ევროპა ლიგის მესამე საკვალიფიკაციო ეტაპის საპასუხო მატჩში პოლონეთის „იაგელონიამ“ სტუმრად „რეინჯერსთან“ ფრეს (1:1) მიაღწია, ორრაუნდიანი დაპირისპირება 3:2 მოუგო და გათამაშების შემდეგ ეტაპზე გავიდა.

ასე და ამრიგად, ევროპა ლიგის პლეი-ოფში „იბერია 1999“ ბელოსტოკის „იაგელონიას“ დაუპირისპირდება - 20 აგვისტოს გასვლაზე, 27 აგვისტოს კი საკუთარ მოედანზე.

გამარჯვების შემთხვევაში ქართული გუნდი ევროპა ლიგაზე იასპარეზებს, ხოლო თუ დამარცხდა, კონფერენს ლიგაზე მიიღებს მონაწილეობას.

გლაზგო. „აიბროქსი“

რეინჯერსი - იგაგელონია 1:1

გოლები: 1:0 შენკლენდი (19, პენ), 1:1 პრელეცი (65)

სტალინი
როდესაც თბილისის დინამოს ლეგიასთან და ვისლასთან გამარჯვებას ვიხსენებთ, არ უნდა დაგვავიწყდეს იმავე გუნდებთან ვით ჯორჯიასა და სკ თბილისის სამარცხვინო წაგების 2:8 და 0:6. ასევე ახლანდელ მეტოქესთან ბათუმის დინამოს 0:1 და 0:4. История не любит сослагательного наклонения
ვეხმაურები" ხალხნოო"-ს
გთანხმებით იმაში ,რომ ქართული ფეხბურთის ასე დაკნინებაში ,ჩვენი ,გულშემატკივრების დიდი წვლილიცაა. (1964 წლიდან ვუყურებ ფეხბურთს). ჩვენ,რომ ჩვენ სიმაღლეზე ვიყოთ ,ვერც ფედერაცია და ვერც სხვა, ფეხბურთში "მოღვაწე" მედროვე-კარიერისტები ვერ გაბედავდნენ ჩვენი ფეხბურთის ასე გაპარტახებას. მართალს ბრძანებთ,როცა ბავშვთა ფეხბურთში არსებულ კატასტროფულ ვითარებას უსვამთ ხაზს.ფეხბურთი ყველა ბავშვისთვის უნდა იყოს ხელმისაწვდომი და ობიექტურ ,სამართლიან გარემოში აღზრდა-განვითარება უზრუნველყოფილი.ეს უნდა აკონტროლოს ფედერაციამ და ჩვენ კიდევ ,გულშემატკივრები უნდა ვაკონტროლებდეთ ფედერაციას და ვაიძულებდეთ ისეთი პოლიტიკის გატარებას,რომელიც უკუსვლის მაგივრად ,წინ წაგვიყვანდა. ზემოთ აღნიშნულ,საკითხს კიდევ დავამატებდი ლეგიონერებზე ლიმიტის შემოღებას,ჩვენი ახალგაზრდების უპრაგონო გადინების შიგა დებულებით დარეგულირებას, ჩვენს ჩემპიონატში სატრანსფერო ქაოსის აღკვეთას და ა.შ. ჩვენ,ქართველი გულშემატკივრები უნდა ვიყოთ ჩვენი ფეხბურთის სადარაჯოზე და ვმართავდეთ რეალურად მას და მხოლოდ კრიტიკით და გულზე მჯიღის ცემით არ უნდა ვკმაყოფილდებოდეთ .რამოდენიმე გამოცდილმა ადამიანმა უნდა ითავოს და ჩამოაყალიბოს სრუქტურა ,აიყოლიოს და გააერთიანოს ჩვენი გულშემატკივრების უზარმაზარი არმია(რომლის ენერგია და ემოცია ფუჭად იყრება წყალში) და კარგად გააზრებული და ჩამოყალიბებული ქართული ფეხბურთის გადარჩენის გეგმით მიადგეს და აიძულოს ფედერაჩია ან გადადგეს ან მკვეთრეად შეცვალოს პოლიტიკა და ამ გეგმით იწყოს მართვა- მოღვაწეობა ,რათა დაიძლიოს ეს ჩიხური სიტუაცია. მე სხვა გზას ვერ ვხედავ ,სხვა გამოსავალი არ ჩანს.
დაეშვით დაბლა
რა სტატისტიკაზე წერთ ზოგიერთი პოლონეთან? მაშინ დინამო სხვა გუნდი იყო და საქართველოს ჩემპიონატიც არ იყო 53-ე ადგილზე. მგონი ზოგს წარმოდგენა არ გაქვთ როგორ ქაქშია აქრთული ფეხბურთი. მადლობა ვთქვათ რომ ერთი გუნდი კონფერენს ლიგაზე გვეყოლება. რას მოელით გუნდისაგან რომელმაც მხოლოდ ერთი თამაში მოიგო 10 კაციან ესტონურ გუნდთან და სახლში ისევ ათკაციან იმ გუნდთან წნეხში მოექცა თამაშის ბოლოს? ლარნე ვინმეს გუნსი თუ გგონიათ ცდებით და მათანაც თამაში ვერ მოიგეს. პოლონეთის საკლუბო ფეხბურთი კი მას შემდეგ რაც დინამომ მოუგო დაწინაურდა. მასე ვინც მსჯელობთ დინამოს ლივერპული ყავს დამარცხებული როდესაც დაუმარცხებელი იყო, ინტერიც მილანში, ნაპოლიც და ბევრი ევროპული. გუნდებიც. მე არ მგონია რომ იბერიამ ქულის აღება შეძლოს ამ დაპირისპირებაში. ასე რომ 3.5 მილიონი ხინკალი ვიკმაროთ 4.5 ხინკალი ჯერ მიუწვდომელია ევროპა ლიგა. ეს იმ მეხინკლეებს ვინც ხინკალზე ითვლით .
მახმუდ
კლავიატურა კი არა ფეხბურტს მიხედე. ეხლა მეცოდებიტ ფეხბურტს სეგადზულებენ ...............
Levani
საქმე იმაშია რომ იბერიას რესურსი არ ეტყობა რომ აქვს. ბედოშვილი რო გაიყვანა უკვე არ ჩანდა რანაირად შეეძლო გოლის გატანა. ბართიშვილს ჯერ ბევრი დახვეწა ჭირდება,კარგი ფეხები აქვს ძლიერი და ტექნიკურია,მაგრამ მეტი აზროვნებაა საჭირო. სხვაზე კიდევ რა ვთქვა 10 ნომერს ულვაშების მოშვებას ჯობდა კარში დარტყმაზე ევარჯიშა, ფეხბურთელობა უნდა თუ ესკობარი და ბარიგა უნდა გახდეს. ის აფრიკელი მაღალი ბიჭი შეცვლაზე კარგად შემოვიდა,ქარდავა იბრძვის ცენტრში კარგად მაკარიძეც ნორმალურია, აი შეტევითი პოტენციალი მოიკოჭლებს. ლარნესთან გვეყო,იაგელონიასთან არ გვეყოფა და გული არ დაგვწყდეს. უბრალოდ ლიგის ფაზამდე მინიმუმ 2 შემტევია საპოვნელი. აგერ ვოლკოვი და პაპუნაშვილი- ზირაში თამაშს არ ჯობია სახლში დაბრუნება და ევროთასებზე თამაში? ფინანსურად რას მოითხოვენ ასეთს გასაოცარს. ან გორს რო ყავს კარგი ბიჭი შეყილაძე,ბიძინაშვილიც კარგი ბიჭი იყო.ვუღაცეები შიძლება კიდევ გაიხსენო ხელმისაწვდომი. აბა ახლა დავითაშვილს და საბა ლობჟანიძეს რო ვერ ჩამოიყვან ისედაც ცხადია.
ვეა
ჯინჯოლ გადატენილი მაქვს კლავიატურა და გელოდები აბა რას იზამ
ვაჟა
პოლონეთის გუნდებთან არაგვაქვს ცუდი სტატისტიკა, თუ გახსოვთ დინამომ გაიარა ვარშავის ლეგია, ასევე კრაკოვის ვისლა, ასე რომ რაიცი იქნებ თხა იყოს ტყუპი მოიგოს, ბურთი მრგვალია, წარმატებები იბერიას
alexandre
ძალით წაგება რა სისულელეა, მაგრამ... როგორ უნდა გაქაჩოს ამ იბერიამ ევროპა ლიგაზე არ ვიცი, ძალიან ძლიერი გუნდებია. აი კონფერენც ლიგაზე კიდევ შეიძლება 1-2 თამაში მოიგონ. ჩემი აზრით ყველა თამაში ითამაშონ ისე, რომ არ შეარცხვინონ ქვეყანა და რაც გამოვა გამოვა. წარმატებებს ვუსურვებ!
Sircxvil+narevi
ორივეს მოგვიგებენ მინიმუმ ფორებით აგერ თქვენ აგერ მე იმედია ვცდები არვარ ჩასაფრებული მაგრამ იბერია არაა გუნდი დამიჯერეთ და ვაფშე ჩვენი ჩემპიონატი არის ყველაზე დაბალი დონის ჩემპიონატი მთელს მსოფლიოში...სიმართლე მწარეა მაგრამ ესეაა ხელფასებს კი იხდიან მაგრამ ლეგიონერები და ფეხბურთელები გვყავს უდაბლესი დონის!!!
ვაჟა
ქარტულ გუნდებს არაგვაქვს ცუდი შედეგი პოლონეთის გუნდებთან. დინამომ გაიარა ვარშავის ლეგია და ასევეკრაკოვის ვისლა, ასე რომ არასოდეს ვთქვათ არასოდეს, როგორც იტყვიან ბურთი მრგვალია, წარმატებები იბერიას.
gio
კონფერენს ლიგაზე გასვლა დაახლოებით 3.5 მილიონი ევროა, ევროპა ლიგაზე გასვლა 4.5 მილიონი ევრო. მილიონი ევრო არის იცით რამდენი? მილიონი ხინკალი! აი, წარმოიდგინეთ, მთელი საბურთალო რომ ხინკალზე დაპატიჟოთ! :დ და რა არის ამისთვის საჭირო? რაღაც ერთი გოლით მეტი გავუტანოთ, ვიღაც პოლონელ ბიჭებს. თუ შეკრულად ითამაშებთ, ბევრს იმოძრავებთ, და ბოლომდე იბრძოლებთ, რაღაცა გამოვა. თუ წამოწვებით, მუთაქას წაღება არ დაგავიწყდეთ, ჩვენც წამოვიღებთ. ჯინჯოლავას რაც შეეხება, ახლა მთლად დურუ ხუნჭუად ნუ გადავიქცევით: "შემაგინე და ვესვრი" ტაქტიკა არ გვინდა. მოდი ზედმეტი წნეხის და კრიტიკის გარეშე შევუტიოთ. კონფერენს ლიგა განაღდებული გვაქვს. არავინ არ არის ისეთი საშიში ამ ქვეყანაზე, როგორც ქართველი, რომელსაც რაღაცა განაღდებული აქვს. :დ მაგრამ ერთი თხოვნა, მცირეზე არ დავთანხმდეთ, იქნებ შეგვიძლია ამ ეტაპის გადალახვაც და მილიონი ხინკლით მეტის გამომუშავება და არ ვიცით? ჩვენ ჩვენი ვცადოთ, ძმებო.
სახოკია
გასვლაზე თუ რამეს იზავენ, შეიძლება კიდევ ერთხელ გაუვარდეთ, თუ არადა სახლში ვერ იგებენ ფაქტია, 3 თამაში ითამაშეს და ვერც ერთი ვერ მოიგეს, თუ ირლანდიასთან დამატებულ ტაიმებში მოგებულს არ ჩავთვლით. ერთად-ერთი მოგება პირველივე თამაშში გასვლაზე, უცნობ ესტონეთის გუნდთან და კომფერენც ლიგაზე ვართ და შეიძლება ეროპა ლიგასაც გამოვკრათ ხელი.
ხალხნოო
გინდ დაიჯერეთ გინდ არა რომ რა დღეშიც არის ქართული ფეხბურთი ძირითადად არის ჩვენი ხალხის ანუ გულშემატკივრების ბრალი ( მითუმეტეს ქართველებს გვაქვს ეს სენი ჯერ არასწორად ვაღმერთებთ ვინმეს ან ეგრევე არასწორად ვჭამთ ცოცხლად ვმარხავთ ვინმეს და უმეტესად ეგ უკუღმა გამოგვდის ) დავიწყებ იქედან რომ ფეხბურთს ვუყურებ 1980 წლიდან გამოდის 45 წელიწადზე მეტი …იმ ოქროს თაობის შემდეგ ათასობით ფეხბურთელის გაღმერთება დავიწყეთ და გაამართლა მხოლოდ ერთმა ისიც ხვდებით ვინ და როდის …! არა იყვნენ მაღალი დონის პროფესიონალები ქეცბა კალაძე კობი და კიდევ რამდენიმე მაგრამ შედეგები არც იმ დინამოს ქონდა 1982 წლის შემდეგ ( ნახევარფინალი ბოლო წარმატება იყო ) და აგერ აქამდის ნაკრებსაც არ ქონდა და დღეს ისევ არ აქვს და ეს ყველაფერი დიდწილად არის ჩვენი ბრალი იმიტომ რომ არ ვიცით ვერ ვსავლობთ ვინმეს ობიექტურად სათანადოდ შეფასებას მაგალითისთვის ჯერ მაგრად გაგვიხარდა და ცაში ავიყვანეთ დინამო 3:0 შემდეგ ერთ კვირაში მიწაში დავმარხეთ 7:2 შემდეგ ასე ვართ 45 წელიწადი ერთი უკიდურესობიდან მეორე უკიდეროსობამდის ( თან ეს ხდება ყველა სფეროში ) არადა საპოვნია ბალანსი შუალედი მოგებაშიც და წაგებაშიც …არ შეიძლება არც არავის გაღმერთება არც არავის დამარხვა უბრალოდ საჭიროა ყველაფრის ცივი გონებით შეფასება და ობიექტურობა …მაგალითისთვის ყველას გვიხარია ნაკრების ის მცირედროებითი წარმატება მაგრამ არავინ ლაპარაკობს იმას რომ ნაკრების ( ეხება ასაკობრივებსაც) 80% არიან შვილები წინა თაობის ფეხბურთელებისა ანუ თითქმის ყველას მამა ასე თი ისე იყი პროფესინალი ფეხბურთელი რომ არა მათი დახმარება ბავშვთა ფეხბურთის დროს დღეს არ გვეყოლებოდა არც კვარა არც ზურიკო არც მამარდა და ბევრნი სხვანი …მაგრაააამ წარმოიდგინეთ რამდენი ნიჭიერი ბავშვი გაქრა დაიკარგა ვისაც არ ყავდა მამა ფეხბურთელი ან კიდევ უარესი რამდენი ფეხბურთელის შვილებმა დაჩაგრეს და გააქრეს მათზე ნიჭიერი ოღონდ უპატრონო ბავშვები ….კვარამდის ყველა მაგარი ფეხბურთელი ვინც გვყავდა ბავშვობაში დაწყების დროს იყვნენ უპატრონოები მაგალითად ( ძველებს არ ჩამოვთვლი ) ქეცბა გალელი ბიჭი უბრალო ოჯახიადან მაგრამ ფეხბურთი რომ ეთამაშა მამამისს მოტოციკლი გააყიდინეს კალაძე მამამისი ადგილობრივ დონეზე იყო საფეხბურთო ფუნქვიონერი მაგრამ თბილისის დინამოში რომ აეყვანათ პროცენტიანი ვალი აიღო რამდენიმე ათასი დოლარი და მხოლოდ კიევში გადასვლის შემდეგ გადაიხადა ეს ხდებოდა 70-80-90-00-ში დადარწმუნებილი ვარ მანამდისაც და ახლაც ეგრე გრძელდება ….იმის მაგივრად ფედერაციას რომ ის მოვთხოვოთ რომ ბავშვთა ფეხბურთი იყოს უფასო ხელმისწვდომი არა მარტო ვარჯიშები არამედ ყველაფერი უფასო ფორმა “სბორები” და მითუმეტეს ასაკობრივი ნაკრებები ვითხოვთ კლუბების წარმატებას ევროთასებზე დიდი ბოდიშით მაგრამ ამას ქვია სად ერეკლე და სად ……თუ კი ჩვენ ხალხი ავირჩევთ პირველ რიგში სწორ პრიორიტეტს და მოვითხოვთ და მივაღწევთ ნეპოტიზმის და არაპროფესიონელების გაწმენდას ბავშვთა ფეხბურთიდან და საფუძველი იქნება გაწმენდილი შემდეგ 10პერსპექტიული ბავშვის მაგივრად წამოვა 1000 რაც საკმარისი იქნება არამარტო ნაკრებისთვის არამედ 5-6 კლუბისთვისაც …აი შემდეგ ვერც ვაი ჟურნალისტ-ბლოგერი ვერ მოგვატყუებს ვერც რომელიმე ფუნქციონერ-ჩინოვნიკი არც ვინმს ხათრები იქნება აქტუალური და არც ვინმეს მიწაში დამარხვა უბრალოდ მისაღწევი და მოსათხოვნი არის ყველა რაიონში 2-3 საფეხბურთო უფასო სკოლები და მათი კონტროლი ყველა დიდ ქალაქსა და რეგიონში საფეხბურთო აკადემიები -სპორტსკოლ-ინტერნატები ( სადაც ბავშვები იცხოვრებენ და ისწავლიან ) და ყველა საფეხბურთო კლუბებს ასაკობრივი გუნდები რამდენიმე კატეგორიის 11-13-15-17 და ან 19 ან დუბლების დაბრუნება …რომ ამ ბავშვებს ქონდეს არა სბორები და მოკლე ტურნირები არამედ ასაკობრივი ჩემპიონატები …აი რა არის მოსათხოვი ფედერაციისთვის სამინისტროსგან და მითუმეტეს მთავრობისგან და არა ის რაც დღეს ხდება მილიონები იხარჯება ვიღაც გაუგებარი ქვეყნებიდან ჩამოყვანილ ჭ კლასის ფეხბურთელებზე ….ეს იყვირეთ და ეს მოითხოვეთ რომ ყველა თქვენგანის შვილებს ქონდეთ თავისი ნიჭის წარმოჩენის საშუალება ( და არა მარტო მამიკოს შვილებს. გადახედეთ ისტორიას ერთიდაიგივე გვარები ტრიალებს ამ 45 წლის განმოვლობაში მე უკვე შვილიშვილებს ვხედავ ზოგიერთ ასაკობრივებში ) აი შემდეგ გავხვდებით ყველა ობიექტურები და ლარნის დამარცხებისთვი არც 6 ტაიმი დაგვჭირდება და არც გიჟებივით ვიზეიმებთ ეგეთ უმნიშვნელო ფაქტს თითქოს მაგრამ მიუღწეველს 22 წელიწადი …!!!!
Lasha
Iberia samoyvarulo gundia amat profesional fexburtelevs ver daudzaxeb mtqvaria 10 noli ar caagon
სირბილის სწავლების ცენტრი
წარმატებას ვუსურვებ ჩვენ ბიჭებს!
მამუკა ბათუმი
სეორი ტაქტიკით, სტრატეგიით და დისწიპლინით ამ ბარიერის გავლა შეგვიძლია. მთავარია ყველაფერი სწორად დაიგეგმოს, საპასუხო თამაში სახლში გვაქვს
zaza
რეალობა ის არის რომ იაგელონია ფავორიტია და ამათთან კი არა სამოყვარაულო გუნდებთან ვაგებდით, იბერიამ გაინაღდა კონფრენს ლიგა და აქ თავისუფლად და არა შებოჭილად უნდა ითამაშოს რაც შეუძლია. იბერიამ თავისი გასაკეთებელი უკვე გააკეთა და რომ წააგოს მთავარია დიდი ანგარიშით არ იყოს უკმაყოფილო არ ვიქნები, წარმატებები იბერიას.
მახმუდ
ისეტი გუნდი არარი როგორიც ირლანდიელები იყვნენ იქაც გადავრსიტ რა გვესველება......................
გიო
ძაან რთული იქნება იაგელონია კარგ ფორმაშია და რეინჯრსის გამომგდება არაა მარტივი საქმე ჩემი აზრით გასვლაზე თუ ფრე ვითამაშეთ ან მინიმუმ თუ ერთი ბურთით წავაგეთ თბილისში იქნება შანსი გამარჯვების მთავარია დიდი ანგარიშით არ წავაგოთ თუ მოვიგეთ გასვლაზე მაგას რა ჯობია მაგრამ ეგ ნაკლებ სავარაუდოა პროგრამა მაქსიმუმი ალბათ იქნება ფრე გასვლაზე და აქ ბრძოლა გამარჯვებისთვის. ევროპა ლიგა ბევრად მაღალი დონეა ვიდრე კონფერენც ლიგა რათქმაუნდა იქ თამაში ჯობია და არც ეს იაგელონია დაუძლეველი ბარიერი კიდევ გაგვიმართლა შეიძლებოდა უფრო ძლიერი გუნდი შეგხვედროდა.
მწარე
მოგვიგია და ვერ გაგვიგია 😁🤣
პეპე
იბერია მეცოდება რას ვიზამტ სიმარტლე ეს არი
ასე ჯობდა
რეინჯერსთან აიბროქზე იბერიას გაცილებით დიდი ზეწოლა ექნებოდა. იაგელონია ისე არ ჟღერს. 😁 კონფერენს ლიგაზე თუ გადავალთ იქ ვეთამაშოთ უკვე აიბროქსზე, დიდი გამოცდილება იქნება ბიჭებისთვის.
Achi
5 წელი ვიცხოვრე ზუსტად ბელოსტოკში სტადიონი ჩემგან 500 მეტროში იყო და მაგათ ყავთ გადარეული ფანები სამსახურიდან რომ მოვდიოდი ავტობუსში ვერ ავდიოდი სულ იაგელონიას ფანებით იყო სავსე ასე რომ ძალიან მაგარი ქალაქია ძალიან უყვართ ფეხბურთი... წარმატებები იბერიას
გ. გადალენდია
ასე ჯობს, უფრო ნაკლები კომპლექსები გვექნება , პოლონურ კლუბთან , რომელიც ევრო სარბიელზე არაფრით გამოირჩევა.
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
"სელტიკმა" "ბრაიტონისგან" ინგლისის ნაკრების მეკარე ინათხოვრა
გულიაშვილის "რასინგმა" ორი ფეხბურთელი დაიმატა
საქართველო - ჩრდ. ირლანდიის მატჩს ბავშვთა საფეხბურთო სკოლების ფეხბურთელები დაესწრებიან
სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს "სიტიმ" ილიმან ნდიაიეც დაიმატა
ფერნანდესი "ჩელსიდან" "მანჩესტერ სიტიში" გადავიდა
"ატლეტიკომ" "იუვენტუსისგან" დევიდი ინათხოვრა
"შთამბეჭდავი იყო "ემპოლიში", ფიზიკური და ტექნიკური მონაცემებით გამორჩეულია" - "მონცამ" გოგლიჩიძე დაიმატა და შეაქო
This Is Anfield-ი მამარდაშვილის შესახებ უტყუარ ინფორმაციას ავრცელებს
ოფიციალურად - მექვაბიშვილი "ჩიკაგო ფაიერის" ფეხბურთელია
"გადარჩენილი უკანალი და მისი სითბო" - ბაგატსკისმა გამარჯვებების შემდეგ კომენტარები გააკეთა
პსჟ-მ კიდევ ერთი შემტევი გაყიდა
გოგლიჩიძე სერია A-ში გუნდს გამოიცვლის
მნიშვნელოვანი გაძლიერება შეტევაში სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - ევერტონმა ორი ფეხბურთელი დაიმატა
"მილანმა" სანტიაგო ხიმენესი "პორტოში" გაუშვა
კარგი ამბავი სანაკრებო შესვენების წინ - კიტეიშვილი მოედანს უბრუნდება
კახა ცხადაძემ "გაბალას" მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა
გადადის თუ არა მამარდაშვილი "ნოტინგემ ფორესტში" სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს - რა გადაწყდება უახლოეს საათებში?
"რუსეთში სექს-წვეულებებზე უკანალზე გირტყამდნენ, მაშინ ჩემზე დაქორწინებული იყავი..." - ლოპესის სკანდალური მონაყოლი და ვანდას პასუხი
28 წლის გოლეადორი საფრანგეთში - "ლილმა" აიასე უედა დაიმატა
ბენზემამ "ალ-ჰილალი" დატოვა და შესაძლოა, ევროპაში დაბრუნდეს
ოფიციალურად: "რეინჯერსმა" მთავარი მწვრთნელი გაანთავისუფლა
VIDEO | ეროვნული ლიგა | გაგრა 2-0 იბერია 1999. დაღლილი "იბერია" "გაგრასთან" დაეცა
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
მთავარი კანდიდატი ჯერარდია - ლეგენდარული ინგლისელი შესაძლოა, "რეინჯერსში" დაბრუნდეს
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
ფლიკის ყოფილი ასისტენტი - "რეინჯერსს" ახალი მწვრთნელი ეყოლება
კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია
შეთანხმება შედგა - ანდრია ბართიშვილი ლონდონის "არსენალის" ფეხბურთელი გახდება
"იაგელონიასთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
"იბერიას" შესაძლო მეტოქე "რეინჯერსს" ერთ-ერთი ლიდერი დიდი ხნით გამოაკლდა
[VIDEO] კიტეიშვილი გოლით დაბრუნდა - "შტურმმა" "რეინჯერსს" მოუგო
[VIDEO] საეჭვო პენალტი ორმაგი შესრულებით, არჩათვლილი გოლი, ავტოგოლი - "იბერია 1999" "იაგელონიასთან" განადგურდა
BBC: "არსენალმა" ბართიშვილს ოფიციალური წინადადებით მიმართა
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
[VIDEO] "იბერია 1999" "იაგელონიასთან" ისევ დამარცხდა და ასპარეზობას კონფერენს ლიგაზე გააგრძელებს
[VIDEO] ჭანტურიშვილმა "რეინჯერსს" ულამაზესი გოლი გაუტანა - მისმა გუნდმა გაიმარჯვა და კონფერენს ლიგაზე გავიდა