რამაზ ფალიანის გუნდი ბაქოს წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირიდან ერთი ვერცხლითა და ორი ბრინჯაოთი დაბრუნდა
საქართველოს მოკრივეთა ეროვნულმა ნაკრებმა წლის მეორე შეკრებაც მოილია. ქართველი მოკრივეები აზერბაიჯანიდან დაბრუნდნენ, სადაც ჯერ იქაურ ნაკრებთან ერთობლივი შეკრება გაიარეს, შემდეგ კი ბაქოს წარმომადგენლობით საერთაშორისო ტურნირში იასპარეზეს.

ერთი ვერცხლი და ორი ბრინჯაო - ასეთია რამაზ ფალიანის გუნდის მონაგარი. "ძალიან ძლიერი ტურნირი იყო. მონაწილეობდა ყველა უძლიერესი პოსტსაბჭოური ქვეყანა, ასევე თურქეთი და ირანი. ქვეყნების უმრავლესობამ თითოეულ წონაში ორი-სამი საუკეთესო მოკრივე დააყენა. აქედან გამომდინარე, შედეგს დადებითად მივიჩნევ. მედალოსანთა გარდა თავი არც სხვებს შეურცხვენიათ", - გვითხრა ფალიანმა.

ახლა კი კონკრეტულად მედალოსანთა შესახებ:

60 კილოგრამ წონით კატეგორიაში ვერცხლის მედალი ნიკოლოზ იზორიამ მოიპოვა. შეგახსენებთ, ფოთელი მოკრივე პეკინის ოლიმპიადის შემდეგ ავტოავარიაში მოჰყვა და თითქმის ორი წელიწადი გაუცდა. ახლა კი, როგორც ჩანს, ოპტიმალურ ფორმას უახლოვდება, რაც ძალიან სასიხარულოა. პირველ წრეში ნიკამ თურქების პირველ ნომერს 6:3 სძლია, არადა პირველი რაუნდის შემდეგ აგებდა. მეორე ბრძოლაშიც ჩამორჩენის აღმოფხვრა დასჭირდა და რუსეთის პირველ ნომერთან 6:4 გაიმარჯვა. ფინალში იზორია ყაზახ მოკრივესთან 0:2 დამარცხდა. ფალიანის თქმით, ნიკას გამარჯვების დიდი შანსი ექნებოდა, ფინალამდე დიდი ენერგია რომ არ დაეხარჯა. მისგან განსხვავებით, ყაზახმა შედარებით სუსტ მეტოქეებს სძლია.

ბრინჯაოს მედალი მოიპოვა 75 კილოგრამში მოასპარეზე ჯაბა ხოსიტაშვილმა. პირველ წრეში მან ყაზახს ორი ქულით აჯობა, ნახევარფინალში კი ამავე ქვეყნის წარმომადგენელთან ერთი ქულით დამარცხდა.

მეორე ბრინჯაოს მედალს კი მძიმეწონოსანი მიხეილ ბახტიძე დაეუფლა. აზერბაიჯანის პირველ ნომერს მან 10:7 სძლია, მაგრამ ამ ბრძოლაში დაშავდა და მწვრთნელთა გადაწყვეტილებით, ნახევარფინალში რუს მეტოქესთან საჩხუბრად აღარ გამოცხადდა.

რამაზ ფალიანთან ერთად გუნდს აზერბაიჯანში კიდევ ორი მწვრთნელი - თემურ ოჩიგავა და ანატოლი ქავთარაძე ახლდა. ქართული დელეგაციის ხელმძღვანელი იყო საქართველოს კრივის ფედერაციის გენერალური მდივანი ვლადიმერ ახალკაცი.

რაც შეეხება ნაკრების უახლოეს გეგმებს: მოკრივეები დაახლოებით ორი კვირით დაისვენებენ, 28 მარტს კი სომხეთში გაემგზავრებიან, სადაც მორიგი შეკრება და ტურნირი ელით. შეკრება არარატშია, ტურნირი კი ერევანში.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ივნისში ევროპის ჩემპიონატი არა სოფიაში, არამედ ანკარაში გაიმართება.

"ქართველებო, თქვენი დანაკარგის გამო გისამძიმრებთ" - უკრაინელი უსიკი ილია II-ს გარდაცვალებას გამოეხმაურა
[VIDEO] გურული დაუმარცხებელია - ლაშამ პროფესიონალურ კრივში მესამე გამარჯვება მოიპოვა!
[VIDEO] ჯოშუამ კრივის ღირსება დაიცვა - ენტონიმ ჯეიკ პოლს ყბა მოტეხა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა