ფოთის "კოლხეთის" 22 წლის უკრაინელ თავდამსხმელს მიმდინარე ჩემპიონატში უკვე 10 გოლი აქვს გატანილი
ფოტოზე: მიკოლა კოვტალიუკი "ლოკომოტივის" წინააღმდეგ

მიკოლა კოვტალიუკი ფოთის "კოლხეთს" 2017 წლის ზამთრის სატრანსფერო პერიოდში შეუერთდა. მაშინ 22 წლის უკრაინელი თავდამსხმელი დააახლოებით ისეთივე ფიგურა იყო, როგორც კატა - ტომარაში. კარგად არავინ იცნობდა და ზუსტად გუნდშიც არ იყვნენ დარწმუნებულები, რომ გამოადგებოდათ...

მაგრამ გელა სანაიას არჩევანმა გაამართლა - მიმდინარე ეროვნულ ლიგაში კოლხების 17 გოლიდან 10 - კოვტალიუკის ანგარიშზეა, რაც 5 გოლით ნაკლებია პირველადგილოსან ირაკლი სიხარულიძის ("ლოკომოტივი") მაჩვენებელზე. აუტსაიდერ გუნდში ასეთი შედეგიანობა უთუოდ დასაფასებელი ამბავია...

ლვოველმა ბიჭმა შჩასტლივოეს "კნიაჟასა" და ლვოვის "კარპატის" ახალგაზრდულ გუნდში დაწყებული კარიერა მთავარ "კარპატიში" გააგრძელა. მერე იყო მარიუპოლის "ილიჩევეცი", "პოლტავა", "ზემპლინ მიხაილოვცე", კიევის "არსენალი" (2015 წელს ამ გუნდის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს), კოვალივკას "კოლოსი"... წლეულს კი, თებერვალში, კოვტალიუკი ფოთის "კოლხეთში" აღმოჩნდა.

მისი ტრანსფერი ეკუთვნის "კოლოსს", რომელიც უკრაინის რანგით მეორე ლიგის კლუბია. კოვტალიუკმა "ლელოსთან" გაამხილა, რომ მალე კონტრაქტი უმთავრდება და ჯერ არ იცის, სად ითამაშებს...

- შემთხვევით, "ზუგდიდის" ნაცვლად, ფოთის "კოლხეთში" აღმოჩნდით. როგორც ვიცით, სინჯების შემდეგ შინ დაბრუნებას აპირებდით...

- ჩამოსვლამდე ვიცოდი, რომ "ზუგდიდთან" კონტრაქტი უნდა გამეფორმებინა, კონკრეტული პირობებიც დამისახელეს და ტრანსფერზე ამიტომაც დავთანხმდი... მაგრამ მერე რაღაც შეიცვალა და წასვლას ვაპირებდი. საქართველოში ლევან გულორდავამ ჩამომიყვანა, რომელსაც ზუსტად ამ დროს უთხრეს, რომ "კოლხეთი" თავდამსხმელს ეძებდა და მეც მივიღე ეს წინადადება.

- "კოლხეთში" ბევრი ლეგიონერი ხართ. გუნდი თქვენით კმაყოფილია, თავად რას იტყვით?

- მეც კმაყოფილი ვარ, რადგან მწვრთნელებისა და თანაგუნდელების დამოკიდებულებაც მომწონს და გარემოც.

- ქართველებთან ურთიერთობა გაგიადვილდათ?

- ამ მხრივ, პრობლემა არ ყოფილა, რადგან აქ ძალიან მეგობრული ბიჭები არიან.

- თქვენს თამაშზეც იმავეს იტყვით?

- ბიჭების დამსახურებაა, უკვე 10 გოლი რომ გავიტანე. საერთოდ, მიმაჩნია, რომ "კოლხეთი" არც ისე ცუდ ფეხბურთს თამაშობს და ცხრილში უფრო მაღალ ადგილს იმსახურებს. ბევრი ტრავმირებულია, ოპტიმალური შემადგენლობა არ გვყავს და ხშირად გუნდურ ფეხბურთს ვერ ვთამაშობთ.

მაგრამ ყველაზე ცუდი ის არის, რომ "კოლხეთი" ფოთში ვერ თამაშობს. საკუთარი გულშემატკივრის გარეშე გამოსვლა კი ძალიან ძნელია, ენობრივი ბარიერიც პრობლემაა...

- რუსული ბევრმა არ იცის?

- საქმეც ის არის, რომ რუსული კარგად არც მე ვიცი. ლვოვში დავიბადე და გავიზარდე. დასავლეთ უკრაინაში რუსულს ისე ვერ ვფლობთ, როგორც - აღმოსავლეთში. მაგრამ თანაგუნდელებთან ცოტა რუსულითა და ცოტა ინგლისურით ვლაპარაკობ.

- საქართველოს ჩემპიონატს რა თავისებურება ახასიათებს, რაც თვალში ყველაზე მეტად გხვდებათ?

- აქაური ფეხბურთი უკრაინულისგან აბსოლუტურად განსხვავდება. საქართველოში ინდივიდუალურად ძლიერი ფეხბურთელები არიან, რომელთაც თამაშის საკუთარ თავზე აღება უყვართ და ეხერხებათ კიდეც. უკრაინაში ასე არ არის, იქ უფრო სწრაფად თამაშობენ, ბურთს მაქსიმუმ ერთი-ორჯერ ეხებიან და ეგრევე პასს აკეთებენ, რადგან ჩვენთან შეტევის სწრაფად წამოწყება ფასობს.

- ეს ყველგან ფასობს, მაგრამ ჩვენთან ბურთს ძალიან "აწვალებენ" და ნაკლებად მოძრაობენ...

- ესეც ქართული თავისებურებაა, მაგრამ აქ სხვა სტილის ფეხბურთია. უკრაინაში მეტი ორთაბრძოლაა, აქ მეტოქის ჩამოშორებას უფრო ტექნიკურად ცდილობენ. იმასაც ვერ ვიტყვი, რომ არ მოძრაობენ. საქართველოში რამდენიმე კარგი მოთამაშე და გუნდი აღმოვაჩინე. თქვენს ფეხბურთს აშკარად გამოკვეთილი ნაკლი არც გააჩნია, უბრალოდ, ყველას რაღაც აქვს დასახვეწი.

- საკმაოდ ხისტი ფეხბურთელის სახელი გაქვთ, მაგრამ, რეალურად, ჩვენს ჩემპიონატში ასეთ თამაშს მიუჩვევლები არიან და თქვენგან ეს სიხისტე უკვირთ, შესაძლოა, აღიზიანებთ კიდეც...

- (იცინის) თავიდან უფრო ღიზიანდებოდნენ. ახლა იციან, რომ ბოლომდე ვიბრძვი და არაფერს ვთმობ ხოლმე.

- ამის გამო, მეტოქე გუნდების მოთამაშეებთან კონფლიქტებიც გქონიათ...

- ფეხბურთია და ემოცია განუყოფელია... სხვათა შორის, ისეც არ არის, თქვენ რომ ამბობთ, აქ ბევრი მცველი ჩემზე არანაკლებ ხისტად თამაშობს და ფეხში რომ მირტყამს, "ხურდას" მეც ვუბრუნებ. მაგრამ რეალურ კონფლიქტამდე საქმე არასოდეს მისულა.

- "კოლხეთში" როდემდე რჩებით?

- კონტრაქტი 30 ივნისს მიმთავრდება, სახლში დავბრუნდები და ჯერ არ ვიცი, მერე სად ვითამაშებ. უფრო სწორად, ჩემი ტრანსფერი კოვალივკას "კოლოსს" ეკუთვნის და საქართველოში იჯარით ვთამაშობდი. გამანათხოვრებენ თუ არა, მალე მეცოდინება.

- ანუ "კოლხეთიდან" მიდიხართ?

- ჯერ ესეც არ ვიცი. გამორიცხული არ არის, "კოლხეთშიც" დავრჩე. მენეჯერისგან გავიგე, რომ მიწვევები მაქვს უკრაინაშიც, საქართველოშიც და ევროპაშიც, მაგრამ ჯერ კონკრეტულად გუნდს ვერ დაგისახელებთ, რადგან თავადაც გაურკვევლობაში ვარ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

S.P
dges saqartvelohi torpedo karg gamartul fexburts tamahobs,magram aqvs gamtanis problema es biji gamoadgeboda.
კახა ქირია
დინამოში რაც ლეგიონერები იყო(ჩისკოს გარდა რა თქმა უნდა)ეს ბიჭი ყველას ჯობია ერთად აღებულს.
temo
ეს ბიჭი არ უნდა გავუშვათ მაგარია
odala
სტატისტიკა რომ მოიპოვონ ამ ოროსანმა კომენტატორებმა არ შეიძლება? ხან სიხარულიძეა ბომბარდირი, ხან არაბული და ხან მგონი ტატანაშვილი. მოკლედ, რომელი ფეხბურთელიც თამაშობს მათ მიერ წაყვანილ თამაშში, იმას აცხადებენ ბომბარდირად. ყურებს აღარ ვუჯერებ ხოლმე. არა და ეს ყველაფერი ხდება ერთი და იგივე ტურში, ერთი და იგივე დღეს, როცა მასტები აცხადებენ ვიღაცას ლიდერად ბომბარდირობის დავაში. 1 საათში მეორე თამაშს შეხედავ, იქ უკვე სხვა სახელს ამბობენ.
Mandela
ეს რიონში დადებს ღუზას თუარა და აგერ ნახავთ მიკოლა შენ ტორპედოელი იქნები ბრატ შენ სულით ჩვენიანი ხარ და ვინ იცის იმ შენი თანამემამულე ანდრეი პოროშენკოს რეკორდიც მოხსნა ქუთაისის საყვარელ გუნდ ტორპედოში აწინ გადასაწყვეტი შენია შენ საქართველოში ისე არ დაგაფასებენ როგორც ტორპედოში არსად არცერთ სხვა ქართულ გუნდში როგორც ქუთაისში
mamulo
ტორბედოს" ძინავს? ჩხეტიანო ზუსტად ეს გჭირდება.გუნდის ახალ მეპატრონესაც უჯიკე და შეაღვიძე,იყიდოს ფეხბურთელები.
სოსო
არ არის ეს ბიჭი გასაშვები,ნებისმიერ ქართულ გუნდს გამოადგება.
d;g
წამოდი სამტრედიაში ზუსტად შენისტანა ფორვარდი გვაკლია
ლიდერი შეიცვალა... "დილა" პირველია; ფოთელებმა კი "იბერია 1999"-ს მოუგეს
ბასილაძის ჰეთ-თრიქი; ფრე კახურ დერბიში; გაგრას ზედიზედ მეოთხე მოგება
ალთუნაშვილი "იბერია 1999-ში" დაბრუნდა
[VIDEO] ხვიჩას დიდებული გოლი - პირველი ტაიმის შემდეგ პსჟ ატალანტას 2:0 ამარცხებს
"ატალანტასთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
WU17 | საქართველო 2:4 საბერძნეთი
კარგი ამბავი - ხვიჩა კვარაცხელია "ატალანტასთან" მატჩის განაცხადშია
ასაკობრივი ჩემპიონატების მონაწილე გუნდებთან სამუშაო შეხვედრა გაიმართა
ამორიმს შედეგების გამოსასწორებლად 3 მატჩი მისცეს - "იუნაიტედის" ხელმძღვანელები მის შემცვლელად 5 სპეციალისტს განიხილავენ
[VIDEO] "ჩვენს მოქალაქეებს ბოდიშს ვუხდი" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა აეროპორტში ცრემლები ვერ შეიკავა
[VIDEOS] ჩემპიონთა ლიგამ სტარტი აიღო - "არსენალმა" და "იუნიონმა" გაიმარჯვეს
"ტოტენჰემთან" მატჩში "ვილიარეალის" სასტარტო შემადგენლობა ცნობილია
ლუის ენრიკემ კვარაცხელიას მდგომარეობის შესახებ ისაუბრა - მიზანი ჩემპიონთა ლიგის ზედიზედ მეორედ მოგებაა
ზივზივაძე მკაცრად დასაჯეს - ერთი თვე უქმობა მოუწევს
7-კაცა | მზადება დაიწყო - ახალი მწვრთნელით, ახალი სისტემით და გაფართოებული შემადგენლობით
ყველაფერს ითვლიან - მესი და რონალდო ერთმანეთს გაფუჭებულ პენალტებშიც მიუახლოვდნენ
