სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში მყოფმა საქართველოს საკალათბურთო ნაკრებმა დღევანდელი დღის პირველი ვარჯიში მთლიანად ფიზმომზადებას დაუთმო

სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში მყოფმა საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა დღევანდელი დღის პირველი ვარჯიში მთლიანად ფიზმომზადებას დაუთმო. ნაკრების წევრებს ვარჯიში ფიზმომზადების მწვრთნელმა - ბერძენმა სპეციალისტმა, გიორგის ვავეცისმა ჩაუტარა.

მოთამაშეებს, ძირითადად, სირბილის ნორმატივების ჩაბარება მოუხდათ. ფიზიკურად დატვირთული ვარჯიში ყოველი შეკრების წინ ტარდება, რის შემდეგაც იწყება მუშაობა ტაქტიკასა და სათამაშო კომბინაციებზე. საქართველოს ნაკრები ხვალიდან სწორედ ტაქტიკურ ვარჯიშებზე გადავა.

სრული დატვირთვით ვერ ვარჯიშობს ბექა ბურჯანაძე, რომელსაც ტრავმისშემდგომი რეაბილიტაციის პერიოდი უდგას. ხოლო თორნიკე შენგელია სრული დატვირთვით ვარჯიშს 2 დღეში შეუდგება.

ნაკრებს 24 ივლისს 20-წლამდელთა ნაკრები წევრი გოგა ბითაძე შეუერთდება, ხოლო გუნდის კაპიტანი ზაზა ფაჩულია შეკრებაში აგვისტოს დასაწყისში, ნაკრების თბილისში დაბრუნების შემდეგ ჩაერთვება.

ვარჯიშის დროს, კომენტარი გააკეთეს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ილიას ზუროსმა და კალათბურთელმა, მანუჩარ მარკოიშვილმა.

ილიას ზუროსი
"დღეს ჩვენი საწვრთნელი შეკრების მეორე დღეა. რა თქმა უნდა, არ ვთვლი ჩამოსვლის დღეს, როცა ხანგრძლივი ფრენის შემდეგ აღდგენითი ვარჯიში ჩავატარეთ. ბიჭების მონდომებით ძალიან კმაყოფილი ვარ. ისინი მონდომებით მუშაობენ და კონცენტრირებულები არიან. ჩვენ საწყის ეტაპზე ვართ და ფიზმომზადების მწვრთნელთან, გიორგის ვავეცისთან ერთად ბევრს ვმუშაობთ. ამ საღამოდან და ხვალიდან ჩვენ დავიწყებთ მეტ ვარჯიშს მოედანზე. ასე ვთქვათ, ხვალიდან ვიწყებთ ტაქტიკაზე მუშაობას."

მანუჩარ მარკოიშვილი
"დღევანდელ დღეს პირველად გადავედით უკვე ფიზმომზადების ვარჯიშებზე. სრული დატვირთვით ვივარჯიშეთ დღევანდელ დღეს. ფიზმომზადების მწვრთნელმა უკვე გუნდის საერთო ფიზიკური მომზადება შეამოწმა და ასევე მოგვამზადა უკვე კონტაქტური ვარჯიშებისთვის. საღამოს უკვე დავიწყებთ ხუთი ხუთზე კონტაქტში ვარჯიშს და ეს იქნება პირველი ნაბიჯი იმ დიდი მიზნისკენ, რომელიც წინ გვაქვს დასახული."

მომზადებულია gfb.ge-ს მიხედვით

+5 პოზიცია და გუნდური გარდასახვა: საქართველო FIBA-ს Power Rankings-ში მე-11 ადგილზეა
დიდებული მეორე ტაიმი - საქართველოს ნაკრებმა პორტუგალიას სტუმრად მოუგო
საქართველოს ნაკრები პორტუგალიაში ჩაფრინდა
გიორგი ცხოვრებაძემ ჩემპიონთა ლიგის გათამაშება გამარჯვებით დახურა
"ბორჯღალოსნები" | რაგბი ევროპამ ჩემპიონატის კალენდარი დაამტკიცა
ორლანდოს მძიმე სტარტი NBA-ში — ბითაძის გუნდი ტორონტოსთან დამარცხდა
მომდევნო მეტოქე ალკარასია - ბასილაშვილი ვენის ტურნირს წარმატებით იწყებს
ირაოლა: მამარდაშვილმა ძალიან მოუმატა - მაღალი დონისაა
ქვილითაიას "ჰოლშტაინმა" თასზე ბუნდესლიგის "ჰოფენჰაიმს" სძლია
გოგლიჩიძე შეცვალეს - "მონცა" "ნაპოლისთან" დამარცხდა
იეგოიანის დუბლი - "ექსელსიორი" თასის შემდეგ ეტაპზე გავიდა
VIDEO | დავით ყიფიანის სახელობის საქართველოს თასი | დინამო (ბთ) 3-1 დილა. მეექვსედ ფინალში - თასს ახალი მფლობელი ეყოლება
ჩაკვეტაძის დადებითი შეფასებები - "უდინეზემ" როგორც იქნა ქულა მოიპოვა
"ჩელსისთან" მატჩში მამარდაშვილი "ლივერპულის" სასტარტოშია
WU17 | საქართველო 2:3 უელსი
[VIDEO] ჩინებული იყო. თორნიკეს და თბილისის "დინამოს" შოუ - ჩვენმა გუნდმა "კოპენჰაგენი" დიდი ანგარიშით დაამარცხა
Geo Team: არაბიძემ "ტორპედო" დატოვა
მერკვილაძის მორიგი ძლიერი მატჩი ჩრდილოეთ ევროპის ლიგაში | "გრონინგენის" დამაჯერებელი გამარჯვება
მარკის რიდის 17 ქულა ევროთასზე - "ბაჰჩეშეჰირმა" პაოკ-ი დაძაბულ ბრძოლაში დაამარცხა
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
დასაევი: საფონოვის მეოთხე ადგილი უბრალოდ თავის დამშვიდებაა
სანჩომ "ხეტაფეში" გადასვლა არ ისურვა
სასჯელი მკაცრი იქნება? - შესაძლოა, ნეიმარი 6-მატჩიანი დისკვალიფიკაციით დასაჯონ
[VIDEOS] ბითაძისა და მამუკელაშვილისთვის სეზონი დასრულდა - "ორლანდო" და "ტორონტო" გადამწყვეტ მატჩებში დამარცხდნენ
ფაჩულია კვარაცხელიას საგულშემატკივროდ ნეაპოლში ჩავიდა და ძოლასთან ერთად ისაუბრა
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
რას კითხულობდნენ და კითხულობენ ქართველი სპორტსმენები? - ახალი რუბრიკა
ზუროსი: შედეგი ისტორიულია - ოლიმპიადის საკვალიფიკაციო ტურნირშიც მივიღებთ მონაწილეობას
ბითაძის 100%-იანი სიზუსტე "კლივლენდთან" | გოგამ 12 წუთში 7 ქულა მიითვალა
[VIDEO] "ბარსელონა" დამარცხებულია — შენგელიას "დუბაი" ევროლიგის სათავეშია
თოკო VS მანუ: "ბარსამ" მოიგო და ევროლიგის პლეი-ოფის საგზურისთვის "მონაკოს" შეხვდება
ზუროსი: ახლა თავს უფრო ქართველად ვგრძნობ, ვიდრე ბერძენად
ხვიჩა კვარაცხელიას, კახა კალაძესა და ზაზა ფაჩულიას წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვების ორდენზე წარადგენენ
[VIDEOS] NBA: "ორლანდო" და "ტორონტო" დამარცხდნენ
ოფიციალურად: თორნიკე შენგელია "დუბაის" კალათბურთელია
ბითაძის 14 ქულა 19 წუთში და "ორლანდოს" დამაჯერებელი გამარჯვება "კლივლენდთან"
საქართველოს ნაკრები ისტორიულ მსოფლიოზე - კარგი და ცუდი, გამოსასწორებელი და "გამოუსწორებელი" - თაობათა ცვლა ისევ ზუროსთან ერთად?!
მარკოიშვილის ისტორიული ტრიუმფი, რომელმაც მონაკო საფრანგეთის ჩემპიონად აქცია!
სამმატჩიანი პაუზის შემდეგ შენგელია მოედანს 8 ქულით დაუბრუნდა
"რთულია უყურო ამ კადრებს და არ გაგიჩნდეს პროტესტი" - ზაზა ფაჩულია ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს გამოეხმაურა
თურქული მედია: მანუჩარ მარკოიშვილი "გალათასარაის" ჩაიბარებს
ზაზა ფაჩულია: შენგელიას მსგავსად მოქცევა მხოლოდ გამორჩეულ ლიდერებს ახასიათებთ
[VIDEO] გოგას 12 წუთი - "ორლანდომ" სეზონი მარცხით დაიწყო
[VIDEO] მარკოიშვილის გაწვრთნილმა "მონაკომ" შენგელიას "ბარსელონას" სძლია და პლეი ოფში გავიდა
[VIDEOS] NBA: სასწაული მატჩი ტორონტოში და "მეჯიქის" დაუჯერებელი მარცხი "დეტროიტთან"
"ერთმანეთს თავებს ურტყამდნენ, სრული სიგიჟე იყო" - NBA-ის ყოფილმა ვარსკვლავმა ფაჩულიას და გარნეტის ეს დაპირისპირება გაიხსენა [VIDEO]
ილიას ზუროსმა ბერძნული გუნდი ჩაიბარა
მარკოიშვილი "გალათასარაის" მთავარი მწვრთნელია
შენგელიას დებიუტი "დუბაიში" და ოვერტაიმში განცდილი მარცხი
"მუდამ ქართული კალათბურთის მნიშვნელოვანი ნაწილი იქნებით" - შენგელია ზუროსს გულთბილად დაემშვიდობა
ეროვნულ ნაკრებში ილიას ზუროსის ერა დასრულდა!
[VIDEO] მთავარი მწვრთნელის რანგში მარკოიშვილმა მონაკოს საფრანგეთის თასი მოაგებინა
ევროლიგის პირველ ტურში შენგელიას "დუბაიმ" "რეალი" ქულით დაამარცხა