ჟურნალი არსენალი "მონაკოს" ვუნდერკინდ კილიან მბაპესთან "დაახლოებულმა პირმა", პრესას საინტერესო ინფორმაცია გაანდო - 18 წლის მოთამაშე ირჩევს ე. წ. შუამავალ გუნდში გადავიდეს თუ პირდაპირ რომელიმე ტოპკლუბში. შემოთავაზებები კი, იცოცხლე, მას არ აკლია.

"კილიანი ამ საკითხზე ბევრს ფიქრობს, მაგრამ ერთი რამ ნათელია, რაც

არ უნდა გადაწყვიტოს მან ამჟამად, სანამ 22 წელი შეუსრულდება, იქამდე ერთ ერთ დიდ გუნდთან "რეალთან" ან "ბარსელონასთან" აპირებს კონტრაქტის გაფორმებას" - ამბობს "სანდო წყარო".

ამბობენ, რომ მბაპე ლონდონის "არსენალში" აპირებს გადაბარგებას და აქ გადამწყვეტი არსენ ვენგერის ფაქტორია, რომელსაც ახალგაზრდა ფეხბურთელების ჩამოყალიბება ეხერხება. ყველაზე ნათელი მაგალითი კილიანის კერპი ტიერი ანრია. ამიტომაც, ახალგაზრდა მოთამაშეს არ აფერხებს ის, რომ ჩემპიონთა ლიგაზე ვერ ითამაშებს და "მეთოფეებში" დროებით გადასვლის ვარიანტი ჭკვიანურად ეჩვენება.

სხვა ჟურნალ-გაზეთები კი ასევე საინტერესო ინფორმაციას ავრცელებენ - მბაპემ და ჯანლუიჯი დონარუმამ უკვე მიაღწიეს სიტყვიერ შეთანხმებას მადრიდის "რეალთან" და ახლა დანარჩენი ზინედინ ზიდანზეა დამოკიდებული, ზიზუმ უნდა ბრძანოს რა და როგორო.

კილიანს კი "არსენალის" გარდა, "პარი სენ-ჟერმენიც" აქტიურად ეპატიჟება და თავისი "მომავლის პროექტით" იტყუებს და ხიბლავს. პსჟ მსოფლიო რეკორდის გაუმჯობესებას აპირებს ამ ტრანსფერით - 135 მილიონ ევროს ამზადებს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

მასალის გამოყენების პირობები

ტეგები: კილიან მბაპე ლონდონის არსენალი მადრიდის რეალი მონაკო პარი სენ ჟერმენი ტრანსფერი

დაუჯერებენ საბოს? - უკრაინის ნაკრების ჩაბარების ერთ-ერთი შესაძლო კანდიდატი დასახელდა
საქართველოს ნაკრებთან სათამაშოდ რუმინეთს ჰაჯი ჩამოიყვანს
Magyar Nemzet: დემონი უნგრელთა წინააღმდეგ - კვარაცხელია ქართველთა ისტორიულ მებრძოლ ხასიათს და სიამაყეს ასახავს
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა