ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო ჩემპიონატი
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• პარაძიუდო
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები
• MMA

ფაზისური კომპ-ლექსი: ზესტაფონო, გშორდები...

ფაზისური კომპ-ლექსი: ზესტაფონო, გშორდები...

ფოთი კმაყო-ფილია — "კოლხეთი" ლიდერთა რისხვად იქცა!

16.03. ფოთი. ფაზისი. 1000 მაყურებელი

კოლხეთი – ოლიმპი 0:0

კოლხეთი ოლიმპი

4-4-1-1 4-1-3-1-1

ძაგანია ბათიაშვილი

ცხვიტარია დობროვოლსკი

ინწკირველი რეხვიაშვილი

მახვილაძე კვახაძე

გელაჭეიშვილი ჯაფარიძე

სიჭინავა რაზმაძე

გავაშელიშვილი ი. მაისურაძე

გოგონაია დ. ბოლქვაძე

გულუა გეწაძე

გვალია პავლიაშვილი

მდივნიშვილი მოდებაძე

მწვრთნელი მწვრთნელი

ს. ფილია ა. ჯელაძე

კოლხეთი

35. მდივნიშვილი-სამადაშვილი

70. სამადაშვილი-წიქარიშვილი

88. სიჭინავა-მეგრელიშვილი

სათადარიგოები: ლობჟანიძე, კვერენჩხილაძე, მოისწრაფეშვილი, ბარამიძე

ოლიმპი

46. გეწაძე-ქავთარაძე

69. მაისურაძე-იაშვილი

სათადარიგოები: ბედიაშვილი, გ. ჭელიძე, მურველაშვილი, გ. გორდეზიანი, ქემოკლიძე

გაფრთხილება: სიჭინავა (85), ცხვიტარია (89)

არბიტრი: ლ. სილაგავა (თბილისი)

... მატჩის ბოლო დამატებული წუთი მიდიოდა, როცა კოლხ გულუას ჩინებული შანსი მიეცა და მობურთალისთვის მიზანს ცოტათი რომ არ ემტყუნა, "კოლხეთი" ზედიზედ მეორე სენსაციას შემოგვთავაზებდა. ფოთელებმა პატარა სასწაული ფრითაც მოახდინეს, თუმცა სულ ბოლო წამებზე უკვე წაგებისგან გადარჩენას იღბალს, "ოლიმპის" ფორვარდების უხეირო თამაშს და განსაკუთრებით მეკარე ძაგანიას უნდა უმადლოდნენ — გოლკიპერმა ხუთიოდ მეტრიდან დარტყმული მოიგერია და მატჩის საუკეთესო მოთამაშედ ქცეულმა ნამატჩევს "კოლხეთის" მხარდამჭერი ერთ-ერთი ბიზნესმენისგან 500-ლარიანი პრემიაც სამართლიანად დაიმსახურა.

... გუშინ, "ფაზისზე" სოსო ფილია დაბრუნდა. გამოცდილმა სპეციალისტმა "კოლხეთს" იმედი, ხოლო ჩემპიონატს ინტრიგა მოუმატა. "რა გინდათ, თქვენამდე ხომ "ზესტაფონსაც" დავაკარგვინეთ ქულები" — ხუმრობით "ამშვიდებდა" ნამატჩევს სტუმართა თავკაცებს კოლხთა ახალი მწყემსი.

მართალია, გუშინ ფოთელებს ციდან ვარსკვლავები არ მოუწყვეტიათ, მაგრამ "ოლიმპს" ამ სეზონში უკვე მეორედ დააკარგვინეს ქულები და ისიც დაგვანახეს, რომ "კოლხეთი" ხელწამოსაკრავი არავისთვის იქნება. შესაძლოა, უფულო და აუტსაიდერ გუნდს ლიდერთან გაუმართლოს, მაგრამ, მოგეხსენებათ, ყარაულის თოფი მხოლოდ ერთხელ ვარდება — ფოთელებმა კი გუშინ მეორედ "გაისროლეს" და ქულები კიდევ ერთ ლიდერს დააკარგვინეს. ჰოდა, წარმოიდგინეთ, ამის შემდეგ ვინ უნდა ელოდეს ფოთელებთან იოლ თამაშს, როცა თვით გათამაშების ლიდერებს ზედიზედ ორ შეხვედრაში აწაპნეს უმნიშვნელოვანესი ქულები. თანაც ამ ქულებს მათთვისაც სასიცოცხლო მნიშვნელობა აქვს.

