"უილიამსი", შესაძლოა, "ჰონდას" საქარხნო გუნდი გახდეს
მომავალი სეზონიდან ფორმულა 1-ში გუნდების რაოდენობა, შესაძლოა, 11-მდე გაიზარდოს. როგორც გერმანული Auto Motor und Sport წერს, ჩინურ კომპანიას სურს შექმნას საჯინიბო, რომლის ბაზაც დიდ ბრიტანეთში იქნება. ამასთან, ფორმულა 1-ის სპორტულ დირექტორს როს ბრაუნს ეს ინფორმაცია არ დაუდასტურებია.

"ბოლო თვეების განმავლობაში, ათეულობით კანდიდატთან გვქონდა კავშირი, - აღნიშნა ბრაუნმა. - მაგრამ ყველა მათგანს ერთი პირობა აქვს: შეიცვალოს ფორმულა 1-ში შემოსავლების განაწილების სისტემა. თუმცა, მოქმედი კონტრაქტები 2020 წლის ზაფხულამდეა ძალაში".

შეგახსენებთ, რომ "მანორის" წასვლის შემდეგ, ავტოსპორტის საერთაშორისო ფედერაციას ერთი თავისუფალი ლიცენზია აქვს. მისი ღირებულებაა - 20 მილიონი დოლარი. ამასთან, კანდიდატმა უნდა წარმოადგინოს ფინანსური გარანტიები, რომელიც ხუთი წლის განმავლობაში უზრუნველყოფს გუნდის გამოსვლას ჩემპიონატში.

2014 წლიდან მოყოლებული, "უილიამსის" მანქანებზე "მერსედესის" ძრავებია დამონტაჟებული და ამ დროის განმავლობაში, ბრიტანულმა საჯინიბომ კარგ შედეგებს მიაღწია. მაგრამ, გაჩნდა ჭორები, რომ მომდევნო სეზონში "უილიამსი" მიიღებს "ჰონდას" საქარხნო გუნდის სტატუსს, - ამის შესახებ წერს შვეიცარიული გაზეთი Blick.

ადრე "უილიამსი" თანამშრომლობდა "ჰონდასთან" და ასეთმა ტანდემმა 80-იან წლებში ერთ-ერთი ლიდერის როლი მოუტანა ბრიტანულ გუნდს: მან 1983-87 წლებში 24 რბოლა მოიგო, ხოლო ბრაზილიელი ნელსონ პიკე მსოფლიოს ჩემპიონი გახდა 1987 წელს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა