ბოლო პერიოდში, "პალერმოს" საქმეები სულ უკან და უკან მიდის, რამაც კლუბის პრეზიდენტს გვარიანი თავსატეხი გაუჩინა.
ბოლო პერიოდში, "პალერმოს" საქმეები სულ უკან და უკან მიდის, რამაც კლუბის პრეზიდენტს გვარიანი თავსატეხი გაუჩინა. მაურიციო ძამპარინის დიდი იმედი ჰქონდა, რომ სიცილიელები ჩემპიონთა ლიგის საგზურს მოიპოვებდნენ და გამომდინარე აქედან, წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნმება არ გაუჭირდებოდა. ერთი ხანობა, ახლოსაც იყო "პალერმო" ოთხეულთან, მაგრამ შემდეგ დათმო პოზიციები და ევროპის ლიგის საგზურიც კი სათუო გაიხადა.

"უდინეზესთან" საშინაო განადგურების შემდეგ, მთავარი მწვრთნელის პოსტიდან დელიო როსი გაათავისუფლეს, რომელსაც გულშემატკივრები დიდ ნდობას უცხადებდნენ. გახსოვთ ალბათ, წერილიც კი გაუგზავნეს ძამპარინის, დელიოს მუშაობით კმაყოფილები ვართ და კარგი იქნება თუ ხელშეკრულებას გაუხანგრძლივებთო. საკუთარ მოედანზე შვიდი ბურთის სხვაობით დამარცხების შემდეგ, ალბათ ტიფოზებმაც შეიცვალეს პოზიცია და საბოლოოდ, როსი სერსე კოსმიმ ჩაანაცვლა. კოსმი კი ის მწვრთნელია, რომლის კვალიფიკაციაშიც ძალიან ბევრს ეპარება ეჭვი - ერთი კარგი შემოძახება კი ეხერხება, მაგრამ რამდენად განსწავლულია ტაქტიკურ ნიუანსებში, რთული სათქმელია. ცალკე სალაპარაკო თემაა მისი ექსტრავაგანტული ხასიათი, რაშიც შეიძლება პრეზიდენტს, ძამპარინისაც კი აჯობოს. მოკლედ, მხოლოდ ღმერთმა იცის რა ბედი ელის მომავალში "პალერმოს", ერთი კი ცხადია, კლუბის მესვეურებს წამყვანი ფეხბურთელების შენარჩუნება ძალიან გაუჭირდებათ. პირველ რიგში, ეს ხავიერ პასტორეზე ითქმის, რომლის მიმართაც ევროპული ფეხბურთის არაერთი გრანდი იჩენს ინტერესს. არის საუბრები "ბარსელონას", "რეალის", "ჩელსის", "მანჩესტერ სიტის" და კიდევ რამდენიმე გუნდის შესახებ და როგორც ჩანს, ამ ზაფხულს ძამპარინის მოსაწყენად არ ეცლება. "პალერმოს" პრეზიდენტის თქმით, პასტორესთან დაკავშირებით უკვე მიიღო შეთავაზება:

"რამდენიმე დღის წინ, დამიკავშირდნენ და ხავიერის სანაცვლოდ 50 მილიონი ევრო შემომთავაზეს. ეს არც მიკვირს, რადგან არგენტინელი უკვე ერთ-ერთი საუკეთესო ფეხბურთელია მსოფლიო მასშტაბით და დარწმუნებული ვარ, კიდევ უკეთ ათამაშდება. თუ რომელი კლუბიდან იყო შემოთავაზება, ამის შესახებ ვერაფერს გეტყვით, რადგან რეალურად ჯერ მოლაპარაკებებიც არ არის დაწყებული. რა ვუპასუხე? - არც არაფერი, რადგან პასტორეს გასხვისება არ მსურს. საუკეთესო დროება წინ აქვს და დარწმუნებული ვარ, მასში კიდევ უფრო მეტს შემომთავაზებენ. მთავარია, რომ თავად ფეხბურთელს არ აუცრუვდეს გული "პალერმოზე" და კარიერის სხვა გუნდში გაგრძელება არ მოისურვოს. ჩემპიონთა ლიგის საგზური რომ მოგვეპოვებინა, ამაზე არ ვინერვიულებდი, მაგრამ ფაქტია, რომ ოთხეულში ვეღარ შევაბიჯებთ. ამიტომ, ხავიერთან და სხვა ფეხბურთელებთანაც სერიოზული დალაპარაკება მომიწევს. იმედი მაქვს, გაქცევაზე არ უჭირავთ თვალი."

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა