ასდასდასდ
საქართველოს დროშის ფონზე როგორ აღმართა ზაზა ფაჩულიამ NBA-ს ოქროს თასი, ყველამ ვიხილეთ. ფინალური სერიის ყველა მატჩი პირდაპირ ეთერში გადაიცა, ისევე, როგორც განვლილი სეზონის თითოეული შეხვედრა "გოლდენ სტეიტის" მონაწილეობით. თუმცა, არანაკლებ საინტერესოა, როგორ იზეიმა "უორიორსმა" გამარჯვება.

ზაზა ფაჩულიამ გასახდელში შესვლისთანავე მოიმარჯვა მობილური ტელეფონი და 26-წუთიანი ვიდეო გადაიღო, რომელშიც შესულია რამდენიმე მინი-ინტერვიუ, ზაზას მიმართვა ქართველებისადმი, მისი თანაგუნდელების შეძახილები, შამპანურის წვიმა...

სჯობს თავად მივყვეთ ზაზას ოცნების გასახდელში.

- საქართველო, ეს შენთვის არის, შენთვის!

- Nოტჰინგ ეასყ! (იოლი არაფერია!) - ვილი გრინი, ფაჩულიას თანაგუნდელი "ატლანტაში", ამჟამად "გოლდენ სტეიტის სამწვრთნელო შტაბის წევრი.

- ჩვენ გვიყვარს "ჯორჯია"! - ჯერონ კოლინზი. სტივენ კერის ასისტენტი.

იშვიათი კადრი: კევინ დურანტი ლუდით ხელში.

- ჩჰამპს! - დევიდ ვესტი.

- სიტყვები არ მყოფნის. ეს არის დაუვიწყარი დღე. მადლობელი ვარ, რომ მომეცა ჩემი ქვეყნის წარმოჩენის საშუალება. გილოცავთ ყველას. დიდი მადლობა გვერდში დგომისთვის. ძალიან რთული სეზონი იყო, ძნელი იყო, განსაკუთრებით ფინალებში, მაგრამ ჩვენ მაინც გავიმარჯვეთ! ბედნიერი ვარ და ვამაყობ, რომ ქართველი ვარ. ამას ყოველთვის ვიტყვი. საქართველოში ჩამოვალ თასით და ბეჭდით! გილოცავთ!

- Nოტჰინგ ეასყ! - კლეი ტომპსონი.

- Nო გამე სევენ, Nო გამე სევეენ! (მეშვიდე მატჩი აღარ იქნება!)- ზაზა.

ჟურნალისტების კითხვებიც წამოვიდა...

- განსაკუთრებული მომენტია, - დაიწყო ფაჩულიამ, - ძალიან რთული გზა გავიარეთ, ბევრს ვმუშაობდით, თავს არ ვზოგავდით, რადგან ვიცოდით, რომ ბოლოს აქ, თასით ყოფნა შეგვეძლო. ამას არაფერი შეედრება. შეუფასებელია. ჩემპიონობას ვერ იყიდი, ჩვენს გარდა კიდევ 29 გუნდი იბრძოდა ტიტულისთვის, მაგრამ გამარჯვებული ყოველთვის ერთია.

- ზაფხულში თავისუფალი აგენტის სტატუსით ისარგებლებ, დარჩები "გოლდენ სტეიტში"?

- მოდით, ახლა ამ გამარჯვებით დავტკბეთ, მომავალზე შემდეგ ვისაუბროთ. საამისოდ მთელი ზაფხული გვექნება.

- რის ხარჯზე მოახერხეთ "კავალიერსის" დამარცხება?

- "კლივლენდი" ძალიან კარგი გუნდია. მასში დიდი ტალანტია. შეტევაში ძალიან რთულია მისი შეჩერება, ისევე როგორც "გოლდენ სტეიტისა". ამიტომაც იყო უხვქულიანი მატჩები, მაგრამ თამაშის ბედს, მით უმეტეს ფინალში, მცირე დეტალები წყვეტს. ბოლო ფინალში იყო მცირე მონაკვეთი, როდესაც დაცვაში შეუდარებლად ვითამაშეთ, მეორე პერიოდში 15:0 გავიქეცით, რამაც საბოლოო შედეგზე დიდი გავლენა იქონია. არ უნდა დაგვავიწყდეს ჩვენი გულშემატკივრები. მთელი სეზონის განმავლობაში მხარში გვედგნენ, ენერგიას გვმატებდნენ... ფინალებში ნამდვილად არ ვფიქრობდით მეექვსე ან მეშვიდე მატჩზე, ყველაფერი გავიღეთ, რომ სერია შინ, მეხუთე მატჩის შემდეგ დაგვესრულებინა და ჩვენს გულშემატკივართან გაგვეხარა.

- "გოლდენ სტეიტსა" და სხვა გუნდებს შორის (სადაც აქამდე გითამაშია), რა სხვაობაა?

- "უორიორსი" სხვებისგან გუნდურობით გამოირჩევა. საკუთარ თავზე არავინ ფიქრობს. პირად სტატისტიკას არავინ უყურებს. პირველივე დღიდან კარგად გავუგეთ ერთმანეთს, გვესმოდა, რომ ერთმანეთის გარეშე, მხარდაჭერის გარეშე, ჩემპიონობას ვერ მივაღწევდით. წარმატებამდე ერთობლივი შრომით გუნდური თამაშით მივედით. გვჯეროდა საკუთარი თავის, გვჯეროდა, რომ შეგვეძლო მსოფლიოში პირველები ვყოფილიყავით.

- NBA-ში 14 წელია თამაშობ, 961 მატჩი გაქვს ჩატარებული. ალბათ, ამ მომენტს ელოდი...

- საოცარია. საქართველოდან ვარ. პატარა ქვეყანაა, მაგრამ გიგანტებს ეჭიდავება. საქართველოს მაგივრადაც მიხარია, მას ხომ უკვე კალათბურთში საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონი ჰყავს. ძალიან ბედნიერი ვარ, რომ ბედმა ასე გამიღიმა. 14 წლის განმავლობაში კალათბურთით ბევრი სიხარული განმიცდია, მაგრამ ჩემპიონობის სიხარულს ვერც ერთი ვერ შეედრება.

ჟურნალისტებს შორის თურქული ტელევიზიის წარმომადგენელიც აღმოჩნდა, რომელმაც პირდაპირი რეპორტაჟი გადასცა "გოლდენ სტეიტის" გასახდელიდან. კითხვას კითხვაზე უსვამდა, მოვისმინეთ რამდენიმე ნაცნობი სიტყვა, "თურქიე", "გურჯისტან"... ყველაფერი კი "თეშექულერით" დასრულდა, რაც მადლობას ნიშნავს.

ზაზამ დაინახა, როგორ ზეიმობდნენ მისი თანაგუნდელები და ჟურნალისტებს ღიმილით შეუძახა - მოწყობილობა გადახურდა!

მაინც არ მოეშვნენ:

- დიდი პასუხისმგებლობა გქონდა - ტრისტან ტომპსონის თამაშიდან გამოთიშვა.

- ნამდვილად ასეა, ტომპსონთან სათამაშოდ კარგად მოვემზადე. თუმცა მთელმა გუნდმა მშვენივრად ითამაშა დაცვაში. მე სხვებს ვეხმარებოდი, სხვები - მე.

- შარშან კარგ მსროლელ დირკ ნოვიცკისთან ერთად ითამაშე. წლეულს - სტეფ კარისთან, კლეი ტომპსონთან და კევინ დურანტთან. რას ნიშნავს მათ გვერდით ყოფნა?

- საოცარი მტყორცნელები არიან, ამავე დროს გუნდურად თამაშობენ. მინახავს უამრავი კალათბურთელი, რომელიც საკუთარი თავის წარმოჩენაზე ფიქრობს, საკუთარ სტატისტიკას უყურებს. "გოლდენ სტეიტში" ასეთები არ არიან. ამ სეზონში ეს გუნდი იმითაც გამოირჩეოდა, რომ შეტევაში ბურთს კარგად ვატრიალებდით, რის შემდეგაც სატყორცნი სივრცეები იქმნებოდა. გუნდური თამაში ჩემთვისაც ძალიან სასიამოვნოა, ევროპიდან ვარ და იქ სწორედ ასეთი კალათბურთია. ერთმანეთის მხარში დგომით ბევრი კარგი რამ შეიძლება მოხდეს. ისეთი, რაც დღეს ხდება!

ზაზას ბავშვების სიხარულზე ჰკითხეს. მან ვიდეოობიექტივი ქვემოთ "დაანათა" და დავინახეთ, როგორ ასხამდნენ პატარები მას შამპანურს.

- შეხედეთ, როგორ უხარიათ, მეც მათთან ერთად მიხარია.

საოცნებო თასი ზაზასკენ ჯერონ კოლინზმა მოიტანა.

- ეს თბილისში ჩამოვა, ეს თბილისში მალე ჩამოვა! მადლობა, რომ გვერდში მედექით, მამხნევებდით მძიმე დღეებშიც და კარგ დღეებშიც.

- პატარა საბა, პატარა ფაჩულია.

ისევ ინტერვიუ. ამჯერად გადაცემა "სასტარტოებისთვის":

- ეს ჩემი ცხოვრების ერთ-ერთი ყველაზე დასამახსოვრებელი მომენტია, კარიერის საუკეთესო ეპიზოდი! ამისთვის ღირდა ბევრი შრომა, დიდი მოთმინება, თავგანწირვა.

- ჩვენც გვიყვარს საქართველო...

- ჩემი ქვეყანა პატარაა, მხოლოდ 3.5 მილიონი მცხოვრებია. ბოლო წლებში ჩემიანების მხარდაჭერას ყოველ ფეხის ნაბიჯზე ვგრძნობდი. ისინი ლამაზი თვალების გამო არ მგულშემატკივრობენ, იციან, რომ საქართველოს წარმოვადგენ. ასეთ დროს კი ქართველებმა ერთმანეთისადმი განსაკუთრებული მხარდაჭერა ვიცით. ჩემი ქვეყანა საბჭოთა კავშირს რომ გამოეყო, ცხოვრება მძიმე იყო, მაგრამ მშობლებთან ერთად დავისახე მიზანი - გამოვსულიყავი კალათბურთელი და მიმეღწია მაქსიმუმისთვის, რისი შესაძლებლობაც მექნებოდა. 14 წლისა თურქეთში წავედი, რაც მნიშვნელოვანი ნაბიჯი იყო NBA-ისკენ. ნაციონალურ საკალათბურთო ასოციაციაში 19 წლისა მოვხვდი. შემდეგ იყო რამდენიმე კარგი გუნდი, დიდი გამოცდილება დავაგროვე და ამ სეზონის დასაწყისში "გოლდენ სტეიტში" აღმოვჩნდი. იოლი გზა არც აქ გამივლია. კევინ დურანტის ტრავმას გაგახსენებთ. წარმოიდგინეთ, იმ სიტუაციაში თავს როგორ ვგრძნობდი. იყო სირთულეები "სან ანტონიოსთან" მატჩში... მაგრამ თუ მაღალი მწვერვალისკენ მიდიხარ... იოლი არაფერია, Nოტჰინგ ეასყ!

ვაჟა სიმონიშვილი

0000000000000000000000

000000000000000000000

000000000000000

000000000000000000000000000000000000

00000000000000

0000000000000

0000000000000000000000

000000000000000000000

000000000000000000000

ჩაქრნენ ვარსკვლავნი, ზეცა იცლება - პელე 3 წლის წინ მონათესავე სულებს შეუერთდა, იქ ფეხბურთი არის?!
ერევნის ტურნირზე საქართველოს ნაკრებმა მოლდოვას დიდი ანგარიშით სძლია
"რომა" "იუვენტუსს" სწორედ ამიტომ ვარჩიე" - გასპერინი
"მანჩესტერ იუნაიტედი" "რომას" ნახევარმცველის შეძენასთან ახლოსაა
გოგლიჩიძე განაცხადში არ იყო - "უდინეზე" წაგებას გადაურჩა
[VIDEO] რონალდოს დუბლი და "ალ ნასრის" გამარჯვება პორტუგალიურად
[VIDEO] "ლივერპულმა" აუტსაიდერს სძლია და მეოთხე პოზიციაზე დამკვიდრდა
ELIGA AWARDS 2025 | გამარჯვებულები
საზონოვი არ ათამაშეს - "ტორინო" "კალიარისთან" დამარცხდა
კვერნაძის "ფროზინონეს" წაუგებელი სერია გრძელდება
[VIDEO] ჰალანდი გააჩერეს, მაგრამ შერკის ვერაფერი მოუხერხეს - "მანჩესტერ სიტის" რთული გამარჯვება ნოტინგემში
უარი გეჰის და უპამეკანოს - "რეალს" ორი ახალი სამიზნე ჰყავს
"მაშინ "ბარსელონა" ყოველ ევროს ითვლიდა, ამიტომ..." - რობერტ ლევანდოვსკი
ვინგსმა სოხუმი-საქართველო დაამარცხა და “ა” ლიგის ბოლო, მე-6 საგზური მოიპოვა
[VIDEO] მამუკელაშვილის ორმაგი დუბლი - "ტორონტო" "ვაშინგტონ უიზარდსთან" დამარცხდა
ტერი შეიძლება ჩემპიონშიფის გუნდს ჩაუდგეს სათავეში
"მანჩესტერ იუნაიტედი" ბელინგემის გადაბირებას შეეცდება
"წიტაიშვილი "ლაციოს" სჭირდება - მისი კარიერა შეიძლება სწრაფად შეიცვალოს" - იტალიური მედია
[VIDEO] ჩაკვეტაძის "უოტფორდმა" ისევ გაიმარჯვა და წინ მიიწევს
ვიტინია "რეალში" - რა თანხა დაუჯდება "სამეფო კლუბს" ტრანსფერი?
ლუის ენრიკემ ვინისიუსის ტრანსფერს ვეტო დაადო - რა ხდება პსჟ-ში?
კიდევ ერთი ქართველი "ნაპოლიში"? - "პარტენოპეი" გიორგი წიტაიშვილის დამატების ვარიანტს განიხილავს
"რუსეთის მხარდამჭერი ყველა ქვეყანა გარიცხეთ" - შევჩენკოს მოწოდება ოლიმპიურ თამაშებზე