საქართველოს ფუტსალის ეროვნული ნაკრები 26 იანვარს ევრო 2022-ზე მეორე მატჩს გამართავს. ჩვენი გუნდი გრონინგენის "მარტინი პლაზაში" ბოსნია-ჰერცეგოვინას დაუპირისპირდება. მატჩამდე ერთი დღით ადრე გუნდებმა შეხვედრის მასპინძელ არენაზე ივარჯიშეს. საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ავთანდილ ასათიანმა გუნდის კაპიტან ზვიად კუპატაძესთან ერთად ონლაინპრესკონფერენციაზე მედიის წარმომადგენელთა შეკითხვებს უპასუხა.

ავთანდილ ასათიანი (საქართველოს ფუტსალის ნაკრების მთავარი მწვრთნელი): „მოწინააღმდეგე ძალიან ძალისმიერი და ტექნიკურად გამართული გუნდია, რომელიც ხშირად იყენებს მეხუთე მოთამაშის უპირატესობას. ვარჯიშებზე ვამუშავებთ ტაქტიკას, რომელსაც მათ დავუპირისპირებთ. უეფას რეიტინგში ბოსნია-ჰერცეგოვინა ჩვენზე წინაა. საკმაოდ სერიოზული მაჩვენებელი ჰქონდათ საკვალიფიკაციო ეტაპზე. პირველი ადგილი დაიკავეს ისეთ ძლიერ ჯგუფში, სადაც რუმინეთი და სერბეთი ჰყავდათ. საქმე ძალიან ძლიერ მეტოქესთან გვაქვს, თუმცა ადრეც მითქვამს და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, რომ ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე სუსტი მოწინააღმდეგე გამორიცხულია. ასეთ დონეზე ყველა თამაში ძალიან მაღალი დონისაა.

ვიცი, რომ ყველაფრისთვის მზად უნდა ვიყოთ. გვაქვს რამდენიმე ვარიანტი და თამაშის საწყისი წუთები ბევრ რამეს გვიჩვენებს. ფსიქოლოგიურად და ტაქტიკურად მზად ვართ. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ბრძოლისუნარიანობას მოედანზე. ასე რომ, არც ერთი მილიმეტრი არ უნდა დავუთმოთ მეტოქეს. ვფიქრობ, გვაქვს შანსები, რომ ვიფიქროთ წარმატებაზე. ძალიან რთული იქნება, მაგრამ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ ეს შევძლოთ.

საბედნიეროდ, ტრავმები არ გვაქვს და თითქმის იგივე შემადგენლობა გვექნება, რაც აზერბაიჯანის წინააღმდეგ იყო. ფსიქოლოგიურად გუნდი ძალიან კარგ მდგომარეობაშია. აქამდე მოვედით და ეს უკვე ძალიან დიდი წარმატებაა. თუ კიდევ უფრო მეტს შევძლებთ, მეტად გასახარი იქნება. კარგი განწყობაა და გუნდში ზედმეტი დაძაბულობა არ არის. მხოლოდ ის იგრძნობა, რომ ყველას ძალიან დიდი პასუხისმგებლობა აქვს და მაქსიმუმის არგაკეთების შემთხვევაში შედეგის მიღწევა ძნელი იქნება“.

ზვიად კუპატაძე (საქართველოს ფუტსალის ნაკრების კაპიტანი): „მეტოქე ფიზიკურად ძლიერი მოთამაშეებით არის დაკომპლექტებული. ხშირად იყენებენ მეკარის ჩართვას. აზერბაიჯანთან შედარებით განსხვავებული თამაში გველის. სხვა მონახაზი და სულ სხვა სურათი იქნება. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექნება ფიზიკური ორთაბრძოლების მოგებას, რადგან ფუტსალში ამას დიდი უპირატესობა მოაქვს. ასე რომ, ბრძოლაში არ უნდა წავაგოთ. ვიცით, 5/4-ზე როგორ უნდა ვითამაშოთ. აუცილებლად ვიბრძოლებთ და მოგებისთვის ვითამაშებთ. შანსები 50/50-ზეა და ყველაფერს სათამაშო ნიუანსები გადაწყვეტს. ვიცით, რა თამაშს შემოგვთავაზებს მეტოქე. განსაკუთრებულ სიურპრიზებს არ ველით. მთავარია, რომ მწვრთნელის მონახაზი შევასრულოთ და მატჩი ჩვენთვის კარგი შედეგით დასრულდება".

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზე 17 ფეხბურთელით გაემგზავრა. 14 მოთამაშისგან შემდგარი სამატჩო განაცხადი კი პირველი ტურის შემდეგ უცვლელია:

საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-ჰერცეგოვინის წინააღმდეგ:

მეკარეები: ზვიად კუპატაძე (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), თორნიკე ბუკია (კემი, ფინეთი)

წინა ხაზი: შაგინია (პალმა, მალიორკა, ესპანეთი), ელისანდრო (ბრაგა, პორტუგალია), ბრუნო პეტრი ბრანკო (ხაენი, ესპანეთი), თალეს ფეიტოსა (კანდოსო, პორტუგალია), რონინიო (ჰალე-გოოიკი, ბელგია), ვილიანი (გაზპრომ იუგრა, რუსეთი), ირაკლი თოდუა (თელასი, თბილისი, საქართველო), შოთა თოფურია (თელასი, თბილისი, საქართველო), არჩილ სებისკვერაძე (გომელი, ბელარუსი), ნიკოლოზ კურტანიძე (პსპ, თბილისი, საქართველო), გიორგი ღავთაძე (სიბირიაკი, რუსეთი), ვახტანგ კეკელია (სიპარი, ტაჯიკეთი).

სამი ფეხბურთელი: ალექსანდრე ჯამბურია (თელასი, თბილისი, საქართველო), ვახტანგ ჯვარაშვილი (თელასი, თბილისი, საქართველო) და ნუკრი ჭუმბურიძე (თელასი, თბილისი, საქართველო), აზერბაიჯანთან შეხვედრაში განაცხადში არ იქნება და გუნდთან ერთად მომდევნო მატჩებისთვის მოემზადება.

26 იანვარი | 20:30 | მარტინი პლაზა

საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა

საქართველო - ბოსნია-ჰერცეგოვინა 26 იანვარს, თბილისის დროით 20:30-ზე დაიწყება. შეხვედრის რეპორტაჟს საქართველოს "პირველი არხი" შემოგთავაზებთ. ჯგუფის მეორე შეხვედრა ესპანეთსა და აზერბაიჯანს შორის 23:30 საათზე დაიწყება. პირველი ტურის შემდეგ D ჯგუფში ესპანეთი და საქართველო ლიდერობენ.

nakrebi.ge

გია პაპა
გილოცავთ!
გიორგი
ჩემი კომენტარი, რომ “ ანალიტიკური და გონივრული კომენტარია” ირონიით იყო ნათქვამი:)
ტტტ
მთავარია არ მოეშვათ ბიჭებო, აი იმის მეშინია კალათბურთელებს, რომ მოუვიდა ბოლო ევრობასკეტზე ლიტვას მოუგეს და უკრაინასთან უშანსოდ დამარცხდნენ, უნდა მიუდგნენ ისე თითქოს ფავორიტს ეთამაებია.
ზურა
მივმართავ ქვემო კომენტარის ავტორს,რომელიც ცრუ პროგნოზს წერს და ერთი ადგილი მიაყენე,აზერების ფულზე რომ ლაპარაკობ,მაშინ ყველაფრის ჩემპიონები უნდა იყვნენ თუ ყიდვაზეა საუბარი! ჩვენ ვიგებთ დღეს! საქართველო გავა ქვეჯგუფიდან!!!
ზურა
საფრანგეთიც წინ იყო რეიტინგში,მაგრამ არაფერი დაუთმეს ჩვენმა ბიჭებმა!!! წინ გამარჯვებისკენ!!!
G.LA
წარმატება საქართველოს ნაკრებს, გვჯერა თავს არ დაზოგავთ და გაგვახარებთ! პ.ს. შურიან და ბოღმიან ხალხს რა გამოლევს? მტრებიც საკმაოდ გვყავს ქვეყანაში ეს დიდი ხანია ვიცით. ჩვენ დალოცვილ მიწაზე ჩვენ მტერს ჩვენი პური და წყალი არამად უნდა შეერგოს.
გიორგი
ძალიან გონივრული და ანალიტიკური შეფასებაა
giorgi
rogorc shen itkvi egre iqneba moigebs bosnia evros albat xo?
რაიიი?
......საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ბოსნია-გერცოგოვინას ნაკრების წინააღმდეგ; ....შაგინია, ალისანდრო, ბრუნო ბრანკა, ფეიტისა,რონინიო და რაც მთავარია ვილიანი რუსეთის გაზპრომ იუგადან......როგორც რუსები იტყვიან აიდააა გრუზინიიი...
გრიგოლი1408
ბოსნია გოლს არ გაგვატანინებს. ესპანეთი ნიჩიას ითამაშებს აზერბაიჯანთან და ჩვენ ამოგვტენის. აზებაიჯანი მოუგებს ბოსნიას(ფულის მეტი რა აქვთ) და გავა აზერბაიჯანი
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
შავი ლომი | შემადგენლობა ვარსკვლავურ ‘ნორთჰემპტონთან’
პსჟ დემბელესთან, კვარაცხელიასთან და დუესთან კონტრაქტების გაგრძელებას ჩქარობს
საზონოვი სათადარიგო იყო - "ხეტაფე" "ბეტისთან" დამარცხდა
ბექჰემი: "ოქროს ბურთს" მესი იმსახურებს
მამარდაშვილს თასზე "ჩელსისთან" მოუწევს დაპირისპირება - იქამდეც მიეცემა შანსი?
ერთი დებიუტანტით - სანიოლმა ერთა ლიგის მატჩებისთვის შემადგენლობა დაასახელა
სეოკ-ის აღმასრულებელი კომიტეტის სხდომა
"ამ ტკივილით ცხოვრება მე მიწევს და არა თქვენ" - ტუხელმა განმარტა, რატომ შეცვალა არგენტინის ნაკრებთან მეორე ტაიმში სქემა
ტოდ ბოელიმ "ჩელსის" ხელმძღვანელის პოსტი დატოვა
[VIDEO] მესის თავური გოლი - არგენტინელმა კარიერაში 49-ე ტიტული მოიგო
ისტორიული მოგება ჩემპიონთა ლიგაზე | "ბათუმის" გამარჯვება და ოჩხიკიძის გმირობა
[VIDEO] გულიაშვილი "კამპ ნოუზე" შეცვლაზე შევიდა - "ბარსელონამ" რასინგი" გაანადგურა
კიტეიშვილის გარეშე - "შტურმი" ევროპა ლიგაზე "რენს" ფრედ ეთამაშა
Le Parisien: პსჟ-მ გადაწყვიტა "ოქროს ბურთზე" თავისი გუნდის ორ კანდიდატს დაუჭიროს მხარი
ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა, "სევილიამ" ისევ გაიმარჯვა
კლოპი გერმანიის ნაკრების ძირითადი მეკარის საკითხში ჩამოყალიბდა
პსჟ "ლივერპულის" მთავარი იმედის გადაბირებას გეგმავს
ალიადერი: კვარაცხელია "არსენალისთვის" ფანტასტიკური შენაძენი იქნებოდა
"შავი ლომი" | 28 მორაგბით ინგლისში
განშორება უკვე ზამთარში? - პსჟ-ში ზაბარნის თამაშით უკმაყოფილონი არიან
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან მატჩებისთვის ემზადება
ავთანდილ ასათიანთან ახალი კონტრაქტი გაფორმდა
ფუტსალი | საქართველო 2:2 ჩეხეთი
ფუტსალის ნაკრები ჩეხეთთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
ავთანდილ ასათიანი: წინ ბევრი თამაშია და მთავარია ეს მუხტი შევინარჩუნოთ
რუსეთის წინააღმდეგ რევანშის მოლოდინში!
რუსეთთან მატჩის წინ კაპიტანმა ისაუბრა: მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონები ფავორიტები არიან, მაგრამ...
ევრო 2022. ავთანდილ ასათიანი: რუსეთის ნაკრები შევისწავლეთ და ზედმეტი წნეხიც მოხსნილია
საქართველო 5:2 აზერბაიჯანი
საქართველოს ფუტსალის ეროვნულმა ნაკრებმა მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის მეინ-რაუნდი გამარჯვებით დაიწყო
ავთანდილ ასათიანი: მიყვარს ჩემი გუნდი - რუსეთთან შედეგი, ალბათ, კანონზომიერია, მაგრამ...
ზვიად კუპატაძე: ისტორია მსოფლიო ჩემპიონატზე უნდა გადავწეროთ
ზვიად კუპატაძე: ესპანეთთანაც მოსაგებად გავალთ
ავთანდილ ასათიანი: აუცილებლად პირველი ადგილით უნდა გავიდეთ ჯგუფიდან
ფუტსალი | საქართველო 2:3 ჩეხეთი
საქართველოს ნაკრების მეკარე: მეც რუსეთში ვთამაშობ და პატრიოტიზმზე მოლაპარაკეებს ნეტავ ჩემსავით უყვარდეთ საქართველო
ავთანდილ ასათიანი საქართველოს ფუტსალის ნაკრებს 2024 წლამდე უხელმძღვანელებს
ფუტსალი | საქართველოს ნაკრების მეტოქეები მსოფლიო ჩემპიონატის მეინ რაუნდში