გია თენაძე: "ლუჩილა ძაპა ცუდი სპორტსმენი არაა და თუ ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს, ბუნებრივია, გაგვიხარდება..."
ფოტოზე: მზია ბებოშვილი და გია თენაძე

ჭაბუკ ძიუდოისტთა ევროპის ჩემპიონატისთვის, რომელიც 30 ივნისს კაუნასში დაიწყება, ემზადებიან ჩვენი გოგონებიც. მათ ახლახან ხორვატიულ პორეჩში ერთობლივ კემპშიც ივარჯიშეს.

მწვრთნელებს საევროპო შემადგენლობა იქ წასვლამდეც გარკვეული ჰქონდათ, თუმცა ამ შეკრების შემდეგ ერთი საკადრო გადაადგილება მაინც მოხდა - გადაწყვიტეს, მარიამ მაზანაშვილი ჩვეული 48-ის ნაცვლად, ევროპაზე 52-ში გამოიყვანონ. ოღონდ ეს ექსპერიმენტული სვლაა და მოვლენათა განვითარებას კიდევ დააკვირდებიან. საქმე ისაა, რომ გუნდური შეჯიბრების ფორმატი ჭაბუკებთანაც იცვლება და ესენიც ბიჭებთან შერეულ გუნდად იჭიდავებენ, თუმცა ამ ევროპირველობას ეს რეფორმა არ ეხება, ცვლილება მსოფლიოს ჩემპიონატიდან შევა ძალაში.

ნაკრების მთავარ მწვრთნელ გია თენაძესთან სასაუბროდ სხვა აქტუალური თემებიც გვქონდა: მზადება ივლისში უნგრულ დიორში გასამართავი ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალისთვის, მზია ბებოშვილის წონის პრობლემა, იქით ქალთა ეროვნული ნაკრები - იტალიელი ძაპა, ჰოლანდიელი სტამი და სხვა...

- ჭაბუკთა ნაკრების წევრების მზადებით კმაყოფილი ვარ - გვითხრა თენაძემ. - ამ ვარჯიშებისგან მათ მიიღეს ყველაფერი, რაც უნდა მიეღოთ. სეზონის დასაწყისიდან მოყოლებული, გავიარეთ ორი ფიზიკური შეკრება, მერე - მზადების შერეული ეტაპი, რასაც ხორვატიაში ერთკვირიანი სპეციალური მზადება დაემატა. ფაქტობრივად, მზად არიან ევროპის ჩემპიონატისთვის. დაგვრჩა ერთი კვირა, სადაც წონებს გავაკონტროლებთ და ტაქტიკურად თუ სხვა კუთხით ვიმუშავებთ. მერე კი ყველაფერი წილისწყრასა და ფორტუნაზეა დამოკიდებული, თუმცა ფორტუნისა ნაკლებად მჯერა - როცა ძლიერი ხარ, ფორტუნა ყოველთვის შენკენაა.

კაუნასში 8 მონაწილე გვეყოლება. პირადი პირველობის გარდა, გუნდური შეჯიბრებაც ჩატარდება, სადაც ამ შემადგენლობით ვიჭიდავებთ. თან მედალზეც გვექნება პრეტენზია - უკვე დროა, შედეგზეც ვიფიქროთ.

ამ ჩემპიონატის გუნდური ტურნირი ძველი წესით გაიმართება - ბიჭები და გოგონები ცალ-ცალკე ნაკრებებით იჭიდავებენ, მსოფლიოზე კი ახალი წესით ვიასპარეზებთ - შერეული გუნდით, რომელშიც 4 გოგო და ამდენივე ბიჭი იქნება. გოგონების წონებია 44, 52, 63 და +70, ბიჭებისა - 55, 66, 81 და +90. ამათგან მხოლოდ 44-ში არ გვყავს დასაყრდენი მონაწილე, დანარჩენებში კი ბიჭებს არ ჩამოვუვარდებით და ვიმედოვნებთ, მსოფლიოზე კარგად გამოვალთ.

- მარიამ მაზანაშვილი ახალ წონაში - 52 კილოგრამში დაასახელეთ. რამ განაპირობა მისთვის წონის შეცვლა?

- მისი დაყენება 48-ში გვქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ 52-ში საქართველოს ჩემპიონ მარიამ გურგულიანს სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. ამიტომ ახლა მაზანაშვილს არ ვაკლებინებთ და შევხედავთ, როგორ იჭიდავებს 52-ში. თუ ნორმალურად, მაშინ დავტოვებთ კიდეც ამ წონაში, თუ არა და, 3 კილოგრამი აქვს დასაკლები, რაც ერთკვირიანი ვარჯიშის საქმეა.

- პორეჩში ახალგაზრდებიც გყავდათ, მათ როგორ ივარჯიშეს, განსაკუთრებით მზია ბებოშვილის წონის დაკლების ამბავი გვაინტერესებს - ახერხებს ამას?

- ბებოშვილის წონის დაკლების ამბავი ვერ არის სახარბიელოდ, თუმცა ეს არაა მისი საშუალო წონა, მომატებული აქვს და სისტემატური ვარჯიშით ჩადგება საშუალო მაჩვენებლებში. მაგრამ 52 კილოგრამი, ფაქტობრივად, უნდა დავივიწყოთ. ის 57-ში იჭიდავებს.

რასაც ახლა პორეჩში ვუყურე, ამ წონაშიც აქვს რეალური პრეტენზია, ვარჯიშებზე ტოლს არ უდებდა არავის. მარიამ ჯანაშვილის და ეთერ ლიპარტელიანის გვერდით თანაბრად იბრძოდა ყველა ლიდერთან. შემადგენლობაც კარგი შეიკრიბა: რუსები სამივე პირველი ნომრით ჩამოვიდნენ, ჰოლანდიელებს, პოლონელებს და ხორვატებსაც პირველი ნომრები ჰყავდათ, ჩვენები კი ყველასთან თანაბრად ჭიდაობდნენ.

ასეთი კონკურენცია უკვე ჩვენს ინტერესებშიცაა: უფროსებში შერეულ გუნდში ქალების წონებია 57, 70 და +78. გვინდა, 57-ში იყოს კონკურენცია, ერთმანეთთან მეტოქეობით შედეგებიც გაუმჯობესდება. სავარაუდოდ, სამომავლოდ მარიამ ჭანტურიაც 70-ში გადაინაცვლებს 63-დან, რადგან მოზარდია.

სამბოში ევროპის ორგზის ჩემპიონმა ნინო ოძელაშვილმაც გამოთქვა სურვილი, რომ სამბოდან დაბრუნდეს ძიუდოში და უკვე ვარჯიშობს ჩვენთან, აქვეა ინდირა სილაგაძე და გარკვეული კონკურენცია აქაც იქნება. მძიმე წონაშიც გვყავს კარგი ძიუდოისტები - სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი, ელენე ქებაძე, მარიამ ცერცვაძე... სწორედ იმ წონებში გვყავს კარგი შემადგენლობა, რაც გუნდურისთვის გვჭირდება.

- იტალიელმა ლუჩილა ძაპამ როგორი შთაბეჭდილება დატოვა, თუ აპირებთ მის ჩართვას რომელიმე ტურნირში?

- ახლა თვითონვე ამბობს, საერთოდ არ ვარ მზად გამუდმებული ტრავმების გამოო, წონაც მომემატა და არ ვარ ჩვეულ ფორმაშიო. როგორც შევხედე, 52-ში ნაკლები შანსი აქვს, 48-ში კი შეუძლია ადგილის დამკვიდრება, კიდევ რამემ თუ არ შეუშალა ხელი.

სადღეისოდ 52-ში ჩვენს გოგონებთან შანსი არ აქვს და უცხოელებთან ხომ - მით უმეტეს!

ცუდი სპორტსმენი არაა და თუ რამე პრეტენზიებს არ წამოგვიყენებს, თან სათანადოდ ივარჯიშებს და ჩვენს ქვეყანას წარმატებას მოუტანს, ბუნებრივია, გაგვიხარდება და ყველანაირად ხელს შევუწყობთ, მაგრამ ტყუილად ვატაროთ და ფული დაიხარჯოს, გაუმართლებელი მგონია.

- ევროპის ვიცე-ჩემპიონ ესტერ სტამზე რას გვეტყვით? ბუდაპეშტში, მსოფლიოს ჩემპიონატისთვის აპირებს დაბრუნებასო, ითქვა.

- კახა გვიჩიანი, რომელიც უკვე გოგონებთან მუშაობაში ჩაერთო და წინა ოლიმპიურ ციკლში სტამთან მუშაობდა, სამი დღით იყო წასული ჰოლანდიაში, სტამსაც შეხვდა და მას უთქვამს, ტრავმების გამო ვერ ვაგრძელებ კარიერას, სპორტს თავს ვანებებო.

- ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის შემადგენლობაც ხომ არ გაგირკვევიათ?

- დიახ, რადგან უკვე მოგვთხოვეს სახელობითი სიები. ამ ტურნირზე უნგრულ დიორში 4 მონაწილით გამოვალთ: ეკატერინე ტატუნაშვილი 52-ში, 57-ში - თინათინ რევაზიშვილი, მარიამ ჭანტურია - 63-ში და სოფიო სომხიშვილი - მძიმე წონაში.

საქართველოს გოგონათა ნაკრები

48 კგ. სალომე ბლიაძე

52 კგ. მარიამ მაზანაშვილი, ეკატერინე ტატუნაშვილი

57 კგ. თინათინ რევაზიშვილი

63 კგ. მარიამ ჭანტურია, ინდირა სილაგაძე

+70 კგ. სოფიო სომხიშვილი, სალომე მაყიშვილი

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
Geo Team: მამაგეიშვილმა ტერფი მოიტეხა
საქართველოს რაგბის კავშირის განცხადება
The Arsenal Insider: "არსენალი" კვერნაძის აგენტთან აწარმოებს მოლაპარაკებას
"დილამ" ნიდერლანდელი გარემარბი დაიმატა
"იუვენტუსი" "ტოტენჰემისგან" მეკარეს გამოისყიდის
ფილიპე ლუისი: პსჟ-ს ვერ შევედრებით - ჩვენი გუნდის დონეს ბოლოს ვნახავთ
"არსენალი" დეკლან რაისს ახალ კონტრაქტს გაუფორმებს
ხვიჩას სცენარი მეორდება - "ნაპოლიმ" კვარაცხელიას მაგალითზე ვერაფერი ისწავლა?
საყვედური მოურინიოსგან - ჟოზეს მბაპეს საქციელი არ მოეწონა
The Athletic: "რეალი" კურტუას შემცვლელს ეძებს
"საქართველოს დამარცხება შესაძლებელია - უკრაინის ჩამოწერა არ ღირს" - აცხადებს "შახტარის" ყოფილი ფეხბურთელი
ერთა ლიგის საწყისი 4 მატჩის შემდეგ, საქართველოს ნაკრებმა FIFA-ს რეიტინგში უკან დაიხია
მბაპე "ლივერპულში" გადასვლაზე თანახმაა
ლაშა ბექაურმა და ლუკა მაისურაძემ მსოფლიო ჩემპიონატზე ასპარეზობა ნაადრევად დაასრულეს
პედრომ 39 წლის ასაკში საფეხბურთო კარიერა დაასრულა
რა სასჯელი ელის რონალდოს - პორტუგალიური პრესა შესაძლო სცენარზე
ანდრეი შევჩენკოს ვაჟი ინგლისის მე-7 დივიზიონის კლუბში გადავიდა
ლუჩილა ძაპა: ქართველი ვარ და ამით ვამაყობ! ეს ჩემი ოცნება იყო...
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
429 ძიუდოისტი 55 ქვეყნიდან - 29 მარტს თბილისის გრან პრი იწყება
ვინ არის მორიგი უცხოელი ძიუდოისტი საქართველოს ნაკრებში [PHOTO]
ახალგაზრდული ნაკრები: გუჯეჯიანის მორიგი თამამი ექსპერიმენტები
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
ქართველმა სამბისტებმა მოსკოვში 5 მედალი მოიპოვეს
მინსკი 2019: ქართველი სპორტსმენების 22 ივნისის განრიგი
ძიუდო. ახალგაზრდული ნაკრები: ევროპაზე ორი ლიდერის გარეშე
გია თენაძე: საქართველოს ძიუდოს ფედერაციასთან შეთანხმებით, 6 გოგოზე ავიღეთ აქცენტი
ნინო ოძელაშვილი სამბოში მსოფლიოს ჩემპიონი გახდა
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ძიუდოისტთა ნაკრები: ესტერ სტამი საქართველოს ნაკრებს დაუბრუნდა
ქართველმა ქალმა ძიუდოისტებმა საფრანგეთის ტურნირზე 4 მედალი მოიპოვეს
საქართველოს სამბისტთა ნაკრებმა მინსკში კიდევ 5 მედალი მოიპოვა
ვიდრე შედეგს არ გვაჩვენებენ, არ ვაფინანსებთ... ლუჩილა ძაპა უკვე საქართველოშია
შავდათუაშვილი მსოფლიოზე გამაყუჩებლით იჭიდავებს
ნინო ოძელაშვილი: ქმარს დავპირდი, მსოფლიოს ჩემპიონი თუ გავხდი...
ქალთა ძიუდო. ევროპის ჩემპიონატი ახალგაზრდებში: გოგონების კვარტეტი
რომაელი საქართველოში - ინტერვიუ ლუჩილა ძაპასთან
სამბო. ოთხი ვერცხლი ათენიდან
ძიუდო. ქალთა ნაკრები: ჭაბუკებით გაძლიერებული ახალგაზრდები