თავად შეხვედრა დაძაბული და საინტერესო გამოდგა. მოლოდინისამებრ, სათამაშო კლასში სტუმრების უპირატესობა შეიმჩნეოდა, ამას მასპინძლებმა დიდი მონდომება დაუპირისპირეს. სახიფათო მომენტებსაც უმეტესად "ოლიმპი" ქმნიდა, თუმცა ყველა შემთხვევაში საიმედოდ ირჯებოდა კოლხთა კარის დარაჯი. იშვიათად, მაგრამ გატანის შანსი ფოთელებსაც ეძლეოდათ. რაც დრო გადიოდა, აშკარა ხდებოდა, რომ "კოლხეთი" ფრეზეც ყაბულს იყო. მათგან განსხვავებით, მხოლოდ მოგებაზე ფიქრობდნენ რუსთაველები, ამის გამო შეტევაშიც აქტიურად ერთვებოდნენ და მათ კართან ხიფათი უმეტესად სწორედ ამის გამო იქმნებოდა.

სულ ბოლოს კი იყო ის ორი მომენტი, რასაც 3 ქულის მოტანა ორივე გუნდისთვის შეეძლო. განსაკუთრებით გამორჩეული "ოლიმპის" კონტრშეტევა გახლდათ, რომლის გაცუდებამ აღშფოთებული რუსთაველების მხრიდან სათადარიგოთა დასაჯდომიდან ერთი სკამი შეიწირა. უკმაყოფილებას ნამატჩევს "ოლიმპის" მობურთალებიც გამოხატავდნენ. სავარაუდოდ, მსაჯების მიმართ, თუმცა სამართლიანობა მოითხოვს აღნიშნოს, რომ სილაგავასა და კომპანიას მათთვის ამის საფუძველი ნამდვილად არ მიუცია.

მატჩის შემდეგ

არმაზ ჯელაძე (ოლიმპი): "ასეთ მინდორზე თამაში არ შეიძლება! ყოველივე თამაშის ხარისხზეც აისახა. დაძაბული მატჩი იყო, მომენტები შევქმენით, მეტოქესაც ჰქონდა შანსი, მაგრამ ასეთ მოედანზე რაიმე ხარისხზე საუბარი ზედმეტია".

სოსო ფილია ("კოლხეთი"): "შედეგით და თამაშით კმაყოფილი ვარ. გასაგები მიზეზების გამო, მე ვერ მოვთხოვ გუნდს იმას, რაც უმაღლესლიგელს მოეთხოვება. თავდასხმაში პრობლემები გვაქვს, სამიდან არც ერთი არ იყო მზად, მთელი თამაში ეთამაშა, ამიტომაც თითოეულს 30-30 წუთი მივეცით. რაც მთავარია, ბიჭებს აქვთ მონდომება. ასეთი მონდომებული გუნდი არასდროს მყოლია და მადლობას ვუხდი ბესო შეროზიას, ასეთი კარგი პიროვნებები რომ შეკრიბა. დღეს იღბალი ჩვენსკენ იყო, თუმც მოგებაც შეგვეძლო. კოლეგას ვეთანხმები, მინდვრის საფარი ცუდია, მაგრამ ამას გამოვასწორებთ — კლუბში მოვიდა ხალხი, რომლებიც ამ პრობლემას მიხედავენ".

მამუკა ქანთარია

ფოთიდან

• guja_kakhadze

სოსო ბატონო! გილოსავთ და გთხოვთ, ბიჭებს კარში დარტყმა და სირბილი ასწავლოთ. თუმც 2-ვე ზოგადად ქართული ფეხბურთის სენია. თავისით და უცებ არაფერი არ ხდება. გისურვებთ, დაუღალავი შრომით, სერიოზული წარმატებების მიღწევას. საუკეთესო სურვილებით გემშვიდობებით.

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 4-1 სამგურალი. ნამდვილი ლიდერი - "სპაერი" პლუს ოთხით!

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

შეთანხმება მიღწეულია - ფლიკი "ბარსელონას" მთავარი მწვრთნელის პოსტზე დარჩება

პერესის რჩეული - "რეალი" ოლისეს სუპერ ტრანსფერისთვის ემზადება?

სპალეტის იმედი აღარ აქვს - კლუბი დევიდის წასვლას ხელს არ შეუშლის

ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ

"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ

მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა

VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...

დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე

საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს

"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი

[VIDEO] კიდევ ეს უნდოდა? - იგორ ტუდორის კურიოზული ვიდეო სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა

[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა

[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა

[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...

[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა

[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა

[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა

VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს