ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

გიორგი ყიფიანი: პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა გიორგი ყიფიანმა ჩეხეთთან მარცხის (0:2) შემდეგ ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა.

- U19: საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში ვერ გავიდა

"დღეს რთულ მატჩს ველოდით. ძალიან ძლიერ მეტოქეს ვეთამაშებოდით და პირველი ტაიმის ბოლოს გაშვებულმა გოლმა საქმე გაგვირთულა. ზოგადად, პირველი ტაიმი ჩეხების უპირატესობით წარიმართა და ეს ყველაფერი ეწინააღმდეგებოდა ჩვენს მიერ დაგეგმილ სტრატეგიას. რამდენიმე გამონათების გარდა, პირველი ტაიმი ჩაგვივარდა...

ვიყოთ რეალისტები და ვთქვათ, რომ ჩეხეთმა გვაჯობა და დამსახურებულად მოიგო. ვულოცავ მათ ამ გამარჯვებას.

წინასწარ ვიცოდი, რომ არაბიძეზე და ჩაკვეტაძეზე დიდი ყურადღება ექნებოდათ გამახვილებული და მაქსიმალურად ეცდებოდნენ მათ ჩაკეტვას, ამიტომ მეორე გეგმაც გვქონდა შემუშავებული, რომელიც პირველ ტაიმში არ გამოვიდა, მეორეში კი თქვენც ნახეთ, რომ ჩაკვეტაძეს და არაბიძეს რამდენიმე მომენტი ჰქონდა.

ვერ ვიტყვი, რომ ჩეხეთი ჩვენზე ძლიერი გუნდია. უბრალოდ, დღეს გვაჯობეს და ჩვენივე შეცდომების ხარჯზე მოგვიგეს. ჩვენს ფეხბურთელებს შეუძლიათ კარგი, დალაგებული ფეხბურთის თამაში, გულშემატკივართა გახარება და მათ ეს უკვე ვუთხარი. მომავალში, მათ სხვადასხვა ასაკობრივი ნაკრებების წარმატებაში შეუძლიათ წვლილის შეტანა.

მადლობა ქართველ გულშემატკივარს და ბოდიში, რომ დღეს სათანადოდ ვერ გამოვიყურებოდით. ჩვენი პროგრამა მინიმუმი ნახევარფინალში გასვლა იყო. სამწუხაროდ, ვერ გავედით და როგორც მწვრთნელი, საკუთარ თავზე ვიღებ პასუხისმგებლობას.

ერთი იცოდეს გულშემატკივარმა: მწვრთნელები მიდიან და მოდიან, მაგრამ ფეხბურთელები ადგილზე რჩებიან და ქვეყნისთვის თამაშობენ. ამ მატჩის შემდეგ გასახდელში ბევრი ცრემლი იყო. გააგრძელეთ მათი მხარდაჭერა და კიდევ ბევრჯერ გაგახარებენ", - თქვა ყიფიანმა.

• gia

გიორგი ყიფიანი კარგი მწვრტნელია და კარგად წარმოაცინა ნაკრებიც//გენაცვალეტ ტქვენ//ეს სახელმწიფოსბრალია რომ არ აქცევს ყურადხებას ასეტ ტაობას..რომელიმე დაინტერესებულა ტუ როგორ იკვებებიან პატარა ფეხბურტელები.ან საერტოდ აქვტ კი სასუალება რომ იკვებონ სრულფასოვნად?აი მიზეზი რის გამოც პრობლემა გვაქ მუდამ

• კაკო

ურემი მერამდენედ უნდა გადაბრუნდეს, შესაცვლელია ბავშვთა მწვრთნელები განა ზნელია ბავშვთა ფიზიკურ მომზადებას მიექცეს ყურადღება ამას სჭირდება ცოდნა, კვალიფიკაცია,ფედერაცია მიხედეთ ამ ყველაფერს. მწვრთნელს რომ ტაქტიკა უნდა შეეცვალა ამას რა ცოდნა უნდოდა, თუ ბიჭბმა ვერ შეასრულეს ეს დავალება, ყველა ჩაჭოდებულ ბურთს ტანმაღალი ჩეხები ეუფლებოდნენ, სხვანაირი ტაქტიკა იყო საჭირო.

• სანდრო

რს ამბობზტ ასეთი გუნდი არ გვინახიაო ვის ეპირფერებით? არარ გახსოვთ 1995 წელს დაბადებულთა ნაკრები? იგივე 3 ტამაში იგივე ტვბილისში ინგლისის ესპანეთის და უკრაინის წინააღმდეგ შედეგი სამივე გუნდის ჯგუფი ცატოვება და ევროპაზე თა საფრანგეთტან ნიჩია და ნახევარფინლის თამაში ობიექტურობა არ გვაწყენს და წინასწარ ქება დიდება არ ვარგა არვისი შედეგი ერტია ამ ნაკრებმა ვერ გაიმეორა ის მირწევა ევროპის ნახევარფინალში თამაში!

• დავით

მოდით არ გვინდა ტალახის შესხმა.კი გამოგდის ეს საქმე ყველაზე უკეთ ცხოვრებაში მაგრამ ხანდახან მაინც მოვერიდოთ :) . წაგებულ მატჩს რაც შეეხება: ჩემი აზრით ფიზიკურად ვერ გაუძლეს და ამის ბრალია ყველაფერი. ტემპი, რომლითაც ჩვენი გუნდი ბოლო თამაშს თამაშობდა, გაცილებით დაბალი იყო და ამდენად ჩეხების ძალიან სწორად მოთამაშე გუნდს აღარ უჭირდა ჩვენების განეიტრალება. პერსპექტიული ბიჭები არიან, მაგრამ თუ ძალიან ბერი არ იმუშავეს საკუთარ თავზე, ასევე პერსპექტიულებად დარჩებიან. ყიფიანს რაც შეეხება - არ არის ცუდი მწვრთნელი ნამდვილად, საკმაოდ კარგი მწვრთნელია და რასაც ვუყურებ, ერთ-ერთი ყველაზე სანახაობრივი ნაკრები დააყენა, რაც ბოლო 25 წლის განმავლობაში მინახავს

• მამუკა

ფიზმომზადების პრობლემა გვაქვს საოცარი, ბავშვი დამყავდა ფეხბურთზე, თვითონ ძველი ფეხბურთელი ვარ და მწვრთნელს რომ ვეკითხებოდი ბავშვებს რატომ არ ტვირთავ მეთქი პასუხი იყო ევროპაში 15 წლამდე არ ტვირთავენ ბავშვებს და არ შეიძლებაო. აი ეგ არის პასუხი, რატომაც ვერ ქაჩავენ ბავშვები. ჩემს დროს 10 წრეს ვურტყამდით აჩქარებებით და ათასნაირი ახტომებით და ასე შემდეგ, მერე რაზმინკები ბურთით უბურთოდ, სიგრძში ხტომა, სიმაღლეზე ხტომა. კომბინაციები, დარტყმები და ბოლოს ბუმბუმი, სახლში რომ მივდიოდი მივეგდებოდი 2 საათი მეძინა და მაგიტომ ვიყავით ცხენებივით. სხვათაშორის საბურთალოს სკოლაში მყავდა ბავშვი

• kaku

საქართველოს ნაკრებმა ტურნირი ჩაატარა ღირსეულად, აჩვენა კარგი ფეხბურთი და მაინც ნეგატიური განწყობაა ამ კომენტარებში, იმის ნაცვლად რომ შესაქები შევაქოთ. რა გვჭირს ასეთი :( რატო გვიჭირს კარგის თქმა, რატო ვეძებთ სულ განტევების ვაცს, ვერ გამიგია

• qutaiseli

ტაქტიკას როცა ცვლი ფეხბურთელებიც შესაბამისი უნდა გყავდეს და ფიზიკურადაც გამძლეები უნდა იყვნენ აგერ დიდების მაგალითიც კმარა.რაც შეეხება ამის წასვლა არ წასვლას ამის არც წასვლით და არც დარჩენით არაფელი შეიცვლება გეგუჩაძეს აქებენ და მაგასაც მალე დაუწყებენ კმენას რადგანაც დიდი ალბათობით ვერც ოცდაერთწლამდელთა გუნდი მოწყვეტს ვარსკვლავებს შესარჩევში. როგორც ყოველთვის.

• fan-ს

18 კაციანი განაცხადი იმისთვის არსებობს, რომ 3 თამაშის ერთ კვირაში ჩატარება დიდ ფიზიკურ ძალებს მოითხოვს და კეთილი უნდა ინებოს მწვრთნელმა და ისე შეარჩიოს ნაკრები, რომ ზამენის ძირითადის სასტავის თავდამსხმელები დაასვენოს გადამწვეტი მატჩისთვის. ამას მინიმუმ სწორი და სამართლიანი სელექცია სჭირდებოდა, კახიძე, კავნტალიანი, ჩოგაძე, ხუბაშვილი, არველაძე ამ საქმისთვის რო არ გამოადგებოდათ თავიდანვე თავიდანვე თუ ვერ ხვდებოდა, მაშინ ასეთი მწვრთნელის პროფესიონალიზმი რაში გამოიხატება, კვადრატის ვარჯიშისა და ორკარას თამაში ყველა სოფლის გუნდის მწვრთნელმა იცის.

• gizog

ავსაჯანა არა კიდევ ხვიჩიას "ფეოლა", გიორგიმ მაქსიმუმი გააკეთა ჩვენი, ქართულ ფეხბურთში, ფიზიკური მომზადების ფონზე ეს იყო მაქსიმუმი. ბიჭებს ძალა აღარ ჰქონდათ და უჯანოდ რომელ ფეხბურთელს შეუძლია მწვრთნელის ტაქტიკური დავალებების შესრულება?

• bs

არ ვიცი როგორი მწვრთნელია, მაგრამ პასუხისმგბლობა რას ნიშნავს რომ არ იცის ფაქტია!

• პირ

შენ თავზე იღებ ჩვენ რა, მთელ ერს მოუკალით გული, ან მრჩეველი არ გყავს ან უბრალოდ კეთილმოსურნე გულშემატკივარი რომ ეთქვათ შენთვის ტაქტიკა შეცვალეთო, არ იცოდი რომ ჩეხები შეგისწავლიდნენ ზედმიწევნით თქვე ახვრებო, ახლა გინდა შენ თავზე აიღე გინდა კობიაშვილის და მუჯირის გასივებულ თვეზე. რომლებიც მხოლოდ იმაზე ფიქრობენ ფული როგორ იშოვონ... კალაძემ არაფერი გირჩია შე საცოდაო, თუნდაც ის თუ როგორ უნდა მიიღო ორი ბურთი საკუთარ კარში,,,ერთი თქვენი და თქვენ ხელში ე.წ. ქართული ფეხბურთისაც.

• qutaiseli

ფეხბურთელის ფიზმომზადებასთან ფედერაცია არაფელშუაშია აქ ყველაფერს საფეხბურთო სკოლებში სწორი აღზრდა წყვეტს ფულს ირებ იმაში რო ფეხბურთელი აღზარდო და მერე სარფიანად გაყიდო ხო ესეა ხოდა შე დალოცვილო გააკეთე საქმე წესიერად და პროფესიონალურად შენცხო დარჩები მოგებული.ანდა არსებობს მეორე გზა გერმანულ სოციალისტურის ნარევი სახელმწიფო იღებს თავისტავზე სკოლების აშენებასაც და დაფინანსებასაც.საბჭოეთში ამას სკოლაინტერნატებს უძახოდენ ან სპეციალიზირებულ საფეხბურთო სკოლებს.

• rezi

თამაში რომელიც წააგო მწვრთნელმა..წადი რაა..

• კოტე

ძალიან მარალინტელექტუალური მზერაა! ძალიან პასუხისმგებლიანი!

• ვახო

ყიფო შენი დანიშვნა აღვსაჯანას მაგივრად თავიდანვე შეცდომა იყო.პასუხისმგებლობის შენს თავზე აღება ის არის, რომ ვაჟკაცურად ადგები და წახვალ და არა სიტყვების რახა-რუხით გაგვიჭედავ ყურებს.თქვენი არაპროფესიონალით ბავშვებს ნუ ღუპავთ!სად არის ახლა ფედერაცია?რას აპირებს?იქნებ ვინმემ გაგვცეს პასუხი!!

• levani

ეს არის მწვრთნელი? თბილისში 2-0 მოგვიგეს, ობიექტურად, სწორი ტაქტიკით და გუნდური თამაშით? აბა მეტი რა არის მწვრთნელი? მარტო მარცხის შემდეგ უნდა იძახოს პასუხისმგებლობა ავიღეო თუ თუ პასუხისმგებლობით უნდა მოამზადოს გუნდი?

• zura

კოცჰაგ ბიცჰებს და მცვრტნელებს.გილოცავტ. ასეტი კარგი გუნდი,დიდი ხანია არ გვკოლია. ასე გააგრდელეტ.ცარმატებებს გისურვებტ.

• დავით 67

გაგებით ვეკიდები სპორტალ.გე თქვენს გადაწყვეტილებას რომ არ უშვებთ ჩემს კომენტარს პასუხისმგებლობის განმარტებაზე. იმეღია თქვენ მაინც გესმით ამ სიტყვის მნიშვნელობა

• კახა ქირია

ამ გუნდიდან რამოდენიმე კაცი პირველ ნაკრებში უნდა მოიწვიონ.ჩვენ ჯგუფში ყველაფერი გარკვეულია და გამოცდილებას მაინც მიიღებენ.მე საქართველოში არ ვცხოვრობ და მთლად ისეთი ჩახედული არ ვარ,მაგრამ თითქმის ყველა კომენტარში წერენ ქავთარაძეზე და რატომ არ მოიწვია,მითუმეტეს თავდამსხმელი ყოფილა?!და პირველ ნაკრებში ხარაიშვილი მიიწვიონ კიდევ,მაგ ბიჭზეც ბევრი მსმენია.დროა ახალი სისხლი გადაისხას მთავარ გუნდში

• fan

დღევანდელი ფეხბურთი 80% ფიზიკურ მომზადებაზეა დამოკიდებული. 6 დღეში 3 ამხელა თამაში ვერ გაქაჩა ბიჭებმა, რაც სულაც არ არის მათი ბრალი! ეს გამოჩნდა შვედებთან მე-2 ტაიმში და ფაქტიურად აღდგენა ვერ მოხერხდა. ესაა და ეს! ნაკრების 2 დღიან იტერვალში ამის მიღწევა ყიფიანს კი არა არანაირ მწვრთნელს არ შეუძლია დედამიწაზე! ამას ძალინ დიდი შრომა და ძალისხმევა, თან ცოდნა და გამოცდილება სჭიერდება! საუბედუროდ ამის არც სპეციალისტებიც გვყავს და მატერიალურ ტექნიკური ბაზაც. ისე ყველარი ამაოა. სულ ასე იქნება, 1-2 თამაში და კრახი...იმტომ ვერ ქაჩავენ ჩვენი ფეხბურთელები ევროპაში... კალაძეს ლობანოვსკის სკოლა ჰქონდა გავლილი და იმით გაქაჩა 10 სეზონი იტალიაში...+ დიდი შრომის მოყვარეობა და მონაცემები. ასე რომ, ცოტა სერიოზულად შევხედოთ პრობლემას, აქ კონკრეტულ გვარებს არანაირი მნიშვნელობა არა აქვს............

• kukuris

ვაი შენს პატრონს უბედურს. სხვა თამაშს ხო არ უყურე???????

• ბებეტო

ჩაკვეტაძე რაღაც ვერ იაქტიურა როგორც წინა თამაშებში თორე უეჩველი მოვიგებდით. მაგრამ გაიზრდება და კიდევ ბევრ მეტოქეს გაამწარებს. კაი გუნდია და იმედია ასე გააგრძელებენ. ცოტა ჩვენი ბრალიცაა. ვზივართ სტადიონზე და ხმას არ ვიღებთ. თუ ფეხბურთელებს ვთხოვთ ბოლომდე დახარჯვას სტადიონზე ჩვენც უნდა დავიხარჯოთ და ვუქომაგოთ და არა გასუსული ვიყოთ.

• fff

ყიფო, პასუხისმგებლობა მაშინ უნდა გაგეაზრა, როდესაც ნაკრების მწვრთნელობაზე ჩალიჩობდი და მაშინ უნდა გამტყდარიყავი შენს თავთან, რომ ეს შენი საქმე არ იყო.

• avaza

ფედერაციას მივმართავ! ბოლობოლო როდის მოხვალთ ნამუსზე, შეეშვებით არამი ფულის ჯიბეში ჩადებას და ბავშვებს როდის "შეუძენთ" სათანადო ფიზმომზადებას. ვითომ ჩეხეთში განსხვავებული ჰაერია, წყალი თუ საკვები. გაანძრიეთ ერთი ადგილი და უცხოელების გამოცდილების მიხედვით, ან შეიძინეთ, ან გადმოიღეთ და დანერგეთ ბავშვებში ფიზმომზადების საგანგებო სისტემა. შეეშვით გაიოზ დარსაძეს დემაგოგიებს და გაამახვილეთ ბავშვებში ფიზმომზადების უნარჩვევების დანერგვას.

• tngh-s

რა შუაშია ბოღმის ბუკეტი. თვალებში ნაცარს გვაყრიან და ხმაც არ ამოვიღოოთ. ყურები დააყრუეს, ფიზიკურად ვერ ვარგიან ჩვენი ბიჭები და არ ვთქვათ, თქვე კაი დედმამიშველებო, თუ ატყობთ არ ვარგიან ფიზიკურად და თვლით რომ ეს არის ქართველების აქილევსის ქუსლი, ვერ ატეხავთ ერთ საერთო განგაშს და ვერ დაჯდებიან ფედერაციაში სასაუბროთ, თუ როგორ აღმოფხვრან ეს ნაკლი, ერთიანი ძალით და მონდომებით. მაგრამ მანდ რომ მოდიან და საუფროსო სავარძლებში სხდებიან, მაშინ მარტო ფულის შოვნაზე ფიქრობენ, თუგინდ მოგონილი 2 ლარიანი ბილეთების გაყიდვით. კიდევ რამდენ წელს უნდა გაგრძელდეს ფიზიკურ მოუმზადებლობაზე გადაბრალება, გეკითხები პირადათ შენ tngh-ს. არ შეიძლება, ის მოტეხილი ფული ჯიბეში არ ჩაიდონ და ბავშვებს "შეუძინონ" ის ფიზიკური მომზადება. tngh-ს უკან ალბათ რომელიმე, ფედერაციის მუშაკია, ნიჰილიზმს და დემაგოგიას რომ გვაყრის.

• zastaveli

ქართული ფეხბურთი ძალისმიერმა უხეშმა ტოტალურმა ფეხბურთმა შეჭამა,აგერ წლებია ამ ფენომენთან ქართულ იმპროვიზირებულ,ტექნიკურ ფეხბურთს და ფეხბურთელებს შეგუება ძალიან,ძალიან უჭირთ და ეს დაიწყო ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-ანი წლებიდან,როცა ტოტალურმა ძალისმიერმა ფეხბურთმა მყარად მოიკიდა ფეხი,შეიძლება ვცდები მე რიგითი გულშემატკივარი ვარ,უბრალოდ ასე ვფიქრობ.

• პაატა

მადლო ბიჭებს კარგი გამართული ფეხბურთისთვის და მადლობა მწვრთნელსაც.სასაყვედურო არაფერია გააგრძელე მეგობარო ასე..

• ლევანი

რატომ არ განაცხადე გადავდგებიო? თუ იცი სიტყვა "პასუხისმგებლობა" მაშიმ წასულიყავი და ასე გეთქვა პირდაპირ. მაგრამ რაც შენ თქვი არის სიტყვების რახარუხი და მეტი არაფერი, . ...

• koki

ვინმე კოლმეურნეობის თავჯდომარე რომ ჩაუყენოთ სათავეში ნაკრებს და ტრესტის მმართველი რომ ნაკრებების კურატორად დანიშნოთ არა? ვაი მართლა ქართულ ფეხბურთს შენისთანების იმედად რომ არის.კაცი საიმში ვერ მოვიდა როგორ გადაეწყო გუნდი და ეს იბრალებს ტრენერობას?ეს ამ ნაკრებმა კი არ წააგო არამედ ამ ეგრეთწოდებულმა ტრენერმა რომელიც ისევე ვერ ხვდება რა გააკეთა როგორც საქართველოს უმრავლესობა ჩინურ ანბანს

• დემური

სადაა ჩემი კომენტარი?

• დემური

ბიჭოო! გავიგე რომ პასუხისმგებლობას საკუთარ თავზე ირებ? მაგრამ რას ნიშნავს ეგ ვერ გავიგე! თუ ჳღებ პასუხისმგებლობას, ადექი და გაა...ი მწვრთნელის თანამდებობიდან! არ ატეხეს სიტყვების რახარუხი! ეს კიდე და ის ტორპედოს მწვრტვნელი! არ გამოგდის, წადი და საქმე პროფესიონალს მიანდე! დროს ნუ კარგავ და სხვასაც ნუ აკარგვინებ, ჩაი...ვა ქართულმა ფეხბურთმა თქვენნაირების გამო!!!!

• kn

ჯიღაური კვერკველია ხოჭოლავა ლეკვეხელიანი კუცია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ანანიძე ჩაკვეტაძე არაბიძე. მეკარე არ ვიცი. ეს ძირითადის ხალხია. ზამენაზე გვილია კაშია მჭედლიძე ქოჩორაშვილი.

• kn

ჯიღაური კვერკველია ხოჭოლავა ლეკვეხელიანი კუცია კვეკვესკირი ოქრიაშვილი ანანიძე ჩაკვეტაძე არაბიძე. მეკარე არ ვიცი. ეს ძირითადის ხალხია. ზამენაზე გვილია კაშია მჭედლიძე.

• კუკურის

კუკური,16 სიტყვაში 8 შეცდომით დაწერე და სხვაზე ლაპარაკობ კიდევ?

• qutaiseli

ფეხბურთი როგორ არ ითამაშეს მაგრამ არა ისეთი როგორიც გამარჯვებისთვის იყო საკმარისი.ისე დიდების თამაშზე დადის ხალხიდა ამათმა რა დააშავეს როცა ესენი უფრო კარგად გამოიყურებიან ყოველშემთხვევაში ლატვია ესტონეთებთან და მეთევზეებთან არაგებენ დიდებივით.

• tngh

მწვრთნელს და ფეხბურთელებს მადლობა!!! წინ გამარჯვებებისაკენ!!! თუმცა "ბოღმის" ბუკეტებს რა "დააჭკნობს"...

• reno

ამ კაცს მოგება უნდოდა?

• ბიჯო ფრიდონა

რა ფეხბურთი აჩვენეს თუ ძმა ხარ. აბაშის "პიშევიკი", სახლში, აბაშაში რომ მიიღებს და გულშემატკივრების გუგუნზე რომ ეთამაშება მასზე ცოტა დონით მაღალ გუნდს, სწორედ ისეთი ფეხბურთი გვაჩვენეს ბიჭებმა. ყიფოს კი მწვრტნელობასთან რა ხელი აქვს, 11 ბატს ვერ მიანდობს კაცი.

• lo

ჩაკვეტაძე ლეკვეხელიანი კუცია არაბიძე ქოჩორაშვილი. ყველანი ეროვნულ ნაკრებში უნდა ათამაშოთ ახლავე. არავითარ ასაკი.

• maximus

კომენტარების დაბლოკვა თუ უშველის ქართულ ფეხბურთს დაბლოკეთ... ვაი თქვენს პატრონს...

• კუკური

იმდენი კნეს ბიჯებმა ხალხი მიეკვანად სტადიონზე და ეჯვენებინად რომ არაპრის ტავი არა აკვტ ხელპასი კი მოდიის

• fridoni

ამ ბიჭებმა თავისი თამაშით შEძლეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი (რამდენიმე ვაიგულშემატკივარს თუ არ ჩავთვლით( მიიყვანათ სტადიონზე, სავსე სტადიონი გულშემატკივრობდა არა ზოგადად ფეხბუთს არამედ საქრთველოს ნაკრებს. ეს კი ჩვენი რეალობისათვის ძალზე იშვიათობაა, ჩვენ გვინახავს სავსე სტადიონი ხავისა და ინიესტას რომ ქომაგობდა, შვაინშტაიგერს ბუცებზე კოცნიდა... დღეს ამ პატარა ბიჭებმა შEზლეს ხალხის შEმობრუნებს ჩვენი ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ, ბარაქალა მათ. გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არ დაკარგეს ბრძოლის ჟინი და ბოლომდე დაიხარჯნენ. რაგბისტებიც ვერ უგებენ ზელანდიას და ინგლისს მარა თავდადებისთვის უყვარს ისინი ულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭEბიც დაღვინდებიან და ქართულ ფეხბურთს ძველ დიდებას დაუბრუნებენ, ყიფოსაც არაფერია აქვს აწუწუნო, მადლობა მას რაც აქმდე შეძლო

• fridoni

ამ ბიჭებმა თავისი თამაშით შEძლეს ქართული ფეხბურთის გულშემატკივარი (რამდენიმე ვაიგულშემატკივარს თუ არ ჩავთვლით( მიიყვანათ სტადიონზე, სავსე სტადიონი გულშემატკივრობდა არა ზოგადად ფეხბუთს არამედ საქრთველოს ნაკრებს. ეს კი ჩვენი რეალობისათვის ძალზე იშვიათობაა, ჩვენ გვინახავს სავსე სტადიონი ხავისა და ინიესტას რომ ქომაგობდა, შვაინშტაიგერს ბუცებზე კოცნიდა... დღეს ამ პატარა ბიჭებმა შEზლეს ხალხის შEმობრუნებს ჩვენი ქვეყნის ნაკრების საქომაგოდ, ბარაქალა მათ. გამოუვალ მდგომარეობაშიც კი არ დაკარგეს ბრძოლის ჟინი და ბოლომდე დაიხარჯნენ. რაგბისტებიც ვერ უგებენ ზელანდიას და ინგლისს მარა თავდადებისთვის უყვარს ისინი ულშემატკივარს. დარწმუნებული ვარ ეს ბიჭEბიც დაღვინდებიან და ქართულ ფეხბურთს ძველ დიდებას დაუბრუნებენ, ყიფოსაც არაფერია აქვს აწუწუნო, მადლობა მას რაც აქმდე შეძლო

• თენგო

ჩვენი გუნდის დამარცხების ერთად ერთი მიზეზი იყო ფიზიკური მომზადება,ჩემპიონატის დაწყებიდან ყველა გუნდმა მოუმატა თამაშშ, ჩვენებმა კი პირიქით მთელი ძალა შვედებს შეალიეს და ჩეხეფთან რც მოხდა ყველამ ვნახეთ.ისე ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებული თამაშისთვის.

• თენგო

ჩვენი გუნდის დამარცხების ერთად ერთი მიზეზი იყო ფიზიკური მომზადება,ჩემპიონატის დაწყებიდან ყველა გუნდმა მოუმატა თამაშშ, ჩვენებმა კი პირიქით მთელი ძალა შვედებს შეალიეს და ჩეხეფთან რც მოხდა ყველამ ვნახეთ.ისე ბიჭებს მადლობა ეკუთვნით თავდადებული თამაშისთვის.

• გიორგი

რატომ ბლოკავთ კომენტარებს. ესაა თავისუფალი პრესა

• გრიგოლი

თამაშის დაწყებამდე ყველანი ამობობდით მოვიგებთო. მატჩის წაგების შემდეგ ამბობთ ძლიერი მეტოქე გვყავდა და იმიტომ წავაგეთო. მე მაინტერესებს მეტოქე შეგიცვალეს? თუ ანალიზის უნარი არა გაქვთ?

• iresa

სოსო-ს თქვენს მოსაზრებას: "ამ ბიჭებმა გვაჩვენეს,რომ ქართველებს შეუძლიათ ტექნიკურად,სწრაფად,გამართულად თამაში,რომ ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი და ამისათვის მადლობა მათ.ხან მოვიგებთ,ხან წავაგებთ მაგრამ ამ ბიჭებს არც ერთი წამით არ დაუკარგიათ ღირსების გრძნობა და ეს იმედს გვაძლევს ღირსეული მომავლისას ..." ვეთანხმები, მწვრთნელმა პერსპექტიული გუნდი შექმნა და ეს არის გადამწყვეტი მისი მუშაობის და პროფესიონალიზმის შეფასების კრიტერიუმი. გაჩნდა თანამედროვე ფეხბურთის ელემენტები, და, რაც მთავარია, პატარა იმედი, რომ ჩვენს ფეხბურთში რაღაც სასიკეთოდ შეიცვლება.

• quTaiseli

გუნდმა ითამაშა ისე რისი საშუალებაც მეტოქემ მიცა ეს ერთი ჩაკვეტაძემ ვერ გაუძლო წნეხს მეტოქის პრესინგს და ჩვიდმეტი წლის ბიჭს ამის გულისთვის ვერ დავძრახავ არ გვყავდა კარგი თავდამსხმელი და იყო მოკლესკამი არაბიძეზე კიდე ვიტყვი რო ესარის ძალიან მაგარი კაცი და ლიდერის თვისებების მქონე ფეხბურთელი სამწუხაროა რო საჯარიმოები არ წაუვიდა და რაც კარში წავიდა ჩეხების მეკარემ მოიგერია. უეწველი წავა შახტარიდან დარწმუნებული ვარ კარგი გუნდი აიყვანს. და ბოლოსკარგია როცა მწვრთნელი თავისთავზე იღებს პასუხისმგებლობას

• დათო

ამ კაცმს ამ სიტყვის მნიშვნელობათუ გაუგია მაინც , თუნდაც ყურმოკვრით?

• nikusha

კობიაშვილი ვიციტ რომ ცესიერი ადამიანია, მაგრამ გუნდი კავს რომელსაც ასაკობრივი ნაკრებები პირადი ამბიციის და მატერიალური კეთილდგეობის ჭრილში ყავს დანახული, ეს არც ,,სალერი,, არც ,,აუდი,,და არც ,,საბურთალოა,, ეს ქვეკნის სახეა, ქვეყნის ნაკრები!

• დემე

მერე რას შველის საქმეს მისი პასუხისმგებლობა. ჩვენ არა გვყავს ტვინგახსნილი მწვრთნელები. თავად როცა არ იციან სხვას რა უნდა ასწავლონ.

• B-52

ბიჭებზე ენა არ მომიბრუნდება რამე საყვედური ვთქვა. ბოლომდე იბრძოლეს და მადლობა ამისთვის, რაღაც სხვანაირი პასუხისმგებლობის გრძნობიანი და თავმდაბალი ბიჭები ჩანან და ეს მაიმედებს. იმედია არ შეიცვლებიან. დანარჩენი ყველაფერი იქნება. ტაქტიკას რაც შეეხება მაგაში ჩეხების მწვრთნელმა მართლაც გვაჯობა.

• giorgi

მოწინაღმდეგეს როდესაც ფრეც აწყობს მაშინ სხვა ტაქტიკით უნდა ეთამაშო მწვრთნელის ბრალია ამ თამაშის წაგება და არაა ფეხბურთელების არასწორად დაგეგმა თამაში

• GUSANI

ჩეხეთი ჩვენზე ძლიერია,ამას რომ ვერ ხვდება მწვრთნელი?!.. ჩვენს ფეხბურთელებს ყველა ასაკში ფიზ. კონდიციები და ტაქტიკური დისციპლინა ძალზე დაბალია. დაღლისგან მოედანზე ითიშებიან, ვეღარ აზროვნებენ.ბურთის უაზროდ გორება წარსულს დიდი ხანია ჩაბარდა. სამწუხაროდ ვ. არველაძეს და ზოგიერთს კოჭებში არ ეტყობათ დიდი ფეხბურთი ითამაშონ.

• ბებეტო

ბიჭებს რომ დაცვისკენ მიერეკებოდი შეტევის ნაცვლად მაგის ბრალია. დაბალ კობახიძეს ნავესებს რომ უკეთებდნენ რატო არ შეცვალე ტაქტიკა? არველაძე გვარის გამო ათამაშე? იტოგში ჩეხმა მწვრთნელა მოგიგო რა ტაქტიკით თორე მაგაზე უკეთესი ბავშვები გყავდა

• goga

რა გჭირთ ხალხო? კაცმა თვის თავზე აიღო პასუხისმგებლობა და ყველა შედგა კომენტარებში!!! ვაისმა თამაში ვერ მოიგო და არც პასუხისმგებლობაზე გაუგიჟებია თავი, იმაზე არფერს წერთ!!!! ეგრეა, კაცი ალალად რომ აღიარებს დაბალ ღობედ აღიქვავენ! მალადეც თქვენ!!!

• დათა

რატომ ვთამაშობთ ერთი კაცით წინ ყოველთვის!? გინდა ახალგაზრდულში, გინდაც "ძველგაზრდულში"? არ გვყავს ისეთი თავდასხმები რომ მარტომ, ინდივიდუალურად შექმნას ყველაფერი (გატანას აღარ ვიძახი)... დაახმარე რა შე დალოცვილო მეორე კაცი! ჩემის აზრით არაბიძეს რომ შეეცვალა პოზიცია და შემოეწია შუაში, უფრო კაი იქნებოდა... სხვა რა გზა გვაქვს, ვუსურვოთ ისევ და ისევ წარმატებები, იმედია ფიზ მონაცემებსაც დავხვეწავთ ნელ-ნელა...

• ggg777

მემგონი ყიფო ცენტრში ლოჩოშვილი, ქაფიანიძე და თავდასხმის ცენტრში ქავთარაძე რომ ყოფილიყვნენ ჩემი აზრით უკეთესი იქნებოდა. ოთხი-ხუთი ფეხბურთელი დიდი არაფრით გამოუჩენიათ თავები თავიანთ კლუბებში: ჩოგაძე, საღრიშვილი, ბურჯანაძე,კახიძე და ხუბაშვილი. აი ეს ფეხბურთელები ჩემი სზრით იყვნენ ზედმეტნი 18 კაციან განაცხადში. მაღლა ნახსენებ ფეხბურთელებს არაფერი ამით არ დააკლდებათ კარიერაში და შენს ადგილას სპორტულ ბოდიშს მოვუხდიდი და გავამხნევებდი. წარმატებები ბიჭებსაც და სამწრთვნელო შტაბსაც.

• დათო

საქართველოს ნაკრების ევროპის ჩემპიონატის 8 გუნდში მონაწილეობა უკვე წარმატებაა. ამიტომ ბიჭებს მადლობა. ორი რაღაც არის გამოსასწორებელი რაც დავინახე: მეტოქესთან ხისტი თამაშია საჭირო, რასაც ევროპული გუნდები აკეთებენ რომ მოწინააღმდეგემ ბურთი ვერ მიიღოს და დამუშავოს, თამაში ვერ იგრძნოს და ფსიქოლოგიურად გატყდნენ. მეორე, კუთხურიდან ბურთის ჩამოწოდება ზოგადად ქართული სენი გახდა. პირველივე მოთამაშეს თავში რომ არ გაარტყა კუთხურიდან ჩამოწოდებული ბურთი, ძალიან რთულია ამის გაკეთება? როგორ უნდა კუთხურების ჩაწოდება ჩეხეთმა კარგად დაგვანახა.

• zura

ჩეხებმა ისეთი გუნდური დაცვა ითამაშეს არ იყო ცარიელი სივრცეები, ფიზიკურადაც მაღლები და ძლიერები იყვნენ, ასე რომ არა უშავს მთავარია ივარჯიშონ ფიზიკურად რომ მომაგრდნენ და ყველაფერი კარგად იქნება

• Jango

საწყენი არაფერია ცოდნით, ტაქტიკით და ფიზმომზადებით გვაჯობეს. ჩვენაც გავიზრდებით. ის ხომ ვიცით რომ ხელოვნურად წაგვაგებინეს პორტუგალიასთან? ჰოდა გვეყოს ვაი-ვიში, ვიღაც წააგებს, ვიღაც მოიგებს.

• vaso

კარგი ნაკრები დაბალი კვალიფიკაციის მქონე მწვრთნელის და უნიათო ფედერაციის ხელში დაგვეჩაგრა, თუ მსაჯობით და თუ უხეში, ელემენტარული საფეხბურთო ტაქთიკის გამო. ერთი ფედერაციის ბრალია მეორე მწვრთნელის, და ორივე ერთად ფედერაციის, რომელიც მინისტრის კერძო ფილიალია,

• დინამო

ეს მწვრთნელი ვინც დანიშნა მგონი ჯობია იმან აიღოს პასუხისმგებლობა, ამ გუნდს საერთოდ გუნდობის არაფერი ეტყობოდა, დამოკიდებული იყო 2 ინდივიდუალისტზე...

• nikola

ჩეხების მწვრთნელი უფრო ჭკვიანი და თავისი საქმის პროფესიონალი აღმოჩნდა,თორემ ფეხბურთელები ჩვენებს არაფრით ჯობდნენ...პრობლემა მწვრთნელთა არაკომპეტენტურობაა..ასეთი ფეხბურთელები გყავდეს და ვერ გამოიყენო ნიშნავს რომ არა მწვრთნელობა შენი საქმე...

• მურთაზი

მადლობა ბიჭებს კარგი თამაშისთვის, მაგრამ ხომ ვიცოდით რომ თუ პირველ გოლს ჩვენ გავიტანდით ჩეხებს მაშინ შეიძლება მეორე და მესამე გოლიც გაეშვათ, მაგრამ მოხდა საპირისპიროდ და დავმარცხდით,ხომ შეიძლებოდა ჩაკვეტაძესა და არაბიძეს ხანდახან მაინც მოენაცვლათ ადგილები, ხომ შეიძლებოდა რომ საჯარიმოში ბურთების ჩაკიდების ნაცვლად სხვა გზები ეძიათ შეტევის გასაგრძელებლად-ეთამაშათ პენალტის დასადებად.მე მგონია რომ ჩეხების მწვრთნელმა სუფთად გაიმარჯვა

• საბა

დღევანდელი წაგება არის მთლიანად მწვრთნელის "დამსახურება". შეტევისას ცენტრში არასდროს არავი ნარ იდგა და ინგლისური V-სებურად იდგნენ, წვეტით საკუთარი მოედნისკენ. მარტო ერთი ცენტრფორვარდის იემდად და მის უკან არავინ არ იდგა.

• duru

chexetis mtvrnels gadashifruli hkonda sakartvelos nakrebis tamashi da stori taktikit itamashes, raz magal profesionalizmze metkvelebs, rasaz ver vitkvit kifianze, sheizleboda am tamashis mogeba, stori taktika, rom aerchia, ras vizamt profesionalizmi gvaklia, ikneb shezdomebze istavlos.

• დავითი

გვარის გულისათვის დანიშნეთ ეს უვიცი, ჰაბიტუს შეხედეთ.

• გულშემატკივარი!

ყიფო შენ გენაცვალე!ვენაცვალე შენს გუნდს! ყველას კარგად გვახსოვს ერთი წლის წინ რა გუნდი ჩაიბარე და დღეს კი ღირსეული მეტოქეობა გვუწიეთ ჩვენზე გამოცდილ ქვეყნებს!გაიხარე და უდიდესი წარმატებები შენს ბიჭებთან ერთად! მოედანი გაავსეთ დამსახრებულად! კაცური კაცი ხარ, გაიხარე ძმაო!

• gio.wiko

მაგარი ბიჭები არიან.ყველაფერი ხდება ფეხბურთში. გული არ გაიტეხოთ ბიჭებო.

• დავითი

კარგი ბიჭების უპატრონო ნაკრები!!!!!!!!!!!

• გიორგი

არა ბებიაჩენის ბრალია და ჩემი ბრალია კიარა, უნდა ვთქვა რო გადავდექი და ვერ შევძელი სათანადოდ გუნდის გაძღოლა, ასე პირწმინდად რო წააგებ მოწინააღმდეგესთან, სადაც არ ჩანდა სათანადო ანალიზი რა შემადგენლობა დააყენო და მინიმუმ ერთი საგოლე მომენტი მაინ შექმნა, კეთილი ინებე და წადიიი...

• beqa

წაგება ცუდია, მაგრამ ბიჭებმა ბოლომდე იბრძოლეს. ასე გააგრძელეთ და ბევრჯერ გაგვახარებთ. ძნელია მოიგო, როდესაც 11 კაცი კარში დგას. წინ ბიჭებო დიდი გამარჯვებები წინაა

• imedi

ფიზიკური მომზადება არ იკო სატანადოტ რას კოველტვის გვაკვლია მიზნის მისაკწევად

• სოსო

ამ ბიჭებმა გვაჩვენეს,რომ ქართველებს შეუძლიათ ტექნიკურად,სწრაფად,გამართულად თამაში,რომ ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი და ამისათვის მადლობა მათ.ხან მოვიგებთ,ხან წავაგებთ მაგრამ ამ ბიჭებს არც ერთი წამით არ დაუკარგიათ ღირსების გრძნობა და ეს იმედს გვაძლევს ღირსეული მომავლისას.მომავალში წარმატებებს გისურვებთ ბიჭებო

• დათო

საოცარი სიტყვაა პასუხისმგებლობა! ვიძახოთ მე ვიღებ პასუხისმგებლობას! და მერე? რომ აიღეთ ბატონო რაში გამოიც=ხატა? რითი მოხდა პასუხის გება? - არაფრით! იმიტომაც არის ასეთი შედეგი!

• iuri

ეს არის საღად მოაზროვნე და გულწრფელი მწვრთნელის ლოგიკური დასკვნა წაგებული მატჩის შესახებ , რომელიც ყველაფერს თავის თავზე იღებს. სამწუხაროდ , ასეთი ვაჟკაცობა ყველას არ შეუძლია!

• dato

წადი სახლში ყიფიანო...... რა პასუხისმგებლობას იღებ შენ თავზე?????? თავდამსხმელი რომ არ წაიყვანე?????? ბექა ქავთარაძე რომ დაბლოკეეე!!!!!

• თამაზი

ეგრე უნდა ვქნათ,მეტი რა დაგვრჩენია?!ლანზღვა გინება არცერთ საქმეს არ წადგომია.

• გიორგი

ცოდვა გამხელილი ჯოობსო ! ხოოდა ნამდვილად გვაჯობეს ჩეხებმა განსაკუთრებით უხეშობით და რაც მთავარია ტაქტიკით . ცოტა სიმაღლითაც )))

• ucnobi

ცენტრფორვარდი!!!!!! აი შენი შეცდომააააა!!!!!!!!!!!!!!!!

• ucnobi

ყიფიანო მიხვდი შენ შეცდომას თუ კიდევ არა?????????

• Gio

ეგ იმის ბრალია ცენტრფორვარდის გარეშე რომ ითამაშე....... ქავთარაძე რომ არ წაიყვანეთთთთ!!!!!!!!!!!!!!! ბიჭებმა რა ქნან??? ითამაშეს რაც შეეძლოთ.... მარა ყიფიანმა დაუშვა შეცდომები!!!!!! ეხლა იძახის პასუხისმგებლობას ჩემ თავზე ვიღებო..

• თამაზი

ეგრე უნდა ვქნათ,მეტი რა დაგვრჩენია?!ლანზღვა გინება არცერთ საქმეს არ წადგომია.

• ირაკლი

ნამდვილად ადექვატური განცხადებაა და ღირსეული პიროვნება

• გულშემატკივარი იღებს იმას რასაც იმსახურებს

კარგი მწვრთნელია უბრალოდ დღეს მაგისი დღე არ იყო

• mamulo

" პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემს თავზე ვიღებ!" --ყიფიანს ,კობიასვილს და ჩხეტიანს პასუხისმგებლობის აღება, მარტო თქმა გონიატ ამ სიტყვების. თუ წაგებული თამაშების პასუხისმგებლობას იღებ ეს ნიშნავს ,რომ უნდა გადადგე.თუ ფედერაციის იმედი გაქვს რომ კობიასვილის საძმო- ფედერაცია-არ გადაგაყენებს? ვნახოთ,ეხლა სიტყვა ფედერაციაზეა.

• Dinamo

16გოლის გამტანი 10-თამაშში რომ არ წაიყვანეთ,, რომ დაბლოკეთ.... ეს იმის ბრალია!!!! ეხლა გამოდიხარ და იძახი პასუხისმგებლობას ვიღებო...... ცენტრალური თავდამსხმელი არ გინდოდაააა??????

• 3.141592

დასვენებულმა არველაძემ რატომ არ შეუშალა ხელი მეორე ბურთის გატანაში?თავიუფლად შეეძლო. იქვე იდგა.თუ მას ეს არ ევალებოდა? თუ სხვა რამეშია საქმე?

• კახა

წარმატებები ოღონდ ჩხეტიანივით არ მოიქცე..

• gulshematkivari!

ყიფო შენ გენაცვალე! შენ და შEნმა გინდმა დაგვანახეთ, რომ ქართულ ფეხბურთს აქვს მომავალი და შეგვიძლის კიდევ უფრო წინ წასვლა! თქვენ გაავსეთ დღეს მოედანი! თქვენ გენაცვალეთ!!! მაგარი ბიჭები ხართ! ფედერაცია ტუ ვერ დაინახავს შენს ამაგს და მიღწევას, მაშინ სახლში ეგენი უნდა წავიდნენ! თუ თავში ტვინი აქვთ შენნაირი მწბრთნი უნდა დააფასონ, ყველას კარგად გვაცსოვს რს ნაკრები რა იყო 1 წლის წინ, არეული და შეუთამაშებელი! შEნ ბევრი შეძელი! ბრავო შენ და შენს ბიჭებს და უფიდესი წარმატებები!!!

• fff

ფაქტი ერთია, ქართველების მწვრთნელი, ჩეხების მწვრთნელი რომ ყოფილიყო, ნახევარ ფინალში გავიდოდით, მიუხედავათ იმისა რომ მეკარე სუსტი გვყავდა. მეტს კი ნამდვილად ვერ მივაღწევდით, აქ უკვე თავად ბიჭები ვერ გაქაჩავდნენ.

• zura

ტაქტიკა არ გივარგოდა თავიდანვე 2 თავდამსხმელით უნდა გვთამაშა! თან 2 მეტრიან მცველებს ერთი პატარა კობახიძე რას უზამდა ! მოგება თუ გინდოდა 2 თავდამსხმელით უნდა შეგვეტია!!!!

• vc

საორგანიზაციო საკიტხები დაბალ დონეზე იყო.ვინ ვის უკეტებდა პასს,სუფთა ქაოური თამაში იყო პირველივე წუთებიდან.ნუ ეგ რეკლამა უფრო იყო(თითოეული ცდილობდა თავი წარმოეჩინა და გუნდური თამაში მეორე ხარისხზე დაიყვანეს) ვიდრე ფეხბურთის მატჩი

• goga

ყიფო მაგრად მიქარე ქავტარაძე რო არ წაიყვანე ნაღდადდ გჭირდებოდა მაგრამ ვერ უპატრონეს და დატოვე ვინ დაზარალდა ქავთარაძე თუ ნაკრები ისევ მამიკოები იმისი ამისით გყავდა გუნდი და ვერ მიხვედით ბოლომდე ძმა

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ახალგაზრდული ახალ შესარჩევს ქუთაისში - ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩით დაიწყებს

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი ყიფიანი: "ლოკომოტივის" მთავარი მიზანი "ევროპის ზონაში" დარჩენა იქნება

რატომ ვთამაშობთ ფრეს ლანჩხუთზე პატარა ქვეყანასთან?!

გიორგი ყიფიანმა საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

U19. საქართველოს ნაკრები ევროშესარჩევის პირველ მატჩში დამარცხდა [VIDEO]

ირაკლი სიხარულიძე: არის რაღაც ვარიანტები, მაგრამ...

19-წლამდელთა ნაკრებმა ფინეთთან სათამაშოდ მზადება დაიწყო