ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• სხვადასხვა
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

ამერიკას მომავალი არ აქვს?

ამერიკას მომავალი არ აქვს?

ინდიან უელსში მიმდინარე ორმა სუპერტურნირმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამერიკული ჩოგბურთის პრობლემები.

ინდიან უელსში მიმდინარე ორმა სუპერტურნირმა კიდევ ერთხელ გამოაჩინა ამერიკული ჩოგბურთის პრობლემები. მამაკაცებს შორის მეოთხედფინალში არც ერთი მასპინძელი ჩოგბურთელი არ არის წარმოდგენილი, ამერიკელ ქალებს კი მერვედფინალშიც კი არ უთამაშიათ. ცნობილი სპორტული ჟურნალის Tennis Inside-ის მთავარმა რედაქტორმა მეტ კრონინმა თავისი აზრი გაგვიზიარა ამერიკული ჩოგბურთის განვითარების ტენდენციებსა და მომავალზე.

უკვე ახლოა მოახლოვდა სეზონი, რომლის დასრულების შემდეგ დები უილიამსები და ენდი როდიკი დიდი სპორტიდან წასვლის შესახებ გამოაცხადებენ. დიდი მნიშვნელობა არ აქვს - 2013 წელს მოხდება ეს თუ 2014 წელს. მთავარი ისაა, რომ ამერიკული ჩოგბურთს იმ დროისთვის ძალიან დასჭირდება ახალი ნიჭიერი სპორტსმენები, რომლებმაც ვეტერანებისგან ესტაფეტა უნდა ჩაიბარონ.

დღეისთვის რთულია რომელიმე ახალგაზრდა ამერიკელი მოთამაშის გამორჩევა, რომელსაც მომავალში შეეძლება "დიდი სლემის" ტურნირის მოგება, არადა, ATP-ის ტოპ-ოცეულში ვხედავთ ჯონ ისნერსა და სემ კუერის, ქალთა ტურში კი კარგად წარმოაჩინეს თავი მელანი ოუდინმა და კოკო ვანდევეგემ.

ამერიკაში არ მოიძებნება არც ერთი სპეციალისტი, რომელიც დარწმუნებით იტყვის, რომ ამ ოთხეულიდან უახლოეს მომავალში რომელიმე მაღალ შედეგს მიაღწევს "დიდი სლემის" ტურნირზე. შესაძლოა, ვიღაცას მოეჩვენოს, რომ მონდომებული ვარჯიშების წყალობით მოწოდების სპეციალისტი ისნერი ან მებრძოლად დაბადებული ვანდევეგე შინ რომელიმე პრესტიჟულ თასს ჩაიტანს. მაგრამ ამისთვის მხოლოდ სურვილი არ არის საკმარისი - საჭიროა მათთვის ტურნირებზე ხელსაყრელი სიტუაცია შეიქნას. ამასთან, არც ერთი მათგანი ახლოსაც არ მისულა იმ ფორმასთან, რომელსაც სერენა უილიამსი 1998 წელს ან ენდი როდიკი 2002 წელს აჩვენებდა.

უნდა ვაღიაროთ, რომ ამერიკაში ბევრი პერსპექტიული იუნიორი ვარჯიშობს, მაგრამ ბევრს არ აქვს აქვს ტოპ-ოცეულში მოხვედრის პოტენციალი. სავარაუდოდ, მხოლოდ ორს - 19 წლის ვანდევეგესა და 18 წლის რაიან ჰარისონს შეუძლიათ ტოპ-ათეულში შესვლა. ეს კი იმას ნიშნავს, რომ 2014 წლისთვის ამერიკა, შესაძლოა, მეორეხარისხოვან საჩოგბურთო ქვეყნად იქცეს.

მაგრამ ამერიკის ჩოგბურთის ასოციაციის წევრები, რომლებიც მოთამაშეთა განვითარებაზე არიან პასუხისმგებლები (პატრიკ მაკინროი, ხოსე ეგუერასი, აშშ-ის ღია პირველობის ორგზის ჩემპიონი ტრეისი ოსტინი, ქალთა ნაკრებისს მწვრთნელი მერი-ჯო ფერნანდესი), ყველაფერს აკეთებენ ამ პრობლემის გადასაწყვეტად. მათ არაერთხელ უთქვამთ ბავშვებისთვის საწვრთნელი პროგრამის შეცვლის აუცილებლობის შესახებ, კერძოდ, გრძელ გათამაშებებში გამძლეობის გამომუშავება, რასაც ესპანეთში დიდი მნიშვნელობა ენიჭება.

ამერიკელ გულშემატკივართა საბედნიეროდ, ტოპ-ასეულში ჩოგბურთელთა საშუალო ასაკი იზრდება, რითაც ახალგაზრდა მოთამაშეებს (სანამ ისინი დიდ გამარჯვებებზე განაცხადებენ პრეტენზიას) ოსტატობის ამაღლებისთვისა და დახვეწისთვის უფრო მეტი დრო რჩებათ. 2010 წლის აღმოჩენად მონათლული ჩოგბურთელების ასაკია ასეთია: გერმანელი ტობიას კამკე 24 წლის, ჩეხი პეტრა კვიტოვა - 22 წლის. ეს ამტკიცებს ტურში გამოცდილ მოთამაშეებზე ძალაუფლების გადასვლის ფაქტს, თუმცა პირველი ჩოგანი კაროლინ ვოზნიაცკი 20 წლისაა.

თუ სერენა და ვენუს უილიამსი ტურში 2012 წლის ბოლომდე დარჩებიან (რაც მათ არაერთხელ განუცხადებიათ), მაშინ ამერიკელთა ახალი თაობა მინიმუმ ორი წლით იქნება განთავისუფლებული მაღალი მოთხოვნებისგან. მაგრამ შემდეგ ოუდინი, ვანდევეგე და სხვები საჩოგბურთო სამყაროს განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში მოხვდებიან და პასუხისმგებლობას ვერსად დაემალებიან.

დღეს მხოლოდ შვიდი ამერიკელი ქალი შედის საუკეთესო ასეულში და 61-ე ჩოგანი, 19 წლის მელანი ოუდინი ყველაზე ახალგაზრდაა მათ შორის. 18 წლის კრისტინა მაკჰეილი 109-ე პოზიციაზეა, ასევე ამერიკას 20 წლამდე ოთხი ჩოგბურთელი ჰყავს მეორე ასეულში.

2009 წლის ამერიკის ღია პირველობის მეოთხედფინალისტი მელანი ოუდინი ძალიან ნელი ტემპით ვითარდება, ვანდევეგეს კარგი ფიზიკური კონდიციები აქვს, მაგრამ ძალიან არასტაბილურია. მაკჰეილი კარგი სატურნირო მებრძოლია დაყენებული ფორჰენდით, მაგრამ დიდი ხანია ვეღარ აჩვენებს შედეგს.

"კოკოს შეუძლია საუკეთესო ოცეულში შესვლა, მაგრამ მას უფრო მეტი დისციპლინა სჭირდება, ნიჭი კი საკმარისად აქვს. ვფიქრობ, უკვე ამ სეზონიდან ვიხილავთ მის კარგ თამაშს დიდ ტურნირებზე, ჯერჯერობით მისი რეიტინგი სერიოზულად არ უმჯობესდება და მის გამოსვლებში არასტაბილურობა შეინიშნება. მაკჰეილი ძალიან ცდილობს და უკანა ხაზზე ყოველი ბურთისთვის იბრძვის - ეს ბევრ რამეზე მეტყველებს", - აღნიშნა პატრიკ მაკინროიმ.

აგრეთვე ამერიკაში არიან გოგონები, რომლებიც მაღალ ადგილებს იკავებენ ITF-ის იუნიორთა რეიტინგში - ლორენ დევისი, სლოუნ სტივენსი, ბეატრის კაპრა, მედისონ კისი და კრისტა ჰარდბეკი. თითოეულის კარიერაში მოიძებნება მინიმუმ ერთი შთამბეჭდავი გამარჯვება, მაგრამ მათ ჯერ კიდევ დასამტკიცებელი აქვს კარგი მოთამაშის სტატუსი.

17 წლის დევისი პრაქტიკულად არსაიდან აღმოცენდა და 2010 წელს პრესტიჟული ტურნირი - Eddie Herr მოიგო. მაგრამ კარგი ბექჰენდისა და მაღალი სისწრაფის მქონე ლორენი დაბალია და სლოვაკი დომინიკა ციბულკოვას გარდა, ასეთი გაბარიტების არც ერთ ჩოგბურთელს არ მიუღწევია ბოლო წლებში მაღალი შედეგისთვის.

სტივენსს პირიქით, ძლიერი ფორჰენდი აქვს და ის კარგად გამოდიოდა 2010 წელს "დიდი სლემის" იუნიორთა ტურნირებზე, თუმცა საბრძოლო თვისებების მხრივ მოიკოჭლებს. კაპრამ კარგად წარმოაჩინა თავი გრუნტზე, რაც ჩვენს დროში ამერიკელებისგან დიდი იშვიათობაა. 15 წლის მაღალი და ათლეტური კისი თავისი ფიზიკური ძალის გამო ბევრ უნებლიე შეცდომას უშვებს.

"ჩვენს გოგონებზე მხოლოდ ერთის თქმა შეიძლება - პერსპექტიული მოთამაშეების სიმჭიდროვე შეიმჩნევა და ორ-სამ წელიწადში ამერიკას უფრო მეტი ჩოგბურთელი ეყოლება WTA-ის საუკეთესო ასეულში. აგრეთვე ამერიკაში რამდენიმე მართლაც ნიჭიერი მოთამაშე მოიძებნება, რომელიც სათანადო მომზადების პირობებში მზად არიან ფურორის მოსახდენად", - ამბობს მაკინროი.

რაც შეეხება ამერიკაში მამაკაცთა ჩოგბურთის მომავალს, ახლა პირველ ასეულში ამ ქვეყნის მხოლოდ ხუთი წარმომადგენელია, რაც ძალიან დაბალი მაჩვენებელი გახლავთ. ენდი როდიკი, მარდი ფიში და მაიკლ რასელი უკვე ვეტერანებად მიიჩნევიან, ისნერი და კუერი კი ჯერ ახალგაზრდები არიან. სამაგიეროდ, მეორე ასეულში არის ბევრი ამერიკელი, თუმცა მათგან ყველაზე ახალგაზრდები არიან - 23 წლის რაიან სვიტინგი და რაიან ჰარისონი.

სვიტინგი ტურში უკვე დიდი ხანია თამაშობს და წესით მისგან დიდ პროგრესს არ უნდა ველოდოთ. სხვა საქმეა ჰარისონი. თავის ასაკთან შედარებით ის უკვე საკმარისად გამოცდილია, მოპოვებული აქვს გამარჯვება ივან ლუბიჩიჩთან, ამ კვირას მიმდინარე ინდიან უელსზე კი მერვედფინალამდე გააღწია.

"შემიძლია ვივარაუდო, რომ რაიანს ტოპ-ოცეულში შესვლის ყველა შანსი აქვს, მაგრამ ამისთვის ბევრი მუშაობა იქნება საჭირო. მან უფრო აგრესიულად უნდა ითამაშოს უკანა ხაზზე. ის მონდომებული ყმაწვილია და სერიოზულად ეპყრობა ჩთავის საქმეს", - განაცხადა მაკინროიმ.

ასევე იმსახურებენ ყურადღებას 18 წლის მოთამაშეები - ჯეკ სოკი და დენის კუდლა. პირველმა მეორე 2010 წელს ამერიკის ღია პირველობის იუნიორთა ტურნირის ფინალში დაამარცხა, ხოლო "დიდი სლემის" ფინალში გასული იუნიორების უმრავლესობა აუცილებლად ხვდება მსოფლიო რეიტინგის პირველ ასეულში.

უნდა აღინიშნოს, რომ იუნიორთა მსოფლიოს არაოფიციალურ ჩემპიონატზე - Orange Bowl-2010-ზე 16 წლის ამერიკელმა ალექსის ჰალებიანმა პირველ ნომრად განთესილი ხუან გომესი დაამარცხა, ხოლო 13 წლის გაბრიელ ენდრიუმ გოგონების პირველი ნომერი ირინა ხრომაჩოვა გააწბილა.

