ტანვარჯიშის სასახლეში გამართული მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატის ორგანიზებით სტუმრები აღფრთოვანებულნი დარჩნენ
თბილისში, ტანვარჯიშის სასახლეში გამართულ მოფარიკავეთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს წარმომადგენლებმა თითო ოქროს და ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს. რაც შეეხებათ სტუმრებს, ისინი შეჯიბრების ორგანიზებით აღფრთოვანებულნი დარჩნენ.

შთაბეჭდილებებს გვიზიარებენ საქართველოს ფარიკაობის ფედერაციის პრეზიდენტი ზაზა მჭედლიძე და ევროპის ფარიკაობის კონფედერაციის გენერალური მდივანი მაქს გიოტერი.

ზაზა მჭედლიძე:

- 2017 წლის ევროპის ჩემპიონატის შედეგებით კმაყოფილი ვარ. მართალი გითხრათ, მოხმალავე ვაჟებისგან ველოდით ერთ ჯილდოს, მაგრამ ერთბაშად ორ მედალს, თანაც, ერთს უმაღლესი სინჯისას თუ მოვიპოვებდით, ნამდვილად არ მეგონა.

არადა, ჩვენმა ქალებმა ასპარეზობის პირველი დღე ოქროთი გახსნეს და თამასა ძალიან მაღლა ასწიეს: შეუძლებელი შეძლო თეოდორა კახიანმა, რომელიც ოთხი წელიწადი ამერიკაში სწავლობდა და იქვე, პენსილვანიის უნივერსიტეტში, შესანიშნავი სპეციალისტის - გლონის ხელმძღვანელობით ფარიკაობაშიც იმაღლებდა ოსტატობას. სტუდენტურ ტურნირებშიც არაერთხელ მიუღწევია წარმატებისთვის, რომლებიც სამშობლოში ევროპის ჩემპიონობით დააგვირგვინა.

ეს ორმაგად სასიხარულოა, რადგან საქართველოს დედაქალაქში კონტინენტის ბევრი ფავორიტი საფარიკაო ქვეყნის წარმომადგენელი დარჩა ოქროს მედლის გარეშე.

ბრინჯაო მოხმალავე სანდრო ბაზაძემ, ახალგაზრდებში ევროპის სამგზის ჩემპიონმა და რიოს ოლიმპიადის მონაწილემ მოგვიტანა. შარშან მსგავს შეჯიბრებაში იგი მეხუთე ადგილით დაკმაყოფილდა. ამჯერად ორი საფეხურით წინ წაიწია და, როგორც ვთქვი, ბრინჯაოს მედალი დაიმსახურა. მან ნახევარფინალი მომავალ გერმანელ ჩემპიონ ჰარტუნგთან დათმო.

სანდროს უფრო დიდი პოტენციალი აქვს და სამომავლოდ მეტი წარმატების მიღწევა შეუძლია. საგულისხმოა, რომ ბექა ბაზაძემაც კარგად იასპარეზა და წლეულსაც 16 საუკეთესოში მოხვდა. ევროპაში, სადაც მოხმალავეთა ელიტის წარმომადგენლები ოლიმპიური თამაშების, მსოფლიოს და ევროპის ჩემპიონატების ოქროს, ვერცხლის ან ბრინჯაოსმედალოსნები არიან, მსგავსი რამის გაკეთება სპორტსმენის სტაბილურობაზე მიუთითებს. საგულისხმოა ისიც, რომ ჯგუფურ ტურნირში ბექამ ჰარტუნგიც კი დაამარცხა.

- ალბათ, მოხმალავე ვაჟთა გუნდურ შეჯიბრებაში საქართველოს ნაკრებისგან უკეთეს შედეგს ელოდით...

- რა თქმა უნდა, რადგან ჩვენმა ბიჭებმა საერთაშორისო სარბიელზე არაერთხელ დაამტკიცეს, რომ არავის ჩამოუვარდებიან. ევროპის ჩემპიონატის დაწყებამდე ორი დღით ადრე ტრავმა მიიღო მიხეილ მარდალეიშვილმა, რომელმაც "მოსკოვის ხმალზე" შესანიშნავად იასპარეზა. მისი ტრავმა რომ არა, შესაძლოა, გუნდურშიც ავსულიყავით კვარცხლბეკზე.

- ჩემპიონატის ორგანიზაციაზე რას იტყვით?

- სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა სამინისტროს და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის აქტიური მხარდაჭერითა და დახმარებით, შეჯიბრებისთვის სერიოზულად მოვემზადეთ. შევიძინეთ თანამედროვე 12 საფარიკაო ბილიკი და ფიცარნაგები, ელექტროაპარატურა და სხვა მოწყობილობა. მხოლოდ საკუთარი ძალებით ყოველივე ამას და ევროპის ჩემპიონატის მაღალ დონეზე ორგანიზებას ვერ შევძლებდით.

არადა, ამ ტურნირს ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა, რომ სამომავლოდ უფრო დიდი პაექრობების სამასპინძლოდ გვქონდეს პრეტენზია. ვფიქრობ, გამოწვევას თავი გავართვით, რადგან სტუმრები კმაყოფილნი დარჩნენ და მზად არიან, ჩვენთან ნებისმიერ დიდ ტურნირში საასპარეზოდ ჩამოვიდნენ ფარიკაობის სამივე დისციპლინაში.

- მოხმალავეების გარდა, სხვა დისციპლინების ჩვენმა წარმომადგენლებმა თავი ვერაფრით გამოიჩინეს...

- წლეულს 23-წლამდელ მოფარიკავეთა ევროპის პირველობაზე რაპირით ლუკა ღაღანიძემ ბრინჯაოს მედალი მოიპოვა. იგი ნიჭიერი მუშკეტერია და მისგან წარმატებას თბილისშიც ველოდით. ჯგუფური ეტაპიც უნაკლოდ გაიარა, პლეი ოფშიც კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ კვარცხლბეკს მაინც ვერ მიუახლოვდა. მოხმალავე დარია ანტონოვასა და დაშნით მოფარიკავე მაია გუჩმაზოვასგანაც უკეთეს შედეგს ველოდით, მაგრამ გულწრფელად მინდა გითხრათ, რომ ამ ჩემპიონატზე ქართველმა მოფარიკავეებმა თავიანთი სიტყვა თქვეს. ახლა მთავარია, სხვა შეჯიბრებებისთვის მოვემზადოთ სათანადოდ და იქაც გავახაროთ ქომაგები.

მაქს გიოტერი:

- თბილისში უწინაც არაერთხელ ვყოფილვარ. რაც კონფედერაციის გენერალური მდივანი ვარ, სულ 23 ჩემპიონატი ჩამიტარებია და შემიძლია გითხრათ, რომ მათ შორის ეს იყო ყველაზე უკეთ ორგანიზებული შეჯიბრება.

კმაყოფილი ვართ იმითაც, რომ ამ საქმეში საქართველოს ფარიკაობის ფედერაციას გვერდით ედგა სპორტის სამინისტრო და ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი. დიდი მადლობა საქართველოს ასეთი მასპინძლობისთვის.

თქვენ ღირსეულად დაიმსახურეთ სტუმართა სიყვარული და პატივისცემა, ტურნირზე კი - ორი მედალი. ეს დიდი წარმატებაა და იმ წინსვლის შედეგი, რასაც ბოლო წლებში ფარიკაობის ეროვნული ფედერაცია განიცდის.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მშვილდოსნობაში 2023 წლის საქართველოს თასის პირველი ეტაპი გაიმართა - გამოვლინდნენ გამარჯვებულები
თეა წულუკიანი მშვილდოსნობის ფედერაციას შეხვდა
მშვილდოსნობა. მსოფლიოს ჩემპიონატი: დედა-შვილი ერთად იასპარეზებს
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ქალთა ნაკრები მოლდოვაში ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
"იუვენტუსი" მზადაა თავისი ვარსკვლავი 150 მილიონად გაყიდოს
[VIDEO] ქართული ძიუდოს რეკორდი - ტატო გრიგალაშვილი მსოფლიოს 4-გზის ჩემპიონია!
WU19 | საქართველო 1:0 ბულგარეთი
სეზონის ბოლომდე კვლავ “ლიონში”? - ენდრიკს საფრანგეთში უხმობენ
მამუკელაშვილი "ლეიკერსის" სასტარტო და ბობარდირი "გოლდენ სტეიტთან"
პსჟ "მანჩესტერ სიტის" მარცხენა გარემარბის შეძენას აპირებს
18 ქულა 18 წუთში | შერმადინის შედეგიანობით "ტენერიფემ" ვერ იხეირა
მერინო შეცვლაზე შესვლიდან გოლების გატანის დიდოსტატია
"ნაკრებიდან უნიკალური ფეხბურთელი წავიდა" - მოდრიჩი მესის არგენტინის ნაკრებში კარიერის დასასრულზე
"არა მხოლოდ არგენტინა, არამედ მთელი მსოფლიო მადლობას გიხდის" - ნეიმარი მესის სანაკრებო დასასრულზე
მერკვილაძის გამარჯვების სამქულიანი საკუთარი მოედნიდან | 16 ქულა და 9 მოხსნა
"ასეთ შემთხვევაში, ირაოლას სხვა გზა აღარ ექნება და მამარდაშვილი "ლივერპულის" ძირითადი მეკარე გახდება!" - Football Insider ქართველ კიპერზე წერს
ზედიზედ ოთხი მარცხის შემდეგ - თურქებმა მონტელა დაითხოვეს
"ვინ მართავს უკრაინულ ფეხბურთს?! უსინათლოები და სულელები არიან?!" - ვორონინმა უკრაინის ნაკრების გამოსვლა უმძიმესად შეაფასა
ლუკა გაგნიძემ მოსკოვის "დინამოსთან" კონტრაქტი გაწყვიტა და თავისუფალი აგენტი გახდა
"ძალიან მომენატრებით, ვამაყობ, რომ არგენტინელი ვარ!" - ლეგენდა წავიდა... მესიმ არგენტინის ნაკრებში ბოლო მატჩი ჩაატარა
სპორტის სამინისტრომ 2025 წლის საუკეთესო სპორტსმენები დაასახელა
სანდრო ბაზაძე მადრიდის მსოფლიო თასის გამარჯვებულია
მიზანი ბუდაპეშტში გამარჯვება და ტოკიოში გამგზავრებაა - ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიო ჩემპიონატზე ისაუბრეს
მსოფლიოს ჩემპიონატი ფარიკაობაში: ლაიპციგში მსოფლიოსთან ერთად
ისტორია დაიწერა - სანდრო ბაზაძე ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონია!
რას მიაღწიეს ჩვენებმა? - ქართველი მოფარიკავეებისთვის მსოფლიოს ჩემპიონატი დასრულდა
სანდრო ბაზაძე მსოფლიოს თასზე ბრინჯაოს დაეუფლა
2 ქართველი მოფარიკავე ქალი ახალ რეიტინგში დაწინაურდა
მსოფლიოს ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეების მნიშვნელოვანი დღე
„არქი“ ფარიკაობაში მსოფლიო ჩემპიონის, სანდრო ბაზაძის მხარდამჭერი გახდა
იმედია, ჩვენი მოფარიკავეები გაგვახარებენ - ევროპა თბილისში მოიყრის თავს
ქართველმა მოფარიკავეებმა მსოფლიოს ჩემპიონატზე გუნდურში მე-7 ადგილი დაიკავეს
მსოფლიო ჩემპიონატი: ქართველი მოფარიკავეები ძირითად ბადეში იასპარეზებენ
სანდრო ბაზაძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა!
6 ქართველი მოფარიკავე ისრაელში არალეგალურად დარჩა