სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ინიციატივით, 1, 2 და 8-9 ივლისს ფეინთბოლის გრანდიოზული ტურნირი გაიმართება
ფოტო: PaintBall Georgia
სამხედრო-ანალიტიკური ჟურნალის, "არსენალის" ინიციატივით, 1, 2 და 8-9 ივლისს ფეინთბოლის გრანდიოზული ტურნირი გაიმართება, სადაც საქართველოს ბაზარზე არსებული კომერციული კომპანიებისა და სახელმწიფო სამსახურების გუნდები მიიღებენ მონაწილეობას.
ტურნირი ოთხ ეტაპად ჩატარდება, გამარჯვებულ გუნდს "არსენალის" თასი გადაეცემა და ასევე, სპეციალური პრიზები "სილქნეტისა" და "ფრეგოსგან".
გუნდები ერთმანეთს ოთხ ეტაპად შეეჯიბრებიან - პირველ ეტაპზე გაიმართება 6 შეხვედრა.
თამაშის სცენარი სტანდარტული იქნება, წაგებული გუნდები შემდგომ ეტაპებს ეთიშებიან.
რაც შეეხება მეორე ეტაპს, სამი თამაში გაიმართება და მონაწილეობას მიიღებს პირველ ეტაპზე გამარჯვებული 6 გუნდი.
ნახევარფინალში სამი თამაში გაიმართება, სადაც ყველა გუნდი ერთმანეთის წინააღმდეგ ითამაშებს.
ფინალურ ეტაპზე ის გუნდები გადავლენ, რომელთა ანგირიშზეც 2 მოგებული თამაში იქნება.
იმ შემთხვევაში, თუ ყოველი გუნდი მხოლოდ 1 თამაშის მოგებას მოახერხებს, შემდეგ ეტაპზე იმ გუნდებს მიენიჭებათ უპირატესობა, რომლებმაც მოწინააღმდეგე ყველაზე მცირე დროში დაამარცხეს.
ფინალური ეტაპის თამაში გრძელდება 3 ქულამდე, ანუ ფინალური ეტაპის გამარჯვებულია ის გუნდი, რომელიც ყველაზე სწრაფად მოაგროვებს 3 ქულას. 1 მოგებული ბრძოლა - 1 ქულაა.
ავტორი: ლალი პაპასკირი
დასრულდა რეგიონული ეტაპები, წინ საქართველოს ჩემპიონატია!
ქართველი ველოსპორტსმენების წარმატება საერთაშორისო ასპარეზზე- 2 ოქროს, 1 ვერცხლის და 2 ბრინჯაოს მედალი
[VIDEO] „საქართველოს ეროვნული ლატარია“ აგრძელებს სპორტის მხარდაჭერას და აქტიურად მონაწილეობს სოციალური ინიციატივების ხელშეწყობაში
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
საათები, რომლებიც წარსულს აცოცხლებს [VIDEO]
ფეინთბოლის ტურნირის ნახევარფინალში გასული გუნდები ცნობილია [PHOTO]
"არსენალის" ტურნირის გამარჯვებული და თასის მფლობელი "ავერსის" გუნდი გახდა [PHOTO]
ჟურნალ "არსენალის" ტურნირის მონაწილეები და თამაშების განრიგი
შეიარაღებული თამაში უფროსებისთვის! - ჟურნალ "არსენალის" ფეინთბოლის ტურნირი [VIDEO]
"არსენალის" ფეინთბოლის ტურნირის პირველი გამარჯვებულები უკვე გამოვლინდნენ