ბოლო დროის წარუმატებლობებმა კიდევ უფრო გააცხოველა მსჯელობა ქართული ფეხბურთის ჭირზე
ხმა ღვთისა და ხმა ერისაო, ნათქვამია. ბოლო დროის წარუმატებლობებმა კიდევ უფრო გააცხოველა მსჯელობა ქართული ფეხბურთის ჭირზე.

ყველა თანხმდება ერთზე: ის, რომ ჩვენი ფეხბურთელები ჩამორჩნენ ევროპულ რიტმს, დიდწილად იმის ბრალია, რაც ბავშვთა ფეხბურთში ხდება...

...იქ რომ ყველაფერი წესრიგში არ არის, ფაქტია. მოვიყვანთ მხოლოდ ერთ მაგალითს: ჩვენი კლუბებისა თუ ნაკრებების მწვრთნელებს ისეთ ელემენტარულ ნიუანსებზე უწევთ ყურადღების გამახვილება, ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული ბევრი მწვრთნელი, წესით, სირცხვილით უნდა იწვოდეს...

რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა. თუ დავაკვირდებით, იმ ქართველ ფეხბურთელებს, ასე თუ ისე, წარმატებით რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებსა თუ უცხოურ კლუბებში, ძირითადად ერთი და იგივე სპეციალისტები ზრდიან. იმას, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, მათ არამც და არამც არ ეხებათ...

ახლა ჩვენთან ბევრი საუბრობს იმაზე, რომ იმ დაფინანსების სოლიდური ნაწილი, რომელსაც ახლა ქართული კლუბები სახელმწიფოსაგან იღებენ, ბავშვთა ფეხბურთისკენ უნდა წავიდეს. ამ თემას ქვემოთ კიდევ დავუბრუნდებით, მანამდე კი წინ წამოვწევთ ორ მნიშვნელოვან საკითხს, რომელიც წინ უნდა უსწრებდეს ბავშვთა ფეხბურთის პირდაპირ დაფინანსებას თუ საქართველოში უფასო საფეხბურთო აკადემიების გახსნას.

პირველ რიგში, უნდა მოხდეს ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში დასაქმებული აბსოლუტურად ყველა მწვრთნელის შემოწმება. ეს ძალიან შრომატევადი, მაგრამ საშური საქმეა. ამის გარეშე წყალში იქნება გადაყრილი ის ფული, რომელიც უნდა მიიმართოს ფეხბურთის ამ მართლაც უმნიშვნელოვანესი სეგმენტისკენ.

საიდუმლო არავისთვისაა, რომ ბავშვთა ფეხბურთში დღეს ბევრი ისეთი "სპეციალისტი" საქმიანობს, რომლის სამწვრთნელო განათლების დონე ნულს ძლივს, ან საერთოდ ვერ სცდება. ამას თან სდევს მახინჯი საბჭოური გადმონაშთები, რაც დღეს ისევ მტკიცედაა ფესვგადგმული ჩვენს ბავშვთა ფეხბურთში. მაქსიმალური კარტ-ბლანში უნდა მივცეთ ახალგაზრდა, სწავლაზე, ცოდნის გაღრმავებაზე ორიენტირებულ პროგრესირებად კადრებს.

აუცილებლად უნდა მოხდეს საქართველოში არსებული ყველა საბავშვო სკოლის რევიზია. აქ არ ვგულისხმობთ მხოლოდ ფორმალურ შემოწმებას. ის სკოლა, რომელიც ოდნავაც ვერ აკმაყოფილებს ელემენტარულ მოთხოვნებს, აუცილებლად უნდა დაიხუროს.

რა თქმა უნდა, გულისწყვეტა იქნება, მაგრამ დღეს ჩვენი ფეხბურთი ისეთ დღეშია, ფედერაცია ყველას კოჭს ნამდვილად ვერ გაუგორებს.

მხოლოდ ამის შემდეგ ექნება აზრი ბავშვთა ფეხბურთისკენ სოლიდური ფინანსების მიმართვას.

მოდით, შევთანხმდეთ: საქართველოს რეალობიდან გამომდინარე, თუ ჩვენ გვინდა, რომ შედეგი გვქონდეს, ბავშვთა ფეხბურთი უნდა გახდეს გაცილებით შეღავათიანი, ვიდრე დღეს არის. კარგი იქნებოდა, ის სულაც უფასო ყოფილიყო, თუმცა ეს ძალიან რთული საკითხია და დიდ დაფინანსებას მოითხოვს. თუ ეს შესაძლებელი იქნება, ამას არაფერი აჯობებს.

დღეს ძალიან ბევრი მწვრთნელი ხარისხზე კი არა, რაოდენობაზე ფიქრობს. მისი მიზანია, რაც შეიძლება, მეტი ბავშვი ჰყავდეს გუნდში და, შესაბამისად, მეტი თანხა აიღოს ბავშვის მშობლებისაგან თვის ბოლოს. რა თქმა უნდა, ფული ყველას სჭირდება, მაგრამ ეს ის შემთხვევაა, როცა ბავშვის მომავალი იღუპება.

მწვრთნელს რაც შეიძლება მეტი ბავშვი სჭირდება გუნდში, რათა თვის ბოლოს კმაყოფილი დარჩეს. ის კარგად ატყობს, რომ მოზარდისგან ფეხბურთელი არ დადგება, მაგრამ ამას არც მას უმხელს და არც მის მშობელს.

შესაბამისად, მშობელიც და ბავშვიც ბოლომდე იმედიანად არიან. ამ დროს მოზარდი ორ კურდღელს დასდევს. ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდის, საქართველოში - მაინც. ბავშვი წიგნს აგდებს და ბურთს ირჩევს. მერე მისგან ან საერთოდ არ გამოდის ფეხბურთელი, ან - ძალიან დაბალი დონის. ის იძულებელია, ცხოვრების საუკეთესო წლები ან საერთოდ უსამსახუროდ გაატაროს, ან სადმე დაბალი დონის გუნდში სდიოს ბურთს თვეში 200-300 ლარად.

მეორეც: ძალიან ბევრი მწვრთნელისგან გამიგონია, რომ მათ მშობლები უხდიან ფულს და ისინი, უნდათ თუ არა, პასუხს აგებენ შედეგზე. რაზეა ლაპარაკი, როცა შედეგს სთხოვ ბავშვს იმ ასაკში, როცა მან ფეხბურთი მხოლოდ სიამოვნებისთვის უნდა ითამაშოს. მას ხომ საფეხბურთო ცხოვრებაში აღარასოდეს დაუბრუნდება ეს პერიოდი...

როდესაც მწვრთნელს ექნება ფიქსირებული ხელფასი, ის აღარ დააყენებს რაოდენობას ხარისხზე წინ. ჩვენს არაერთ საფეხბურთო სკოლაში სწორედ ასეა, მაგრამ ეს საქმეს ნაკლებად შველის. ბევრი მწვრთნელი, განსაკუთრებით რეგიონებში, ჯერაც ბავშვების ოჯახების მიერ გადახდილი თანხით არსებობს.

თუ თბილისში ბავშვთა ფეხბურთი მეტნაკლებად მოექცა რაღაც მისაღებ ჩარჩოებში, რეგიონებში ამ მხრივ პრაქტიკულად სრული კატასტროფაა. რაზეა ლაპარაკი, როცა თითქმის არ არსებობს საფეხბურთო აკადემიები. ცალკე თემაა ის, თუ როგორ მინდვრებზე უწევთ თამაში ნორჩ ფეხბურთელებს.

წავიდა ის დრო, როცა ფეხბურთელი სილასა და ქვა-ღორღზე იზრდებოდა. ბოლოს და ბოლოს, გვინდა თუ არა, დღეს ყველა ბავშვი ინტერნეტზეა მიჯაჭვული და ისინი ნათლად ხედავენ, რა ვითარებაში ვარჯიშობენ საზღვარგარეთ მათი თანატოლები.

თბილისში არის მეტ-ნაკლები პირობები, რეგიონებში კი... არ მინდა, რამე გამომრჩეს, მაგრამ რაც თავში მომდის, ახლა მხოლოდ ზუგდიდი და ზესტაფონია. სადაც მოზარდებს კარგ პირობებში უწევთ ვარჯიში. თუ რომელიმე ქალაქი გამომრჩა, ბოდიშს მოვიხდი და მხოლოდ გავიხარებ.

ამიტომაა, ყველა რომ თბილისში გარბის. ეს კიდევ ერთი დიდი პრობლემაა და ამაზე გაკვრით უკვე დავწერეთ. რა თქმა უნდა, ჩვენს მცირე წერილში (თემის აქტუალურობასთან შედარებით) სრულად ვერ მოვიცავით პრობლემათა სპექტრი, მაგრამ მათ გარკვეულ ნაწილს მაინც შევეხეთ. ფაქტია, ქართული ფეხბურთის თითქმის ყველა სეგმენტში ევოლუციის კი არა, რევოლუციის დროა.

და კიდევ ერთი: ზოგადად, დრო ქართული ფეხბურთის საწინააღმდეგოდ მუშაობს. დაყოვნება აღარ შეიძლება!

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

შოთა
გაიხარეთ ბატონო ალეკო ასეთი სტატიისთვის. მართლაც აღარ შეიძლება დაყოვნება და მემგონი ახლა მაინც დადგა ის დრო (მითუმეტეს ბოლოდროინდელი შედეგებიდან), რომ ბავშვთა ფეხბურთს მიექცეს დიდი ყურადღება და მთელი ქვეყნის მასშტაბით აშენდეს და გაიხსნას საფეხბურთო აკადემიები, სადაც იმუშავებენ კვალიფიციური და პროფესიონალი მწვრთნელები, რომლებისთვისაც მიზანი ინდივიდები იქნებიან და გაზრდიან ტაქტიკურადაც და ფიზიკურადაც მომზადებულ ფეხბურთელებს. მხოლოდ ასე გადარჩება ქართული ფეხბურთი.
status quo
კობიაშვილი არაფერს აკეთებს,ვერც ბავშვთა მწვრთნელებს მიხედა და ვერც ვერაფერს.ფედერაციაში ხომ იღებს ათიათასობით ხელფასს, ეხლა პარლამენტშიც აცდენს ადგილს და იქაც იღებს დიიიდ ხელფასს,ფეხბურთი კი გვიკვდება...
დათო
მწვრთნელები არ გვივარგა ბავშვთა ფეხბურთში, კარგი მწვრთნელი თითზე ჩამოსათვლელია. ნაცნობობა და ფეხებზემკიდიაობა ღუპავს ყველაფერს, პროფესიონალიზმის დონე პლინტუსზე დაბალი
ავოიეეე
ყველა სამხარეო ადმინისტრაციას უნდა ჰყავდეს ერთი გუნდი უმაღლეს ლიგაში,დანარჩენი გუნდები კი შედეგების მიხედვით!მაგალითად მცხეთა-მთიანეთს,ერთი.გურიას-ერთი და ასე შემდეგ!
კაკო
დიდი ფეხბურთელები საათობით მიდიოდნენ მშივრები სავარჯიშოდ და ხშირად დარჩენილან გასახდელებში უფულობის გამო!ჩვენთან გამაძღარ მამას გამაძღარი შვილი მიჰყავს სავარჯიშოდ(სირბილში რომ კარგად მოინელოს)და შედეგს ელოდება!შედეგი არანაირია,გარდა სახლის ტუალეტში დაჯენისა!
daTvi
მაგარი ბავშვი ყოველთვის ყურადღების ქვეშ ჰყავთ მწვრთნელებს და ავიწყდებატ,რომ მას კარგი ვარჯიში და ტაქტიკის სწავლა სჭირდება!ისინი მხოლოდ მის გაყიდვაზე ფიქრობენ,ამაში კი უეფა ეღობება თავისი უაზრო,მექრთამე კანონებით.მწვრთნელი ამით სარგებლობს და თავის თავზე იღებს ყველაფერს,ათამაშებინებს ნაკრებში გარკვეულ თამაშებს და მერე ხსნილია მამლუქისთვის და მისი აღასთვის გზა!"გაყიდე და იბატონე" ასრულდება,ითამაშებს რამე ჭ კლასის გუნდში.გამოსავალი? ყველაფერი ფედერაციაში ერთიანად უნდა ამოტრიალდეს ან ყველა ფეხბურთელს ხორვატების "დაავადება"(მამულის სიყვარული) უნდა შეეყაროს!
სიმართლე
ამასწინათ დავწერე არ გამომიქვეყნეს ახლაც ვამბობ ბათუმის დინამოს ბავშვთა მეკარეების მწვრთნელი არაპროფესიონალია პირადად ვიცნობ, მე მის პიროვნებაზე არ მაქვს საუბარი მაგალითი მომყავს რომ ასეთები გვიფუჭებენ საქმეს
brrrrr
ფეხბურთელი,მშობელი და მწვრთნელი! ეს სამეული აფუჭებს ბავშვს მაშინ,როცა მას ეზიზღება ფეხბურთი და მარტო ამხანაგების გულისთვის დადის ვარჯიშებზე.ყველა მშობელს უნდა კარგი ფახბურთელი დადგეს მისი შვილი და კარგ გუნდში ითამაშოს,მაგრამ ამ დროს ასპარეზზე გამოდის ფედერაციის ჩინოვნიკი მომავალიც იკარგება!
რიგითი გულშემატკივარი
დიახ სწორედაც რომ რევოლუციის დროა და ეს სასწრაფოდ უნდა დაიწყოს კობიაშვილმა. ასე გაგრძელება შეუძლებელია. სასწრაფოდ უნდა მოშორდნენ ის საბავშვო მწვრთნელები ვინც ამახინჯებს ნორჩ ფეხბურთელებს ყველანაირად. პ.ს. ისე რა გახდა რომ გუჯა კახაძეს, მის გამოცდილებას და მეთოდს მეტი ყურადღება მიექცეს. მაინც უფსკრულში ვართ და უარესი რა მოხდება? მე შინაგანად მჯერავს რომ გუჯა სერიოზულ შედეგს დადებს. გაიტესტოს მისი მეთოდი
giga
10 სტადიონი დაანგრიეთ და სადღა უნდა ითამაშონ ფეხბურთი? ბაქოში და ყველგან აშენებენ საფეხბურთო სტადიონებს და აქ ანგრევენ და კორპუსებს დგამენ და კიდევ კითხულობთ რატომ ვერ ვთამაშობთ? ვერც ვითამაშებთ ამაზე მეტს ვერასდროს თუ ბევრი სკოლა არ გაიხსნა,მიხვდეს იქნებ ფედერაციაც და მთევრობაც რომელთაც ფებურთი კი არა ქვეყანაც მიგდებული ჰყავთ უყურადღებოდ და უცხოელების საჯიჯგნად
ვეტერანი
ისევ ცარიელი სიტყვების რახარუხი. ვაკრიტიკებდი კონცეფციას არავინ მისმენდა. გახსენებთ:თბილისი 3 გუნდი. იმერეთი 3 გუნდი. აჭარა 2გუნდი. ქართლი 1 გუნდი. სამეგრელო 1 გუნდი. აფხაზეთი 0 გუნდი. გურია 0 გუნდი. კახეთი 0 გუნდი. გასუბრება, რომ გეკადრებიათ ძველ და ახალ ხელმძღვანელობას, ასეთი კრახის მოწმე დღეს არ ვიქნებოდით. ყველაფერი თავიდანაა დასაწყები. მზად მაქვს კონცეფცია და მივიღებ კონკურსში მონაწილეობას თუ კი გამოაცხადებთ. სამწუხაროდ სპორტის სამინისტრო და ფედერაცია, ერთმანეთის ღირსი ორგანიზაციებია და ამათ გადაკეთებას ახალი ავაშენოთ ჯობია.
geoachi
ბავშვთა ფეხბურთს მიხედეთ, საშინელება ხდება სად იზრდებიან ბავშვები, დინამოს მეტი პირობები ფაქტიურად არც ერთ სკოლას არ აქვს, მეტნაკლებად საბურთალოსაც არაუშვას, ნახეთ რა საფარზე თამაშOბენ ავაზაზე ბავშვები, იქ სადად უამრავი ფეხბურთელი აღიზარდა მათშორის დღევანდელი ფედერაციის ხელმძღვანელი ბ-ნი ლევანი, ეს სამომავლოდ გარანტირებულ ტრავმებს და ჯანმრთელობა შერყეულ ახალგაზრდობას ნიშნავს ვინღა ჩივის მათ ფეხბურთს!