სავარაუდოდ, ამერიკელებისთვის პანიკა ჯერ ნაადრევია და მომდევნო თაობა დროთა განმავლობაში თავის სიტყვას იტყვის. 1986 წელს ჩეხეთის ოთხი წარმომადგენელი გავიდა ამერიკის ღია ფინალებში, აშშ-ის საჩოგბურთო ფუნქციონერები ანერვიულდნენ, მაგრამ რამდენიმე წელიწადში აგასიმ, სამპრასმა, კურიემ და ჩანგმა საჩოგბურთო ოლიმპს მიაღწიეს და წარმატებით განაგრძეს ჯონ მაკინროისა და ჯიმი კონორსის საქმე.

შანსი ყოველთვის არის, მაგრამ, შესაძლოა, განვლილის გამეორებაც ვიხილოთ, როცა 1989 წელს აშშ-ის ღიაზე კრის ევერტის გამარჯვების შემდეგ ამერიკელები ცხრა წელი ელოდნენ თავიანთი თანამემამულის ლინდსი დავენპორტის ტრიუმფს.

"ჩვენ 13-16 წლის ასაკში ბევრი ნიჭიერი ბავშვი გვყავს. მჯერა ჩვენი სპორტული ფილოსოფიის, ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამერიკა მომავალშიც დარჩეს მსოფლიო ჩოგბურთის ერთ-ერთი ლიდერად", - განაცხადა მაკინროიმ.

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია

ოფიციალურად: როჯერ ფედერერი მილიარდერი გახდა

ერიკსენი კარიერას "ვოლფსბურგში" გააგრძელებს

პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ფინეთთან 17 ქულით მარცხდება

17-წლამდე გოგონათა ნაკრები ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს

სტივ კუპერმა სამუშაოდ დანიაში გადაინაცვლა

კიდევ ერთი ვარსკვლავი "ლივერპულიდან" "რეალში" უფასოდ - კონატეს მადრიდულ გრანდში გადასვლა უნდა

რეკორდი გაიმეორა - რონალდო მორიგ მიღწევას უმიზნებს

კიდევ ერთი რეისი რიგაში. ფინელებს გეგმა აქვთ - რას დაუპირისპირებს ჯიკიჩი?

შენგუნმა სამმაგი დუბლი შეასრულა - ევრობასკეტის პირველი ნახევარფინალისტი გაირკვა

"საქართველოს ნაკრები სამაგალითოა" - ამბობს სომხეთის ეროვნული გუნდის ყოფილი კაპიტანი

"ოქროს ბურთი" როდრის და დემბელეს - მაშ ვინისიუსს რაღა? - რეალი აღშფოთებულია

საფონოვი: დილაუთენია მეუღლემ საწოლში გამაღვიძა და...

ქართველი მსაჯები სომხეთისა და ირლანდიის მატჩს განსჯიან

"ფენერბაჰჩეს" დომენიკო ტედესკო ჩაიბარებს

ნიკოლოზ ბასილაშვილი ჩინური ტურნირის პირველივე წრეში დამარცხდა

ჯიკიჩი ევრობასკეტის საუკეთესო მწვრთნელის პრიზისთვის იბრძვის - როგორ შეგიძლიათ მისცეთ ხმა საქართველოს ნაკრების დამრიგებელს

თბილისური მატჩი ბოლო აღმოჩნდა - ილიევს ბულგარეთის ნაკრებიდან უშვებენ

"ნოტინგემმა" ეშპირიტუ სანტუ გაათავისუფლა - მოურინიო მისი შეცვლის ერთ-ერთი მთავარი კანდიდატია

"მარტო უნდა დავტოვოთ" - სკალონის ჰკითხეს, ითამაშებს თუ არა მესი 2026 წლის მსოფლიო ჩემპიონატზე

"პსჟ იტყუება და მანიპულირებს" - საფრანგეთის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

"სამწუხაროდ, ესპანეთში მას არ აფასებენ" - დე ლა ფუენტემ საკუთარი გუნდის ფეხბურთელი გამოარჩია