ცხოვრება ასეთია, ჯერ კიდევ გუშინწინ "ბარსელონას" ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი ჯან-ღონით აღსავსე გვეგონა

ცხოვრება ასეთია, ჯერ კიდევ გუშინწინ "ბარსელონას" ფრანგი მცველი ერიკ აბიდალი ჯან-ღონით აღსავსე გვეგონა, ჯერ კიდევ გუშინ, მან ბარსელონას კლინიკაში ღვიძლის სიმსივნის ოპერაცია გაიკეთა, მაგრამ კატალონიურ კლუბში უკვე გამოძებნეს მისი შემცვლელი - "ბარსას" სარეზერვო გუნდის მცველი ანდრეუ ფონტასი.

ხოსეპ გვარდიოლამ უკვე გააკეთა ერთი ცვლილება, რომლის შესახებაც "ბარსას" ვიცე-პრეზიდენტმა ხოსეპ მარია ბარტომეუმ ოფიციალურად დაადასტურა - ფონტასი გადაყვანილია პირველ გუნდში: "სანამ ერიკ აბიდალი გუნდს დაუბრუნდება ფონტასი გვარდიოლას განკარგულებაში იქნება. ის სეზონის ბოლომდე მხოლოდ პირველ გუნდში ივარჯიშებს, თუმცა, შესაძლოა, სათამაშო პრაქტიკის მისაღებად ბ-ში ითამაშოს ხოლმე".

სხვათა შორის, ეს პირველი შემთხვევა არაა, რაც გვარდიოლამ 22 წლის მცველი დააწინაურა: ამ სეზონში ფონტასმა უკვე აისრულა ოცნება, ითამაშა ლა ლიგაშიც, თასზეც და ჩემპიონთა ლიგაშიც. ფონტასი ამ სამ თამაშში ბრწყინვალედ წარმოჩინდა, "სეუტასთან" თასზე საიმედოდ გაისარჯა, "ალმერიასთან" ჩემპიონატში საგოლე პასის ავტორი გახდა, ხოლო "რუბინის" კარში ლიგაზე, სულაც გოლი შეაგდო.

უკვე გუშინ დილით ფონტასი პირველ გუნდში ვარჯიშობდა და დიდი შანსია, "ხეტაფესთან" მატჩში მარცხენა ცენტრალურ მცველად მოუწიოს თამაში.

ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
მთავარი კანდიდატია - "აიაქსი" მომავალი სეზონიდან შესაძლოა, მიჩელმა გაწვრთნას
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა