"იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა პრესკონფერენცია გამართა
"იაგელონიას" მთავარმა მწვრთნელმა ირენეუშ მამროტმა დღეს, 29 ივნისს, რამაზ შენგელიას სახელობის სტადიონის მედიადარბაზში პრესკონფერენცია გამართა.

შეგახსენებთ, რომ "იაგელონია" ხვალ, ქუთაისში, ევროპალიგის პირველი საკვალიფიკაციო ეტაპის შეხვედრას ბათუმის "დინამოს" წინააღმდეგ გამართავს. მატჩი 20:00 საათზე დაიწყება.

"მთავარი მიზანი, რისთვისაც საქართველოში ჩამოვედით, მოგებაა! გვინდა, მოვიგოთ და შინ მშვიდად დავბრუნდეთ.

ბათუმის "დინამო" ტაქტიკურად გამართული გუნდია, თავს კარგად იცავს, მეტოქისთვის ბურთის ართმევისას მონაწილეობას ბევრი ფეხბურთელი იღებს. რაც შეეხება შეტევას, ვიტყოდი, რომ მათი მცველები ფლანგებიდან კარგად უტევენ. ერთი სიტყვით, იოლი მეტოქე არ გვყავს.

ნამდვილად ვერ ჩავთვლი "დინამოს" უპირატესობად იმას, რომ კარგად გახურებული გვხვდება. არ გვქონია ჩვენ იმდენად დიდი პაუზა, რომ ფეხბურთელებს სათამაშო ფორმა დაეკარგათ. ორი სპარინგი ჩავატარეთ და "დინამოზე" არანაკლებ გახურებულნი ვართ.

დღეს ჩემს ინტერესებში არ შედის იმაზე საუბარი, თუ რა ტაქტიკით ვითამაშებთ ხვალ. ქუთაისში ცხელა, თუმცა პოლონელები ასეთ ამინდში თამაშს მიჩვეულნი ვართ. ყველაფერი რიგზეა, დაველოდოთ მატჩს", - თქვა მწვრთნელმა.

პრესკონფერენციას "იაგელონიას" ნახევარმცველი ტარას რომანჩუკიც დაესწრო.

"საქართველოში შორიდან ჩამოვედით და პირველიდან ბოლო წუთის ჩათვლით ბრძოლას ვგეგმავთ. მიზანი მოგებაა და ამისთვის თავს არ დავზოგავთ" , - თქვა რომანჩუკმა.

ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
ჯაბა კანკავა თბილისის "დინამოს" დაემშვიდობა
ერლინგ ჰოლანმა შესაძლოა, ზაფხულში "სიტი" დატოვოს
კაკაბაძე: გამარჯვებას მონატრებული ვართ და გვინდა, გულშემატკივარი გავახაროთ
სვანაძე: გოლი და გამარჯვება გუნდის ფსიქოლოგიურ სიტუაციას შეცვლის
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
შერმადინის "ტენერიფემ" ანდრონიკაშვილის "ანდორას" სტუმრად მოუგო
"ბორჯღალოსნები" | ჩემპიონების ჯახი "მიხეილ მესხზე" - მომავალი მეტოქე აშშ
კორსანტიას 12 მოხსნა და 6 ქულა 15 წუთში | ქართველის "ალიკანტე" დაუმარცხებელია
შევჩენკომ უკრაინის ნაკრების მწვრთნელს მხარდაჭერა გამოუცხადა
შეცვლის თუ არა პოჩეტინოს? - გვარდიოლამ საკუთარ მომავალზე გადაწყვეტილება მიიღო
"არსენალი" ნუსას შეძენით ინტერესდება - "ლაიფციგმა" ნორვეგიელის ფასი დაასახელა
ინგლისის ნაკრებმა ისტორიული რეკორდი დაამყარა
"აი, ასე დავამარცხეთ ესპანეთის ნაკრები" - თომას ტუხელი
ბლექ ფორტრესმა პირველი გამარჯვება ზესტაფონში იზეიმა | ირაკლი ხოშტარიას წარმატებული დებიუტი
[VIDEO] სანდროს 21 წუთი, დონჩიჩის ბრწყინვალე მატჩი და "ლეიკერსის" ზედიზედ მერვე გამარჯვება
საფრანგეთმა თურქეთს მოუგო და ჯგუფში გაიმარჯვა - ბელგიამ იტალიას დიდი ანგარიშით სძლია
[VIDEO] დიდი ფეხბურთი მადრიდში - ინგლისმა ესპანეთს დრამატულ მატჩში სძლია
უკრაინა - საქართველო | წლის დასკვნითი მატჩი
[VIDEO] ლოლაძის ოქრო და ინანეიშვილის ბრინჯაო ზაგრების გრან პრიზე
[VIDEO] 46 წლის რონალდინიომ 11-წლიანი პაუზის შემდეგ ითამაშა
სობოსლაი: ახლოს ვიყავი იმასთან, რომ საქართველოსთან არ მეთამაშა
ბათუმის "დინამოს" წარმომადგენლები ლისაბონში გამართულ მასშტაბურ საფეხბურთო სამიტს - TransferRoom LIVE Global-ს დაესწრნენ
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
მაურიდეს როკე ჯუნიორს ფინეთში წარმატებული ოპერაცია ჩაუტარდა
კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"იბერია 1999"-ის მეტოქე გაირკვა - "იაგელონიამ" "რეინჯერსს" აჯობა