ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

კახა კალაძე: ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო, დღეს სპორტი ჩემი ცხოვრების წესია

კახა კალაძე: ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო, დღეს სპორტი ჩემი ცხოვრების წესია

საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი სუპერლიგა A-ს 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს
17 ივნისს, თბილისის ოლიმპიურ სასახლეში სუპერლიგა A-ს 1/2-ფინალური სერიის პირველი შეხვედრა გაიმართა, რომელშიც ერთმანეთს მფკ "ნატახტარი" და საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის გუნდი დაუპირისპირდნენ. შეხვედრა ამ უკანასკნელის გამარჯვებით, 3:1 დასრულდა და სერიაში, რომელიც ორ მოგებამდე გრძელდება, სფფ დაწინაურდა.

აღნიშნულ შეხვედრაში საქართველოს ვიცე-პრემიერი და ეროვნული ნაკრების ყოფილი კაპიტანი კახა კალაძე გამოირჩა, რომელიც ბომბარდირთა დავას ამ მომენტისათვის 15 გოლით ერთპიროვნულად ლიდერობს.

მატჩის დასრულების შემდეგ sbm.ge კახა კალაძეს გაესაუბრა, რომელმაც უშუალოდ მატჩისა და ლიგის გარდა, ფეხბურთის გულშემატკივრებისათვის არაერთ საინტერესო საკითხზე ისაუბრა.

- დაძაბული შეხვედრა იყო, მფკ "ნატახტარი" თქვენი გუნდის პრინციპული მეტოქეა. როგორ შეაფასებდით შეხვედრას?

- დაძაბული და საინტერესო შეხვედრა იყო, კარგი თამაში გამოვიდა, გუნდმა კარგად გაართვა თავი. რთული მეტოქეა "ნატახტარი", მართლა ძალიან კარგი გუნდია. ყველაფერი წინ არის, კიდევ ორი შეხვედრა გვაქვს დარჩენილი მათთან სათამაშოდ. ერთი მოგება გვაშორებს კიდევ ფინალში გასვლას.

- სხვა ძალიან ბევრ და მნიშვნელოვან ტიტულთან ერთად ხომ არ მოვიდა დრო, რომ კახა კალაძემ სამოყვარულო ლიგის თასი მოიგოს?

- ძალიან კარგი იქნება. უკვე მესამე წელია სპორტული სააგენტო SBM-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში ვთამაშობთ და მივესალმები ჯანსაღი ცხოვრების წესის პროპაგანდას. ძალიან კარგია ასეთი მნიშვნელოვანი ტურნირები რომ იმართება, ბევრი ახალგაზრდაა ჩართული და ნამდვილად მისასალმებელია.

- რას ნიშნავს თქვენთვის ბიზნესის ჩემპიონთა ლიგაში თამაში, აზარტია, გართობაა? ჯანსაღი ცხოვრების წესთან ერთად, ფსიქოლოგიურად რამდენად მნიშვნელოვანია დიდი ფეხბურთიდან წასვლის შემდეგ ითამაშოთ SBM-ის მიერ ორგანიზებულ ტურნირში?

- ყოველთვის სასიამოვნოა ჩემთვის ბურთთან შეხება. ზოგადად, ფეხბურთი ჩემი პროფესია იყო. დღეს სპორტი არის ჩემი ცხოვრების წესი. მაქსიმალურად ვიყენებ დროს ჩემი დაძაბული გრაფიკიდან გამომდინარე და ვთამაშობ მეგობრებთან ერთად.

- ფუტსალის ეროვნული ნაკრები ევროპის ჩემპიონატის პლეი-ოფს ითამაშებს. ასევე, საკმაოდ დაძაბული იყო ფუტსალის ლიგის ფინალური სერია. თუ ადევნებდით თვალს ეროვნულ ჩემპიონატს და რამდენად განიცადა პროგრესი საქართველოში ფუტსალმა?

- ფუტსალს ძალიან დიდი პროგრესი აქვს. რა თქმა უნდა, ვადევნებდი თვალს როგორც ჩემპიონატს, ასევე სანაკრებო შეხვედრებს. წარმატებულად იასპარეზა ეროვნულმა ნაკრებმა და კიდევ ძალიან დიდ წარმატებას ვუსურვებ, რადგან მნიშვნელოვანი თამაშები ელით წინ.

- კახა კალაძის, ლევან კობიაშვილის, ალექსანდრე იაშვილის და სხვა წარმატებული ვეტერანი ფეხბურთელის ჩართულობა რამდენად პოპულარულს ხდის სპორტის ამ სახეობას?

- ვფიქრობ, ძალიან კარგი სტიმულია ახალგაზრდებისთვის. თქვენ ხედავთ, რამდენი ლიგაა, რამდენი დონეა, რამდენი ახალგაზრდაა ჩართული. სხვადასხვა კომპანია იღებს მონაწილეობას საკმაოდ მასშტაბურ პროექტში და როდესაც მონაწილეობას იღებენ ყოფილი ფეხბურთელები, ეროვნული ნაკრების მოთამაშეები, რა თქმა უნდა, კარგია.

- სპორტი და ბიზნესი - თქვენი აზრით, რამდენად მნიშვნელოვანია ბიზნესის ჩართულობა სპორტში?

- ის ადამიანები, რომლებიც ბიზნესით არიან დაკავებულნი, ძალიან დიდი ნაწილი სპორტის და ფეხბურთის გულშემატკივარია. მე ვფიქრობ, რომ ფეხბურთი არის მსოფლიოში ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობა და ბიზნესის ძალიან დიდი ყურადღებაა ფეხბურთის მიმართ სამოყვარულო დონეზეც.

- როგორც ეროვნული ნაკრების წევრი და კაპიტანი, როგორ შეაფასებდით საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ასპარეზობას და ვლადიმირ ვაისის საქმიანობას?

- ახალგაზრდა გუნდია, ბევრი ახალგაზრდა თამაშობს, ნიჭიერი ფეხბურთელებიც არიან და მე ვფიქრობ, დრო არის საჭირო იმისთვის,რომ ძლიერი ნაკრები ჩამოყალიბდეს. კარგი, ძლიერი თაობა მოდის, ახალგაზრდა ნიჭიერი ფეხბურთელები და არის შესაძლებლობა იმისა, რომ მომავალი წლების განმავლობაში ეროვნული ნაკრები ვიხილოთ ან მსოფლიოზე, ან ევროპაზე. ეს არის ამოცანა და მიზანი. რაც შეეხება ვლადიმირ ვაისს, მე პირადად მასთან არ მიმუშავია, თუმცა მისი კარიერიდან გამომდინარე, საკმაოდ წარმატებული მწვრთნელი იყო და ეროვნულ ნაკრებშიც ვუსურვებ წარმატებას.

- საქართველოს ეროვნულ ლიგაზე რას იტყოდით?

- წლევანდელ ეროვნულ ლიგას რაც შეეხება, მეც ვფიქრობ, ეს არის საუკეთესო ჩემპიონატი, რაც კი გამართულა. მისასალმებელია, რომ ინტერესიც დიდია, ძალიან ბევრი ქალაქი, რაიონული გუნდი არის ჩართული, როგორც უმაღლესი ლიგის დონეებზე, ასევე ქვედა დონეებზე. მე მიხარია, რომ ფეხბურთის მიმართ ინტერესი ბრუნდება. მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურის მოწესრიგება და ამაშიც სახელმწიფო დაეხმარება მომავალი წლების განმავლობაში და ეს კიდევ დამატებითი სტიმული იქნება და შესაძლებლობა, რომ გაიზარდოს დონე ეროვნული ჩემპიონატის.

www.sbm.ge

• gizog

ნაკრებში, ვითანაც კახიმ ითამაშა უკვე გამოცდილ წერებთან ერტად გამოძახებული იყო ვარჯიშობდნენ ახალგაზრდა და პერპექტიული ბიჭები:კაკაბაძე, ტაბიძე,დვალი, ქიტეიშვილი, არაბიძე, კაჭარავა, დებიუტი ჰქონდათ ლობჟანიძეს და შერგელაშვილი, ტრამვების გამო არ იყვნენ ხოჭოლავა, ქვილითაია.კახას ფეხბურთისა და ფეხბურთელების შეფასებაში არ შეეშლება. ამ საქმეში მსოფლიო დონის სპეცისლისტადაც შეიძლება მოვიხსენიოთ.

• დათო რუსთავიდან

ამაში სახელმწიფო დაეხმარება მომავალი წლების განმავლობაში ???ალბათ 2030 ში აშენდება სტადიონი ბათუმში:-) :-) არაფრის ამშენებლები არა ხართ, აფერისტების პარტია ყოფილა მთელი "" ოცნება """

• llcl

წარმატებები კახას! უბრალოდ ერთი ის ვერ გავიგე, არაბიძის გარდა ჩვენს ნაკრებში რომელია ახალგაზრდა და თან პერსპექტიული?)))))))

• gizog

ბატონო კახა სტადიონები სჭირდება ფეხბურთს, იქნებ კიდევ უფრო გააქტიუროთ ამ მხრივ მუშაობა.

ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად

ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა

[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"

რატიშვილი რიგაში იკომისრებს

"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა

ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე

"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა

სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა

"დანაშაული" და საჯელი? - ლუის ენრიკემ დემბელე დასასვენებლად გაუშვა

ხარობს სრულიად აზერბაიჯანი - "საბაჰი" ჩემპიონთა ლიგაზე გავიდა

"იუვენტუსმა" პოლონელი მეკარე დაიმატა

"მიფრთხილდით" - მოურინიო ჟურნალისტს სახალხოდ "დაემუქრა"

"ლივერპული" პსჟ-ს დუბლიორების იმედადაა - შეძლებენ ბარკოლას და მბაიეს შეძენას?

[PHOTO] "ლაციოში" მუსოლინის შვილთაშვილის დებიუტი შედგა - ბოლონიას სტადიონი 100 წლის წინ იტალიის ყოფილმა დიქტატორმა გახსნა

გიორგი აბურჯანია კარიერას ინდოეთის ჩემპიონატში გააგრძელებს

"ვალენსიამ" 23 წლის ნიდერლანდელი მეკარე დაიმატა

ოფიციალურად: სავინიო "ტოტენჰემის" ფეხბურთელია

კიევის "დინამოს" თავდამსხმელი შეიძლება "გალათასარაიში" გადავიდეს

"პსჟ-ში ხელშეუხებელი ფეხბურთელი აღარ არსებობს, ენრიკემ მეთოდები გაამკაცრა" - რას წერს ფრანგული პრესა კვარაცხელიასა და დემბელეს შეცვლის შემდეგ

"ბორნმუთმა" "იუვენტუსის" მეკარე ინათხოვრა

ჩემპიონების საყვარელი წიგნები - ის, რასაც გამარჯვება ვერ ასწავლის

"არავის სჭირდება კონფლიქტური ვინისიუსი" - ბრაზილიელზე კანისარესმა და მოურინიომ ისაუბრეს

ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება

"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია

[VIDEO] "მხითარიანი კვარაცხელიაზე უკეთესი ფეხბურთელია" - რა რეაქცია ჰქონდა კალაძეს სომხური წარმოშობის რუსი ჟურნალისტის ამ ნათქვამზე

[VIDEO] "ხვიჩაზე ერთ საიდუმლოს გაგიმხელთ..." - კალაძემ კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა

ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა

"მისი მაშინდელი სიტყვები დღემდე არ მავიწყდება" - ლევან კობიაშვილი ალექსანდრე ჩივაძეზე

სანიოლი: ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, უნდა გამოვიყენოთ

"ქართული ფეხბურთის ხარისხი იზრდება და ეს შთაგონება სხვა პატარა ქვეყნებისთვისაცაა" - სავიოლა ლეგენდების მატჩის წინ

სტამბოლში უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა გაიმართა

საქართველო და სომხეთი ფეხბურთში 2029 წლის მსოფლიოს 20-წლამდელთა ჩემპიონატს უმასპინძლებენ

ლევან კობიაშვილმა უეფას აღმასრულებელი კომიტეტის სხდომაში მიიღო მონაწილეობა

"მივიღეთ ის, რაც დავიმსახურეთ" - ლევან კობიაშვილის განცხადება

"ჩემთვის პასუხი აშკარაა" - კვარაცხელია სჯობს თუ კალაძე... ცნობილმა მწვრთნელმა არჩევანი გააკეთა

"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ

ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ

[VIDEO] თბილისში მყოფი ილია თოფურია კახა კალაძეს და გიორგი ქინქლაძეს შეხვდა

ლევან კობიაშვილმა ფიფას კომიტეტის სხდომას უხელმძღვანელა

"კაპიტნისა და ვიცე-კაპიტნის საკითხი ჯერ არ გადამიწყვეტია" - ვილი სანიოლის პრესკონფერენცია