ბობ მაიერსი: ჩვენ მოგვწონს ჩვენი ცენტრები, მაგრამ შევისწავლით ბაზარსაც
Yahoo Sports-ი "გოლდენ სტეიტის" ზაფხულის მთავარ გამოწვევაზე - თავისუფალ აგენტთა ბაზარზე საქმიანობას სტატიას უთმობს, რომელშიც ცნობილი ექსპერტი ბობი მარკსი სავარაუდო ვარიანტებზე საუბრობს.

ბობი მარკსს NBA-ში მუშაობის 20-წლიანი გამოცდილება აქვს, ის ბოლო 5 წელიწადი "ბრუკლინ ნეტსში" გენერალური მენეჯერის ასისტენტი იყო.

მარკსის დასკვნა ასეთია: "გოლდენ სტეიტი" ყველა თავისუფალ აგენტს შეინარჩუნებს ამ ზაფხულს, გარდა იან კლარკისა და ზაზა ფაჩულიასი.

usatoday.com კი მიიჩნევს, რომ "გოლდენ სტეიტი" შეეცდება ზაზა ფაჩულიას შენარჩუნებას, თუმცა რა გამოვა ამისგან, უცნობია.

KNBR მიიჩნევს, რომ კლუბმა არ უნდა იდარდოს იმაზე, რომ თავისუფალი აგენტები წავლენ, რადგან NBA-ში მრავლად მოიძებნებიან "საჩემპიონო ბეჭდებზე მონადირეები", რომლებიც "სეზონში 1,2 მილიონად მზად იქნებიან, დიად კალათბურთელთა სიას შეუერთდნენ". გამოცემა გასაშვებთა სიაში იგუდალას, მაკგის, ლივინგსტონს, კლარკსა და "შესაძლოა, თვით" ფაჩულიასაც გულისხმობს.

The Mercury News მიიჩნევს, რომ "გოლდენ სტეიტის" გენერალური მენეჯერი ბობ მაიერსი ძალიან აფასებს ფაჩულიას, მაკგისა და ვესტს, თუმცა ლიგაში მზად არიან სხვა ვეტერანებიც, რომლებიც თავიანთ საბაზრო ფასზე ნაკლებად ითამაშებენ საჩემპიონო გუნდში, მაგალითად, ზაკ რენდოლფი.

აი, რას ამბობს მაიერსი ცენტრის პოზიციაზე: "ეს პოზიცია ყოველთვის მნიშვნელოვანია გუნდში, მაგრამ ჩვენ ძალზე ბევრი თანხა გვაქვს დასახარჯი სხვა პოზიციებზე. ჩვენც სიტუაციისდა მიხედვით ვიმოქმედებთ. ვნახავთ, რა ვარიანტები გვაქვს.

ჩვენ მოგვწონს ის კალათბურთელები, რომლებიც ამ პოზიციაზე გვყავს. მათ სიტუაციას შევისწავლით, მაგრამ ჩვენ შევისწავლით ცენტრების თავისუფალ აგენტთა ბაზარსაც და შევარჩევთ საუკეთესო ვარიანტებს".

m.m
საშუალო გუნდში გადავიდეს, ფინანსებს და სტატისტიკას მიხედოს ჯობია
tanto
კლარკი გადადის გოლდენიდან, 18 თუ 20 მილიონიანი კონტრაქტი გაინაღდა. ერთის მხრივ ზაზას გულშემატკივრებისთვის კარგი იქნება გოლდენში მისი დარჩენა, მეორე საჩემპიონო ტიტულის მოსაპოვებლად ბევრად უფრო საინტერესო და დაძაბული იქნება თვალყურის დევნება, მაგრამ არა მგონია გოლდენმა 5 მილიონზე მეტი შესთავაზოს თუ მისი დატოვება გადაწყვიტეს. კაცია და გუნება, როგორც თავად გადაწყვეტს ჩვენთვის მისი გადაწყვეტილება მისაღები იქნება. მთავარია ახალ სეზონშიც არ გამოთქვას ყველა ვარსკვლავებში თამაშის პრეტენზია, რაც უდიდეს ნეგატივს იწვევს მასზე.
tngh ანკლე სემი-s
ბურჯანოიდო 20 მილიონამდე შენ თვლა არ გასწავლეს კომუნისტებმა,მაქსიმუმ 350 კომუნისტურ მანეთამდე იცოდი მათ დროს თვლა, მაგიტომაც გიჭრელდება თვალები და ტვინი როდესაც ამერიკულ ჰონორარებს და ხელფასებს ითვლი.
david
ზაზა ჭკვიანი ადამიანია, რაც უნდოდა იმას მიაღწია და ეს არის მნიშვნელოვანი ჩვენთვისაც კი, ახლა რომც გადავიდეს სხვა კლუბში არავინ დავზრახავთ, თუმცა მეომრები კაი ხანი იქნებიან მინიმუმ ფინალისტები, როგორც ძველი ჩიკაგოს გულშემატკივარი დავრჩი ასე ვიქნები მეომრების გულშემატკივარი ყოველთვის. წარმატებები ზაზას სადაც არ უნდა იყოსყველა საქმეში, მან ასახელა საქართველო.
ანკლე სემი
როგორ გიყვართ ქართველებს ტრაბახი არაფრის გამო: stephen curry'ს ხელფასი 12მილიონია, ფაჩულიასი როგორ იქნება 20მილიონი ანდაც თუნდაც 10მილლიონი. ვისმეს უნახია ის კონტრაქტი. ამერიკელი ჟურნალისტების სპეკულაცია მარტო საქართველოში როგორ უნდა გასაგდეს როგორც სიმართლე. სირცხვილია
gulshematkivari
მე იმდენად მიყვარს გოლდენ სტეიტი,რომ ვისურვებდი ყველას დარჩენას,ყველა მაგარი იყო,ყველამ შეასრულა თავისი მისია ხუთიანზე! მაქსიმუმ ერთი ძალიან მაგარი ცენტრის დამატება მოუხდებოდათ,მაგრამ ... ვის ხარჯზე? მგონი კლარკის(თუმცა ისიც მეცოდება!)
dk
შესახვეწი არაფერი გვაქვს. უფულოდ ნომერ პირველ გუნდში ვინ ითამაშებს.
სოსო
ეს ზაზას გადასაწყვეტია და მის ნებისმიერ გადაწყვეტილებას მივესალმები.ამავე დროს დავრჩები გოლდენ სტეიტის გულშემატკივარიც.
Bavaria
არ გაუშვებენ ზაზას იმიტომ, რომ ზაზა გარდა იმისა რომ საკმაოდ კარგი ცენტრია და მასზე უკეთესი სამი-ოთხი თუ იქნება ნბა-ში, ის ძალიან კარგი ადამიანია და ძალიან უყვართ ამ გუნდში, მაყურებელმაც შეიყვარა, ძალიან მეგობრული გუნდი სჩანს, გარედან ყოველ შემთხვევაში, პლუს ამას ლიდერები: კარი, გრინი, დურანტი, ტომპსონი ძალიან უბრალო ტიპები არიან და არ გვანან ევროპელ პიჟონ ვარსკვლავებს, არა მგონია ზაზასაც უნდოდეს ამ დიდი ოჯახიდან წასვლა
kako
ზაზამ ყველაზე კარგად იცის როგორ უნდა მოიქცეს. თუმცა მიმაჩნია, რომ ჯობია მაღალ ანაზრაურებაზე გააკეთოს აქცენმტი კარიერის მიწურულს. მან ხომ მიაღწია იმას, რაცა დაგეგმილი ქონდა ანუ გახდა მსოფლიო ჩემპიონი ანუ საცმპიონო ბეჭედი ჯიბეში უდევს. აწინ......
giorgi
არამგონია წელსაც ზაზა თუნდაც 5 მილიონად გოლდენში დარჩეს ვნახოთ სხვა გუნდები რამდენს შესთავაზებენ და ალბათ უკეთეს ვარიანტს მონახავს
პაატა
ვეთანხმები, ჩემპიონობა უკვე მოიპოვა, დიდი მნიშვნელობა აღარ აქვს შედარებით დაბალ ხელფასზე ორგზის და სამგზის ჩემპიონობის დევნას, ზაზას მომავლისთვის ჯობია "მაგარი კუში" აიღოს:) წარმატებები ზაზა!!!
aburjga
ზაზა 20 მილიონიან ახალ გუნდში გადავა! მან თავისი ამოცანა უკვე შეასრულა!
გუგა ნაცვლიშვილის წარმატებული მატჩი და გამარჯვება ამერიკის სტუდენტურ ლიგაში
"ბარსელონას" ამ ფეხბურთელთან ვმეგობრობ" - თორნიკე შენგელია
"ბარსელონამ" ნავსი კატალონიურ დერბიში, "ხირონას" დამარცხებით გატეხა
მერაბ რატიშვილი მონტენეგრო-საბერძნეთის მატჩს უკომისრებს
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEOS] სუპერმატჩი ოკლაჰომაში და დონჩიჩის 43 ქულა - NBA ხმაურიანად დაიწყო!
[VIDEO] ედვარდსის ბრწყინვალე მატჩი - კარის გარეშე დარჩენილი "გოლდენ სტეიტი" რთულ სიტუაციაშია
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
[VIDEO] "გოლდენ სტეიტი" პლეი-ოფს გამოეთიშა - "მინესოტა" კონფერენციის ფინალშია
"არა რუსულ კანონს - ჩვენ უკეთესები უნდა ვიყოთ" - ქართველი სპორტსმენები ქვეყნის ევროპულ მომავალს უჭერენ მხარს
[VIDEO] გადამწყვეტი მატჩი მოულოდნელი გმირით - "გოლდენ სტეიტმა" "ჰიუსტონ როკეტსი" დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "სან ანტონიო სპურსმა" "გოლდენ სტეიტი" დაამარცხა [VIDEO]
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
ბითაძე კარისთან? - "გოლდენ სტეიტი" ქართველის დამატებას განიხილავს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები