ბოლო სატრანსფერო ამბები ამერიკიდან
"იუტა ჯაზის" ფორვარდი გორდონ ჰეივორდი "ბოსტონ სელტიქსში" გააგრძელებს კარიერას. ამის შესახებ მოთამაშემ საკუთარ "ტვიტერზე" დაწერა.

"ბოლო ერთი კვირის განმავლობაში რამდენიმე შეხვედრა მქონდა "ბოსტონთან", "მაიამისთან" და "იუტასთან". და ყოველი შეხვედრის შემდეგ ვგრძნობდი, რომ სწორედ "სელტიქსია" ჩემი შესაფერისი გუნდი. თუმცა, ბოლო მომენტამდე 100 პროცენტით დარწმუნებული არ ვიყავი იმაში, რომ სწორი არჩევანი გავაკეთე. საბოლოოდ, ისე მოხდა, რომ "იუტაში" შვიდი წელი თამაშის შემდეგ, "ბოსტონს" შევუერთდი", - დაწერა ჰეივორდმა.

შვიდი სეზონის განმავლობაში, ჰეივორდმა 516 მატჩი ჩაატარა რეგულარულ სეზონში და საშუალოდ, 15.7 ქულა დააგროვა. საუკეთესო სეზონი მან გასულ წელს ჩაატარა, როცა თავის გუნდს 21.9 ქულით ეხმარებოდა, ხოლო პლეი ოფის 11 მატჩში მისი საშუალო მონაგარი 24.1 ქულა იყო.

"საკრამენტო" ჰილითა და რენდოლფით ძლიერდება

"საკრამენტო კინგზი" ორ გამოცდილ მოთამაშესთან გააფორმებს კონტრაქტს. Yahoo! Sports-ის ინფორმაციით, კალიფორნიულ გუნდში გააგრძელებენ კარიერას ჯორჯ ჰილი და ზაკ რენდოლფი. 31 წლის ჰილის ხელშეკრულება სამწლიანი იქნება და მცველი 57 მილიონ დოლარს გამოიმუშავებს. 35 წლის რენდოლფი კი "მეფეებს" ორწლიან და 24-მილიონიან კონტრაქტზე შეუთანხმდა.

გასულ სეზონში ჰილი "იუტას" რიგებში თამაშობდა და 49 მატჩში, საშუალოდ, 16.9 ქულა, 4.2 შედეგიანი პასი და 3.4 მოხსნა დააგროვა. რენდოლფი 2009 წლიდან იყო "მემფისის" წევრი. შარშან, მისი სტატისტიკა იყო 14.1 ქულა და 8.2 მოხსნა.

გალინარი "კლიპერსში", მილსეპი "დენვერში"

"ლოს ანჯელეს კლიპერსმა", "ატლანტამ" და "დენვერმა" სამმხრივი გაცვლის დეტალები შეათანხმეს, რომლის მიხედვითაც, "კლიპერსის" რიგებს შეავსებს ფორვარდი დანილო გალინარი, ხოლო "დენვერში" გადავა ფორვარდი პოლ მილსეპი.

გარდა ამისა, "ნაგეტსი" მიიღებს დრაფტზე მეორე რაუნდში არჩევის უფლებას "ატლანტასგან", ამ უკანასკნელს კი ერგება მცველი ჯამალ კროუფორდი, ცენტრი დაიმონდ სტოუნი და 2018 წლის დრაფტზე პირველ რაუნდში არჩევანის უფლება.

ვარაუდობენ, რომ კროუფორდი არ დარჩება "ატლანტაში" და კლუბი მის კონტრაქტს გამოისყიდის. ამ მცველის მიმართ ინტერესს "ლეიკერსი" გამოხატავს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები