გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთში გამგზავრების წინ "ლოკომოტივის" სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა
გუშინ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა რუსეთში გამგზავრების წინ "ლოკომოტივის" სტადიონზე ბოლო ვარჯიში გამართა, რომელსაც სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრი ლადო ვარძელაშვილი დაესწრო.

მინისტრმა ქართველ მორაგბეებს 19 მარტს სოჭში რუსეთის ნაკრებთან გასამართ პრინციპულ მატჩში წარმატებები უსურვა. საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 12 მარტს რუმინეთის დამარცხებით უკვე მოიპოვა 2011 წლის "ევროპის ერთა თასი", თუმცა რუსეთის ნაკრებთან დაპირისპირებას ქართველი გულშემატკივარი განსაკუთრებულად ელის.

რიჩი დიქსონის გუნდი სოჭში 18 მარტს დილით 10:30 წუთზე ჩარტერული რეისით გაფრინდა, მანამდე კი ბორჯღალოსნებმა" ლოკომოტივის სტადიონზე მწვრთნელთა შტაბის მეთვალყურეობით მონდომებით ივარჯიშეს და სხვადასხვა კომბინაციები დაამუშავეს.

19 მარტს თამაში სოჭში, სლავა მეტრეველის სახელობის სტადიონზე თბილისის დროით 16:00 საათზე დაიწყება. რაც შეეხება პირდაპირ რეპორტაჟს, ქართული მხარის დიდი მცდელობის მიუხედავად ჩვენ გულშემატკივარს თამაშის ნახვის საშუალება არ ექნება, რადგან რეპორტაჟს თავად რუსული მხარე არ გადასცემს და შესაბამისად ქართული მხარე სიგნალს ვერ იღებს.

იგეგმება პირადპირი ჩართვები საზოგადოებრივი რადიოს პირველ FM 102.4 და მეორე არხებზე - FM 100.9 და "აფხაზეთის ხმის" ეთერში - FM 98,9.

ლადო ვარძელაშვილი:" მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა "ერთა თასი" უკვე მოიგო, რუსეთთან თამაშს მაინც დიდი მნიშვნელობა აქვს. ეს მატჩი რუსეთში ტარდება და ქართველი გულშემატკივარი ამ დაპირისპირებას მოუთმენლად ელოდება. მინდა მორაგბეებს "ერთა თასზე" გამარჯვება მივულოცო და კიდევ ერთხელ ვთქვა, რომ მათ სახელმწიფოს მხრიდან დახმარება არ მოაკლდებათ. რაგბი სათამაშო სახეობებში გამორჩეულია და მხარდაჭერას და თანადგომას ნამდვილად იმსახურებს."

გია ნიჟარაძე (საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტი): "თამაშის მნიშვნელობაზე ბევრი ლაპარაკი ზედმეტია. ყველამ იცის ამ თამაშის ფასი. ნაკრები მონდომებით ემზადება და დანარჩენი მოედანზე უნდა გამოჩნდეს. იოლი მატჩი არ იქნება, იმედი მაქვს, რომ თამაშის შემდეგ კომენტარს სიამოვნებით მოგცემთ."

სამინისტროს პრესსამსახური

თამუნა ყულუმბეგაშვილის ფოტო

ბექა გორგაძე: ამ ყველაფრის გადაყლაპვა ძალიან რთულია
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
"ის, რაც ქართულ რაგბიში ხდებოდა, არის აღმაშფოთებელი" - სკანდალი ქართულ სპორტში, WADA-მ ეროვნული ნაკრების 6 მორაგბე დაასანქცირა
ახალი კონტრაქტი "ჯენოასგან" - დე როსის მიწვევა სხვა იტალიურ კლუბებსაც სურთ
აზიის ფეხბურთის კონფედერაციის გენერალურმა მდივანმა ირანის ნაკრების მუნდიალზე ასპარეზობის საკითხზე ისაუბრა
"ჩელსის" დიდი დანაკლისი პსჟ-ისთან მატჩის წინ - ლონდონელებს გუნდის კაპიტანი გამოაკლდათ
მე-17 ტურის ბოლო მატჩში "რუსთავმა" გურჯაანში "დელტა" დაამარცხა
VIDEO | ეროვნული ლიგა | დილა 1-0 ტორპედო. რამდენი რამ იყო "პირველად"...
დიხამინჯიამ 7 ბურთი გაიტანა, გავაშელიშვილმა და ცხოვრებაძემ 5-5, 4 გოლია კალანდაძის ანგარიშზე
საქართველოს ნაკრები რუმინეთთან ამხანაგურ მატჩს გამართავს
"რასიზმი სირცხვილია, მაგრამ მოედნიდან არ უნდა გავდიოდეთ" - ხეფრენ ტურამი
ბათუმმა ზედიზედ მეოთხე გამარჯვება ორბთან იზეიმა
[VIDEO] პსჟ-მდე "ჩელსი" სახლში "ნიუკასლთან" დამარცხდა
[VIDEO] აკი პუტინი არ ვარო - ლაპორტა მესამედ გახდა "ბარსელონას" პრეზიდენტი და წაუცეკვა
[VIDEO] რეგრესი - საქართველოს ნაკრები რაგბი ევროპის ჩემპიონატის ფინალში პორტუგალიასთან დამარცხდა
VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 1:2 გაგრა. სულ სხვა "გაგრა"...
[VIDEO] სობოსლაის ულამაზესი ჯარიმა და რიშარლისონის გოლი 90-ე წუთზე - "ტოტენჰემი" "ენფილდზე" არ დამარცხდა
[VIDEO] რაფინიას ბენეფისი "სევილიასთან" - "ბარსელონამ"უხვგოლიან დაპირისპირებაში გაიმარჯვა
[VIDEO] წიტაიშვილის საგოლე გადაცემა - "მეცმა" "ტუტუზასთან" ანგარიში 0:2-დან გაათანაბრა
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 0:0 დინამო (თბ). ნულები, რომელიც არ გვიკვირს
სუპერლიგის მე-17 ტური კსუ-ს, "ქუთაისის" და "ივერიონის" მოგებებით დაიწყო
ემერის რეკორდი - "ასტონ ვილას" თავკაცმა საიუბილეო ნიშნული დააფიქსირა
"ნაპოლი" ჰოილუნდს 44 მილიონ ევროდ გამოისყიდის