ტურინის "იუვენტუსს" გულშემატკივარი არ მოაკლდება
"იუვენტუსის" ახალი სეზონისთვის გუნდის საშინაო თამაშების აბონემენტები სარეკორდო რაოდენობით და თანაც, სარეკორდოდ მცირე დროში გაიყიდა.

ტურინულმა კლუბმა გასაყიდად 29 300 აბონემენტი გაიტანა, რომლებიც რამდენიმე საათში სრულად გაიყიდა - აღსანიშნავია, რომ "იუვენტუსის" სტადიონზე სულ 41 000 გულშემატკივარი ეტევა - შესაბამისად, "ვეკია სენიორას" თითოეულ საშინაო თამაშზე სალაროებში 11 700 ბილეთი გაიყიდება. ამ თემაზე კომენტარი "იუვენტუსის" პრეზიდენტმა ანდრეა ანიელიმ გააკეთა:

"გასულ ზაფხულს 25 000 სეზონური აბონემენტი გავყიდეთ, წელს კი ეს რიცხვი კიდევ უფრო გაიზარდა. ეს ნათლად მიუთითებს იმაზე, რომ "იუვენტუსი" ვითარდება და გულშემატკივრებს კიდევ უფრო სჯერათ გუნდის. ბევრი მიიჩნევს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში განცდილი მარცხის შემდეგ ამ ფორმაციის "იუვენტუსის" ერა დასრულდა, მაგრამ ეს არ შეესაბამება სიმართლეს - "იუვე" კიდევ უფრო ძლიერი იქნება და ისევ იბრძოლებს ჩემპიონთა ლიგის მოსაგებად. რაც მთავარია, გულშემატკივრები ისევ ჩვენ გვერდით იქნებიან".

დუგლას კოშტა იჯარით

"გაძეტა დელო სპორტის" ინფორმაციის თანახმად, დიდი შანსია, "იუვენტუსმა" დუგლას კოშტა იჯარით დაიმატოს და მომდევნო ზაფხულს მისი გამოსყიდვის ვალდებულება აიღოს.

აქამდე ვრცელდებოდა ცნობები, რომ "ბაიერნი" 26 წლის ბრაზილიელის ნაცვლად 50 მილიონ ევროს ითხოვდა, "იუვენტუსი" კი მზად იყო 40 მილიონის გადასახდელად - ბოლო ინფორმაციით, მხარეები კომპრომისულ ვარიანტზე შეთანხმდნენ და ერთი წლის თავზე 45 მილიონ ევროს გადაიხდიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
"იუვენტუსი" მოტამ ჩაიბარა
კვარაცხელიასა და პსჟ-ის დღე - "იუვე" იტალიური ფეხბურთის პრესტიჟისთვის!..
16 წლის ქართველი ტალანტი "იუვენტუსში" - ყველაფერი მალე უნდა გადაწყდეს
"ლამის ვიტირე" - არგენტინელი "იუვენტუსზე" ნაწყენია
როგორ მოიპარა "პერუჯამ" "ბებერი ქალბატონის" ღიმილი?
[VIDEO] ოსიმენმა სპალეტის სასწაული არ ჩაადენინა - ვინისიუსმა "ბენფიკასთან" კვლავ იცეკვა - ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალისტების ვინაობა გაირკვა