gia
ახლახანს დამთავრდა ევროპის 19 წლამდე ახალგაზრდათა ჩემპიონატი ფეხბურთში. სადაც თვალნათლივ გამოჩნდა რომ საქართველოს არც მთლად წყალწაღებულები ვართ ბოლოს და ბოლოს ევროპის რვა ქვეყანაში მაინც ვართ. დაახლოებით ასეთი მდგომარეობა არის სულ დაახლოებით ბოლო 10 წელია. აი როდესაც 21 წლის ასაკისანი ხდებიან იქ უკვე ვეღარ აღწევენ წარმატებას. პირველ ნაკრებში კი სერიოზული კატასტროფაა. ახლა ვსვამ კითხვას თუ ბავშვთა ფეხბურთში პრობლემებია, რატომაა 19 წლიანების წარმატებები თვალსაჩინო?
gio
სიმართლეა ეს წერილი მე ვარ ერთ-ერთი მსხვერპლი დღეს 100 ლარად ვთამაშობ
Ice
Otar getanxmebi 100%. Es jurnalistebic eridebian saxelebs iq redaqtori, iq vai da gamomadges rameshi da mere ra vqna. Ai egaa ra ertmanetzea gadajachvuli zveli drois komunizmuri sistema. Shechames qartuli sporti am tkipebma. Puls ro gamoacli tavisit gacurdebian es ,professionalebi" Saxelebi da gvarebi daidos moxdes lustracia am nazirlevis jurnelistebo gamopxizldit tqvenc! ! Didi Zala gaqvt da igrzenit pasuxismgebloba
გუჯა კახაძე
ამბობთ ფეხბურთი და სწავლა ძალიან ხშირად ერთად არ გამოდისო და ეს არის ჩვენი ფეხბურთის ყველაზე დიდი პრობლემა. რამდენიმე ჩემი მოსწავლე უცხოეთის საუკეთესო საფეხბურთო სკოლაში მიიღეს და პირველ რიგში აზროვნება და ინტელექტი შეუმოწმეს (თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად მუშაობდა თუ არ ისიც კი გადაამოწმეს), ამის შემდეგ კი ბურთის ცოდნა და სირბილი. როგორ ფიქრობთ, საქართველოში ფეხბურთის რამდენმა მწვრთნელმა იცის თუ რა ვარჯიშებით ვითარდება ადამიანის თავის ტვინის ორივე ნახევარსფერო თანაბრად?
gio
ამ შედეგზე რაც ქართულმა გუნდებმა აჩვენეს სრული პასუხისმგებლობა ეკისრება ფედერაციას და არა კონკრეტულად გია ცეცაძეს ან ფრუიძეს ან ვინმე სხვას, მხოლოდ ერთ გუნდს რომ ეჩვენებინა ეს სამარცხვინო შედეგი ვიტყოდით რომ ეს თვითონ გუნდის, ან მწვრთნელის, ან გუნდის მენეჯმენტის ან ფეხბურთელების ბრალია, მაგრამ როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი გუნდი 8 თამაშში ვერ ახერხებს გამარჯვებას, როცა ქვეყნის ჩემპიონი საერთო ჯამში 0-6 აგებს აზერბაიჯანულ გუნდთან, როცა თასის მპლობელი გუნდი საერთო ჯამში 8-1 აგებს სლოვაკეთის საშუალოზე დაბალ გუნდთან(ზოგადად სლოვაკური არცერთი გუნდი არ განეკუთვნება საშუალო ევროპულ გუნდს), როცა 4 გუნდიდან ვერც ერთი ვერ აღწევს თუნდაც იმას რომ განმეორებით მატჩს აზრი ქონდეს, როცა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ციკლში, ჯგუფში ნახევარზე მეტი ჩატარებული შეხვედრებიდან ვერ ახერხებს თუნდაც ერთი თამაშის მოგებას ეს ნიშნავს რომ საქმე გვაქვს სისტემურ პრობლემასთან, და თუარა ფეხბურთის ფედერაცია მაშინ იქნებ ვინმემ გვითხრას სხვა ვინ არის პასუხისმგებელი? სოფლის მეურნეობის სამინისტრო? მაშინ ფეხბურთის ფედერაციის მუშაობა რითი შეფასდეს? დაგებული გზებით, სოფლების გაზიფიკაციით, ნაპირგამაგრებითი სამუშაოებით.....?? ქართული ფეხბურთი არის ჩაძირული კორუპციის ჭაობში და არც ფედერაციას და არც კლუბების ხელმძღვანელობას არ სურს რომ რაიმე შეცვალოს, იმიტომ რომ უარს ვერ იტყვიან ასე იოლად დიდი ფულის შოვნისგან, შეიძლება იყოს რაღაც არაფრის მომცემი ფასადური ტიპის ცვლილებები. აი როცა კობიაშვილი და მისი ბანდა ფედერაციაში გაიზიარებს ესპანეთის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტის ბედს, როცა კობიაშვილს მიაყოლებენ ფედერაციის წინა ხელმძღვანელობასაც, გუნდების მართველობაში მოკალათებულ საბიუჯეტო ფულის მხვრელ ვირთხებსაც, როცა კლუბები იქნება მხოლოდ კერძო მეპატრონეების აი შემდეგ იქნება წინსვლაც, მანამდე ქართული ფეხბურთი იქნება ამ ჭაობში, მომავალ წელს უარესი შედეგი იქნება, წელს თუ ავსტრიულმა, აზერბაიჯანულმა, პოლონურმა და სლოვაკურმა კლუბებმა გამოაგდო ქართული კლუბები, მომავალ წელს ქართულ კლუბებს გამოაგდებს ფარერების, ისლადიის, ლუქსემბურგის კლუბები იმიტომ რომ ისინი ვითარდებიან. იმ გზით რა გზითაც დღეს ქართული ფეხბურთი მიდის სხვა შედეგი გამორიცხულია
Zviad
ფეხბურთელის მშობელი ვარ და სამწუხაროდ ვნანობ რომ სპორტის ეს სახეობა ავირჩიეთ!მწვრთნელებთან ურთიერთობამ სიცოცხლე გამიმწარა.კონკრეტულად:ავაზა,35 ე სკოლა,დინამოს აკადემია ,ლოკომოტივი,ცხინვალი ეს ის გუნდებია სადაც ჩემი შვილები დადიოდნენ თუ დღესაც დადიან და გეტყვით რომ ყველგან ერთნაირი ,კორუმპირებული და უცოდინარი მწვრთნელები არიან.შემიძლია გვარებიც ჩამოვთვალო.იმდენი ბავშვი დაიჩაგრა ამ წლების განმავლობაში ჩემი შვილების ჩათვლით,რომ მათი ჩამოთვლა შორს წაგვიყვანს.ზბორის თემა თუ ფორმების,ბურთების თუ ტურნირების ,მსაჯების თუ ტრანსპორტის ყველაფერი მშობლის კისერზეა.გადასახადი ხო უფრო მეტია ეხლა ვიდრე თუნდაც ორი წლის წინ.დოლარმა მოიმატაო და... მოკლედ სანამ ფეხბურთის მეტად მოყვარული არ მოვა ფედერაციის პრეზიდენტად ვიდრე ფულის,არაფერი გვეშველებაშ!!!
ოთარი
სანამ ბოლომდე სიმართლის თქმას არ ვისწავლით, მანამდე არაფერი გვეშველება. ეს თქვენც გეხებათ: " რა თქმა უნდა, ჩვენ გვყავს ფეხბურთში ბოლომდე ჩახედული, მართლაც კვალიფიციური ბავშვთა მწვრთნელები, მაგრამ მათი რაოდენობა, სამწუხაროდ, ძალიან მცირეა. თუ დავაკვირდებით, იმ ქართველ ფეხბურთელებს, ასე თუ ისე, წარმატებით რომ თამაშობენ ეროვნულ ნაკრებსა თუ უცხოურ კლუბებში, ძირითადად ერთი და იგივე სპეციალისტები ზრდიან. იმას, რასაც ჩვენ ახლა დავწერთ, მათ არამც და არამც არ ეხებათ..." თუ კი იმათ სახელებს ვერ ამბობთ ვისაც ეხება, ისინი მაინც გაგეცნოთ ჩვენთვის ვისაც თქვენი აზრით ეგ შენიშვნები არ ეხება. თუ გეშინიათ ვინმე არ გამოგრჩეთ მაშინ თქვით, რომ ჩვენ ამათზე ვიცით და კიდე თუ მშაობს ვინმე სწორად მოგვაწოდეთ და ვიტყვი თქო. მაგრამ არა საქრთველოში დღეს ეს ნახევრად სიმართლეა გაბატონებული და ყველა ყველას ერიდება. სწორედ ამიტომაცა ვართ "მოწინავე პოზიციებზე" ყველა სფეროში.
Ice
Aekrzalos dafinanseba da xelpasebi da es chaobi nacnobobit mowyoba gundshi tavisit moispoba. Gadaketdes Samoyvarulo chempionatad da visac pexburti unda marto is darcheba. Aba tqven gindat chemi puli..?
გენო
რა წიგნი თუ ფეხბურთი ჰოლანდიაში არ აიყვანენ ისეთ ბავშვს,რომელიც მარტივად რომ ვთქვათ ვერ სწავლობს შემდეგ აღარ უნდა ვსაუბრობდეთ დაბალ საფეხბურთო ინტელექტზე
"კონკურენცია ძალიან მაღალია, შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს" - ანჩელოტიმ ნეიმარის ნაკრებში არგამოძახების მიზეზებზე ისაუბრა
"ლივერპული" პრემიერლიგის "გალაქტიკოსი" გახდა" - ჯეიმი კარაგერი
შესარჩევიდან ჩემპიონთა ლიგაზე - რას უნდა ველოდოთ ამ შვიდი გუნდისგან?
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
[PHOTO] არდა გიულერის ემოციები ესპანეთთან განადგურების შემდეგ
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
ოფიციალურად: "კოლოსმა" ზურაბ რუხაძე წარადგინა
ტიაგო მოტამ შესაძლოა, ბუნდესლიგის ბინადარი გუნდი ჩაიბაროს
ონანა კარიერას სავარაუდოდ, თურქეთში განაგრძობს
როდრიმ მისი აზრით "ოქროს ბურთის" ორი ფავორიტი დაასახელა
"სექსის დროს არ მინახავს, არ იცოდა, რომ კამერებზე წვდომა მქონდა..." - როგორ გაიგო ღალატის შესახებ არგენტინელი ვარსკვლავის მეგობარმა გოგონამ
ფრენკ ლამპარდი შესაძლოა, სამუშაოდ პრემიერ ლიგაში დაბრუნდეს
მოულოდნელი ამბავი - ზიდანი სამწვრთნელო საქმიანობას შესაძლოა, თურქეთში დაუბრუნდეს
ქოჩორაშვილი: აქამდე სწორედ იმიტომ მოვედით, რომ არასდროს ვნებდებით
ევრობასკეტის მთავარი სენსაცია - სერბეთის ნაკრები ფინეთთან დამარცხდა და ტურნირს გამოეთიშა
"შავი ლომი" "ძებრესთან" დამარცხდა
ლუქსემბურგის ახალგაზრდული ნაკრების ავტობუსი გზაში გადატრიალდა
მატჩის დღე - ქართველებსა და ბულგარელებს ცუდად დაწყებულის გამოსწორება სურთ!