კონფედერაციათა თასი ვიდეორეფერის "დაბადებით" შევა ისტორიაში
კონფედერაციათა თასის მორიგი გათამაშება ისტორიის კუთვნილება გახდა. ტურნირი მოიგო გერმანიის ნაკრებმა, საკმაოდ ექსპერიმენტული შემადგენლობით. ამაზე ფეხბურთის ქომაგებიც ბევრს მსჯელობენ და სპორტის ამ სახეობის მესვეურებიც - სჭირდება თუ არა ის მსოფლიო ფეხბურთს? შევეცდებით, ჩვენს წერილში ამ კითხვას პასუხი გავცეთ და სხვა საინტერესო თემებზეც შევჩერდეთ.

რა იყო უარყოფითი?

სკეპტიკოსები მიიჩნევენ, რომ რამდენიმე შეხვედრამ აშკარად გაუცრუა იმედები გულშემატკივარს. ეს მართლაც ასეა. თანაც, ეს მოხდა ისეთ მატჩებშიც, რომლებშიც ბოლომდე ფიცხელ ბრძოლას ველოდით გუნდების სტატუსის გათვალისწინებით, მაგრამ ამაში ტურნირის სტატუსი არაფერ შუაშია. ეს მოხდა ძირითადად ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, ასეთი რამისგან კი არც ერთი შეჯიბრება არაა დაზღვეული.

მაგალითად, უსიამოვნოდ გაგვაკვირვეს ჩილესა და გერმანიის ნაკრებებმა ჯგუფური ეტაპის ბოლო ტურში, მაგრამ ამავე გუნდების ფინალმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა და ის დრამატიზმითა და თამაშის ხარისხით ბევრით არაფრით ჩამოუვარდებოდა დიდი ტურნირების გადამწყვეტ შეხვედრას.

ცუდი იყო ის, რომ გერმანიის ნაკრების არაერთმა ლიდერმა დაისვენა, მაგრამ გერმანიამ მეორე შემადგენლობითაც კი ძალიან კარგად გააკეთა თავისი გასაკეთებელი. ეგაა, ჩვენ ვერ გამოვრჩით უკეთეს სანახაობას.

დადებითი

ტურნირის გადამწყვეტ სტადიაზე გუნდებმა მართლაც რომ ფიცხელი ბრძოლა გააჩაღეს. დაძაბული იყო ორივე ნახევარფინალი, განსაკუთრებით, პორტუგალიასა და ჩილეს შორის. მეორე ნახევარფინალში კი გერმანიამ ცივსისხლიანად მოუთავა საქმე მექსიკას და ამისგან დაზღვეულნი არც ერთ ტურნირზე ვართ. მექსიკელების სასახელოდ უნდა ითქვას, რომ მათ ბოლომდე იბრძოლეს და არ დანებებულან მაშინც კი, როცა მათი მდგომარეობა ერთი შეხედვით უიმედო ჩანდა.

ფინალზე უკვე დავწერეთ. მესამე ადგილისათვის მატჩი ნამდვილი საფეხბურთო ომი იყო პორტუგალიასა და მექსიკას შორის. გაშმაგებით იბრძოდნენ თვით ისეთი ფეხბურთელებიც კი, რომლებსაც კარიერის განმავლობაში არაერთი ჯილდო მოუგიათ. მაგალითისათვის პეპე გამოგვადგება. ზეტიტულოვანმა მცველმა მანამდე არ მოისვენა, სანამ დამატებით დროში ანგარიში არ გაათანაბრა, მას კი საგოლე გადაცემა კიდევ ერთმა ვეტერანმა, კვარეშმამ უბოძა.

აღმოჩენები

რა თქმა უნდა, ჩვენ ძალიან ბევრი ვიცოდით იულიან დრაქსლერის თაობაზე, მაგრამ ის პირველად ვნახეთ, როგორც გერმანიის ნაკრების ნაღდი ლიდერი. იულიანს მაღალ დონეზე ჩატარებული ტურნირი დაუფასდა. მისთვის საუკეთესოობა ალალია.

ჩვენ ვნახეთ კიდევ ერთი გერმანელის, ლეონ გორეტცკას დიდებული თამაში. ეჭვგარეშეა, ის აუცილებლად განაცხადებს პრეტენზიას გერმანიის ნაკრების ძირითად შემადგენლობაში თამაშზე.

დიდი შანსია, კონფედერაციათა თასის შემდეგ სულ სხვანაირად წარიმართოს მარკ-ანდრე ტერ შტეგენის კარიერა. მან უმაღლესი კლასის თამაში აჩვენა. რა თქმა უნდა, ბუნდესნაკრების ძირითად მეკარედ კვლავ მანუელ ნოიერი დარჩება, მაგრამ წესით, ტერ შტეგენს ზოგადად უნდა მოემატოს თავდაჯერება. თუნდაც - "ბარსელონაში".

ამ ტურნირზე რამდენიმე ისეთმა ფეხბურთელმაც მიიპყრო ყურადღება, რომელთა შესახებ უკვე დავიწყებულიც კი გვქონდა. მაგალითად, შესანიშნავი იყო ჩილეს ნაკრების ფორვარდი ედუარდო ვარგასი.

იყვნენ აღმოჩენებიც. მართალია, კამერუნის ნაკრებმა ამ ტურნირზე დიდი ვერაფერი შედეგი აჩვენა, მაგრამ ამას ჩვენთვის ხელი არ შეუშლია, ჩაგვენიშნა უდავოდ ძალიან გამორჩეული ფეხბურთელი ბასოგოგი, თვითმყოფადი ტექნიკითა და კიდევ უფრო უკეთესი დრიბლინგით. მექსიკელთა შემადგენლობაში შედარებით ნაკლებად ცნობილთაგან თავი დაგვამახსოვრეს ფაბიანმა და პერალტამ.

მთავარი მონაპოვარი

და მაინც, ალბათ თამამად შეიძლება ითქვას, რომ რუსეთში დასრულებული ტურნირის მთავარი მონაპოვარი ერთმნიშვნელოვნად, ვიდეოგამეორების გამოყენებაა ფეხბურთში. ბევრი მიიჩნევს, რომ ეს სპორტის ნომერ პირველ სახეობაში ადამიანურ ფაქტორს ამცირებს, მაგრამ ფაქტია, რომ გადამწყვეტ მომენტებში მსაჯების შეცდომების რაოდენობა მინიმუმამდე დავიდა.

თუნდაც ფინალში იყო რამდენიმე საკამათო მომენტი, მაგრამ ამას ვერ გამოვრიცხავთ. უმრავლეს შემთხვევაში ყველაფერი ცხადია და ეს უკვე დიდზე დიდი მიღწევაა. ჩვენ დავრწმუნდით, რომ ვიდეორეფერი თამაშს უმნიშვნელოდ თუ ანელებს და მისი გამოყენება არც ისეთი ტრაგედიაა, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანდა.

საუკეთესოები

ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელი გახდა გერმანიის ნაკრებისა და "პარი სენ-ჟერმენის" ფორვარდი იულიან დრაქსლერი. ოთხ თამაშში სამი გატანილი გოლით ბომბარდირობა არავის დაუთმო გერმანიის ნაკრებისა და "ლაიპციგის" შემტევმა ტიმო ვერნერმა. მან დამატებითი მაჩვენებლებით აჯობა თანაგუნდელებს, ლარს შტინდლსა და ლეონ გორეტცკას. საუკეთესო მეკარე გახდა ჩილელთა კარის დარაჯი კლაუდიო ბრავო.

იოახიმ ლიოვი გახდა მეოთხე მწვრთნელი ფეხბურთის ისტორიაში, რომელმაც მსოფლიოს ჩემპიონატი და კონფედერაციათა თასი მოიგო. აქამდე ეს სამმა ბრაზილიელმა შეძლო - მარიო ზაგალომ, კარლოს ალბერტო პარეირამ და ლუიშ ფელიპე სკოლარიმ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
"ბევრს შრომობს, მაგრამ საშუალო დონის გუნდში თამაშობს" - შერინგემმა რაშფორდსა და "მანჩესტერ იუნაიტედზე" ისაუბრა
"ბარსელონაში" ტრანსფერზე უარი ამიტომ ვთქვი" - ჰენრიხ მხითარიანი
გიორგი ცხოვრებაძე ჩემპიონთა ლიგის ჯგუფური ეტაპის მესამე ტურში "ოლბორგს" ეთამაშა
ისტორიული დებიუტი ახალციხეში და მოქმედი ჩემპიონის მძიმე გამარჯვება
[VIDEO] კვარაცხელიამ "ლე მანს" გაუტანა
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-3 ტორპედო. ...იცის ფეხბურთის თამაში, მაგრამ არ იცის მთავარი...
[VIDEO] საზონოვმა "კამპ ნოუზე" ითამაშა - "ბარსელონამ" "ხეტაფეს" ადვილად მოუგო
"ლე მანთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 1-2 იბერია 1999. სხვა შედეგიც არ იყო გამორიცხული...
[VIDEO] ქართველი ძიუდოისტების წარუმატებელი დღე მსოფლიო ჩემპიონატზე
"მეხსიერებას მოუხმეთ, ხვიჩა გასულ სეზონში არაჩვეულებრივი იყო" - კანავაროს აზრით, "ოქროს ბურთი" კვარაცხელიამ უნდა მოიგოს
"ეს სრულ ქაოსს შექმნის" - ნევილი "სიტის" ფინანსურ სკანდალსა და შესაძლო ჩემპიონობაზე
არსენ ვენგერი შესაძლოა, FIFA-ს პრეზიდენტობის კანდიდატი გახდეს
"სათანადო ყურადღებას არ აქცევენ და არ ვიცი რატომ" - დავიდ სილვამ "ოქროს ბურთზე" თავისი ფავორიტი დაასახელა
თურქეთის ნაკრები შესაძლოა, არდა თურანს ჩააბარონ
[VIDEO] როდესაც პრესკონფერენციაზე ცოლი გირეკავს - ნავასის სახალისო შემთხვევა ჟურნალისტებთან შეხვედრისას
უკრაინისა და საქართველოს მატჩის მასპინძელი სტადიონი შეიცვალა
[VIDEO] გადაირია, კვლავ საოცრებები აკეთა - კვარაცხელიას პენალტის ამღები ჩრდილო ირლანდიელი მეკარის მორიგი გმირობა
55 მილიონად შეძენილი მეკარე პსჟ-ს დატოვებას აპირებს
მოლდოვა 1:0 საქართველო
ქვილითაია შეცვლაზე და "ჰოლშტაინის" მარცხი "აინტრახტთან"
ხვიჩა არ ისვენებს, მაგრამ გოდტსი იწყებს - ქართველებით დახუნძლული დღე
მესი ნაკრების ბომბარდირი გახდა - არგენტინა ფრეს დასჯერდა [VIDEO]
ჩინებულმა არგენტინამ ჯგუფი მოიგო - დამარცხებული პოლონეთიც პლეი-ოფში გავიდა [VIDEO]
არტურო ვიდალი: მსაჯმა თამაში გააფუჭა
[VIDEO] საბერძნეთმა კლოპის გერმანიას სტუმრად სძლია და გალიდერდა - ნიდერლანდებმა სერბეთი დაამარცხა
სკანდალი - ლეო მესი დაჯილდოებაზე არ გავიდა და აცხადებს, რომ არგენტინა ფინალში არ გაუშვეს
