ხვალ, კონფერენს ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპის განმეორებით მატჩში “საბურთალო” ბუქარესტში ადგილობრივ FCSB-ს დაუპირისპირდება. რუმინელი ჟურნალისტების წინაშე ჩვენი კლუბის მთავარი მწვრთნელი ლაშა ნოზაძე ვარჯიშის დაწყებამდე ფორვარდ ირაკლი სიხარულიძესთან ერთად წარსდგა:

ლაშა ნოზაძე

- მოგესალმებით ყველას. ხვალ რთულ და დაძაბულ მატჩს ველოდებით. სასიამოვნოა, რომ თბილისში გამარჯვება ჩვენ დაგვრჩა, თუმცა ეს ბევრს არაფერს არ ნიშნავს. წინ კიდევ 90 წუთია სათამაშო. მეტოქე სერიოზულია, რომლის შემადგენლობაში გამოცდილი და კვალიფიციური ფეხბურთელები თამაშობენ. საქართველოს დედაქალაქში შემტევი და ლამაზი სანახაობის მატჩი ვაჩვენეთ, მაგრამ კიდევ ბევრი გვაქვს სამუშაო, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- პირველი მატჩისგან განსხვავებით რუმინულ კლუბში რამდენიმე ცვლილება განხორციელდა. განმეორებით მატჩში გუნდს ახალი მთავარი მწვრთნელი ეყოლება, ასევე არ იქნება კაპიტანი. ეს ფაქტორი უპირატესობას არ გაძლევთ?

- არ მგონია, რომ ამას დიდი მნიშვნელობა ჰქონდეს. მართალია, არ იქნება გუნდის კაპიტანი, თუმცა მეტოქე კლუბში სხვა ბევრი გამოცდილი და საინტერესო ფეხბურთელი თამაშობს. რაც შეეხება მწვრთნელის ცვლილებას - ეს ფაქტორი ხან დადებითად მოქმედებს, ხანაც საპირისპიროდ. ასე, რომ დაველოდოთ მატჩს…

- FCSB-ს ეთამაშებით თუ “სტიაუას”?

- FCSB-ს, რადგან უეფაში კლუბი სწორედ ამ სახელითაა დარეგისტრირებული.

- რუმინული კლუბისთვის თბილისში ცუდი თამაში გამოვიდა. რას ფიქრობთ FCSB-ზე?

- დაგეთანხმებით, რომ არ იყო ის თამაში, რასაც ელოდით. ბევრად უკეთესად შეუძლია მეტოქეს თამაში, თუმცა ხდება-ხოლმე, რომ გუნდს ვერ გამოსდის თამაში. ჩვენ თბილისში საინტერესო ფეხბურთი ვაჩვენეთ, თუმცა გარჯა უფრო უკეთესადაც შეგვიძლია. ხვალ, მაქსიმალური მობილიზება და ყურადღებით თამაში გვმართებს, თუ გვინდა, რომ შემდეგ ეტაპზე გავიდეთ.

- თუ ხვალ შემდეგ ეტაპზე გახვედით, დიდი სურპრიზი იქნება. რა შანსები გავქთ, რომ მესამე ეტაპზე თქვენ ითამაშოთ?

- ამ წყვილში ფავორიტი მეტოქეა, თუმცა ფეხბურთში ყველაფერი ხდება. ჩვენ ბოლომდე ბრძოლასა და შემდეგ ეტაპზე გასვლას ვაპირებთ.

ირაკლი სიხარულიძე:

- სასიამოვნოა, რომ ასეთი დიდი ისტორიის კლუბს ვეთამაშებით. მართალია, თბილისში მინიმალური სხვაობით მოვიგეთ, მაგრამ მსგავსი ტურნირების დაპირისპირება ორი მატჩისგან შედგება. წინ კიდევ 90 წუთი გვაქვს სათამაშო.

პირველ მატჩში გამარჯვება უკვე დავიწყებული გვაქვს და სერიოზულად ვემზადებით განმეორებითი შეხვედრისთვის. ვეცდებით, დადებით შედეგს მივაღწიოთ და ორი თამაშის ჯამში საქართველოში გამარჯვებულები დავბრუნდეთ. ძალიან გვინდა ეს წარმატება. ვფიქრობ, ბევრი ადამიანი გაიხარებს და ხალხს დიდ სიხარულს მივანიჭებთ.

რუმინული კლუბების წინააღმდეგ მაქვს თამაშის გამოცდილება. მაღალი დონის ფეხბურთელები ასპარეზობენ, თუმცა ფეხბურთის დონე გათანაბრებულია და თამაში ყველა მოწინააღმდეგესთან შეიძლება.

fcsaburtalo.ge

bejo
გადით და მოუგეთ გასვლაზეც ქულები გვჭირდებაა აღარაა პრანჭიაობის დრო... კაცურად და უშიშრად ითამაშეთ... აგერ პიუნიკი ლიგაზეა ლამის ... )))
pepe
მზიმე ტამასი იქნება გაუჯირდება ბაბუ
მოლდოველი
მთავარია დაიჯეროთ რომ მოგება შეგიძლიათ. დარწმუნებული ვარ, მესამე ეტაპსაც გაივლით და იქ უკვე გამართლებაზეა, ვნახოთ
სოსო
კარგ თამაშს და მომდევნო ეტაპზე გასვლას გისურვებთ ბიჭებო.მთავარი ბრძოლა,ხვალ გელოდებათ.თქვენი თამაში ითამაშეთ და ყველაფერი გამოვა.
"ვინ უნდა მოიგოს "ოქროს ბურთი"? - ინიესტამ საკუთარი მოსაზრება დააფიქსირა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ზივზივაძე შეცვლაზე შევიდა - "ჰაიდენჰაიმი" "კაიზერსლაუტერნს" ფრედ ეთამაშა
ხვიჩასავით ტოპ-კლუბში? - მაკტომინეი შეიძლება "ნაპოლიდან" გრანდში გადავიდეს
ლუის ენრიკე: "კვარა" ძალიან მაღალი დონისაა - ფეხბურთელები მანქანები არ არიან
[VIDEO] კარიერაში პირველად - ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონია!!!
[VIDEO] ილია სულამანიძე მსოფლიო ჩემპიონატის ფინალშია
ოლისე "ბაიერნს" მხოლოდ ერთი გუნდის გამო დატოვებს
დარმიანი "ბოლონიას" ფეხბურთელი გახდა
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
რონალდოს დედა: "კრიშტიანო პორტუგალიისთვის ყოველთვის გმირი იყო, მაგრამ სათანადოდ არ აფასებენ"
22-წლამდელთა ჩემპიონატში ვსა, თსუ და ჰიუნდაი გალიდერდნენ
ირაკლი სიხარულიძემ გატანა დაიწყო - "ლოკომოტივმა" სეგუნდა B-ს გუნდს სძლია [VIDEO]
ომარ თეთრაძე რუსულ კლუბში დასაქმდა
ლაშა ნოზაძე: "სტიაუას" ორი მატჩის ჯამში დამარცხების ძალა შეგვწევს
ირაკლი სიხარულიძე: ამ დონის გუნდის დამარცხება განსაკუთრებულია
მიქაუტაძემ მცველი გააბითურა და ტალიაფიკოს გაატანინა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის ლამაზი საგოლე პასი - "ლიონმა" "სტიაუას" მოუგო [VIDEO]
"მე არ განვასხვავებ საქართველოს რუსეთისგან და რუსეთს საქართველოსგან - ჩემთვის ეს ერთი მთლიანობაა" - ვრცელი ინტერვიუ ომარ თეთრაძესთან
ლაშა ნოზაძე: შემდეგ ეტაპზე გასვლის კარგი შესაძლებლობა ვერ გამოვიყენეთ
მიქაუტაძის მეთერთმეტე გოლი - ქართველმა "სტიაუას" გაუტანა [VIDEO]
მიქაუტაძის დუბლი და საგოლე გადაცემა [VIDEO]
ევროპა ლიგა. 1/8-ფინალი: მიქაუტაძის დუბლი და ორი საგოლე გადაცემა - "ლიონი" მეოთხედფინალში გავიდა [VIDEO]
ლაშა ნოზაძე: "პარტიზანის" შესასწავლად დრო გვაქვს
"მანჩესტერში მოსაგებად წავალთ" - მიქაუტაძემ "სტიაუასთან" მატჩის შემდეგ ისაუბრა
[VIDEO] ლორიას საოცრება - "დინამოს" მეკარემ "იბერიასთან" შეხვედრაში ბრწყინვალე "სეივი" შემოგვთავაზა
სასწაული მატჩი ეროვნულ ლიგაში: სამტრედიაში თრილერი გათამაშდა [VIDEO]
"საბურთალოს" ყოფილმა მეკარემ მდინარე გადაცურა და უკრაინიდან გაიქცა
სიხარულიძის დუბლის მიუხედავად "საბურთალო" "ორენბურგთან" დამარცხდა
"ტორპედოს" ზედიზედ მეოთხე მოგება, "გაგრას" 4:0, ფრე თელავში
ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს
ლაშა ნოზაძე "საბურთალოს" აღარ გაწვრთნის
ირაკლი სიხარულიძე: ბათუმის "დინამოსთან" მატჩი ჩვენთვის ერთგვარი გამოცდა იქნება
ლაშა ნოზაძე: ორი თამაშის ჯამში შემდეგ ეტაპზე გასვლა დავიმსახურეთ
ლაშა ნოზაძემ და ლევან კაკუბავამ რუმინელებთან მატჩზე ისაუბრეს
სეზონის საუკეთესო ფეხბურთელი სიხარულიძე, მწვრთნელი ჭიაბრიშვილი, ნომინანტები და გამარჯვებულები - ეროვნული ლიგის ტრადიციული დაჯილდოება