᓮᓑᓣᓠᓗᓔᓚᓘᓡ ᓙᓚᓣᓑᓘ ᓒᓐᓐᓛᓐᓠᓗᓚᓔᓡ
ოფიციალურად - კაზემირო "ინტერ მაიამიში" მესისთან ერთად ითამაშებს
"მისი ხასიათიდან გამომდინარე, საუკეთესო კანდიდატი მგონია" - როი კინმა "იუნაიტედს" მწვრთნელი ურჩია
"ოქროს ბურთს" ვერ მოიგებს" - "მანჩესტერ იუნაიტედის" ყოფილი ფეხბურთელი "კვარაზე"
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
"კვარა" VS მიქაუტაძე და სხვა გამორჩეული მატჩები - ჩემპიონთა ლიგის წილისყრის შედეგები ცნობილია
[VIDEO] "ბაიერნმა" და "მანჩესტერ იუნაიტედმა" ჩემპიონთა ლიგის პირველ ტურში დიდი ანგარიშით გაიმარჯვეს
"დიდებული მწვრთნელია, მაგრამ ფერგიუსონამდე და ანჩელოტიმდე ბევრი უკლია" - ხაბიბმა გვარდიოლაზე ისაუბრა
როი კინი: დე ხეასგან გული მერევა, "ტოტენჰემთან" მატჩის მერე ავტობუსშიც არ ამუვუშვებდი
მბაპე ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელია, მესი - 21-ე, რონალდო - 70-ე
ვერონმა ოჯახი მეორედ შექმნა და ცოლად მასზე 19 წლით უმცროსი გოგონა შეირთო
"ტოტენჰემში" მოურინიოს ასისტენტად კლუბის ლეგენდა დანიშნეს [PHOTO]
"პირლოსთან, ნესტასთან და მალდინისთან მითამაშია, მაგრამ მას ვერავინ შეედრება" - დევიდ ბექჰემმა საუკეთესო კაპიტანი დაასახელა
"პროფესიონალები ასე არ იქცევიან" - კინმა ალვარესი გააკრიტიკა
47 წლის ასაკში ვერონს მასზე 19 წლით უმცროსი მეგობარი გოგონა ჰყავს - გაიცანით ვალენტინა და ნახეთ, რა ემოციური სიტყვები მიუძღვნა მან ყოფილ ფეხბურთელს [PHOTOS]
თემურ ქეცბაია მელოტთა მსოფლიოს ნაკრებში ზიდანთან, ანრისთან და სხვებთან ერთად