საბერძნეთი და გერმანია დაზავდნენ - ნიდერლანდებმა სერბეთს სძლია
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"საშუალო დონის გუნდი გვყავს" - შვაინშტაიგერი გერმანიის საბერძნეთთან მარცხს გამოეხმაურა
პსჟ იულიან დრაქსლერს თავიდან იშორებს
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ფინალში ჩილეს დაუპირისპირდება
გერმანია-მექსიკა 4:1 - მუნდიალის ჩემპიონი მუნდიალის რეპეტიციის ფინალშია [VIDEO]
დრაქსლერი ინგლისში? გერმანელით ერთ-ერთი გრანდი დაინტერესდა
"ყველაფერი კარგად იყო, მაგრამ შემდეგ მბაპე და ნეიმარი მოვიდნენ" - დრაქსლერმა პსჟ-ში გატარებული პერიოდი გაიხსენა
ფლორენტინო პერესს "რეალის" მთავარ მწვრთნელად იოხიმ ლიოვი სურს
"გერმანია არასაკმარისად თეთრი" და "არასაკმარისად გერმანულია"? - კლოპმა კრიტიკოსებს უპასუხა
მექსიკის ნაკრების მეკარემ 41 წლის ასაკში დაასრულა კარიერა
ჩილე-გერმანია 0:1 - ტერ შტეგენის ფინალი [VIDEO]
[VIDEO] კინიონესის და ხიმენესის ეფექტური გოლებით - მექსიკა მერვედფინალშია
პორტუგალიას ახალი "7-იანი" ჰყავს - რონალდოს უკან მისაბრუნებლად აეროპორტში მწვრთნელი და პრეზიდენტი მივიდნენ
მოურინიო: რონალდომ თავისი ეგოს კონტროლი უნდა ისწავლოს
პორტუგალიამ დანიას რონალდოს გარეშე მოუგო და ერთპიროვნული ლიდერია
კლოპის ხელმძღვანელობით გერმანიამ პირველად მოიგო - ნიდერლანდებმა საბერძნეთთან ფრეს მიაღწია
[VIDEO] კლოპის გერმანია ჩავის ნიდერლანდებთან ფრეს დასჯერდა
[VIDEO] მსოფლიო ჩემპიონატი სამი გაძევებით დაიწყო - მექსიკამ სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEOS] მეტოქისგან უფრო დაფასდა - ჰოილუნმა გოლი რონალდოს სტილში აღნიშნა, შემდეგ პორტუგალიის ნაკრების მწვრთნელს ხელი ჰკრა
დრაქსლერს "ბარსელონას" უკავშირებენ
[VIDEO] სენსაცია. სამხრეთ აფრიკა პლეი-ოფშია, ჩეხეთი ჯგუფში ჩარჩა
იულიან დრაქსლერს იტალიურ კლუბში უნდა გადასვლა
ჩილესა და კოლუმბიის ომი, გადმოტანილი მოედანზე [VIDEO]
გერმანია VS მექსიკა - ახალგაზრდულებს უნდა მივყვეთ
1973 წ. სსრკ-ს ნაკრები მუნდიალს მიღმა ფიფას ინგლისელმა ხელმძღვანელმა დატოვა, საბჭოელებმა არ ითამაშეს სტადიონზე, სადაც კონც. ბანაკი იყო [VIDEO]
პორტუგალია - მექსიკა 1:1 (2:1. დ. დ) - პეპე რომ არა [VIDEO]
[VIDEO] ორიდან ორი და კურიოზული გოლი - მექსიკამ სამხრეთ კორეაც დაამარცხა
კონფედერაციათა თასი 2017: გერმანია ჩემპიონია
რა დროს ფეხბურთია, როდესაც ორგიაა - ვიდალი თანანაკრებელებთან ერთად გაერთო
დრაქსლერმა კატარულ გუნდში გადასვლა გადაწყვიტა