"შახტარის" მცველი დავით ხოჭოლავა მომავალ სეზონში თავის პოზიციაზე საუკეთესოობას გეგმავს
დონეცკის "შახტარის" ახალწვეულმა დავით ხოჭოლავამ ვიდეოინტერვიუ xsport.ua-ს მისცა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად მნიშვნელოვანია თქვენს კარიერაში დონეცკის "შახტარში" გადასვლა?

- ვფიქრობ, რომ ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეტაპია ჩემს კარიერაში. ყოველთვის ვამბობდი, რომ "შახტარი" ამ ეტაპზე ყველაზე ძლიერი კლუბია უკრაინის პრემიერლიგაში და ის ერთ-ერთი საუკეთესოა ევროპაშიც. ეს კი ჩემთვის თავის გამოჩენის კარგი შანსია. ბუნებრივია, მეც მსურს დავეხმარო და გავაძლიერო გუნდი.

- თქვენ უკვე კარგა ხანია, შეუთანხმდით "შახტარს". ალბათ, ერთი სული გქონდათ, როდის შეუერთდებოდით გუნდს...

- ერთი მხრივ, დიახ, ასეც იყო. უბრალოდ, ვარჯიშიც კი ისეთ ოსტატებთან ერთად, როგორიც ფრედი ან მარლოსია, ბევრს ნიშნავს. მეორე მხრივ, ვცდილობდი, არ მეფიქრა ამაზე, რადგან სეზონი ჯერ გახურებული იყო, "ჩერნამორეცს" უნდა დაეგროვებინა ქულები, მოეგო თამაშები. მე უნდა დავხმარებოდი ჩემს გუნდს მიზნის მიღწევაში.

- როგორ მიგიღეს ფეხბურთელებმა ახალ გუნდში?

- ძალიან კარგად მიმიღეს, ამას არც კი ველოდი. არ მეგონა, ჩემზე თუ ამდენი ეცოდინებოდათ, "ჩერნომორეცი" ახლა უკრაინაში საშუალო გუნდად ითვლება.

- ვინმესთან ნაცნობობა თუ გქონდათ აქამდე?

- თამაშების დროს ხდებოდა, რომ ერთმანეთს ერთი-ორ სიტყვას გადავულაპარაკებდით. თან, ყოველთვის კარგს არა, თუმცა ეს ფეხბურთია. შედარებით უკეთ ბერნარს და რაკიცკის ვიცნობდი. ვიცნობდი რამდენიმე შახტარელს, რომლებიც იჯარით სხვა გუნდებში თამაშობდნენ. ახლა კი უკვე ყველა გავიცანი.

- ვისთან უფრო კონტაქტობთ ახალ გუნდში?

- ყველასთან ერთნაირად ვურთიერთობ, მაგრამ მაინც უფრო ჩემ ტოლებთან მიადვილდება.

- არაბიძეს თუ იცნობდით?

- რა თქმა უნდა, ნაკრებშიც გვივარჯიშია ერთად. ამის გარდა, თბილისი პატარა ქალაქია, იქ ყველა ერთმანეთს იცნობს. ახლა ერთმანეთში ბევრი ვისაუბრეთ.

- რამდენიმე კვირაა, რაც "შახტარში" ხართ. რა არის ყველაზე რთული აქ?

- ვარჯიშებში დიდი სხვაობა არაა. უბრალოდ, აქ ყველაფერი უფრო სწრაფად კეთდება. გუნდს მეტი კლასი ეტყობა. ძირითადად, ამით გამოირჩევა "შახტარი" სხვა გუნდებისგან.

- მწვრთნელთან თუ ისაუბრეთ?

- მეორე თუ მესამე დღესვე. ვისაუბრეთ იმაზე, რომ კარგად გამეგო, როგორ თამაშობს "შახტარი" დაცვაში. იმიტომ, რომ ამ მხრივ დიდი სხვაობაა ჩემს ყოფილ გუნდთან. "შახტარის" დაცვა უფრო "ზემოთ ამოდის", აკეთებს ხელოვნურ თამაშგარეებს. ცენტრალური მცველები განაპირებს აზღვევენ. მოკლედ, გაცილებით მეტს მოძრაობენ და უფრო კომპაქტურად თამაშობენ. და მე ამაში კარგად უნდა გავერკვე. მან სწორედ ეს მითხრა, მთავარია, არსს ზუსტად ჩავწვდე. საშიში არაფერია, არც მე ვარ სუსტი ფეხბურთელი. ვფიქრობ, აქ უფრო გავიზრდები და დაცვაში კონკურენცია მოიმატებს.

- 12 წლის განმავლობაში "შახტარს" ლეგიონერი არ შეუძენია ცენტრალური მცველის პოზიციაზე. რას ფიქრობთ, რატომ აგირჩიეს თქვენ?

- არ ვიცი. ეს ფაქტი კი ჩემთვის ძალზე სასიამოვნოა, მამამ მითხრა ამის შესახებ. ალბათ, ეს შემთხვევითი არ არის.

- გაზაფხულზე პრესა წერდა ხელის ტრავმაზე. რა მოხდა?

- ვარჯიშის დროს ცუდად დავვარდი, სამ ადგილას მოვიტეხე. ვარჯიში გავაგრძელე, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ბოლომდე ორთაბრძოლაში ვერ შევდიოდი. მოვილაპარაკეთ, რომ რამდენიმე ტურს გამოვტოვებდი, ფორმას შევინარჩუნებდი. ვფიქრობ, ცუდად თამაშს სჯობს საერთოდ არ ითამაშო.

- ახლა როგორი მდგომარეობა გაქვთ?

- უკეთესობაა, მაგრამ თითი რაღაც უშნოდ მოხრილია. ერთი-ორი კვირა და ყველაფერი გაივლის.

- სეზონის მიხედვით, პრემიერლიგამ 33 საუკეთესოს შორის მოგახვედრათ. რას ნიშნავს ეს აღიარება თქვენთვის?

- რა თქმა უნდა, ეს ძალზე სასიამოვნოა, როცა შენი შრომა ფასდება, მაგრამ იმასაც ვხვდები, რომ შემდეგი სეზონისთვის 33 საუკეთესოს შორის მოხვედრა მიღწევა აღარ იქნება. შემდეგი მიზანი ჩემს პოზიციაზე პირველ ადგილზე გასვლა იქნება.

- "შახტარმა" ოქროს დუბლი გაახერხა. ეს თქვენთვის დამატებითი მოტივაციაა?

- დიახ, ასეა. "შახტარი" მხოლოდ მოსაგებად გადის მოედანზე, სხვა ვარიანტს არც განიხილავენ. ჩემპიონატშიც, თასზეც და ჩემპიონთა ლიგაზეც, მხოლოდ მოსაგებად ვთამაშობთ. ეს გუნდის ხასიათშია.

- შემოდგომაზე ჩემპიონთა ლიგა იწყება. ამბობენ, თითოეული ფეხბურთელისთვის ლიგაზე თამაში განსაკუთრებული შეგრძნებააო...

- ჯერ ვერც კი წარმომიდგენია ეს. თითქმის არარეალურია, მსოფლიოს ვარსკვლავებთან მომიწევს თამაში, მესისთან, რონალდოსთან... ამის სიტყვებით აღწერა, ალბათ, შეუძლებელია. უნდა გახვიდე, ითამაშო და შეიგრძნო. მერე შეიძლება უკვე ამაზე ლაპარაკი.

MISHO MISHO
აბა შენ იცი,ფულს არ გადაყვე
დათო
აბა შენ იცი, იქნებ კალაძის მიღწევები გაიმეორო და აჯობო კიდეც.
პეტრე კუპრი
გაანათხოვრებენ მერე ურიუპინსკის მებოსტნეში და ის იქნება!
maxa joba
შენი იცი ჯიგარო,მაგრად ივარჯიშე ,ფულს არ დახარბდე, ის ისედაც მოვა შენთან თავდაუზოგავი შრომის შედეგად.გახსოვდეს, ჩვენი ორი უდიდესი ფეხბურთელების, ხურცილავას და ჩივაძის უკეთესი უნდა იყო და მერე ალბათ ჩვენს ნაკრებსაც ეშველება.
jiji
ამ ბიჭს შეუძლია დიდი ფეხბურთელი გახდეს, თუ "ქართულ" პრობლემებს დაძლევს!
kika
გაიმეორებს კალაძის გზას თუ მინდომებს ყველანაირად!
gizog
დავით შენ იცი, როგორ გამოიყენებ ამ შანს, უფალს ვთხოვ დაგეხმაროს და საქართველოს ჩამოუყალიბდეს მსოფლიო დონის ცენტრალური მცველი. კიდევ უფრო ძლიერი და სახელოვანი, ვიდრე კახი გვყავდა.
მიქაუტაძე შეცვლაზე შევიდა - "ვილიარეალმა" ქვედალიგურ გუნდს პენალტების სერიაში სძლია
[VIDEO] გოჩოლეიშვილს შეეძლო მატჩის გმირი გამხდარიყო - "ჰამბურგი" თასზე "ჰოლშტაინთან" პენალტების სერიაში დამარცხდა
[VIDEO] ალისონის განსხვავებული შეფასებები - "ლივერპული" "სანდერლენდთან" წაგებას გადაურჩა
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
კვარაცხელიას შემცვლელი - "ნაპოლი" "შახტარის" ფეხბურთელის შეძენასთან ახლოსაა
არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]
დავით ხოჭოლავა: "ჩერნომორეცთან" ფრე ჩვენთვის ცუდი შედეგია
შახტარი ჩემპიონთა ლიგაზე თამაშს გერმანიაში აპირებს
უკრაინის ფეხბურთის ფედერაციას პედრინიოს ნატურალიზაცია სურს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები
"ჩერნომორეცი" პრემიერლიგიდან გავარდა და გულშემატკივრებმა მწვრთნელი გალახეს
დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს
მდაა - "ჩერნომორეცს" წყლის მიწოდება შეუწყვიტეს, რადგან წყალმომარაგების დირექტორის ძმისშვილს არ ათამაშებდნენ
კიევის "დინამოსა" და "ჩერნომორეცის" ფანების მასობრივი ჩხუბი [VIDEO]
ჩემპიონთა ლიგა. 1/8-ფინალი: "ლაიფციგს" გოლი არ ჩაუთვალეს, "რეალმა" გაიმარჯვა - "სიტი" ცალი ფეხით მეოთხედფინალშია [VIDEO]
დავით ხოჭოლავა ოდესაში ბრუნდება
"ტორპედოს" პრეზიდენტი ადასტურებს: გიორგი არაბიძე ბრუნდება!
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
ირაკლი აზაროვი "შახტარის" ფეხბურთელია!
ბექა ვაჩიბერაძე "ჩერნომორეცში" დაბრუნდა
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
Breaking: დავით ხოჭოლავამ ფეხბურთელის კარიერა დაასრულა
18 დეკემბერს მერვედფინალების წილისყრაა - კვარაცხელიას და ხოჭოლავას გუნდების სავარაუდო მეტოქეები გაირკვა
რუსებს ოკუპირებულ დონეცკში ახალი "შახტარის" შექმნა უნდათ
ხოჭოლავას მესამე ოპერაციის გაკეთება დასჭირდება
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
ხოჭოლავა ექსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"
ხოჭოლავა ექვსთვიანი პაუზის შემდეგ დაბრუნდა - ითამაშებს "ოლდ ტრაფორდზე"?
არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"
ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია
ბენზემამ საკუთარი მომავალი დააანონსა