"ბრაზილიის ნაკრების შემდეგ მხოლოდ ამ კლუბში დავბრუნდები" - კარლო ანჩელოტი
"ერთადერთია, ვინც "ოქროს ბურთს" იმსახურებს" - პსჟ-ის სპორტულმა დირექტორმა მისი გუნდიდან Golden Ball-ის ფავორიტი დაასახელა
ბუნდესლიგის გუნდებმა მიმდინარე სეზონში 3 ტურის შემდეგ უკვე მეორე მწვრთნელი დაითხოვეს
გვარდიოლამ მისთვის ყველა დროის საუკეთესო მწვრთნელი და ყველაზე მნიშვნელოვანი ტურნირი დაასახელა
ამორიმი პრემიერ ლიგაში დათხოვნის პირველი კანდიდატია და პორტუგალიაში დაბრუნების ვარიანტიც გამოუჩნდა
უჩივლა თუ არა "ორბიმ" "პარი ნიჟნი ნოვგოროდს" - ბედოშვილის ტრანსფერიდან 1 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ რუსული კლუბის წარმომადგენელმა კომენტარი გააკეთა
"ბურთები ძალიან მიყვარს" - პორნომსახიობი, რომელიც ამბობს, რომ ღამეში 1000-ზე მეტ მამაკაცთან ეძინა, "რეინჯერსის" თამაშს დაესწრო და მიზეზიც ახსნა
ფოთის "კოლხეთი" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტს გამოისყიდის
დაბრუნებაც, დებიუტიც... "იბერია 1999"-მა და "დინამო ბათუმმა" მოიგეს, ერთი მატჩი ფრედ დასრულდა
ეროვნული ლიგა. I ტური. "სამგურალი" - "კოლხეთი" [LIVE]
აგენტი: ოთარ კიტეიშვილით დონეცკის "შახტარი" და კიევის "დინამო" იყვნენ დაინტერესებულნი
გორის "დილაში" უკრაინელი ფორვარდი დაბრუნდა
მიკოლა კოვტალიუკი ყაზახეთის უმაღლეს ლიგაში დაწინაურებულ გუნდში გადავიდა
გელა სანაია: ზღვისპირეთში ბევრი ტალანტი იკარგება
მიკოლა კოვტალიუკს "ზორია" იწვევს
"კლუბის დირექტორს გუნდი მიჰყავს შეკრებაზე თურქეთში მაშინ, როცა აქ არც მოედნები აქვთ, არც ფორმები..."
ლაშა ნოზაძე: ფავორიტი მეტოქეა - შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ
რამდენი დაუჯდა თბილისის "დინამოს" მიკოლა კოვტალიუკის კონტრაქტის გამოსყიდვა
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
გადაწყდა: ფოთის "კოლხეთს" უკრაინელი ალექსანდრ შტელინი გაწვრთნის
როგორ ჩამოვიყვანოთ კარგი ლეგიონერი 100 დოლარად - ინტერვიუ ლაშა ჯაკობიასთან
ეროვნული ლიგა. V ტური. "კოლხეთი" - "გაგრა" [LIVE]
"შევარდენს" ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
სერგეი ლიტოვჩენკო: ქართველ თავდამსხმელებს ჩანაფიქრს რას გაუგებ...
გიორგი ბუხაიძე: კლუბთან კონტრაქტი ამომეწურა და არ ვიცი ჯერჯერობით სად წავალ
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
უკრაინელი ლეგიონერი "დილასგან" 2,5 თვის ხელფასის გადახდასა და გათავისუფლების ფურცელს ითხოვს
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
"ჩვენთვისაც გაუგებარია, რა ხდება კოვტალიუკის თავს" - გორის "დილა" უკრაინელ ფეხბურთელს პასუხობს
გელა სანაიამ "შევარდენი" დატოვა - ახალი თავკაცის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია
გელა სანაია: ნაკრებით ფეხბურთის მშენებლობის დაწყება წარმოუდგენელია
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
მოისწრაფიშვილმა "სპარტაკთან" კონტრაქტი გააფორმა
ეროვნული ლიგა. III ტური. "კოლხეთი 1913" - "დინამო" (თბ) [LIVE]
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება
სტუმრების დღე: "სამგურალმა" და "გარეჯმა" მოიგეს