ყურბან ყურბანოვის პრესკონფერენციაზე თენგიზ პაჭკორიას საქციელს აზერბაიჯანელი ჟურნალისტების სიცილი მოჰყვა

"ყარაბაღის" მთავარმა მწვრთნელმა ყურბან ყურბანოვმა "სამტრედიასთან" მატჩის წინ პრესკონფერენცია გამართა.

საქართველოს ჩემპიონი 11 ივლისს, ბაქოში, "ყარაბაღთან" ჩემპიონთა ლიგის II საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას ჩაატარებს. მატჩი 21:00 საათზე, ტოფიკ ბახრამოვის სახელობის სტადიონზე გაიმართება.

"ყველანი ვაცნობიერებთ მომავალი მატჩის მნიშვნელობას. ჩვენი ახალწვეულები სასტარტო შემადგენლობაში არ იქნებიან, საეჭვოა ტრავმირებული რიჩარდ ალმეიდას თამაშიც. პრობლემები ყოველთვის არსებობს და ჩვენც გამუდმებით ვცდილობთ, ვიპოვნოთ გამოსავალი", - თქვა აზერბაიჯანული გუნდის თავკაცმა.

ამის შემდეგ სიტყვა ქართველმა ჟურნალისტმა თენგიზ პაჭკორიამ ითხოვა. ის ყურბან ყურბანოვს აზერბაიჯანულ ენაზე მიესალმა, შემდეგ კი მწვრთნელს სუვენირად ქართული ღვინო მიართვა.

"სამწუხაროდ, არ ვსვამ. თუმცა, ყველა შემთხვევაში გმადლობთ. გპირდებით, რომ ჩემგანაც იქნება საჩუქრები, როდესაც საპასუხო თამაშზე თბილისში გესტუმრებით", - უთხრა მწვრთნელმა პაჭკორიას.

ამის შემდეგ "ყარაბაღის" თავკაცმა განაცხადა, რომ როგორც ყველა მნიშვნელოვან მატჩს, ხვალინდელ დაპირისპირებასაც ახლავს მღელვარება...

"ეს ნორმალურია. მეტოქე გამოცდილია. ვერ ვიტყვი, რომ სრულებით მზად ვართ მომავალი მატჩებისთვის. მიუხედავად ამისა, ხვალ დადებითი შედეგის მიღწევის იმედი გვაქვს.

არ შეიძლება ამჟამინდელი "სამტრედია" შევადაროთ იმას, რომელმაც "გაბალასთან" შარშან ზაფხულს 1:5 წააგო. ეს სხვადასხვა გუნდებია. იცვლება ფეხბუთი, იცვლებიან ფეხბურთელები, იძენენ გამოცდილებას.

თანაც, არც ჩვენ ვართ დღეს ისეთივე ძლიერები. ბოლომდე დავიხარჯებით, ჩვენი მთავარი მიზანი კი სწორად თამაში და ორი მატჩის ჯამში მოგებაა. ამასთან, გვინდა სანახაობრივი თამაში ვაჩვენოთ", - თქვა ყურბანოვმა.

მსქროლავი ტროლი
მამა უცხონდა - არა სცამს... მაშინ სააკაძის ხმალი მიგერთმიათ....
roma
რა უბედურებააა რა ხდება? "მ" აღარაა საჭირო ხოოო? ისწავლეთ ცოტა ქრთული ამის... მალე ალბათ 25 ანბანის ასო დაგვრჩება და ფეხბურთი ისედაც რას გავს და წარმოიდგინეთ "ფებუთი" როგორი იქნება.
status quo
ოეე ქართველო---სვავს კი არა,სვამს,მაგრამ მეეჭვება,შენ ქართველი იყო....
irakli
ხალხო რა ჯანდაბა გჭირთ რატო სვავ, როცა სწორი ფორმაა სვამ. ბარემ ჭამს მაგიერაც ჭავს გამოიყენეთ. რა უბედურებაა დროშა ვერ დაკიდენ -))))))
haha
ეს ის "სამტრედია" არაა, შარშან "გაბალასთან" 1:5 რომ წააგო ალბათ კითხვის ნიშანი დაგავიწყდათ.
თენგიზ პაჭკორია
https://haqqin.az/news/104785 ნახეთ "Далее слово взял грузинский журналист Тенгиз Пачкория, который приветствовал Гурбана Гурбанова на азербайджанском языке. В своей речи он подчеркнул, что в Грузии хорошо понимают значение слова "Карабах" для Азербайджана. Он пожелал команде успехов, а также подарил сувениры Гурбану Гурбанову – бутылку грузинского вина, рюмку и ручку.Презенты вызвали добродушный смех среди азербайджанских журналистов, так как всем хорошо известно, что Гурбанов очень религиозный человек и не употребляет алкоголь. «К сожалению, я не пью. Но все равно спасибо. Могу обещать, что и от меня будут подарки, когда мы приедем на ответную игру в Тбилиси», - поблагодарил грузинского журналиста наставник.
თენგიზ პაჭკორია
კოლეგებო! ეტყობა, თქვენ რედაქციას და ამ სტატიის ავტორს არ უნახია აზერბაიჯანელი ჟურნალისტის მასალის ახალი ვარიანტი -ნახეთ-იქ თბილად უწერია https://haqqin.az/news/104785
ზაზა
აზერბაიჯანია რა... საჩუქარს იმიტომ არ ჩუქნიან,რომ აუცილებლად მოიხმარო.საჩუქარს გულით ჩუქნიან და ეს უბრალოდ სასიამოვმოა,სხვა თუ არაფერი.თუ არ სვავს,სტუმარი მასაც მოუვა ვინც სვავს და მას დაალევინოს.
ფეხბურთიდან ომამდე: როგორ გადაიქცა შეხვედრა 100-საათიან ომად
ეიზელის ღამე: 39 გარდაცვლილი ქომაგი და ტრაგედია, რომელმაც ფეხბურთი შეცვალა
[VIDEO] მესის 922-ე გოლი და "მაიამის" ფრე "ფილადელფიაში"
"მეცმა" ფრედ ითამაშა, აბუაშვილმა - 59 წუთი
პრემიერ ლიგის სხვა გუნდში - ჯექსონი "ასტონ ვილაში" გადავიდა
ქართველების თანაგუნდელმა სუსომ 32 წლის ასაკში კარიერის დასრულების შესახებ გვაუწყა
უკან სამშობლოში - ალვარო მორატა ესპანეთში დაბრუნდა
[VIDEO] კვლავ გამარჯვების გარეშე - მიქაუტაძის "ვილიარეალი" "ალავესთან" დამარცხდა
[VIDEO] ლა ლიგაში გულიაშვილის დებიუტი შედგა - "რასინგმა" "ელჩეს" მოუგო
"ლილთან" მატჩში პსჟ-ს შემადგენლობა ცნობილია
არის ოქრო! - ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის გამარჯვებულია
[VIDEO] უკეთესმა გუნდმა გაიმარჯვა - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო დაჯაბნა
"ნაპოლიმ" ნახევარმცველი ისევ იჯარით გაუშვა
სალაჰმა "ფერენცვაროშთან" განადგურების შემდეგ ოპტიმისტური კომენტარი გააკეთა
"ასტონ ვილა" მზადაა აბრაჰამი გაანათხოვროს
ეთერ ლიპარტელიანი ლოზანის გრანდ-სლემის ფინალში იასპარეზებს
კონფერენს ლიგაზე "იბერიას" მეტოქეები გაირკვა
ფეხბურთელი, რომელსაც კლოპმა საუკუნის ტალანტი უწოდა, კარიერას არაბეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ევროპა ლიგის წილისყრა - კიტეიშვილის და მამაგეიშვილის მეტოქეები ცნობილია
"ზოგჯერ წასვლა საუკეთესო გამოსავალია", - ამორიმმა ლეაოზე ისაუბრა
"ახლა ფეხბურთელებისთვის" დროის დათმობაა საჭირო"- ლუის ენრიკე
"მაიამის ინტერმა" ახალ მთავარ მწვრთნელთან შეთანხმებას მიაღწია
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"თელავი" პლეი-ოფში ითამაშებს; "სამტრედია" გავარდა
თბილისის "დინამომ" "სამტედიადან" ორი ფეხბურთელი დაიმატა
"ყარაბაღის" თავკაცი: ქართველების თამაში მომეწონა, განსაკუთრებით დაცვაში
ეროვნული ლიგა. XXXIV ტური. "სამტრედია" - "დილა" [LIVE]
გია ცეცაძე: "ყარაბაღთან" დაპირისპირებისთვის ბოლომდე მზად ვართ
34-ე ტური: ჯერ ყველაფერი გასარკვევი რჩება
ვითა-ცსკა 60:93 - ვარსკვლავები თბილისში [VIDEO]
ყარაბაღი VS სამტრედია - კავკასიური ფეხბურთის წრე
კავკასიური დერბი - რა გუნდია "სამტრედიის" მეტოქე "ყარაბაღი"
პრობლემა: ალიევის, "ყარაბაღის" დოლარებისა და ჩამორჩენის ფონზე...
ვინაა "ჩელსი"-"ყარაბაღის" მატჩის მონაწილე "უცნობი ქართველი"
აზერბაიჯანის ნაკრების მწვრთნელად ყურბანოვი დანიშნეს
სამტრედია VS ყარაბაღი - დაამტკიცეთ, რომ არ ხართ ნული!
გია ცეცაძე: საპასუხო მატჩში "სამტრედიას" პრესტიჟისთვის ვითამაშებთ
2024 წლის სეზონი დასრულებულია! "იბერია 1999"-მა ჩემპიონის ფარი აღმართა
ყარაბაღი-სამტრედია 5:0 - კარგით რა! [VIDEO+PHOTO]
[ოთხშაბათის საკითხავი] არამხოლოდ ოპტიმიზმით...
ეროვნული ლიგა. XXXV ტური. "თელავი" - "სამტრედია" [LIVE]
ჩხეტიანი აზერბაიჯანლებს: ამჟამად თქვენი ჩემპიონატი უკეთესია