ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

[ოთხშაბათის საკითხავი] არა შედეგითა ხოლო...

[ოთხშაბათის საკითხავი] არა შედეგითა ხოლო...

რატომ არ არის ტრაგედია ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატზე ჩეხებთან წაგება
საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობა დაასრულა. თემა ძალიან ტევადია და მნიშვნელოვანი.

ჩვენს საფეხბურთო თემში ჩეხეთთან განცდილ მარცხს ძალიან მტკივნეული რეაქცია მოჰყვა. ბევრი მიიჩნევდა და მიიჩნევს, რომ გადამწყვეტი შეხვედრა აუცილებლად უნდა მოგვეგო...

ბიჭებს ნუ დავაბრალებთ!

დიახ, ჩვენ ძალიან გვინდოდა, რომ ჩეხეთი დაგვემარცხებინა და ევროპის ჩემპიონატის ნახევარფინალში გავსულიყავით, მაგრამ არ გამოვიდა. ვერ მოვახერხეთ გადამწყვეტი მატჩის მოგება, მაგრამ ეს ტრაგედია არ არის. ქვემოთ შევეცდები, ავხსნა, თუ რატომ ვფიქრობ ასე. მანამდე კი ამ კონკრეტული ქვეთავისთვის ერთ მაგალითს მოვიყვან.

- U19. ჩეხეთი-საქართველო 2:0 - სტანდარტული ტკივილი [VIDEO]

ქართულ ფეხბურთში არ ყოფილა არც ერთი ნაკრები, რომელმაც იცოდა გადამწყვეტი მატჩის მოგება. იმ ნაკრებებში იმაზე გაცილებით კლასიანი ფეხბურთელები თამაშობდნენ, ვიდრე ამ გუნდში არიან. ჩემი აზრით, რაც ამ ბიჭებმა გააკეთეს, ეს იყო, პრაქტიკულად, მათი მაქსიმუმი.

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, მათ ქართული ფეხბურთის არნახული დაცემის ხანაში სტადიონს მაყურებელი დაუბრუნეს, რწმენის მინავლებული ნაპერწკალი ოდნავ მაინც გააღვივეს და ამისთვის მათ უკვე ეკუთვნით ალალი მადლობა.

არამც და არამც არ შეიძლება, რამე დავაბრალოთ ამ ბიჭებს და მათკენ გავიშვიროთ ხელი მაშინ, როცა არც ერთ მათგანს თავი არ დაუზოგავს ევროპის ჩემპიონატის მსვლელობისას...

რატომ უნდა გავსულიყავით?

რა თქმა უნდა, კარგი იქნებოდა, გავსულიყავით ნახევარფინალში, მაგრამ ამ დალოცვილ ფეხბურთში ყველაფერი ლოგიკურად ხდება და გამონაკლისი არც ამჯერად ყოფილა. მოხდა ის, რაც უნდა მომხდარიყო.

ჩვენ ძალიან მწარე მარცხი ვიწვნიეთ პორტუგალიასთან შეხვედრაში და თავისუფლად შეიძლებოდა, ეს მარცხი არ ყოფილიყო, რომ არა... მსაჯი.

- U19. საქართველო-პორტუგალია 0:1 - დასანანი მარცხი [VIDEO]

გასაგებია, რომ არბიტრს თავისუფლად შეეძლო, არ დაენიშნა 11-მეტრიანი ჩვენს კარში, მაგრამ საფეხბურთო კანონზომიერება გვეუბნება, რომ პორტუგალია ჩვენზე ძლიერი გუნდია.

ყველაფერს თავი დავანებოთ და, ჯერ მარტო საკადრო რესურსს გადავხედოთ. პორტუგალიელი ფეხბურთელები უკვე სხედან "ბენფიკას", "პორტუსა" და "ვესტ ჰემის" სათადარიგოთა სკამზე. სამწუხაროდ, მათი საკლუბო აწმყო ბევრად უკეთესია იმ ქართველი მოთამაშეებისაზე, რომლებიც დღეს საქართველოს ჩემპიონატის გუნდების ძირითადში თამაშობენ.

ჩეხეთის ნაკრებზეც იგივე ითქმის. თავად ვარ ნამყოფი ამ შუაევროპულ ქვეყანაში და კარგად ვიცი, რამხელა ყურადღება ექცევა იქ ფეხბურთელების ფიზიკურ მომზადებას. ჩემი აზრით, ჩეხეთთან გადამწყვეტ შეხვედრაში საქართველოს ნაკრების მარცხის მთავარი მიზეზი იყო ის, რომ ფიზიკურად ვერ გავძელით.

ამასთან, გამოჩნდა კიდევ ერთი პრობლემა, რასაც ცალკეულ ფეხბურთელებზე ზედმეტი დამოკიდებულება შეგვიძლია ვუწოდოთ. როცა საქართველოს ნაკრების ერთ-ერთ ლიდერ გიორგი ჩაკვეტაძეს თამაში არ წაუვიდა, გიორგი არაბიძის გარდა, კაცი არ გამოჩნდა ჩვენს გუნდში, საკუთარ თავზე რომ აიღებდა თამაშს.

ასეთ შემთხვევაში, სამწვრთნელო შტაბს ვარირების მეტი საშუალება ექნებოდა...

სამწუხაროდ, საქართველოს ნაკრებს, მის ლიდერებს არ აღმოაჩნდათ საკმარისი ფიზიკური მომზადება იმისთვის, რომ თანაბრად ჩაეტარებინათ სამივე შეხვედრა. ეს არამც და არამც არ არის ნაკრების სამწვრთნელო შტაბის ბრალი. გნებავთ, პირდაპირ და გნებავთ - ირიბად, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენს კლუბებში ფიზმომზადება არ დგას ისეთ დონეზე, როგორზეც უნდა იყოს.

მწვრთნელები

რა თქმა უნდა, სამწვრთნელო შტაბს ჰქონდა შეცდომები, მაგრამ პირადად მე მარცხის უმთავრეს მიზეზად მათ ვერ მივიჩნევ. თუნდაც ჩეხეთთან მატჩი რომ ავიღოთ, ალბათ, ცოტა დაგვიანდა შეცვლები და ჩვენი ლიდერების, ჩაკვეტაძისა და არაბიძის ცენტრში შეწევა, მაგრამ ეს მაინც არ იყო გადამწყვეტი ფაქტორი.

მე უფრო სხვა რამ მაინტერესებს - არ ვიცნობ ამ თაობას ძირისძირამდე და უნდა ალალად ვიკითხო: ნუთუ, არ იყო თუნდაც გაფართოებულ სიაში ტანმაღალი, "მოჭიდავე", გნებავთ, "ტარანის" ტიპის ფორვარდი, რომელიც ჩეხების მაღალ, ხისტ და ათლეტურ მცველებთან საჰაერო ორთაბრძოლებისას წარმატებით "იჭიდავებდა"?

გიორგი კოხრეიძის სასაყვედუროდ ენა ვის უნდა მოუბრუნდეს? ბიჭმა მთელი გული და სული ჩადო ყველა თამაშში, ოღონდ, ეგ არის, რომ მას თუნდაც აღნაგობის გამო ვერ მოსთხოვდი ათლეტურ ჩეხებთან თანაბრად ბრძოლას "მეორე სართულზე". ტანმაღალი ფორვარდის არყოფნამ ფლანგების აქტიურობაც წყალში ჩაყარა.

ისე, ერთ კენჭს კი ვისვრი ჩვენი სამწვრთნელო შტაბის ბოსტანში: ჩეხების მეორე გოლის მსგავსს დღევანდელ ფეხბურთში, პრაქტიკულად, აღარავინ უშვებს და ეს არის სხვა არაფერი, თუ არა - კონცენტრაციის დაკარგვა.

სხვა მხრივ, მე ვნახე მწვრთნელთა გუნდი, რომელმაც იცოდა, რა უნდოდა. საქართველოს ამ ნაკრებმა კი ორ შეხვედრაში ითამაშა ისეთი ფეხბურთი, როგორიც კარგა ხანია, აღარ უთამაშია არც ერთ ქართულ გუნდსა თუ ნაკრებს...

როცა მთავარი შედეგი არ არის...

რა თქმა უნდა, როცა საქართველო მასპინძლობს ევროპის ჩემპიონატს, როცა იმ ჩემპიონატზე შენი ქვეყნის ნაკრები თამაშობს და ორ შეხვედრას კარგად ატარებს, ბუნებრივად ითხოვ შედეგს. გინდა თუ არა, ის პირველ პლანზე გამოდის. ასეა დღევანდელ საქართველოში, სადაც ძალიან, ძალიან გაგვიძვირდა საფეხბურთო წარმატებები.

არადა, ყველა ქვეყანაში, მათ შორის - მთელ საფეხბურთო ევროპაში, იუნიორთა ნაკრებების ასპარეზობას ერთი მთავარი დატვირთვა აქვს - მოუმზადონ ფეხბურთელები ეროვნულ ნაკრებს. თუ ეს მისია სრულდება, ნაკრები წარმატებულად ითვლება.

სპეციალურად ჩამოვწერე გერმანიის ნაკრების იმ ფეხბურთელთა გვარები, რომლებიც, ჩვენი არ იყოს, ჯგუფში ჩარჩნენ. რამდენიმე წლის მერე უნდა შევამოწმო, მაგრამ ეჭვი ამაში არც ახლა მეპარება - გერმანელები ამ თაობასთან ბოლომდე გააგრძელებენ მუშაობას, განავითარებენ ერთი შეხედვით საშუალო ნიჭის ბიჭებს და რამდენიმე მათგანი წლების შემდეგ აუცილებლად მოხვდება ქვეყნის მთავარ გუნდში...

ჩვენ ამ მხრივ უკეთესი მდგომარეობა გვაქვს. ჩემი აზრით, თუ ასაკის თემას, რომელსაც ყველა მწვრთნელი თავისებურად უყურებს, გვერდზე გადავდებთ, მგონია, რომ არაბიძე და მისი სეხნია ჩაკვეტაძე უკვე მზად არიან საქართველოს ნაკრებში სათამაშოდ. ცოტაც და, ამისთვის მზად იქნება კიდევ ერთი - გიორგი კუცია. ეს უკვე კარგია, ეს უკვე ამართლებს ამ ნაკრების არსებობას.

რა თქმა უნდა, ყველანი ძალიან ბედნიერები ვიქნებოდით, ჩეხები რომ დაგვემარცხებინა, მაგრამ მხოლოდ შედეგზე ნუ გავაკეთებთ აქცენტს და იმ მთავარზეც ვფიქროთ, რასაც იდეაში ემსახურება ასაკობრივი ნაკრებების არსებობა ნებისმიერ ქვეყანაში.

ასე რომ, ამ ძალიან სიმპათიური გუნდის ნაღვაწი ევროფორუმზე მხოლოდ შედეგით არ უნდა განისაზღვროს. მეორეც: გულზე ხელი დავიდოთ და ვთქვათ - განა, ამდენს ველოდით?!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• vaso

კუცია რო მაგარია, რად უნდა მაგას მტკიცება და ლაკვეხელიანი რატო არ ახსენეთ, ის ყველაზე საჭირო კაცია დიდ ნაკრებში და სექტემბერშივეა ნაკრებში მისაწვევი. ცენტრფორვარდით რომ ეტამაშა ყიფიანს, ჩაკვეტაძეს მეტი სივრცეც მიეცემოდა და ვფიქრობ გოლიც გარდაუვალი იყო. 100 პროცენტიან მოსაგებ თამაშზე ფორვარდის გარეშე? საფეხბურთო ლოგიკას მოკლებულია. მჭვრთნელის სიფრთხილე და შიში ბიჭებსაც გადაედო. გუნდი ნახევარ ფინალში უნდა გასულიყო და დარწმუნებული ბრძანდებოდეთ, ინგლისსაც გაივლიდა , რადგან გახსნილ თამაშში რასაც ინგლისი ტამაშობს, ჩვენ ტექნარებს, ვერაფერი შეაკავებდა. მინიმუმ 3 კაცი ნაკრებშია დასაძახებელი

• giga

კოხრეიძეს პატრონი ყავდა ვინ კითხულობდა მის სიმაღლეს ქავთარაძე დატოვეს კოხრეიძე ჯობია მაგას ვინ უყურებს ყიფიანმა ასიამოვნა პატრონიანებს და მიიღო ფიზიკურობა და გამძლეობა უკანა პლანზეა ვინ ვისია ესაა მტავარი ყველა შეკრებაზე სხვადასხვა ხალხი ყავდა ბოლოს ეს დარჩაკოხრეიძეს კი არ ვიწუნებთ ჩეხების მცველებთან რას გახვდებოდა თავისი ფიზიკურობით

• rexeli

მეც ვეთანხმები გიგას ეს კომენტატორები ნერვებზე თამაშობენ აქებენ და ადიდებენ როცა გუნდი აგებს არადა ცხონებული ეროსის არ იყოს მკვდრებმა აღმართეს კედელი

• krazana

ზურა-ს, 1-2 რაგბისტი ჩართეთ და ფიზიკურად გაძლიერდებით

• sos

ვეთანხმები გიგას, სამტრედია 3-0 აგებდა და რეპორტაჟის წამყვანები ქებას არ იშურებდნენ სამტრედიის მიმართ, საბოლოო შედეგი კი 5-0 დაფიქსირდა

• kako

25 წელია დაპირებებით იკვებებით და კიდევ 25-ს დაელოდეთ, შეიძლება 25 წლის შემდეგ რამეს მიაღწიოთ

• 999

ბიჭებს და მწვრთნელს ნუ დააბრალებთ მე დამაბრალეთ მე, ვაი თქვენს პატრონს?

• მურთაზი

ვურჩევ ყველა მართლა ნიჭიერი ბავშვების მშობლებს წაიყვანეთ თქვენი ბავშვები სავარჯიშოდ აზერბაიჯანში-იქ ბევრად უკეთესი მწვრთნელები ყოფილან, ჩვენებმა მხოლოდ ტრაბახი იციან.

• ზურა

რა უშლის ხელს ქართველ ფეხბურთელებს ფიზმომზადებაში უკეთესად რომ მოემზადონ? ამას ხომ დიდი ფული არ სჭირდება უბრალოდ მონდომება. აფრიკული გუნდები ერთ კაცს ვერ ატყუებენ და მარტო ფიზმომზადების ხარჯზე იგებენ

• კოლი

მაურინიომ ლუკაკუ და ლინდელეფი იყიდა 120 მილიონად და კიდევ ითხოვს 100 მილიონ ევროს ნახევარდაცვის გასაძლიერებლად, ძაან გაგვიჭირდება მომავალ სეზონზე მაგათთან თამაში

• gaga

ბატონ ალეკოს გასაგონად.ერთხელ მაინც დაადანაშაულეთ ქართველი მწვრთნელი წაგებულ თამაშში.ეს რა გჭირთ ხალხო,ამას ეძახით თამაშის ანალიზს და სპორტულ ჟურნალისტიკას?სპორტული ჟურნალისტების ცეცხლივით ეშინიათ ნებისმიერ ქვეყანაში ნაკრების მწვრთნელებს,თქვენ კი დარწმუნებული ვარ პირად საუბრებში მწვრთნელს იმასაც კი ეტყოდით რა შენი ბრალიაო

• giga

არაბიძე კიდე უნდა შეეშვას ჯარიმებზე ჩალიჩს.

• murtalo

მიუხედავად იმისა, რომ ავტორს ბევრ რამეში ვეთანხმები, სტატია მაინც არასრულყოფილად მიმაჩნია და პრაქტიკულად ჩვენი ნაკრების თამაშის გარჩევა სრულყოფილად ჯერ არ მომხდარა...ჩაკვეთაძე ნამდვილად ტალანტია, მაგრამ პირველი ნაკრებისათვის ჩემი აზრით ლაკვეხელიანი უფრო მომწიფებულია. მით უმეტეს, რომ მის პოზიციაზე უფრო გვიჭირს და მის ფიზიკურ შესაძლებლობებზე კი მხოლოდ კარგის თქმა შეიძლება. ლაკვეხელიანი და არაბიძე(ლამის კუციაც) ფიზიკური მომზადებით გამორჩეულნი იყვნენ. არაბიძის არ მიკვირს შახტარიდან გამომდინარე, აი ლაკვეხელიანი კი ნამდვილად სასიამოვნო აღმოჩენაა.

• ირაკლი

ვეთანხმები ავტორს რომ მთავარი მიზანი ახალგაზრდა ფეხბურთელების აღზრდაა და გამარჯვება შეიძლება არ იყოს ერთადერთი მიზანი, მაგრამ: ვფიქრობ უკეთ გამოსვლა შეიძლებოდა, რო არა მწვრთნელთა მოქმედება. ჩეხეთათა თამაშში ჩანდა რომ ვეთამაშებოდით გუნდს, რომელიც ტექნიკური არსენალით ბევრად ჩამოგვრჩებოდა, სამაგიეროდ მწვრთნელის დავალებების შესრულებით და დისციპლინით, მთელი თავით აღგვეატებოდ - თამაშობდა მარტივ ფეხბურთს და ელოდა შანსს. ქართველები ძალიან ბევრს ათრევდნენ ბურთს, ფლანგზე ინდივიდუალური გარღვევების შემდეგ ჩაწოდებისას წინ არავინ მიყვებოდა და ხვდებოდა რომ ჩაეკეტა და ა.შ რაც მწვრთნელის ბრალია უპირველეს ყოვლისა!

• sandro

amis avtors saertod gaegeba pexburtis? me rom sheni uprosi viyo arasdros ar imushavebdi sportul tan pexburtshi... iyavit da wmindet erti adgili (aba cud bichat xom ar gamova, mere jurnalistebs ezaxian etrmanets:))))), gundma chaisvara tavis mwtvrelit, ramnishvneloba akvs bizia jurnalisto erteul shen magalitebs, ra boztanshi kenchi, lodebi unda isrolo she ubeduro da mtavari, unda gadadges treneti!!!!! ro izaxi me vigeb mtialad pasuxismgeblobaso, magi biza nishnavs rom gadadge, magram skartveloshi pasuxismgebloba axlobblobaze da pulze gadis!!!!! ar daigalet erti adgilis lokvit ha? SHEDEGI ARARIS MORCHA!!!!!

• S.P

erti rame ver viscavled samcuxarod miuxedavad amdeni magalitisa. ar heidzleba amdeni qeba dideb am axalgazrda nihieri bìhebis,amit vgupavt mat da amis uamravi magalitia qartul fexburthi.

• უკმაყოფილო გულშემატკივრების საყურადღებოდ!

ამ სტატიის მიხედვით ისე გამოდის, რომ ვინც ჩვენი ნაკრების წარუმატებელი გამოსვლის გამო გამოთქვა უკმაყოფილება, ან ფეხბურთის გაგებაში არ არის, ან კიდევ სხვა თამაშებს უყურა. ყველაფერი ძალიან კარგად ყოფილა და ტყუილად გვინერვიულია თურმე. მაგრამ რა ვუყოთ პასუხგაუცემელ კითხვებს, რომელიც აწუხებს ნამდვილ გულშემატკივარს: რატომ არ ჩატარდა სელექცია ისე, რომ სათადარიგო სკამზე 2-3 ფეხბურთელი მაინც ყოფილიყო თამაშის თავის თავზე ამღები და ფიზიკურად მომზადებული? რატომ არ იქნა სამწვრთნელო შატბის მიერ გაანალიზებული წინა შეხვედრები და ჩვენი ფეხბურთელების შესაძლებლობები სწორი ტაქტიკის განსაზღვრისთვის, რათა გადამწყვეტი მატჩი ღირსეულად ჩაგვეტარებინა? ამ ყველაფერზე უნდა გაიცეს არგუმენტირებული პასუხები. რაც შეეხება ჩვენს ფეხბურთელებს, მათ არავინ ადანაშაულებს, მათ ასეთ პირობებში შეუძლებელიც კი შეძლეს, რისთვისაც დაიმსახურეს აპლოდისმენტები და გულშემატკივრის სიყვარული, რასაც ვერ ვიტყვით მწვრთნელებსა და ანალიტიკოსებზე (თუ ასეთები ყავდა ნაკრებს).

• კახა

დიდი მადლობა ბიჭებს და მომავალშიც წარმატებები! თუმცა, თუ ამ ბიჭებს სურთ, რომ დიდი ფეხბურთი ითამაშონ წარმატებით და ჩვენც გაგვახარონ, სასწრაფოდ უნდა გამოასწორონ შემდეგი (ფიზმომზადებაზე აღარაფერს ვამბობ, ეს თავისთავად); და ამაში კვალიფიციური მწვრთნელები უნდა დაეხმარონ პირველ რიგში: 1. არ შეიძლება ბურთის უაზრო თრევა; 2. წინ სწრაფად წასვლის შიში, როცა წინ თავისუფალი სივრცე გაქვს, 3. გადამწყვეტ მომენტებში დიდხანს ფიქრი და ზანტი მოქმედება, 4. უკან პასის მიცემა მაშინ, როცა პასის მიმღები შენს კართან ახლოს არის და შენზე უარეს მდგომარეობაში თუ არა, შენნაირ მდგომარეობაში მაინც არის (მეტოქის თავდამსხმელებით გარშემორტყმული); მაგას ჯობია წინ ძლიერად და უმისამართოდ მოგერიება, 5. როცა დაცვაში ხარ, მითუმეტეს კარის სიახლოვეს, მოწინააღმდეგე თავისუფალი არ უნდა დატოვო, მათ შორის სტანდარტების დროს (ჩეხებთან ორივე გოლი ამის შედეგი იყო). 6. როცა ერთი კაცი წინ მირბის და მეტოქის კარს უახლოვდება, გვერდზე აუცილებლად უნდა გაყვეს მინიმუმ 1 მაინც (იდეალურად - 2 კაცი), რომ საჭიროების შემთხვევაში დროულად მისცეს პასი უკეთეს პოზიციაზე მყოფ თანაგუნდელს, და არ დაიწყოს 3 კაცთან "მატაობა", რასაც გარანტირებულად მოჰყვება ბურთის დაკარგვა (რამდენი "აღმაფრთოვანებელი" ფინტი ვნახეთ ჩვენების შესრულებით, თუმცა რად გინდა?!). ეს რაც უცებ გამახსენდა უბრალო გულშემატკივარს... თუ სხვებიც დაამატებთ კარგი იქნება.

• goga

და რატომ უნდა გავდსულიყავით?

• დემე

თავს ნუ იტყუებთ კარგი გუნდი გვყავსო.სამიდან ორს რომ წააგებ, თანაც აშკარად რომ ჩანს ფიზიკური სისუსტე, თამაშის ტაქტიკური გაუმართაობა რომელ წარმატებაზე შეიძლება საუბარი.

• toko

სწორი ანალიზია ჩვენი ჩემპიონატის დონის ბრალია უმთავრესად

• giga

მარტო ქართველს აქვს უმაღლესი ხელვნების დონეზე აყვანილი წაგებების გამართლება.

• კახა

არავის ბრალი არ ყოფილა...რა უნდა ავტორს? სიმართლე ჟურნალისტის მოვალეობაა მესმის საქართველო პატარა ქვეყანა ყველა ყველას იცნობა არ გვინდა გავანაწყენოთ არც მწვრთნელი და მისი ახლობლები და არც ფეხბურთელები და მათი ახლობლები შეიძლება უარესი გვეშინია კიდეც და ვერიდებით ზედმეტ თავისტკივილს და ამან ყველაფერმა სადამდეც მიგვიყვანა სახეზეა ეს აბსურდული სტატია სასაცილოა სატირალი რომ არ იყოს. მე გეტყვით ყიფიანმაც ვერ ივარგა არაბიძეს თავში ავრდნის ნიშნები აქვს ჩჩაკვეტაძე გადაწვით ამდენი ქებით და ყარაულის თოფის სინდრომს ვერ იშორებთ შვედებთან უკვე ჩანდა ნიშნები მიგვაჯაჭვეს კაი ხნით კარებს.ერთი რა გახდა როგორც ცივილურ ქვეყნებშია ყველა ფეხბურთელს დაუწეროთ შესაბამისი ქულა თამაშის მიხედვით ეს ფედერაციამ უნდა გააკეყოს თორემ ობიექტურ ჟურნალისტს სანთლით რო ეძიო ვერ იპოვი.

bicho ak cagebaze arari eg pexburts ar gavda chexettan da mere daickes tavis martlebebi ramdeni xalxi movidao... karoche tviton arician ra undat da azri mainc kvela ucxoetshi cava umetesoba makedan da kvlav azerebi gaukrian umaglesi ligis gundebs:))))))))))))))!

"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა

"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი

შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?

პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს

მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო

კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია

ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა

ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს

როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა

"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ

ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს

ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით

ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა

"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა

ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა

გატუზო თავის სტიქიაშია - ზოგს წაუთაქა, ზოგს სილა გააწნა

დუე და დემბელე ლაზარეთში, ლუის ენრიკე საოპერაციო მაგიდაზე - რა ხდება პსჟ-ში?

ბულგარელთა მწვრთნელი: შეგვიძლია ის დანაკლისი აღმოვფხვრათ, რაც ჩვენი და საქართველოა ნაკრების ფეხბურთელების ხარისხს შორისაა

დავითაშვილი: ასეთები ხდება, მთავარია, ახლა არ გავიმეოროთ

სანიოლი: ისე ხდება, როგორც სკოლაში - გვირჩევნია ახალ ტაქტიკაზე ახლავე გადავეწყოთ

ანრის გაუთანაბრდა - მბაპე საფრანგეთის ნაკრებში ყველა დროის რეკორდისკენ მიდის

მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!

გიორგი კუცია კარიერას "რაბოტნიჩკიში" გააგრძელებს

ვასილ მაისურაძე: ვთვლი, რომ ღირსეულად ვითამაშეთ

ვაჟთა ასაკობრივი გუნდების წილისყრა ნიონში

გიორგი კოხრეიძემ "გრენობლთან" კონტრაქტი გაწყვიტა

"შეგვიძლია კონფერენსლიგის ჯგუფურ ეტაპზე გასვლა" - რა ითქვა "ბაშაქშეჰირთან" მატჩის წინ

კოხრეიძე, გერმანელი ნახევარმცველი და ახალგაზრდა მეკარის დაბრუნება - "ტორპედომ" სამი ტრანსფერის შესახებ გვამცნო

გიორგი კოხრეიძე "საბურთალოში" დაბრუნდა

[ოთხშაბათის საკითხავი] ოქრის დაბრუნება

გადადის ჩაკვეტაძე "ვალენსიაში"? - მედიაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაციები ვრცელდება

"ქართველებო, რასაც დღეს აკეთებთ, გმირობაა!" - კუციამ უკრაინული კლუბის მეშვეობით, ჩვენს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებზე მიმართვა გაავრცელა

არაბიძის ბრწყინვალე მატჩი - ქართველმა შემტევმა სამხრეთ კორეის ჩემპიონატში დუბლი შეასრულა [VIDEO]

ლევან კობიაშვილი: ვთვლი, რომ ჩვენ ამ ყველაფერს ღირსეულად გავართვით თავი

"უოტფორდი" ისევ დამარცხდა და თასიდან გამოვარდა

კლასი და უკლასობა, შიში თბილისის "დინამოს" მიმართ და მთავარი სიახლე სახო - ქართული კლუბები ევროტურნირებზე

[ოთხშაბათის საკითხავი] ლუკას ამბავი

U19 | მონტენეგრო 2:1 საქართველო

დღეიდან მბაპე ჩემპიონთა ლიგის მოგებას "რეალთან" ერთად ეცდება - ქართველების მატჩები, ვაკო და არაბიძე აზიაში...

Geo Team: "ბაიერნის" ფეხბურთელს საქართველოს 19-წლამდე ნაკრებში უხმეს

U19. ევროპის ჩემპიონატი: ღირსეული და დამსახურებული [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ხომ არ ვჩქარობთ?

[ოთხშაბათის საკითხავი] რომ არ ვიყოთ მხოლოდ ლანდი...

არაბიძემ კორეულ კლუბს ფიფაში უჩივლა და 2.88 მილიონს მიიღებს

სანქცია: უეფამ საქართველო აშკარად დაინდო!

ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატმა საქართველოს 33 მლნ ლარი მოუტანა!

საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა ლიეტუვა დაამარცხა [VIDEO]

[ოთხშაბათის საკითხავი] ჩვენი ბიჭობის ამბავი

19-წლამდელები საბერძნეთს უმასპინძლებენ - შემადგნელობა და მატჩების განრიგი

ელიო სოუზა: ამისთვის მადლობა უეფას და ქართულ მხარეს

ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" გადასვლა დღითიდღე არარეალური ხდება - როგორ აფასებენ ტრანსფერის შანსებს?

უეფამ გიორგი არაბიძე ევროპის 19-წლამდელთა ჩემპიონატის აღმოჩენებში შეიყვანა

19-წლამდელების შემადგენლობა ნოემბრის მატჩებისთვის

[ოთხშაბათის საკითხავი] ვისია ეს სია? რბილად რომ ვთქვათ, უცნაურია...

ჩაკვეტაძის გარეშე - "უოტფორდმა" სეზონში პირველი გამარჯვება მოიპოვა

"სრულიად ჯანმრთელი ვარ. აღარაფერი მაწუხებს, მზად ვარ სათამაშოდ და ძალიან მიხარია" - გიორგი კოხრეიძე

ოფიციალურად: გიორგი კუცია "რაბოტნიჩკის" ფეხბურთელია

საფრანგეთში გიორგი კოხრეიძის დებიუტი შედგა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

მიგინეიშვილი და კუცია თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

არაბიძე: რამ შემიშალა ხელი დიდი ფეხბურთის თამაშში - "უფრო ცხოვრებისეულ პრობლემებზე ვფიქრობდი"

კუცია და ჩხეტიანი თბილისის "დინამოში" დაბრუნდნენ

Geo Team: არის პირადი კონტრაქტი - ჩაკვეტაძის "ვალენსიაში" ტრანსფერი ბოლომდეა მისაყვანი

ოფიციალურად: არაბიძე "ულსან ჰიუნდაის" ფეხბურთელია