"სპარტაკი"-"აიაქსის" გუშინდელ დაპირისპირებაში მოსკოველთა ქართველ ლეგიონერს, ჯანო ანანიძეს კოჭის მცირე ტრავმის გამო არ უთამაშია

"სპარტაკისა" და "აიაქსის" გუშინდელ დაპირისპირებაში არ უთამაშია მოსკოველთა ქართველ ლეგიონერს ჯანო ანანიძეს. მას კოჭის მცირე ტრავმა აწუხებს.

მოსკოვის "სპარტაკის" მთავარმა მწვრთნელმა ვალერი კარპინმა თქვა, რომ ამსტერდამის "აიაქსთან" ევროპის ლიგის საპასუხო მერვედფინალური მატჩის პირველ ტაიმში მისი გუნდი იდეალურად თამაშობდა. კარპინის თქმით, თუ "სპარტაკი" ყოველთვის ისე ითამაშებს, როგორც "აიაქსთან" შეხვედრის პირველ ტაიმში, მას სამუშაო არაფერზე ექნება.

კარპინმა აღნიშნა, რომ "აიაქსთან" მატჩის ბოლო ნახევარ საათში სპარტაკელები მოდუნდნენ. მწვრთნელმა ხაზი გაუსვა, ფეხბურთელების გაგება შესაძლებელია, რადგან "სპარტაკი" იმ დროისთვის 3:0 იგებდა. ამავე დროს, კარპინმა აღნიშნა, რომ მას, ისევე როგორც "სპარტაკის" მეკარეს ანდრეი დიკანს, კარის მშრალად შენახვა სურდა.

"აიაქსის" მთავარმა მწვრთნელმა ფრანკ დე ბურმა თქვა, რომ "სპარტაკთან" მატჩის პირველ ტაიმში მისი გუნდი თავის თავს არ ჰგავდა. დე ბურის თქმით, შეხვედრის მეორე ნახევარში "აიაქსმა" ოთხი თუ ხუთი საგოლე მომენტი შექმნა, მაგრამ სპარტაკელები დიკანმა გადაარჩინა.

"სპარტაკმა" "აიაქსს" 3:0 მოუგო. რუსული გუნდის შემადგენლობაში თავი დიმიტრი კომბაროვმა, ველიტონმა და ალექსმა გამოიჩინეს. "სპარტაკმა" ამსტერდამში პირველი შეხვედრაც მოიგო, ანგარიშით 1:0. სპარტაკელები ევროლიგის 1/4 ფინალში გავიდნენ. ტურნირის ამ ეტაპის კენჭისყრა 18 მარტს შვეიცარიულ ნიონში გაიმართება.

ევროპა ლიგა: 1/4-ფინალში ორი ინგლისური და ორი ესპანური გუნდი გავიდა
ევროტურნირებზე ინგლისური გუნდებიდან მხოლოდ "ასტონ ვილამ" გაიმარჯვა
ევროპა ლიგის 1/8 ფინალური ეტაპის წილისყრის შედეგები ცნობილია
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა