"რეალის" პორტუგალიელი ვარსკლავი ჩემპიონთა ლიგის 1/4 ფინალში სასურველ მეტოქეებად "შალკეს" და "მანჩესტერს" ასახელებს
უეფას ჩემპიონთა ლიგის 1/8 ფინალის განმეორებით მატჩში "ლიონთან" გამარჯვების (3:0) შემდეგ მადრიდის "რეალის" ნახევარმცველმა კრიშტიანო რონალდომ კმაყოფილი სახით განაცხადა, რომ გუნდმა საკუთარი თამაშის ჩვენება და შემდეგ ეტაპზე გასვლა დამსახურებულად შეძლო.

რაც შეეხება შემდეგ სტადიაზე "სამეფო კლუბის" მეტოქის ვინაობას, პორტუგალიელს მხოლოდ "ბარსელონას" სახელის გაგონება არ სურს, დანარჩენი კი სულერთია.

"მაგრად ვითამაშეთ, მატჩის მსვლელობას სრულად ვაკონტროლებდით და წინ დამსახურებულადაც წავედით. ახლა შემდეგ რაუნდზე უნდა ვიფიქროთ, რომელშიც არანაკლები სირთულის წინააღმდეგობა გველის. იმედი მაქვს, მაინცდამიანც "ბარსელონა" არ გადაგვეყრება – კატალონიელებთან ტურნირის უფრო გვიანდელ სტადიაზე თამაში აჯობებს.

ურიგო არ იქნება, თუ 1/4 ფინალში "შალკეს" ან "მანჩესტერ იუნაიტედს" გავეჯიბრებით.

რაც შეეხება ამ მატჩში ჩემს მონაწილეობას, მოედანზე გასვლის გადაწყვეტილება თავად მივიღე. საბედნიეროდ, შეხვედრა ტრავმის გარეშე ჩავამთავრე, თუმცა საკმაოდ ხისტი თამაში გამოგვივიდა", - განუცხადა რონალდომ Marca-ს "ლიონთან" მატჩის დასრულებისთანავე.

მომზადებულია Marca-ს მიხედვით

Uefa-მ "ბენფიკა" დააჯარიმა - "რეალთან" სკანდალური მატჩის ვერდიქტი მიღებულია
ლანგი: თითი მომაკერეს - PlayStation-ის თამაში და ტუალეტში მიჭირს
[PHOTO] ლამის დაასახიჩრეს. სლოტის თქმით, წამოსაწოლად ჩადიან - ოსიმენს და ლანგს ოპერაცია გაუკეთეს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა