"მითხრეს, რომ ახალ კლუბს აყალიბებენ, ლა ლიგაში დაბრუნება სურთ და იმედი მაქვს, ამ აღმავლობაში ჩემს წვლილსაც შევიტან"
გიორგი პაპუნაშვილი სეგუნდა დივიზიონის (ლა ლიგა 2) "სარაგოსას" ფეხბურთელი გახდა. თბილისის "დინამოს" 21 წლის შემტევმა ნახევარმცველმა ესპანურ კლუბთან 4-წლიანი კონტრაქტი გააფორმა. ის "ტორპედოსთან" უახლოესი ტურის მატჩსაც ითამაშებს და 5 ივლისს უკვე ესპანეთში იქნება...

"ლელომ" პაპუნაშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა...

- პირველ ყოვლისა, ესპანურ ტრანსფერს გილოცავთ, რაც ყველა ქართველი ფეხბურთელისთვის სანატრელია...

- დიდი მადლობა! ეს ჩემთვის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებაა.

- ცნობილია, რომ წინადადებები გქონდათ "კრილია სოვეტოვიდან", "ვიტესიდან" და ტაშკენტის "ფახთაქორიდან". ძნელი მისახვედრი არ არის, რომ სამივე მათგანი ბევრად უკეთეს პირობებს შემოგთავაზებდათ, ვიდრე სეგუნდა დივიზიონის "სარაგოსა". დღეს ესპანეთის ქვედა დივიზიონის კლუბებს ფინანსურად არ ულხინთ...

- მაგალითად, "ფახთაქორი" ორჯერ მეტ ხელფასს მაძლევდა, მაგრამ ოჯახის წევრებს დაველაპარაკე და გადავწყვიტე, რომ ჩემი მომავლისთვის უკეთესი იქნებოდა ესპანეთში თამაში. აქვე, ეს აუცილებლად უნდა ვთქვა - მადლობას ვუხდი თბილისის "დინამოს", მის პრეზიდენტსა და ხელმძღვანელობას, გვერდში რომ დამიდგნენ. საერთოდაც, "დინამოსი" ყველაფრისთვის მადლიერი ვარ. იმავეს ვიტყვი ბიჭებზე, რომლებთან ერთადაც ბევრს მივაღწიე.

- რჩება შთაბეჭდილება, რომ "დინამოსთვის" მადლობის გადახდა კარგი თამაშით გსურდათ - "საბურთალოსთან" უჩვეულოდ მოტივირებული იყავით და სეზონში საუკეთესო თამაშიც ჩაატარეთ...

- მართლაც მსურდა, რომ მადლიერება "საბურთალოსთან" კარგი თამაშითაც გამომეხატა, მაგრამ ბიჭების გარეშე, მარტო ვერაფერს მოვახერხებდი. სამწვრთნელო შტაბმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ კარგად მოვმზადებულიყავით. სწორედ ამის შედეგია, ჩემპიონატში კარგად რომ ვთამაშობთ.

- "სარაგოსა" ისტორიული კლუბია და მისი მაისურით არაერთ ვარსკვლავს უთამაშია - ვალდანოს, კაფუს, ბრემეს, რაიკაარდს, მორიენტესს, პიკეს, დავიდ ვილიას... ასეთ კლუბში თამაში მართლაც დიდი პატივია...

- ამ კლუბში გადასვლა სწორედ ამან გადამაწყვეტინა - "სარაგოსას" ისტორიამ! ამავე დროს, ძალიან მომეწონა კლუბის ხელმძღვანელთა ხედვა. რა თქმა უნდა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩემ მიმართ ნდობა გამოიჩინეს.

მითხრეს, რომ ახალ კლუბს აყალიბებენ, ლა ლიგაში დაბრუნება სურთ და იმედი მაქვს, ამ აღმავლობაში ჩემს წვლილსაც შევიტან. ხოლო პირველი, რასაც "სარაგოსაში" გადასვლისას და ესპანეთში ჩასვლის შემდეგ გავაკეთებ, ესპანურის სწავლაა. ეს - აუცილებლად!

- სწავლა უკვე დაიწყეთ?

- ადგილზე უკეთ ავითვისებ. ცოტა ინგლისურიც ვიცი და ესეც დამეხმარება.

- უცხოეთში აქამდეც გითამაშიათ...

- საერთოდ, წარსულზე ლაპარაკი არ მიყვარს და არც მინდა. გერმანიაში გატარებულ პერიოდს ბევრი შეცდომად მითვლის, მაგრამ მე ასე სულაც არ მიმაჩნია.

- დარწმუნებული ვარ, "ვერდერში" ყოფნამ ბევრი რამ გასწავლათ...

- რა თქმა უნდა. მეორეც - პისაროს გვერდით ვვარჯიშობდი, მასთან ერთად ვთამაშობდი, გერმანულ გუნდში ვემზადებოდი, რაც უდიდესი გამოცდილება იყო და არა - შეცდომა. ჩემი მომავლისთვის ეს იყო ძალიან დიდი, წინგადადგმული ნაბიჯი, რაც აუცილებლად წამადგება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მარი
წარმატებები!
zaza
იმედია ისე გაამართლებს რომ სხვებისთვის გახდეს მაგალითი
სოსო
გილოცავ გიორგი და წარმატებებს გისურვებ.ადრე მეც შეცდომად გითვლიდი ვერდერს,ვფიქრობდი ნაადრევად წავიდა მეთქი,მაგრამ შენი არგუმენტაცია, სრულიად მისაღებია ჩემთვის.კიდევ ერთი დიდი შეცდომა დინამოშიც დაუშვი,მაგრამ მიხვდი ამ შეცდომას.კაცი,რომელიც შეცდომებზე სწავლობს,ბევრს მიაღწევს შენგანაც ამას ველი,მით უმეტეს,რომ სიხარბემაც ვერ გძლია.ძალიან მალე ნაკრებში და უფრო ძლიერ კლუბში გელით.წარმატებები.
giorgi
კაი პრეცენდენტია ფულს პერსპექტივა არცჩია.
მიმი7
6 თვეც ვერ ინახავს ფეხბურთელს დინამო რომ არ გააქციოს სხვაგან სა არ გაყიდოს. ასე გინდათ ქარგული ფეხბურთის აყვავწბა ??
gio
პაპუნ წარმატებას გისურვებ, აბა შენ იცი, შენი იმედი გვაქვს.
ika
ვერდერის 3 გუნდში არ გათამაშებდნენ და მანდ ? :D:D ზამთრის სატრანსფეროზე მოგენატრება დინამო :D:D:P))
gizog
გაიხარე გიორგი, დიდ წარმატებებს გისურვებ, გახსოვდეს ქართული ანდაზა "სადაც მიხვალ იქაური წუდი უნდა დაიხუროო" მიხვდი ალბათ ესპანელები შენზე არ აწყობენ გუნდს(ნეტა ასე იყოს) თვითონ უნდა აეწყო მატ მექნიზმზე. ქინქის შეცდომა არგაიმეორო "ჩემ ადგილზე არ მათამაშებდნენო". გიო მალე რეალისა და ბარსას წინააღმდეგ გეთამაშოს.
ფრე წაგების შემდეგ - გოგლიჩიძემ და ჩაკვეტაძემ შეუცვლელად ითამაშეს
Eureka. მამარდაშვილის სახით ყველა პრობლემის მიზეზი მოძებნეს - რას წერს ინგლისური გამოცემა ალისონის არყოფნაზე
L'Équipe: 5 ფაქტი, რომელიც ევროპირველობების რეკორდსმენ მამარდაშვილზე უნდა ვიცოდეთ
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
გიორგი პაპუნაშვილმა და კიდევ ოთხმა ფეხბურთელმა "ტორპედო" დატოვა
ეროვნული ლიგა 2026 | ზამთრის სატრანსფერო კამპანია. ვინ გაძლიერდა, ვინ დასუსტდა...
თბილისის "დინამომ" გამბიელი ფეხბურთელები დაიმატა
ქოჩორაშვილის "ლევანტე" "სარაგოსასთან" დამარცხდა
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
ლა ლიგის გუნდში შეთანხმებული ტრანსფერი ჩამეშალა - ნიკა კვეკვესკირი
პაპუნაშვილი კარიერას კვიპროსში განაგრძობს, თუმცა ქეცბაიასთან არა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ქართული კლუბები ევროტურნირების გზაზე - კონკურენცია, პრობლემები და ნაკრების კანდიდატები
ElDesmarque: "სარაგოსამ" "პაპუს" თაობაზე მომხიბვლელი წინადადება მიიღო
კანკავას ოპერაცია წარმატებით ჩაუტარდა
თბილისის "დინამომ" ზარია და "ბენფიკას" აღზრდილი ნახევარმცველი დაიმატა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
[VIDEO] როგორც ქოჩორაშვილმა ალბანეთში... პაპუნაშვილის სუპერგოლი აზერბაიჯანის პრემიერ ლიგაში!
თბილისის "დინამომ" "ტოტენჰემისა" და "ასტონ ვილას" ყოფილი ფეხბურთელი დაიმატა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
წიტაიშვილმა გაიტანა, მაგრამ "გრანადა" ისევ ფრეს დასჯერდა [VIDEO]
Geo Team: გიორგი პაპუნაშვილი კარიერას სერბეთში გააგრძელებს
ვოლკოვის და პაპუნაშვილის "ზირამ" "ომონიას" მოუგო, მაგრამ ევროტურნირებს გამოეთიშა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
"ტორპედოს" მძლეველმა "ომონიამ" ვოლკოვის "ზირა" გაანადგურა
As: ბარახამ პაპუნაშვილი "სარაგოსაში" დატოვა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა