კლუბის პრეზიდენტის, ოთარ ფედიჩკინის თქმით, ბათუმში საფეხბურთო ბაზის მშენებლობა წლის ბოლოს დასრულდება
ბათუმის "დინამოს" პრეზიდენტმა ოთარ ფედიჩკინმა Sportall.ge-სთან ინტერვიუში განაცხადა, რომ კლუბი 20-ათასიანი სტადიონის აშენებას აპირებს და პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი.

- სეზონის პირველი ნახევარი დასრულდა და "დინამო" ისეთი კარგი ვერ იყო, როგორც წინა სეზონის ბოლოს. ეს რით აიხსნება?

- კი, შედეგი მთლად სახარბიელო ვერ არის და სეზონის პირველი ნახევრის ჩატარება გაცილებით უკეთაც შეიძლებოდა. შინ ვერცერთი მატჩი ვერ მოვიგეთ, რაც ალბათ, ფსიქოლოგიას შეიძლება დაბრალდეს. 10 წელია, მშობლიურ ქალაქში არ გვითამაშია. ამ ხნის განმავლობაში ბათუმელი გულშემატკივარი უფრო ამბიციური გახდა და ეს კარგიცაა, თუმცა პირველ მატჩებში მოგება გაგვიჭირდა.

ბოლოს მწვრთნელი შევიცვალეთ, იყო კიდევ ცვლილებები და ვიმედოვნებ, რომ ეტაპობრივად ყველაფერი დალაგდება.

- საშინაო მატჩებზე დასწრების მხრივ, ყველამ ვნახეთ, როგორ უყვართ და როგორ არიან მონატრებულნი ბათუმელები ფეხბურთს. არის თუ არა რაიმე სიახლე ქალაქში სტადიონის მშენებლობასთან დაკავშირებით?

- ყველა კლუბი, რომელიც ბათუმში ჩამოდის, იმაზე გაცილებით დიდი მოტივაციითაა, ვიდრე სხვაგან. ბათუმელები ისეთ ატმოსფეროს ქმნიან, ფეხბურთელები იქ თამაშით სიამოვნებას იღებენ.

წლის ბოლოს ბაზის მშენებლობა უკვე დასრულებული იქნება. რაც შეეხება სტადიონს, პროექტი ლევან სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროშია გადაგზავნილი. ველოდებით პასუხს, რის შემდეგაც უკვე მშენებლობაც დაიწყება.

- რა ტევადობის იქნება ახალი სტადიონი?

- საუბარი 20 000-იან სტადიონზეა, რომელიც იქნება გადახურული და უეფას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს.

- ბათუმის "დინამოში" ტრანსფერებს კიდევ უნდა ველოდეთ?

- კი, რა თქმა უნდა. გუნდი გასაძლიერებელია და ტრანსფერები კიდევ იქნება.

quTaiseli
ერთი ამბავი იყო აქ თავის დროზე რაგბის აკადემიები და სტადიონები არაშენდებაო მარა რო აშენდა მერე ის კრიტიკოსებიც სადღაც გადაიკარგენ ან ნიკი შეიცვალენ ხოდა თუ აკრიტიკებ და მერე გამოგდის ტყუილი თანმიმდევრული მაინც იყავი შე დალოცვილო გამოდიდა ეგეც აღიარე რო იაღლიში მოგივიდა.მერო ვიყო ხელისუფლება ამ სტადიონს იმ მთავრობის წევრებს ავაშენებიებდი თავისდროზე ვინც ზარზეიმით დაანგრია. და ეს იქნებოდა ჭკუის სასწავლებელი ყველასთვის.მარა ეტყობა ზოგიერთი ისეა შეხმატკბილებული ყოფილ ხელისუფლებასთან ამის გაგონებაც არუნდა.
ლუკა
ჯერ ანგისას ბაზის მშენებლობა დაასრულოს ბათუმის მერიამ, მექსიკური ტელესერიალივით რომ არა და არ სრულდება. სტადიონის შენებლობაზე საერთოდ ჩუმათ გირჩევნიათ იყოთ. უკვე აღარ არის სასაცილო ეს თემა.
ოთო
ყველა არჩევნების წინ რომ იწყებენ მშენებლობას და მაინც ვერ აშენებენ ეს შეჩვენებულები:)))))
vax-vax
ნეტავი ვინმეს სჯერა,რომ სტადიონი აშენდება? ნეტარ არიან მორწმუნენი
luk
სტადიონი უნდა ააშენოთ პატარა "მიშენების პესპექტივით" :D
სოსო
ტადიონი საჭირო და აუცილებელია,მაგრამ 20000-იან დახურულ წმინდა საფეხბურთო სტადიონს სჯობს მრავალფუნქციური სპორტული ბაზის აშენება 10-12000სტადიონით,მძლეოსნური სექტორით,სპორტული დარბაზით და აუზით,ერთი სიტყვით,სპორტკლუბი დინამო ბათუმის სპორტ ბაზა.ბათუმი მსხვილი ცენტრია და სწორედ ასეთი მრავალდარგოვანი სპორტკლუბი და სპორტ ბაზა სჭირდება ქალაქს.თუ დახურულ სტადიონზე აკუსტიკასაც გაითვალისწინებენ,კონცერტების ჩატარებაც შეიძლება.
giosvani
20 000 სტადიონი საკმარისია და არც ნაკლები უნდა იყოს , მაგრამ თვითონ კლუბის პრობლემა სპორტულ მენეჯმენტშია, ჭეიშვილი არ უნდა გაგეშვათ კლუბიდან, ეს კაცი ერთერთი საუკეთესო ქართველი სპეციალისტია.
Guadua
ზაზა სრული იდიოტიზმია ბათუმის დინამოსათვის საერთოდ 12-13-15 000 იანი სტადიონის აშენება. მიადგან ანგისის ბაზის მეორე მხარეს 600 000 დოლარად 5000 -იანი რკინის კონსტრუქციის ევროტრიბუნა და საერთო ტევადობა იქნება 6500. აი ეს იქნება ბათუმის დინამოს სტადიონი ჩემპიონატისათვის. ხოლო რაც შეეხება ქალაქ ბათუმისათვის სტადიონს,20 000-იანი სტადიონის აშენება არის დანაშაული და თაღლითობა, ქალაქ ბათუმს უნდა ჰქონდეს მინიმუმ 30 000 ტევადობის მრავლფუნქციური, ოლიმპიური სტილის სტადიონი რომელიც უეფას ყველა მოთხოვნას დააკმაყოფილებს. ასეთი სტადიონი დაჯდება მხოლოდ 10 მილიონი ლარით მეტი, მაგრამ იქნება ღირსეული. ახლა კი არც ერთია (ანგისა და 6500) და არც მეორე (მთავარი და 30 000-იანი) . ისე კი ბატონო ოთარ თქვენ და მერია რომ შეთანხმდეთ და მოეშვათ ყველანი მაგ კლუბს, კლუბი გადააქციოთ სააქციო საზოგადოებად და კერძო ხელში გადავიდეს? ეს იდეა არ მოგწონთ? თუ ახლობლებია დასასაქმებელი და უმუშევრობის ეშინია ვინმეს?
S.P
eqspertizas uketeben micvalebuls me rogorc gamigonia. ai stadions ra eqspertiza unda hautarot netav.
otar
ბატუმს ჯირდება 35 000 ატასიანი სტადიონი მსუმლიოს მასჰატაბიტ ,აუზი,იაჰტ-კლუბი ,სპოტის სასაჰლე იმიტომ რომ ეს იხო კომუნისტების დროს ,რატომ გაადაგურა ამ ხელუპსებამ.....
zura
ხალხს რატომ დაგვცინით?....რომელი ექსპერტიზის პასუხს ელოდებით?...სად გყავთ ექსპერტები?...ან რა ასთი დაუმთავერბელი გახდა ეგ ექსპერტიზა?... სიმართლე ისაა, რომ ეგ სტადიონი ქალაქს არ სჭირდება. სტადიონს მოვლა და პატრონობა უნდა. თანხა, რომ მაგაზე დახარჯონ, სახლში რა წაიღონ?
ზაზა
20ათასიანი ბათუმში?..12-13 ათასიანი სრულიად საკმარისი იქნებოდა ბათუმისთვის.ბელორუსის ბატეს აქვს შესანიშნავი 13 ათასიანი და ანალოგი კარგი იქნებოდა! დაზოგილი თანხიდან კიდევ ერთი ან ორი სტადიონიც აშენდებოდა!... ,,გიგანტომანია,, არადემოკრატიულ... რეჟიმებს, ახასიათებთ ...მაგ.ტურინში იუვენტუსის სტადიონის ტევადობა სულ 41ათასია და როგორ ფიქრობთ -არ არის ხშირად თამაშებზე გაცილებით მეტის მოთხოვნა?მაგრამ ითვალისწინებენ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს-ანშლაგი თითოეულ მატჩზე და ეს კლუბი,რომელიც მუდმივად თამაშობს ევროტურნირეზე და ბევრს!...მილანი იშენებს 45 ათასიან სტადიონს...მილანის და ტურინის მოსახლეობა მილიონზე მეტია, მათ გაცილებით ძლიერი კლუბები ყავთ და არც პოპულარობა აკლია ფეხბურთს....პ.ს.კონცერტებისთვის იქვეა შემოქმედი და..
jumber
ასეთი სტატიები ბოლო ათი წლის განმავლობაში ბევრი დაიბეჭდა.გეყოთ რა.
დინამო ბათუმი
ფედიჩკინი გარტყმაში არაა. შტატები გაბერილია უაზროდ. საჭიროა რეფორმები!!!
დათო
ავტორ: რომელი წლის სტატია ამოქექე :D
batumeli
სტადიონი ჭირდება ქალაქს მაგრამ თქვენ ხელმძღვბანელობა დინამო ბათუმის მისი ფეხბურთეელებით ვითომ მწვრთნელები თუ არ შეეიცვალეთ უკლებლივ ყველა ფუჭია ღანხის გადაყრა ტქვენთვის სტადიონში. დინამო ბათუმი გადაქცეულია სამეგობრო-საძმაკაცოს დასაქმების პუნქად
"მომავალ წელს კლუბში მინიმუმ 20 მილიონი ლარის ინვესტირება მოხდება" - ტარიელ ხეჩიკაშვილმა "იბერიას" სამომავლო გეგმებზე ისაუბრა
"იბერია 1999"-მა ბათუმში მოიგო
"დილამ" "ტორპედოს" ანდრონიკაშვილის გოლით მოუგო
“ა” ლიგის საკვალიფიკაციოში ნახევარფინალისტები ბოლო ტურში დაწყვილდებიან
ბენზემას მსოფლიოს ჩემპიონატზე თამაში სურს
"ბარსელონას" მცველს "რეალის" წარუმატებლობა არ უხარია
ნიონში გოგონათა ასაკობრივი გუნდების წილისყრა შედგა
"არსენალის" პრობლემა მათი გულშემატკივრები არიან" - ევრამ "მეთოფეებზე" ისაუბრა
ხვიჩა კვარაცხელია: მომენტების გამოყენებაზე უნდა ვიმუშაოთ
[VIDEO] "სიტიმ" "რეალს" მადრიდში მოუგო - გადააყენებენ ალონსოს?
როგორი შეფასებები მიიღეს პსჟ-ს ფეხბურთელებმა "ატლეტიკთან" მატჩში?
[VIDEO] ბარკოლას ეგოიზმი - "კვარას" პსჟ ბილბაოში "ატლეტიკს" ფრედ ეთამაშა
[VIDEO] მიქაუტაძე შესვენებამდე ათამაშეს - "ვილიარეალი" "კოპენჰაგენთან" დამარცხდა
ლუის ენრიკემ "ატლეტიკთან" მატჩში შემადგენლობა დაასახელა
[VIDEO. საქართველოს დ. ყიფიანის სახელობის თასი. ფინალი] "იბერიას" დუბლი არ გამოუვიდა, "დილა" თასს მეორედ დაეპატრონა!
მიქაუტაძე "კოპენჰაგენთან" მატჩში სასტარტოშია
[VIDEO] როგორი შანსი დაკარგეს - თბილისის "დინამოს" ახალგაზრდული გუნდი ჩემპიონთა ლიგის პლეი-ოფში ვერ გავიდა
ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში
"ეს მწვრთნელის ბრალი არ არის" - ჩუამენიმ ალონსო დაიცვა
გვარდიოლა "სიტის" დაცვის გაძლიერებას "ნიუკასლის" 23 წლის ფეხბურთელით აპირებს
[PHOTOS] "ტრუსში გადაღებული ფოტოები გამომიგზავნე" - 18 წლის მოდელმა 2-წლიანი ურთიერთობა დაასრულა
კარლის რეკორდი - "ბაიერნის" ფეხბურთელი ჩემპიონთა ლიგის ისტორიაში შევიდა
ალისონი "ლივერპულიდან" წავა? - შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები დაწყებულია
ბათუმის "დინამო": ფროლოვი საქმეს შეუდგა, ევროპალიგა - ქუთაისში
ოთარ ფედიჩკინი: ოთარ მარცვალაძე "იაგელონიასთან" პირველ მატჩშიც ითამაშებს
"ძალიან დაბალი დონის ჩემპიონატი გვაქვს, ყოველი წელი უარესია" - გიორგი ჭიაბრიშვილი "გარეჯთან" გამარჯვების შემდეგ
ოთარ ფედიჩკინი: ბათუმის "დინამოს" ყიდვაზე მერიაში განაცხადი შეტანილია
ოთარ ფედიჩკინი: როცა ბათუმის "დინამო" გქვია, მხოლოდ უმაღლეს ლიგაში დასარჩენად ვერ იბრძოლებ...
“დაგვეხმარეთ, გადავარჩინოთ ბათუმის "დინამო" - "შავი ზღვის პირატების" განცხადება
[VIDEO] ბათუმის "დინამოს" "თელავთან" შეხვედრაში სათადარიგო ფეხბურთელი აღარ დარჩა
გიტის პაულაუსკასმა ბათუმის "დინამო" დატოვა და სლოვაკეთში გადაბარგდა
ბათუმის "დინამომ" სტადიონი აკურთხა - მსგავსი ფაქტები ქართულ ფეხბურთში
გოჩოლეიშვილის და დვალის გუნდების წარუმატებელი მატჩები კონფერენს ლიგაზე
კონფერენს ლიგა. 1/4-ფინალი: "ჩელსი" თითქმის უკვე ნახევარფინალშია
გოლის აღნიშვნა მესის სტილში და შოკირებული ფედიჩკინი - ეროვნული ლიგის პლეი-ოფები [VIDEO]
"როტორი" - "იაგელონია", სამი ქართველი სასტარტოშია [LIVE]
გიორგი ჩაკვეტაძის მომენტები "იაგელონიასთან" შეხვედრაში [VIDEO]
"რიო ავე" ევროპის ლიგას დაემშვიდობა, გიორგი მაკარიძემ კი 4 გოლი გაუშვა
"მწვანე ქუჩის ხულიგნები" - ქუთაისურ მატჩებზე მომხდარი ინციდენტები [VIDEO]
ხარატიშვილი თურქეთის ჩემპიონატში? - "ეიუფსპორმა" ბათუმის "დინამოს" ოფიციალური წინადადებით მიმართა
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა