თბილისის "აკადემია", შეიძლება ითქვას, ყველაზე უცნაური გუნდია. შარშან მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და საპლეიოფო ოთხეულში ადგილი მხოლოდ ბოლო ორ ტურში დათმო...
თბილისის "აკადემია", შეიძლება ითქვას, ყველაზე უცნაური გუნდია. შარშან მთელი სეზონის განმავლობაში ლიდერთა შორის იყო და საპლეიოფო ოთხეულში ადგილი მხოლოდ ბოლო ორ ტურში დათმო. ამ მეტად თვითმყოფად, საკმაოდ საინტერსო გუნდისგან წლეულს უფრო მეტს ველოდით, თუმცა შედეგი შარშანდლისგან რადიკალურად განსხვავებულია.

"აკადემიამ" საქართველოს ჩემპიონატის პირველ წრეში მხოლოდ ორი მატჩი მოიგო და სატურნირო ცხრილში მე-6 ადგილზეა. პარადოქსია, მაგრამ, გუნდი, რომელსაც რეალურად შესწევს ძალა, მედლებისთვის იბრძოლოს, უმაღლეს ლიგაში დასარჩენად იბრძვის. აკადემიელებმა თავი ვერც თასის გათამაშებაში გამოიჩინეს, ასპარეზობას მეოთხედფინალიდან გამოეთიშნენ. ყოველივე ამის მიზეზებზე "აკადემიის" მთავარ მწვრთნელ პაატა ნარიმანაშვილს ვესაუბრეთ:

- შეიძლება გაგიკვირდეთ, მაგრამ "აკადემია" წლეულს უკეთაა მომზადებული, ვიდრე შარშან. უბრალოდ, ფორტუნამ ზურგი გვაქცია. ფატალურად არ გვიმართლებს. არადა, წესით, ახლა ლიდერთა შორის უნდა ვიყოთ.

- მაშინ რით აიხსნება ის ფაქტი, რომ გუნდს შარშან უკეთესი შედეგი ჰქონდა?

- ალბათ, იმით, რომ სხვა გუნდებიც პროგრესირებენ. მინდა, აღვნიშნო, რომ სათამაშო დონემ აშკარად მოიმატა. საკმაოდ სერიოზული პროგრესი აქვთ "აიას", "ვისოლი\ყოჩებს", "არმაზს". მათთან მოგება ძალიან გაჭირდა.

ჩვენ თავი შეიძლება იმით ვინუგეშოთ, რომ პირველ წრეში ორი მატჩი მოვიგეთ და ორივე სტუმრად, უშუალო კონკურენტებთან ბათუმსა და რუსთავში. ეს ოპტიმიზმის საფუძველს გვაძლევს. იმედია, მეხუთე ადგილისთვის ბრძოლას შევძლებთ. საპლეიოფო ოთხეულში მოსახვედრად კი ყველა თამაშის მოგებაა საჭირო, რაც, ცხადია, არარეალურია.

- თქვით, გუნდი წლეულს უკეთაა მომზადებულიო, რას გულისხმობთ?

- გუნდის ფიზიკური კონდიციები წლეულს უკეთესია. შარშან მატჩის ბოლოს ვიღლებოდით და მანამდე მოპოვებულ უპირატესობას ვანიავებდით. ამჟამად საქმე პირიქითაა, ძალა ბოლომდე გვყოფნის და მეტიც, მეტოქეებს მატჩის მიწურულისკენ დიდ პრობლემებს ვუქმნით, ერთი ეგაა, ამ უპირატესობის რეალიზებას ვერ ვახერხებთ. როგორც ჩანს, ამ მხრივ ბევრი სამუშაო გვაქვს. მეორე წრეში, ვფიქრობ, უფრო საინტერესო თამაშები იქნება, თუმცა უინტერესო არც პირველი წრე იყო.

- საქართველოს თასის გათამაშებაში "აკადემია" მეოთხედფინალში დამარცხდა. შედეგი დამაკმაყოფილებლად ვერაფრით ჩაითვლება...

- მეოთხედფინალში ძლიერ მეტოქესთან, "ლოკომოტივთან" დავმარცხდით. მარცხს ობიექტური მიზეზები ჰქონდა. ჩემპიონატის ბოლო ოთხი ტური დაძაბულ რეჟიმში, ყოველ ხუთ დღეში ერთხელ ვითამაშეთ და გუნდი ფიზიკურადაც და ემოციურადაც გადაიღალა. თან აქვე ისიც უნდა აღინიშნოს, რომ თასის გათამაშებაზე ძირითად აქცენტს არც ვაკეთებდით.

- თუმცა შვიდკაცა რაგბის ჩემპიონატში "კადემიას" ურიგოდ არ უთამაშია...

- დიახ, კმაყოფილი ვარ. აქ ჩვენი მიზანი საუკეთესო ათეულში მოხვედრა იყო, რათა ფინალურ ეტაპზე თამაშის საშუალება მოგვცემოდა. პირველ ეტაპზე მესამე ადგილი დავიკავეთ, მეორე ეტაპზე კი ტრავმების გამო ძირითადი გუნდის გამოყვანა ვერ შევძელით და მეექვსე ადგილზე გავედით. დასახულ მიზანს მივაღწიეთ, ფინალურ სტადიაზე მოვხვდით და იქ უკვე გამარჯვებისთვის ვიბრძოლებთ.

- რამდენად სასარგებლოა გუნდისთვის შვიდკაცა რაგბის შეჯიბრებებში მონაწილეობა?

- შვიდკაცა რაგბი, ცხადია, ზოგადად კარგია, მაგრამ გააჩნია, ტურნირს როდის ჩაატარებ. პირველი ეტაპი საქართველოს ჩემპიონატის დაწყების წინ ჩატარდა და შესანიშნავი გამოვიდა. საშუალება მოგვეცა გვენახა, ვინ როგორ ფორმაში ხვდებოდა ჩემპიონატს. მეორე ეტაპი კი ისეთ დროს გამართეს, როცა თასის გათამაშებაც და ჩემპიონატის პირველი წრეც დამთავრებული იყო. ამას ჩვენთვის სახეირო არაფერი მოუცია.

- ახლა სატრანსფერო ფანჯარა ღიაა. "აკადემიაში" სერიოზული ცვლილებებია მოსალოდნელი?

- არა, ცვლილებები მოსალოდნელი არ არის. გუნდიდან არავინ მიდის. დამატებითაც, ალბათ, ვერავის დავიმატებთ. ჩვენ კლუბი ერთ-ერთია საქართველოში იმათ შორის, ვინც მხოლოდ საკუთარი აღზრდილებით გადის ფონს. ერთი ეგაა, პირველ ხაზში გვიჭირს ძალიან. ახალ თაობაში არავინ გამოჩნდა ისეთი, ვინც ამ ხარვეზს შეგვივსებდა. რა უნდა ვქნათ, გავაგრძელებთ მუშაობას და ვეცდებით, კარგი პირველხაზელები გავზარდოთ.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

Gaga
Rineris cocari sheboche
შაკო
უხ, რას შევბოჭავდიი!!!
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" საქართველოს ჩემპიონია!
crocobet დიდი 10 | ნიკა ამაშუკელი ფინალურ მატჩს მეხუთედ იმსაჯებს
crocobet დიდი 10 | "ბათუმი" მეექვსედ თუ "არესი" პირველად
ტრაპიზონში საგიჟეთია - სალაჰს 25 ათასი ფანი დახვდა
18-წლამდელები სამხრეთ აფრიკაში ჩავიდნენ
ტყვიის სროლა. დიდი წარმატება ვროცლავში
კვლავ აფრიკაში - ერვე რენარი ნაცნობ ადგილას დასაქმდა
კონტრაქტს ჯერ არ გაუგრძელებენ, მაგრამ რჩება - "ინტერმა" ჩალღანოღლუსთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღო
ხანგლძრივი მოლაპარაკებების შემდეგ, "არსენალმა" ბრუნო გიმარაეში შეიძინა
Hisense წარმოგიდგენთ გზავნილს „ინოვაციები უკეთესი ცხოვრებისათვის“ FIFA-ს 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე
20 წ. | საიმონ კიბლი: საქართველომ გამორჩეულად წარმატებული ტურნირი ჩაატარა
ქართველი მსაჯები ევროპა ლიგის მატჩს განსჯიან
[VIDEO] მძიმე მატჩი, შედეგი სასურველი - "იბერია 1999"-ს მომდევნო რაუნდში გასვლის კარგი შანსი აქვს
"ლარნესთან" მატჩში "იბერია 1999"-ის შემადგენლობა ცნობილია
ნორვეგიის ნაკრების მეკარე "ლაიფციგში" დაბრუნდა
ოფიციალურად: საბა საზონოვი “ხეტაფეს” ფეხბურთელია
ჩატარდება თუ არა დღეს "ლარნესა" და "იბერიას" მატჩი - ქართულმა გუნდმა ინფორმაცია გაავრცელა
ალისონმა მუნდიალის შემდეგ 5 კვირა დაისვენა და "ლივერპულს" დაუბრუნდა
ნიკა ამაშუკელი სამხრეთ აფრიკაში - ხუთი მატჩი "ოლ ბლექსის" ისტორიულ ტურნეზე
გადადის თუ არა ფერან ტორესი პსჟ-ში?
მამისა და შვილის სხვა განცხადება - ნეიმარი ბრაზილიის ნაკრებში კიდევ ითამაშებს?
"რეალმა" ვინისიუსს წლიურ გასამრჯელოდ 22 მილიონი შესთავაზა - ბრაზილიელი მეტს ითხოვს
"ბარსელონამ" ტერ შტეგენი "აიაქსში" გაუშვა