უეფას ერთა ლიგის 2026/2027 წლის სეზონის გათამაშების კენჭისყრის შემდეგ, საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ვილი სანიოლმა და სფფ-ის ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა ისაუბრეს.

ვილი სანიოლი: „ერთა ლიგის ბოლო გათამაშებაში ვნახეთ, რომ უკრაინა საკმაოდ რთული მეტოქეა. უნგრეთი ცოტა ხნის წინ A ლიგაში ასპარეზობდა, ხოლო ბოლო 10 წლის განმავლობაში კარგი შედეგები ჰქონდა. ასე რომ, რთული მატჩები გველის. ჩრდილოეთ ირლანდია კი ბრიტანული სტილის, მაღალი ინტენსივობით მოთამაშე გუნდია, რომელსაც სიურპრიზების შემოთავაზება შეუძლია. თუმცა, ჩვენი მიზანი ამ ლიგაში კარგი თამაშის ჩვენებაა. საქართველოს ნაკრების განვითარების გასაგრძელებლად აუცილებელია მაღალ დონეზე თამაში. ამიტომ ამ ლიგაში ადგილის შენარჩუნება მნიშვნელოვანია. ნებისმიერი შანსი, რომელიც დიდ ტურნირთან დაგვაახლოვებს, სრული კონცენტრაციით და მოტივაციით უნდა გამოვიყენოთ. რა თქმა უნდა, ფეხბურთელები მოტივირებულები იქნებიან და იმედი მაქვს, ამას სექტემბერში წარმოაჩენენ“.

ალექსანდრე იაშვილი: „გასულ წელს ჩვენი მიზანი ვერ შევასრულეთ და ერთა ლიგა კარგი შესაძლებლობაა ვაჩვენოთ გულშემატკივარს, რომ ბევრად წარმატებულად შეგვიძლია თამაში. რთული ჯგუფია, თუმცა გულშემატკივარს უნდა დავუბრუნოთ ის, რაც გამოგვარჩევდა ბოლო წლებში - ის გუნდური, ერთიანი თამაში და წარმატებისთვის ბრძოლა. ვფიქრობ, ეს კარგი შანსია იმის გამოსასწორებლად, რაც გასულ წელს ვერ შევასრულეთ“.

NAKREBI.GE

ვა ვა ვა ვა
ადგილის შენარჩუნება? ნორმალური ფედერაცია მარტო ამ განცხადების მერე გაუშვებდა!
ირაკლი
კიდევ მეტად ვრწმუნდები იმაში, რომ სანიოლი ნაკრების მთავარ მწვრთნელად არ უნდა დაეტოვებინათ,მისი კომენტარის შიში იგრძნობა
Lelo
Მწვრთნელი მაქსიმალისტი და ასევე რეალისტი უნდა იყოს, მეტოქის ზედმეტი დამფასებელი, კიდევ ვიძახი მეტოქის ზედმეტი დამფასებელი არ უნდა იყოს მწვრთნელი, ჩვენ ავცდით შვეიცარიას შვედეთს შოტლანდიას ავსტრიას და უფრო ამაზე სუსტი მეტოქეები მივიღეთ ეს უნდა ითქვას. Შეშინებული მწვრთნელი საქართველოს ნაკრებს არ ჭირდება დღეს.
გიორგი
რატომ არ იმსახურებს? შენნაირი გულშემატკივარი ჰო ჰყავს, ასე რომ ყველაფერს იმსახურებს.

კომენტარებს რომ ვკითხულობ, ერთი დასკვნა გამომაქვს, თქვენნაირი ხალხი არ იმსახურებს, რომ მისი მშობლიური ნაკრები დიდ ტურნირებზე თამაშობდეს. ასე რამ გაგაბოროტათ იბიომატ, ჯერ ერთი, ახლა ზამთარია და ვინ იცის რა იქნება 6-7 თვის მერე, პლუს ამას რა იცით მაგ დროს ვინ რა ფორმაში იქნება?! თქვენა ხართ გულშემატკივრები? ისემც თქვენი....
alexandre
ვინ პროფესსიონალებს? სიჭინავას თუ პირდაპირ სააკაშვილი დავნიშნოთ? თუნდაც შემდეგ არჩევნებში ვერ გაიმარჯვოს, რა მოხდა მერე. რა, ვერ ისწავლიან ნაცებისგან თუ რა?!
Bs
ცოტა პესიმისტური თუმცა რეალობასთან მიახლოებული ნააზრევია, რაც მთავარია გულიდან და სიყვარულით ნაკარნახევი. ვისაც არ მოგეწონათ გაუყევით რუსი სამხედრო გემის გზას
გოგა
ამ კაცის ხელში გამორიცხულია რამეს მიაღწიოს ნაკრებმა, თუ 5 მცველიან ტაქტიკას დაუბრუნდა, კიდევ იქნება რაღაც შანსი, რო არ გავავრდეთ ც ლიგაში პირდაპირ
გაიოზ
გამოცვალედ ეს კაცი
არჩი
რა სიტუაცია გვაქვს დღეს: მეკარეები – მამარდა და გუგეშაშვილი უთამაშებლები არიან. დაცვა მარჯვნივ – კაკაბაძე ტრამვირებულია, გოჩოლეშვილს ბოლო წუთებზე თუ გამოიყვანენ. დაცვის ცენტრი – კაშია თამაშობს, თუმცა ასაკშია და სისწრაფე დაუქვეითდა. გოგლიჩიძე და საზონოვი არ თამაშობენ, თუმცა არც ერთი არ არის სტაბილური და დიდ ფეხბურთს ვერ ითამაშებენ. ტაბიძე, კვირკველია და გველესიანი წავიდნენ ნაკრებიდან. უახლოს რეზერვად ვინც მოიაზრებოდა – კალანდაძე, გელაშვილი და ლაცაბიძე სამწუხაროდ უპერსპექტივოები არიან, დვალი უთამაშებელია, ერთადერთი ლოჩო თამაშობს დონეზე. მარცხენა მცველი – აზაროვს შახტარში არ ათამაშებენ და არც უშვებენ, მეტი არც გვყავს. წიტაიშვილი და შენგელია მცველები არ არიან და სერიოზულ გუნდებთან ჩავარდნები აუცილებლად მოხდება. ნახევარდაცვა – ქოჩორას არ ათამაშებენ, მექვაბიშვილს – შიგადაშიგ. სიგუა და ლომინაძე ვერ ხვდებიან თავისი გუნდების ძირითადში, ლუკა გაგნიძე დაიკარგა, ნიკა გაგნიძე მომწონს, მაგრამ დიდ ფეხბურთს ვერ თამაშობს. ერთადერთი კიტე, რომელიც შემოდგომაზე უფერული იყო, შედის ფორმაში. შეტევა – ხვიჩაზე საუბარი არ არის – ჩვენი ვარსკვლვია. ჟორჟიკა ადაპტაციას გადის ვილიარეალში – ეს ბიჭი ბედნიერია ლიონში და საუკეთესო თამაშიც იქ გამოდის, მაგრამ არ დააყენეს თავის ქალაქში. ჩაკვე რვათვიანი პაუზის მერე ეხლა იწყებს თამაშს და როდის შევა ჩვეულ ფორმაში – საკითხავია. დავითაშვილი მომენტებში კარგია – მაგრამ არასტაბილურია. ბუდუ ტრამვირებულია და ეხლა უბრუნდება მინდორს, კვერნაძემ შეიძლება ითამაშოს კარგი ფეხბურთი – გოლებს გაუგო გემო. დანარჩენები – გულიაშვილი, აბუაშვილი, ქვილითაია არიან ის, რაც არიან. მე მიყვარს ჩვენი ფეხბურთი და ნებისმიერი აქ ჩამოთვლილის გუნდის თამაში რომ დაემთხვეს რეალის თამაშს – რომლის გულშემატკივარი მთელი ცხოვრება ვარ, რეალს არ ვუყურებ და ამათი გუნდების წვალებას ვუყურებ, თუ ჩვენს ბიჭს ათამაშებენ. 2024–ში ამ ბიჭების პიკი იყო და ლამაზად დაამახსოვრეს თავი მთელ ევროპას, შარშან შემოდგომაზე ლამის ყველა ტრამვიანი და უთამაშებელი იყო. მე მაინც იმედით ვარ – ყველაფერი კარგად იქნება და ნაში ტანკი იშო ბუდუტ ლიტაც. ბოდიში რუსულისთვის (მაგათი დედაც), თუმცა კარგი ნათქვამია
FaBro
აჰა...დაბრუნდა სანაკრებო ფეხბურთი და დაიწყო ამან ისევ ბრტყელ-ბრტყელების რახუნი. შენებური "ნებისმიერი შანსი" უკვე ვიცით რაცაა და აღარ გვინდა იმევე კინოს მეათედ ყურება. იაშვილი და კობიაშვილი, მოკიდეთ ხელი ამ მეზღაპრეს და სამივე, როგორც კოსტაია იტყოდა - "უხაძიწე ვონ"!
დავითი
200 ლარიდან დაიწყეთ ბილეთები ! შვეიცარიასთან ახლოს ვართ მშპ-თი
ვვვ
მაგის შემრჩენი ხარ შენ? არ გიცნობს, ეტყობა ;)
სიმართლე
3-4 ადგილისთვის ვიბრძოლებთ
Gulshematkivari
Ushvelet Dinamos Drozeee... Rom Nakrebma Normalur Stadionze Itamashos Da Ara Naxevrad Carielzee.....
Gulshematkivari
Sad Tamashobs Nakrebi Isev Naxevrad Cariel Dinamozee??? Ushvelet Eame Stadiooons!!!!!
რაგბის ფანი
4 გუნდს შორის მე-3 ადგილისთვის ვიბრძოლებთო, _ ამბობს ტიპი. ეს ვის გადავეყარეთ?!
ბრეჟნევი
კაცობაში მაინც გენადამ და ხინჩიგამ აჯობეს ყველას!!!!
დიფსთეით გლობალუროვი
მანამდე ვილი ბატონო, ჩრდ მაკედონიასთან რომ ხვიჩას კოვიდი აჰკიდეთ თქვენ, მაია ცქიტიშვილმა და გამყრელიძემ, გგონიათ ხალხი შეგარჩენთ?)))
გელა ნუგზარაშვილი
იაშკა, გეყოთ რა. მართლა ყელში ამოხვედით. წადით სახლში, დაუთმეთ გზა პროფესიონალებს. ეგ ვილიც გაიყოლეთ რა.
მუდრიკი ისევ ტრავმირებულია და საქართველოსთან ვერ ითამაშებს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
"ქართველები დღემდე ამას აკეთებენ... ფეხბურთელს უცხოელი სკაუტის გამო ნაკრებში იძახებენ, შემდეგ კი ეს ხდება..." - უკრაინის ნაკრების ყოფილი წევრი საქართველოს ნაკრებზე
"მბაპემ ბოდიშის მოხდის შემდეგ უფრო შეაზიზღა ხალხს თავი" - ამბობს საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი
U16 | საქართველო 0:1 რუმინეთი
ლოჩოშვილმა ისევ ვერ ითამაშა - "კიოლნი" "უნიონს" დაუზავდა
[VIDEO] გულიაშვილმა "რეალის" წინააღმდეგ ითამაშა - "რასინგი" დამარცხდა
0:9 - იეგოიანის "ექსელსიორი" "ტვეტნესთან" განადგურდა
[VIDEO] კვერნაძის საგოლე პასი - "ფროზინონე" წინ მიიწევს
[VIDEO] სათადარიგო საზონოვი და ქოჩორაშვილი შეცვლაზე - "ხეტაფემ" "სევილიას" მოუგო
ქვილითაია შეცვალეს - "ჰოლშტაინი" "გროიტერ ფიურტთან" დამარცხდა
ორგზის მსოფლიო ჩემპიონი "ბორჯღალოსნებში"
არაგონესის მაჩვენებელს გაუთანაბრდა - სიმეონე 1 მოგების შემდეგ, ლა ლიგაში ყველა დროის რეკორდსმენი გახდება
ბოდიშის მოხდა მოუწია - კარაგერმა თქვა, რომ მისი სიტყვები არასწორად გაიგეს
100-იანთა კლუბში - ფლიკზე სწრაფად ეს მხოლოდ ლუის ენრიკემ შეძლო
კერიკს "მანჩესტერ იუნაიტედიდან" ჯერ არ უშვებენ და ბოლო შანსს აძლევენ
უკრაინელმა ჟურნალისტმა "ოქროს ბურთის" ტოპ 10-ში მბაპე არ შეიყვანა და მიზეზი ახსნა - რომელ ადგილზე გაიყვანა მან კვარაცხელია
იყიდიან კვარაცხელიას შემცვლელს? - პსჟ-ში ერთი ვარიანტი უკვე გამოირიცხა
[VIDEO] ვანდამ გავრცელებული თამამი ვიდეოთი გამომწერები აღაფრთოვანა, იკარდის კი დასცინა
[VIDEO] როცა მეუღლე გაკვირდება და გამომწვევად ჩაცმულ მშვენიერ გოგონას ვერ უყურებ - საბინამ ჩეხ მწვრთნელს მძიმე წუთები გამოატარა
ბრწყინვალე მორეირა, მიჯრით მე-8 წაუგებელი დერბი და ზედიზედ მე-4 გამარჯვება - მილანი კვლავ შავ-წითელია!
რუბენ გარაბაიამ ევრო-2028-ის საკვალიფიკაციო მატჩებისთვის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა
ზივზივაძე ყოფილი გუნდის წინააღმდეგ - "ჰაიდენჰაიმი" "კარლსრუესთან" დამარცხდა
ალექსანდრე იაშვილი: დარწმუნებული ვარ, ჩაკვეტაძე ისევ ისეთი ძლიერი დაგვიბრუნდება
"ვილი საქართველოს ნაკრებისთვის საუკეთესო მწვრთნელია და მომავალშიც იქნება" - სანიოლის და იაშვილის პრესკონფერენცია
ალექსანდრე იაშვილი: ერთა ლიგაზე რთულ ჯგუფში ვართ, თუმცა ჩვენი მიზანი გამარჯვებაა
"წითელი აბი" სვანაძისა და საქართველოს ნაკრებისთვის - როდემდე ვიწუწუნოთ?!
ალექსანდრე იაშვილი: გვჯერა, ევროპის ჩემპიონატზე ისევ ვითამაშებთ!
საქართველო - უნგრეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
ალექსანდრე იაშვილი: უმაყურებლოდ თამაში ძალიან დიდი დანაკლისია
ერთა ლიგაზე ცუდმა სტარტმა შესაძლოა, სანიოლის შემდეგ მონტელას სკამიც იმსხვერპლოს
საქართველოში ჩამოსვლის მიზეზი, აქ გატარებული დრო და მსგავსება მის რეგიონთან - სანიოლი ფრანგულ Youtube არხს ჩვენი ქვეყნის შესახებ ესაუბრა
დაისაჯნენ - უნგრეთის ნაკრები თბილისურ მატჩს თავისი გულშემატკივრის გარეშე გამართავს
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
სანიოლი: მადლობა ამ ექვსი არაჩვეულებრივი წლისთვის - საქართველოს ჩემს გულში მუდამ განსაკუთრებული ადგილი ექნება
"თუ ეს სიტუაცია დიდ ხანს გაგრძელდება, დიდ პრობლემად იქცევა" - რა თქვა სანიოლმა თურქეთთან და ბულგარეთთან მატჩების წინ
უკრაინა - საქართველო | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
მატჩის დღე! საქართველოს ნაკრების რადიკალური გარდაქმნის მოლოდინში
სანიოლი: კვარაცხელიას ვესაუბრე, მოწყენილია - კიდევ უფრო ძლიერი დაბრუნდება