ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

სირცხვილი! ფაქტი, რის გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვა [VIDEO]

საქართველო-ჩეხეთის მატჩში მომხდარის გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად დასჯის
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის A ჯგუფში ყველაფერი შაბათს გაირკვა: სამწუხაროდ, "მიხეილ მესხზე" საქართველომ ჩეხეთს ვერაფერი მოუხერხა, 0:2 დამარცხდა და ნახევარფინალში ვერ გავიდა.

- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]

მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო, იმ ხალხის ქცევა იყო, რომელთა გამოც საქართველო დიდ შარში გაეხვია. 70-ე წუთზე ლიბორ ჰოლიკმა ჩეხების უპირატესობა ორამდე გაზარდა და ეს დასავლეთ ტრიბუნასთან აღნიშნა, ამით უკმაყოფილო რამდენიმე გულშემატკივარმა კი მოედანზე სხვადასხვა ნივთი ისროლა.

რა ესროლეს და ვის? ეს ეპიზოდი ჩეხეთის ფეხბურთის ფედერაციის "ტვიტერის" გვერდზე დადებულ ფოტოზეც კარგად ჩანს. ჩვენი ინფორმაციით კი, ტრიბუნიდან ორი მობილური ტელეფონი და პლასტმასის ბოთლი ისროლეს. ცხადია, ეს ნივთები მატჩის კომისარს მიუტანეს. ერთ-ერთი მათგანი არბიტრს, დანიელ მადს-კრისტოფერ კრისტოფერსენს მოხვდა თავში. თამაში რამდენიმე წუთით სწორედ ამის გამოც შეწყდა...

იხილეთ ვიდეო

საბოლოოდ, თამაში გაგრძელდა და მშვიდობიანადაც დასრულდა, უსიამოვნებები წინ გველის - მომხდარის გამო უეფა საქართველოს ფეხბურთის ფედერაციას აუცილებლად დასჯის (დიდი ალბათობით, ფინანსურადაც), ოღონდ რა სახის იქნება ეს სასჯელი, რა ვადით, ანდა რამდენი იქნება ფინანსური სანქცია, ჯერჯერობით უცნობია.

ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!

აბსოლუტურად ვეთანხმები ფეხბურთის იმ გულშემატკივარს, რომელმაც ეს პოსტი გამოფინა:

"აღარ არის უკვე გასაკვირი, რომ საფეხბურთო მატჩებს "პაპუასებიც" ესწრებიან. ისინი ისროდნენ ავსტრიასთან, სერბებთან, ისროლეს გუშინაც! ესროდნენ 19 წლის ბავშვებს! სროლის მიზეზი? მათ გოლი გაიტანეს და ზეიმობდნენ? არ აქვთ გოლის გატანის უფლება და მერე სიხარულის გამოხატვის?!

სად არის ის ხალხი, ვინც ისროდა, რომლებიც ქვეყანას მუდმივად არცხვენენ?! საერთოდ რა სასჯელი დაედოთ "პაპუას-მსროლელებს" ავსტრია-სერბებთან თამაშების შემდეგ?! არ დაისაჯნენ, არ იცის საზოგადოებამ, ვინ გვარცხვენს და გრძელდება "პაპუასური" გამოხდომები, რომელიც უკვე ტრადიციული ხდება".

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• სოსო

ეეჰ ჩემო ქუთაისელო,ახლა ვართ პაპუასები,თორემ ადრე ქართველები ვიყავით.

• guri

რა პაპუასი, რის ღორი, თქვენს წინ როცა სტუმართა გუნდიდან გოლის გამტანი რომ მოკუნტრუშდება, ორივე ხელს წინ რომ გაიშვერს და მერე უკნისკენ რომ გააქანებს, არ ვიცი რა წყლის ბოთლი და მობილური კი არა, რიყის ქვა მადლია მისთვის. თქვენ კი, ან არ გაქვთ ნახული ეს თამაში და ან მოზახისტები ხართ.

• sabonis

თუ სათანო გამოძიება ჩატარდება დაადგენენ დარწმუნებული ვარ დამნაშავეს და ცხვირში უნდა ამოადინონ ეს ყველაფერი.

• Lou

რაც სპორტია იგივე მაყურებელია! რა არი გასაკვირი?! ძალიან კარგი, იმედია კაი ხნით აღარ ჩაატარებენ საფეხბურთო ტურნირებს საქართველოში!

• gizog

არის ასეთი ანდაზა "ერთმა ტალახიანმა ღორმა ასი ღორი გათხვარაო" და ამ ერთი ღორი გასუფთავება და საზოგადოებაში ისე გამოყვანა ან მისი მოკვეთა გვევალება ყველას ერსაც და ბერსაც, თუ მათში ჟურნალისტებიც მოიაზრება, როგორც ახლა ამბობენ ხოლმე მაშინ ჟურნალისტებსაც. ვინმე ჟურნალისტი წერს "მაგრამ არანაკლებ სამწუხარო, უფრო სწორად - სამარცხვინო" ამბავი მოხდაო, მართლაც სწორ შეფასებას აძლევს მომხდარს და საზოგადოებას აძლევს ფაქტს განსასჯელად თვითონ კი ბუჩქებში გადადის და ამბობს "ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, მაგრამ ის, ვინც ეს ჩაიდინა, ვერ ხვდება, რამხელა ზიანი მიაყენა თავის ქვეყანას, რომელსაც ევროპის ასაკობრივი ჩემპიონატის ჩატარების უფლება დიდი მცდელობისა და შრომის ფასად დაუჯდა. შესაძლოა, სხვა დროს ამხელა პატივი აღარ დაგვდონ. ადამიანურ ენაზე ეს არის ქვეყნის მტრობა და მეტი არაფერი!" აი ეს არის თანამედროვე გაუკუღმართებული "ლიბერალიზმის" გამოკვეთილი გამოხატულება. გავბედავ და მეც მკითხველისთვის მიმინდვია განსაჯელად ამ ჟურნალისტის პოზიციის განსჯა.

• qutaiseli

ხოდა ჩვენზე მეტი პაპუასები ბრიტანელები ყოფილან რაც მაგენი ვანდალიზმს ჩადიან სტადიონზე ქართველებს არც დაესიზმრება..ჩემი აზრით კიდე არავის საქილიკო ქართველები არავართ .თუარ ცავთვლით ერთეულ უთავმოყვარეო გადაგვარებულ ქართველს ეგეთები კიდე ყველა ერშია..არმეგონა ისე თუ პაპუასები ვეფხვისტყაოსანს და დიდოსტატის მარჯვენას წერდენ.

• სოსო

ერტი ძველი ანეკდოტია.მისიონერი დასახლდა პაპუასების მიწაზე,იქადაგა სარწმუნოება,მოაწცია ხალხი რჯულზე,ასწავლა რა არის კარგი და რა, ცუდი.იცხოვრა ასე დიდხანს,დაბერდა და და როცა იგრძნო სიკვდილის მოახლოება,დაიბარა თავისი სულიერი შვილები თავისთანდასამშვიდობებლად.დამშვიდობება ძალიან გულისამაჩუყებელი იყო.ბოლოს მისიონერმაპაპუასებს მიმართა,აბა შვილებო,მიპასუხეთ,რა არის ბოროტება?-ბოროტება ისაა წმინდა მამაო,როცა ვიღაცა ცოლს წაგართმევს.ახლა მიპასუხეთ,რა არის სიკეთე?-სიკეთეა,როცა შენ წაართმევ ვიღაცას ცოლს.მისიონერი გადაბრუნდა და მოკვდა.ჩვენც პაპუასები ვართ,ამას ამტკიცებს სტადიონის შემთხვევაც და ჩვენს პარლამენტში ჯერ ნაცების და ახლა ქოცების მოღვაწეობაც.საკითხავი ისა გვრჩება,ვინ უნდა გადაბრუნდეს და მოკვდეს.

• maiam

სარებივით დგანან ჩვენები,ვერ მოძრაობენ და ღლიღები არიან,.არა ჩვენს ფეხბურთს

• დავით 67

აქ უმრავლესობის კომენტარი ასე ჟღერს:" არ ვამართლებ,მაგრამ ვამართლებ".როგორც ყოველთვის ობიექტურობას მოკლებული. ბევრს ავიწყდება (უფროსებს)რომ ისინი 19 წლისანი არიან,ზოგი უფრო ნაკლების.აქ ბაბუა დ, რომ ეკუთვნიან მათ ისინი აგინებენ მათ. ამ თამაშზე უკვე იმდენი დაიწერა და ითქვა, რომ აღარაფერია დასამატებელი. მაგრამ ერთს დავამატებდი , მხოლოდ. სხვა ქვეყანაში რომ ჩატარებულიყო ჩემპიონატი 4 ადგილზე გავიდოდა ჩვენი ნაკრები. შვედეთთან პირველი გოლი საჩუქარი იყო,მეორე შემთხვევითი, სასწაულად შეიცვალა ბურთმა ტრაექტორია.ამან დააბნია მაყურებელი და უფრო მეტის მოლოდინი გაუჩნდა, რაც შემდეგ ხულიგნობაში გადაიზარდა.

• კახა ქირია

ზოგ-ზოგიერთების ლოგიკით ჩვენ არ უნდა გაგვიტანონ,მაგრამ თუ შეცდნენ და მაინც გაიტანეს,მთელი გუნდი უნდა ჩამწკრივდეს და ბოდიში უნდა მოიხადოს.ჩვენ თუ გავიტანეთ, როგორც გვინდა ისე შეგვიძლია აღვნიშნოთ.ვერაფერი შეურაცმყოფელი მე ვერ ვნახე იმათი გოლის აღვნიშვნაში,პატარა ბიჭები არიან და გაიხარეს, რა ქნეს ესეთი."ვესტ-ჰემის"გულშემატკივრებს მაშინ ჩვენები უნდა დაემარხათ მოედანზე.ეჰ,არაა ჩვენი საშველი.სხვისას ვხედავთ,ჩვენსას არა.p.s.ამშენებელი მაინც არაა არვინ,მაგრამ სუფთა საფეხბურთო სტადიონი ჩვენთან საშიშია.არა ვართ მაგისთვის მზად.ჯარიმებში წავა მთელი ფული.

• კალოჩე

კამერა ყველგანაა. გაშიფრე და შეარცხვინე

• მართალი კაცი

აღნიშვნაც არის და აღნიშვნაც, პირველი გოლიც ქართველ გულშემატკივრებთან აღნიშნეს მაგრამ არავის არ უსვრია მარა მეორე აღნიშვნა ეს იყო შეურაცხყოფის მიყენება. კრიშტიანუ რონალდუ თუ აღნიშნავს მსგავსად ის სხვა დატვირთვაა მარა გულშემატკივრებთან რო მიხვალ და მასე აღნიშნავ ცოცხალი როგორ გადარჩა კიდე იკითხოს. მსგავსი საქციელი გულშემატკივრის მხრიდან მიუღებელია, მაგრამ არავინ საუბრობს იმაზე რომ ქართველ გულშემატკივარს შეურაცხყოფა მიაყენეს და ვნახოთ აბა თუ დასჯის უეფა ჩეხ ფეხბურთელს.

• bajo

ჰვენი ფეხბურტის მესვეურები უფრო არ გვარცხვენენ უმაგლესი ლიგის გუნდებს სტადიონები რო არაქვტ,და ჰვენი კლუბები 8-1 რო აგებენ ეს უფრო დიდი სირცხვილია ხალხო.

• guri

ცუდი ფაქტი მოხდა, მაგრამ არაფერი ისეთი არ გაუკეთებია გულშემაკივარს, რაც სხვა ქვეყნის სტადიონებზე არ ხდება. ნუ დაიზარებთ და ნახეთ, იმ ლაწირაკმა ჩეხებმა გოლები როგორი ჟესტებით აღნიშნეს.

• ბ_-

მსაჯებს ვინ დასჯის,მსაჯებს?! -მაინც და მაინც კომბალი უნდა ხეთქონ თავში ჩვენ მოთამაშეს,ჯარიმა,რო დადოს?!

• avaza

ჩაუვარდა ფედერაციას კოვზი ნაცარში, რაც ხალხს 2-2 ლარით აახიეს, კიდევ სამ იმდენს დაამატებენ და ჯარიმაში გადაიხდიან. ხომ ვთქვი მუხანათურად ბილეთების გაყიდვა, დაუწერელი კანონებით არავის შერჩება და დაისჯებათქო.

• gulSematkivari

მსაჯს კი ეკუთვნოდა , მაგრამ ჩვენ არ გვეკადრებოდა ! ერთ-ორ მომენტში აშკარად უხეში დარღვევით ჩაგვიშალეს იერიში და რეაგირება მსაჯის მხრიდან სასაცილო იყო და გულმოსასვლელი . მაგრამ , ვიმეორებ : ჩვენ არ გვეკადრება!

• დევნილი კოლხი

რას ერჩით პაპუასებს? ასეთ დათვურ სამსახურს პაპუასები თავიანთ ქვეყანას არ აკადრებდნენ! მაშ, ვინ ვართ ჩვენ?!

• Konstantine

დაგვსჯიან და ჩვენი გუნდების საშინაო თამაშებს ცარიელი ტრიბუნების წინაშე ათამაშებენ. ჩვენ კი მაგათ ჯინაზე საქართველოს ჩემპიონატის ტრიბუნებს მივეშურებით

• მობილურის პატრონის მოძებნაც პრობლემაა ნეტა? დასუჯელობა შობს უფრო მეტ დანაშაულს!

მობილურის პატრონი კი არა, ესპანეთში გადატენილ სტადიონზე ალვესისთვის ბანანის მსროლელი გაშიფრეს და ჯარიმის გარდა სტადიონზე სამუდამოდ შესვლა აუკრძალეს, მახსოვს ალვესიც კი აღშფოთდა რა მოხდა-ო, არ იყო საჭირო ამხელა სასჯელიო. თუმცა რას ვყვები, სადა ვართ, აქ ერთ პასუხისმგებელ პირს ვერ ვნახავთ რო ამაზე პასუხი აგოს....

• ეჰ

რონალდო რომ აღნიშნავს ასე გოლის გატანას ხომ მოგწონს ვახტანგ. ჩეხი ბავშვისგან არ მოგეწონა. მაგარი თუ ხარ შენ გაიტანე და იზეიმე. მაგრამ მონური ფსიქოლოგია გაქვთ და ამის ბრალია. შენ თუ გააკეთე კარგია სხვამ თუ გააკეთა ცუდი

• მსქროლავი ტროლი

ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება, ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ, --------------------------------- ძალიან ცუდი, თუ არ გევალებათ... დასჯისა და გალინჩვის მომხრე არც მე ვარ, მაგრამ გაგიკვირდებათ და არც სხვისი ჯარიმის გადახდის სურვილით ვიწვი, უმაგისოდაც უამრავ არამიზნობრივ გადასახადს ვიხდი... ბარემ, ვიღაც რომ გათხლეშილი მიუჯდება საჭეს, იმის ჯარიმაც მე გამომიგზავნეთ....

• ნოდო

რა ლოგიკაა არ ვამართლებ მარა მომდევნო წინადადებით ამართლებთ კრისთის ფანია და ისე აღნიშნა როგორც გაუხარდა შუა თითი გაჩვენათ მაისური გაიხადა თუ რა ბოდიში რომ გოლი გაგვიტანეს გაქცეულიყო და ბურთი ცენტრში დაედო აბა?

• nikola

არ ვამართლებ ასეთ საქციელებს და არც ისეთ საქციელებს ვამართლებ პორტუგალიასთან მსაჯმა პენალტი რომ მოიგონა..ის მსაჯი თუ ადამიანია და შეეშალა ეს გულშემატკივარიც ადამიანია და ემოცია ვერ მოთოკა..უბედურება კი ისაა რომ ორივე შემთხვევაში ჩვენი ფეხბურთელები დაიჩაგრენ!!!

• gizog

ის რაც მოხდა არის დანაშაული, დამნაშავე უნდა დაისაჯოს იმ ზომით რა ზომის დანაშაულიცაა ჩადენილი. წინა კომენტარში იხსენებენ როგორ დასაჯა დინამოს ნამდვილმა გულშემატკივარმა უზნეო კაცი, რომელმაც წუთიერი დუმილის დროს დაიღრიალა. ეს მოხდა აღმოსავლეთ ტრიბუნაზე გვერდზე მჯდომმა, რომ ჩაარტყა თავში და გამოაგდო სკამიდან, გზაში სანამ გააღწევდა ტრიბუნებიდან კიდევ დაახლოებით 100 - 150 კაცმა უთავაზა და ასე გააპანღურეს, მსგასი კი არა მიახლოებულიც არავის გაუბედია შემდგომში. დანაშაული უნდა დაისაჯოს ამას ყოველთვის შსს მინისტრი არ სჭირდება.

• nikola

მსაჯსაც ხომ შეეშალა პორტუგალიასთან და პენალტი მოიგინა..ამ გულშემატკივარსაც იმ მსაჯივით შეეშალა ანუ იმ მსაჯივით ეგონა სწორად იქცეოდა..ის მსაჯი ხომ დარჩა დაუსჯელი,იმითომ რომ მსაჯიც ადამიანია და ასე ჩათვალა მართებულად..ეს გულშემატკივარიც იმ მსაჯივიტ არაწორად ხედავს და მაNაც ასე ჩატვალა მართებულად ...ორივე შემთხვევაში ქათული ფეხბურთი ზარალდება

• nikola

ეს ფაქტი ისეთივე ცუდია როგორც წსგება,წაგებას ხომ ვიტანთ,ამასაც ავიტანთ,დაგვსჯიან ამასაც ავიტანთ,პირველად ხომ არ გვსჯიან?!ეს ტრაგედია არ არის...უფრო დიდი ტრაგედიები გადაგვიტანია...როცა მოვიგებთ ასე აღარ მოვიქცევით...

• VAKHTANG LOBZHANIDZE

და მსაჯზე რატომ არ ვამბობთ არაფერს? ესე რო ემსაჯა საშინაო თამაში მსაჯს სადმე ევროპის შუაგულში მაგალითად ბოსნიაში , ხორვატიაში , სერბეთში ან ალბანეთში უარესი დაემართებოდა.მასპინძლის თამაშებს ასე არავინ მსაჯობს. ხო და მიიღო რაც ეკუთვნოდა. ფედერაციამ რა თქმა უნდა. იმიტომ რომ ვერ ისწავლა მსაჯებთან მუშაობა...

• VAKHTANG LOBZHANIDZE

არც მე ვამართლებ ამ საქციელს, თუმცა გოლის აღნიშვნისას იყო პროვოკაცია. საერთოდ ჩეხები პროვოკატორები არიან ვინც იცნობს მაგათ დამეთანხმება.

• mvx

მაურებლის საქციელს გამართლება არ აქვს(ისე ევროპაშიც ისვრიან საგნებს), მაგრამ გოლის გატანის პროვოკაციულად გამოხატვაც უნდა აკრძალოს უეფა-მ და ფიფა-მ. რაღა მაყურებლისკენ გარბიან და პროვოკაციული ჟესტებით აღიზიანებენ. გაიქცეს თავისი მოედნისკენ და იზეიმოს, როგორც კეთდებოდა ეს ადრე. რად უნდა გოლის გატანის ზეიმს ამდენი ჯღანაობა ყირაზე გადასვლა, მუხლების გადაყვლეფა, აკვნის დარწევა და რა ვიცი, რა აღარ გამოიგონეს. მით უმეტეს, თუ ვაჟკაცურად ამაყად და მასპინძელისათვის მისაღებად აღნიშნავ, თამაშის შემდეგ ტაშსაც დაგიკრავენ. თუ შეურასხყოფას მიაყენებ უშნო საქციელით, მობილურს კი არა ნახშირის უთოს გესვრიან, რომ ჰქონდეთ.

• gogi

რა უნდა ამის გაგებას. ნასროლი მობილურიდან ამოიგონ კარტა და ეგრევე გაიგებენ ვინ არის ის საკონელი.

• guka

ასი პროცენტით ვეთანხმები სამტრედსკის შეიძლება რომელიმე აქ მწერალმა ისროლა ის საგნები მოედანზე მარა ჩვენ ხო საკუთარ თვალში დირეს ვერ ვხედავთ სამაგიეროდ სხვისაში ბეწვს გაგიხარიათქვა.

• დავითი

დასაჯეთ სამაგალითოდ !!! მართალია დღეს ჩვენ ფეხბურთს არ უდგას ოქროს ხანა,მაგრამ ეს რა საქციელია?! წაგება თუ არ იცი მოგების გემოს ვერ გაიგებ! ამ ახალგაზრდების იმედი მაქვს და წარმატებებს ვუსურვებ...

• samtredski

კაით ეხლა ორღობის ჭორიკნებივით ნუ იქცევით ჩვენ პატარა ქვეყანა ვართ და ჩანს ეს ყველაფერი უფრო უარესებიც ხდება მაღალი დონის თამაშებზე ისე კი იმ მსაჯმა ყვითლები რო დაუგვიანა ჩეხებს ამან უფრო ხელ ფეხი გაუხსნა ხისტ თამაშში ამიტომ არ უნდა ეხლა ვითომ აქ მწერლები ყველაზე პატიოსნები ვართ.

• guri

არ ვამართლებ ასეთ საქციელებს, მაგრამ უეფამ რა თქმა უნდა ისიც უნდა გაითვალისწინოს, რომ ჩეხი ახალგაზრდები რატომღაც პროვოკატორებივით აღნიშნავდნენ გოლის გატანას.

• H

რათ უნდა კამერა და სტუარდის დანახვა. ორი ტელეფონი ისროლეს და პატრონის ნახვას რაღა უნდა. ძალიან დიდი ჯარიმა და მომდევნო თამაშების შემდეგ სტადიონის დალაგება სასჯელი და ეგაა.

• პროვოკატორს!

ეს სპორტული საიტია და არა რომელიმე პარტაქტივის. შენი პოლიტიკური ვნებები მიტინგებზე დაიკმაყოფილე, აქაურობას ნუ აბინძურებ!!!!!!

• ბაჩო გ

არ შეუშვათ სტაფიონზე .... და არ შევრცხვებით მსოგლიო მასშტაბით.არ შდუშვათ .... სტადიონზე და აღარ გამოიტანს არავინ ნაცისყურ ბანერებს თუნდაც უდროო დროს და ასე.შ.ნეფთჩისთან მატჩი გავიხზენოთ და ბურსასფორთან თუ არ ვცდები

• ქართველი

წინა თაობას გემახსოვრებათ, დინამოზე წუთიერი დუმილის დროს, ერთმა უსინდისომ დაიღრიალა,რაც იმ უბედურს მაყურებელმა (ნამდვილმა) გაუკეთა, მგონი მისი მოდგმაც კი აღარ ჩაიდენს რამე მართლსაწინააგმდეგოს.აი ასეთი მაყურებელი ყავდა დინამოს.

• levan

თუ ორი ლარი დაადეს ფასი ბილეთს,მაშინ დინამო არენა_ზე უნდა ჩაეტარებინათ თამაში.ძლივს მივახწიე ბავშვებით სტადიონზე,და ძლივს გამოვაზწიე სტადიონიდან.არაორგანიზებულობის ბრალია ყველაფერი,არაორგანიზებულობა უკვე ქვეყნის და ჩვენი ხელწერა გახდა.რაც შეეხება ნაკრებს,ღმერთმა ხელი მოუმართოს ბიჭებს,წააგეს,მგრამ სირსხვილი არ გვაჭამეს,პირიქით მათ მოგვაბრუნეს ფეხბურთისკენ.

• giga

ჯგროა ქართველი ხალხი და ბრბო. რას ქვია დაისაჯოს, ქართველობას და მეობას იცავდა ვინც ისროლა :D :D :D

• qutaiseli

მინისტრი რა შუაშია შენთუ აღზრდა გაკლია და ქცევის წესები არიცი სადრაუნდა აკეთო ეს ერთი და მეორე შეთქმულების თეორიების არ მჯერა.

• გიორგიპირველი

რას ჰქვია, სურვილი არ გვაქვს ადამიანის დასჯა მოვითხოვოთ? ნეტავ შეიძლებოდეს მისი პოვნა და დასჯა! თითები უნდა მოამტვრიო და მეორედ აღარ გააკეთებს.

• boris borisov

არაუსავს, ჩვენი სიმპატიური მინისტრი მღებრიშვილი გამოიძიებს ამას ყველაფერს და შესაბამის სასჯელს მიუზღავს დამნაშავეებს. არ გჯერავთ ხომ!!! მეც არ მჯერავს, მაგრამ მაინც......... ერთი კი ნაღდია, რაღაც ჯგუფი ყველა სფეროში ძალიან მიზანმიმართულად მუშაობს ქვეყნის იმიჯის შესალახად, ვახოია გომელაურას კი სძინავს ღრმა ძილით. ახალი სკანდალი სამტრედია-ყარაბახის თამაშზეც გველოდება ამ უნიათო სამართალდამცავების ხელში. ამათი შესრულებული სამუშაოს უმაღლესი მწვერვალი არის, სტადიონებზე რაც შეიძლება ცოტა კარების გაღება და იმ გაღებულ შესასვლელშიც ბოთლებით აღჭურვილ "ბალელშიკებს" უშვებენ. მე მგონი ყველაფერი ისე მიდის ქვეყანაში, როგორც "იმას" (ვის? არ ვიცი) უნდა.

• ფეხბურთს ნაკლები ყურადღება

არ არის საჭირო ამდენი გაფეტიშება ფეხბურთის, ძალიან უაზრო სპორტია ფეხბურთი - უაზროდ პოპულარიზებული .. ხალხის ფულს ნუ უხდით ფეხბურთლებს

• დინამო

ნამდვილად დასასჯელია ვინც ისროლა, იმიტომ რომ ქართველების ნახეავრზე ემტს აზროვნების უნარი არ აქვს უბრალოდ, მხოლოდ შიშით თუ შეძლებ აიძულო რომ რამე არ დააშავოს, ციხეს არ ვამობობ მაგრამ 5000 ლარით რომ დააჯარიმო, სხვა იდიოტი იფიქრებს დამაქვს გადასაყრელი ფულიო, თორე იმას რომ ხვდებოდეს რომ ცუდს აკეთებს აკბათ არც გააკეთებდა.... არ უნდა დაღჩეს დაუსჯელი არავითარ შემთხვევაში....

• ირაკლი

მობილურის პატრონის მოძებნაც პრობლემაა ნეტა? დასუჯელობა შობს უფრო მეტ დანაშაულს!

• emre

ეს იმის ბრალია ბილეთი 2 ლარი რო ღირდა ... უმეტეს შემთხვევაში კი უბილეთოები შედიოდნენ თამაშზე, არ შეიძლება რით ვეღარ გაიგო ამ ხალხმა რო ყველა უცოდინარმა და პაპუასმა შეაღწიოს სტადიონზე, ან თუ უშვებ შე კაი ადამიანო ბოთლებს რაღას ატანინებ? თავსახური მაინც დაატოვებინე გარეთ ბოთლმა სტადიონამდე რო არ მიაღწიოს... ნუ ეს მობილურების სროლა ხო საერთოდ რაღაც უდიადესი ქაჯობაა... დაიჭირონ ის ხალხი ეხლა და დააკისრონ 500 ლარიანი ჯარიმები, მეორეთ რო ეგეთი საზიზღრობა აღარ გააკეთონ.

• ქართველი ადამიანი

დიდი ბოდიში სტყატიის ავტორთან, მაგრმა ეს ფრაზა რას ნიშნავს "ჩვენი არც სურვილია და არც გვევალება ადამიანების დასჯა მოვითხოვოთ" ????? რას ქვია სურვილი არ გაქვთ... ანუ თქვენ არვ გინდათ რომ ის დაისაჯონ ადამიანები, რომლებიც უბრალოდ უკულტურობის და ვანდალიზმის სამარცხვნინო ფაქტს კი არ ახორციელებენ და მთელი მსოფლიოს წინაშე გვარცხვერნენ, არამედ ჩემი, როგორც გადასახადების გადამხდელის (და საკმაოდ ბევრი გადასახადისაც) ჯიბიდნა (რომელსაც ხალხში სახელმწიფო ბიუჯეტს ეძახიან) იღებს ათასობით ლარს, რომელიც ჯარიმის სახით ექნება გადასხდელი ფეხბურთის ფედერაციას !!! მე სტადიონზე ვიყავი როდესა წლბის წინ ირლანდიას დანა ესროლეს, თურქეთს ბოტლები დაუშინეს და ათასი მსგავსი ამბავი მინახავს და გაოგნებული ვცდილობდი ხალხი შეჩერებას , მაგრამ აქეთ მე მეცნენ...არავია კი არა თითეული მათგანი უნდა დაისაჯოხ, რომ სხვებისთვის სამაგალითი იყოს... როდესღაც ეს ხომ უნდა დანმთავრდეს,ეს სირცხვილი და რაკაცობა და არამზადობა... ბიჭებმა მთელი ტურნირი და ჩხებთანაც კარგად ითამაშეზ და მართლა გამიჩნდა იმედების ამდებნი წლის შემდეგ, ოღონდ ეგ ბოთლების და დანების მსროლელი არაკაცები უნდა ისჯებოდნენე და მოშორდნენე სტადიონებს

• fraternity

ეს უნდა გაარკვიონ ვინ ჩაიდინა. არა მგონია დიდი პრობლემა იყოს ამ ხალხის იდენტიფიცირება. კამერა იქნება ან რომელიმე სტიუარდი დაინახავდა. ამის შემდეგ საჯაროდ უნდა გამოაქვეყნონ ამ ხალხის გვარები და სახელები რომ ყველამ გაიგოს ისინი არიან სამარცხვინო არსებები. შემდეგ ფინანსურად უნდა დააჯარიმონ და თან მთელი ცხოვრება უნდა აეკრძალოთ ყველა სტადიონზე შესვლა.

U21 | საქართველო V ჩრდილოეთ ირლანდია - მატჩისწინა ვარჯიში წყალტუბოში

ახალი შესარჩევის პირველი ტური - ახალგაზრდულმა ჩრდილოეთ ირლანდიასთან მატჩისთვის მზადება დაიწყო

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ -  გიორგი ფოფხაძე

პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს

საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს

"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა

"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა

"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით

[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება

ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო

ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს

როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?

"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]

[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!

[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!

ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!

ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა