ინტერვიუ "ჰიუსტონის" ახალწვეულ ვარსკვლავთან
"ლოს ანჯელეს კლიპერსში" ექვსი წელი თამაშის შემდეგ, კრის პოლმა სხვა გუნდში თამაში გადაწყვიტა. საკალათბურთო საზოგადოება გამთამაშებლის "სან ანტონიოში" გადასვლას ელოდა, მაგრამ პოლმა რისკიანი ვარიანტი აირჩია.

კრისი "ჰიუსტონში" ჩემპიონობის იმედით მიდის, რაც არ გახდა შესაძლებელი ლოს ანჯელესში. The Undefeated-სთვის მიცემულ ინტერვიუში პოლმა განმარტა - რატომ გააკეთა არჩევანი ტექსასურ კლუბზე.

- როგორ გადაწყვიტეთ "როკეტსში" გადასვლა?

- პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ მიყვარს "კლიპერსი". მფლობელი სტივ ბალმერი დაუჯერებელი ადამიანია. არსად გაქრება ის ურთიერთობა, რომელიც ბოლო რამდენიმე წელი ჩამოგვიყალიბდა. მისი მადლობელი ვარ ყველაფრისთვის. ვგრძნობ, რომ ლოს ანჯელესს განსაკუთრებული სიყვარულით ვტოვებ.

- რატომ წახვედით "კლიპერსიდან"?

- მიმაჩნია, რომ ცუდად არ ვთამაშობდით ბოლო ექვსი წლის განმავლობაში. ვგრძნობდი, რომ ეს შესაფერისი დრო იყო გარდაქმნებისთვის არა მხოლოდ ჩემთვის, არამედ გუნდისთვის. ყველა ამბობდა: "გადაგვთელეს. არ შეგვიძლია კონფერენციის ფინალში გასვლა. ვერ ვახერხებთ ამ წინაღობის გადალახვას". ვგრძნობდი, რომ გარდაქმნების დრო დადგა.

- როგორ აფასებთ საკუთარ წვლილს "კლიპერსის" ტრანსფორმაციაში? მომავალში უნდა ამოიღოს თუ არა კლუბმა თქვენი სათამაშო ნომერი ხმარებიდან?

- ყველაფერი კლუბზეა დამოკიდებული. მე მომეცა აქ ზრდის შესაძლებლობა. საოცარია განვლილი წლების გახსენება.

- ელაპარაკეთ თქვენს გადაწყვეტილებაზე ყოფილ თანაგუნდელებს - ბლეიკ გრიფინის, დეანდრე ჯორდანს?

- რა თქმა უნდა, მქონდა მათთან კავშირი. ველაპარაკე ბლეიკს, დეანდრეს, ჯამალ კროუფორდსა და რამდენიმე სხვა ბიჭს. ასევე დავუკავშირდი მსახიობ ბილი კრისტალს, რომელიც "კლიპერსის" ფანია. მე მინდოდა მეთქვა მათთვის, რომ მათი გულწრფელი სიკეთე და მხარდაჭერა შეუმჩნეველი არ დარჩენილა.

- როგორ შეატყობინეთ დოკ რივერსს, რომ "როკეტსში" აპირებდით გადასვლას?

- უბრალოდ შევხვდით ერთმანეთს და ვილაპარაკეთ. ორივენი შევთანხმდით, რომ გარდაქმნების დროა.

- არ გაგიკვირდათ, რომ კლუბმაც სხვა გზით სიარული გადაწყვიტა?

- სულაც არა. ეს გაცვლა სასარგებლო იყო ყველა მხარისთვის.

- რა შეგიძლიათ თქვათ დოკ რივერსთან ურთიერთობაზე?

- დოკი - დაუჯერებელი მწვრთნელია. მე მქონდა საშუალება - მისგან მესწავლა ოთხი წლის განმავლობაში. მისი მადლობელი ვარ ამ პერიოდის გამო.

- ყველაზე მეტად რა დაგაკლდებათ "კლიპერსიდან" წამოსვლის შემდეგ?

- ადრე მსგავსი არავის არაფერი უნახავს. მომენატრებიან ბიჭები. როცა ამდენი ხანი ხართ ერთად, ურთიერთობა მეგობრობაში გადადის.

- როცა პლეი ოფში "იუტასთან" წაგებული მეშვიდე მატჩის შემდეგ ტოვებდით მოედანს, გქონდათ გრძნობა, რომ ბოლო მატჩი ჩაატარეთ "კლიპერსის" შემადგენლობაში?

- არა. მაშინ ყველა ჩემი ფიქრი მხოლოდ იმ მარცხზე იყო კონცენტრირებული. მინდოდა გავრკვეულიყავი - რატომ წავაგეთ, როგორ შემეძლო დავხმარებოდი გუნდს მოგებაში. არ ვიცოდი, რომ ეს იყო ჩემი ბოლო მატჩი "კლიპერსის" ფორმაში.

- როგორ შეხვდა თქვენს გადაწყვეტილებას ჯეიმს ჰარდენი?

- ის აღფრთოვანებული იყო ასეთი შესაძლებლობით. ჩვენ ვლაპარაკობდით მხოლოდ მომავალ გამარჯვებებზე. მან უბრალოდ თქვა, რომ მოგება უნდა. ჩემთვის ესეც საკმარისი იყო.

- როგორი იქნება თქვენი კავშირები მოედანზე? რეალურად, ორივენი გამთამაშებლები ხართ. როგორ იმუშავებს ეს?

- ჯერ არ ვიცი. მაგრამ ჩვენ ამას გავაკეთებთ. ვიპოვნით გამოსავალს.

- ჭორების მიხედვით, თქვენ სერიოზულად ფიქრობდით "სან ანტონიოში" გადასვლაზე. რა იტყვით "სპურსის" ინტერესის შესახებ?

- არც კი ვიცი რა ვთქვა. "სპურსი" უმაღლესი დონეა.

- როგორ ფიქრობთ, რამდენად კარგია "ჰიუსტონი"?

- ეს ყველაფერი მთლიანად ჩვენზეა დამოკიდებული. მოხარული ვარ ამ გუნდში მოხვედრით. დარწმუნებული ვარ, შესანიშნავი დროება გველოდება.

- რას გააკეთებთ ჰიუსტონში საკალათბურთო მოედნის მიღმა?

- ჯერერთი, იქამდე უნდა მივაღწიო და გავარკვიო - სად ვიცხოვრებ. ჩვენთვის ეს მოულოდნელია. აღელვებული ვარ. რა თქმა უნდა, მითამაშია "როკეტსის" წინააღმდეგ, მაგრამ ჰიუსტონში დიდი დრო არასოდეს გამიტარებია. კარგია, რომ მეუღლეს ესმის ჩემი. მან იცის, რომ მოგება მინდა. საქმე მხოლოდ კონკურენციაშია. მინდა საჩემპიონო ბეჭდის მოგება. წაგებისთვის არ ვარ შექმნილი. ნაკლებზე არ ვთანხმდები. და მან ეს იცის.

- რა შეტყობინებები მიიღეთ სხვა მოთამაშეებისგან, როცა "როკეტსში" გადახვედით?

- ლებრონმა, კარმელომ და დუეინმა გამაოცეს იმით, რამდენად ბედნიერები არიან ჩემს გამო. ველაპარაკე დეანდრე ჯორდანს, რომელიც ჰიუსტონიდან არის. ეს ძალიან ბევრს ნიშნავს ჩემთვის.

- რას ეტყოდით კარმელო ენტონის "ჰიუსტონში" მის შესაძლოა გაცვლაზე?

- ის უბრალოდ უნდა მოდუნდეს და ელოდოს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ანტი-ლგბტ განცხადებების გამო "ჩიკაგომ" კალათბურთელი გუნდიდან გარიცხა
[VIDEO] ლებრონ ჯეიმსის სამმაგი დუბლი - "ლეიკერსმა" "ვაშინგტონ ვიზარდსი" დაამარცხა
[VIDEOS] დონჩიჩი: ბითაძემ ჩემს ოჯახს შეურაცხყოფა მიაყენა - "ლეიკერსი" ეპიზოდის გადახედვას ითხოვს
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
პლეი-ოფის პირველი სენსაცია - სეზონის ლიდერი საკუთარ მოედანზე დამარცხდა [VIDEO]
"მილუოკი" ჩემპიონია - ზღვა ემოცია "ბაქსის" მოედანზე [VIDEO]
ოფიციალურად: კრის პოლმა კალათბურთელის კარიერა დაასრულა
ისაკი გუნდთან ერთად ვარჯიშს არ აპირებს - "ნიუკასლმა" შვედი დააჯარიმა
პოლის ისტორიული საღამო და კონფერენციის ნახევარფინალი - მსგავსი მაჩვენებელი არავის დაუფიქსირებია [VIDEO]
48 მლნ ევრო მცველში - მადრიდის "რეალმა" მესამე ტრანსფერი განახორციელა
ლებრონმა ახალი ისტორიული რეკორდი დაამყარა! [VIDEO]
სანდროს ოფიციალური დებიუტი! "ბაქსმა" "ბრუკლინი" გაანადგურა [VIDEO]
ლუკა ყველაზე მნიშვნელოვან თამაშში აფეთქდა! "დალასი" და "ბოსტონი" ფინალში გავიდნენ [VIDEO]
"ბოსტონის" ახალგაზრდა ვარსკვლავებმა ახალი სეზონი 70 ქულით გახსნეს [VIDEO]
თამაში და რა თამაში - "ფინიქსმა" "ლეიკერსი" გაანადგურა [VIDEO]
კარის წარმოუდგენელი რეკორდი - "ოქროს ბიჭუნას" ვერავინ აჩერებს [VIDEO]
"კლიპერსის" მორიგი გამარჯვება - ლოსანჯელესურმა გრანდმა მოქმედი ჩემპიონი დაამარცხა [VIDEO]
მიხაილ გორელიშვილი გორის "დილაში" დაბრუნდა
დუეინ უეიდმა "კლივლენდი" აირჩია
პსჟ-ს, შესაძლოა, ტრანსფერების განხორციელება აეკრძალოს
გოგა მცირე დროით, ოლდრიჯის ისტორიული მიღწევა [VIDEO]
ვინ სად გადავიდა? - ბოლო სატრანსფერო დღის გარიგებები