ქართველი ბერძნულ-რომაულ და თავისუფალ სტილით მოჭიდავეები დორტმუნდში გასამართი ევროპის ჩემპიონატისთვის ემზადებიან
ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრები უკვე დაბრუნდა მინსკიდან, სადაც „სტაიკების“ ოლიმპიურ ბაზაზე ერთობლივი შეკრება გაიარა მასპინძელ და ფრანგ ათლეტებთან ერთად.

ფრანგები უძლიერესი შემადგენლობით იყვნენ ჩასულები, გაფართოებული გუნდით გამოდიოდნენ მასპინძლებიც, დაახლოებით 100 კაცით, რომელთა შორისაც გუნდის ყველა ლიდერი იყო.

მთლიანობაში, ერთობლივ ვარჯიშებში 140-მდე სპორტსმენი ჩაერთო, წვრთნები კი 6 ლეიბზე მიმდინარეობდა. როგორც საქართველოს ნაკრების მწვრთნელმა ოთარ ტატიშვილმა გვითხრა, შეკრება ნაყოფიერი გამოდგა, რადგან ძლიერი ფალავნები მონაწილეობდნენ და ჩვენებმაც კარგად ივარჯიშეს.

ამის მიუხედავად, ბეგი დარჩიას საკადრო პორბლემები მაინც არ ელევა - მინსკში ბულგარეთში მიღებულ ტრავმაზე გამოკვლევა ჩაუტარეს ვლადიმერ გეგეშიძეს (84) და მდგომარეობა მოსალოდნელზე უფრო მძიმე აღმოჩნდა. არადა, გეგეშიძე საევროპო ნაკრების წევრად განიხილებოდა. გამაყუჩებლებით და გარკვეული რისკის ფასად ახლაც შეძლებს ევროპაზე გამოსვლას, მაგრამ მწვრთნელები არ რისკავენ. ამიტომ გადაჭრით შეგვიძლია ვთქვათ, რომ გეგეშიძე ევროპას გამოტოვებს.

საკითხავია, ამ წონაში ევროპაზე გვეყოლება კი საერთოდ მონაწილე? საქართველოს ჩემპიონატი გეგეშიძემ მოიგო, ხოლო მეორეზე ახალგაზრდა ქუთაისელი დავით ჩაკვეტაძე გავიდა. მან ძალიან კარგი შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა მწვრთნელებმა საერთაშორისო ტურნირში ბრინჯაოს პრიზიორი მათე სოფაძე გამოსცადეს. რაც შეეხება მეორე ბრინჯაოს მფლობელ რევაზ ნადარეიშვილს, ის ახალგაზრდულ ნაკრებთან ერთადაა წასული რიგაში იქაურ საერთაშორისო ტურნირში. ამდენად, ეროვნულის კანდიდატებად ჩაკვეტაძე და სოფაძე რჩებიან.

საბედნიეროდ, ამ ერთი უსიამოვნო ამბის - გეგეშიძის ტრავმის გარდა, ჩვენებმა რამდენიმე სასიამოვნოც ჩამოგვიტანეს მინსკიდან. კერძოდ, რევაზ ლაშხი (60) სწრაფად იშუშებს ნატკენ ფეხს და არაა გამორიცხული, აპრილის დასაწყისში დორტმუნდშიც ვიხილოთ ევროპის პირველობაზე. მკვეთრად მოუმატეს ტემპს ევროპის, მსოფლიოსა და ოლიმპიურმა ჩემპიონმა მანუჩარ კვირკველიამ (74) და ევროპის ბრინჯაოს პრიზიორმა, მსოფლიოს ვიცე-ჩემპიონმა მანუჩარ ცხადაიამ (66). დამაკმაყოფილებელად და ნორმის ფარგლებში მიმდინარეობს ევროპის ორგზის და მსოფლიოს ჩემპიონის, ოლიმპიადის ვერცხლის მედალოსან რამაზ ნოზაძისა და ევროპის მესამე პრიზიორ სოსო ჯაბიძის (ორივე - 96) პოსტტრავმული სარეაბილიტაციო პროცესი.

ევროპის ჩემპიონატი დორტმუნდში 29 მარტიდან 3 აპრილის ჩათვლით გაიმართება, კონკრეტულად ბერძენ-რომაელები კი 2-3 აპრილს იჭიდავებენ. იქ წასაყვანი ნაკრების ძირითადი ბირთვი უკვე ცნობილია, საკითხი იმდენად ღიაა, ბოლო შეკრებაზე ნაკრების თავკაცი ბეგი დარჩია საკონტროლო შეხვედრებსაც კი არ გეგმავს, თუმცა კანდიდატებს ჯერ ოფიციალურად არ ასახელებს. დასკვნით შეკრებას ნაკრები დღეს დაიწყებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე, სადაც დარჩიას განკარგულებაში დაახლოებით 35 ფალავანი იქნება.

მეოთხე დღეა, დუშეთშია და ევროპის ჩემპიონატის წინ ასევე ბოლო შეკრებას მართავს თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრები. ბეგი დარჩიასგან განსხვავებით, იმ გუნდის თავკაცმა ზაზა თურმანიძემ უკვე დაასახელა დორტმუნდში წასაყვანი ფალავნები: ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (55), მალხაზ ზარქუა (60), კობა კაკალაძე (66), დავით ხუციშვილი (74), დავით მარსაგიშვილი (84), ბელდუხ გავაშელიშვილი (96), დავით მოძმანაშვილი (120).

დუშეთში თურმანიძეც 35-კაციანი გუნდითაა წასული და სავარჯიშო პირობებით კმაყოფილია. ეს გუნდი გერმანიაში 27 მარტს გაფრინდება, რადგან კონტინენტის პირველობაზე ბერძენ-რომაელებზე ცოტა ადრე - 29-30 მარტს ჭიდაობენ. 28-ში აწონვაა, 29-ში კი ლეიბზე „თავისუფლად“ მოასპარეზე 60, 74 და 96-ის ფალავნები გავლენ, დანარჩენი წონების ფალავნები - 30-ში. 31 მარტი და 1 აპრილი ქალთა ტურნირს ეთმობა, მერე კი ბერძენ-რომაელთა ჯერი დგება: 2-ში 55, 66, 84 და 120-ის ფალავანთა ასპარეზობები გაიმართება, ჩემპიონატს კი 60, 74 და 96 კილოგრამებში მოჭიდავეები დაასრულებენ.

ინტერელი
გამაგიჯებთ რაა... ცხადაია 78 კგ ზე მეტია და 66 სჰი რა უნდა? ბავსჰვობიდან ვიცნობ და 2 კილოს დაკლება უჭირდა ახლა უნდა დააკლებინოტ თქვენ 12 კილო? :D ვაახ
ლაშა გობაძე რეპეშაჟში დამარცხდა და ოლიმპიური თამაშები მედლის გარეშე დაასრულა
ლაშა გობაძე ოლიმპიური თამაშების მეოთხედფინალში ბულგარელ მეტოქესთან დამარცხდა
რობერტ კობლიაშვილი ოლიმპიადის პირველივე შეხვედრაში დამარცხდა
კალანდაძე თბილისის "დინამოში" დაბრუნდა
საქართველოს 15-ქალა ნაკრების წინსვლა რეიტინგში
გრიზმანი MLS-ში - მოლაპარაკებები დასკვნით სტადიაშია
ცვლილებები დაცვით ხაზში - "რეალიდან" ალაბას წასვლა გადაწყვეტილი ამბავია
"ხვიჩა ძალიან მომწონს, სალაჰის შეცვლის კარგი ვარიანტია" - "ლივერპულის" ყოფილმა ფეხბურთელმა კლუბს კვარაცხელიას ყიდვა შესთავაზა
კიდევ დიდი ხნით პსჟ-ში - ჟოაო ნევეში კონტრაქტს გაახანგრძლივებს
პარიზელთა შეტევა დემბელეს არყოფნაში - ყველაფერი ლიგის განმეორებით მატჩებზე
ქალთა ნაკრები საბერძნეთთან მატჩისთვის მზადებას განაგრძობს
ლეგიონერები/ცინცაძე MVP გახდა. დიხამინჯიამ და კბილაშვილმა 4-4 გოლი გაიტანეს
15-ქალა | ხორვატებთან ახალი რეკორდით
20 წ. | კარგი ტაიმით მსოფლიოს ჩემპიონთან
კვარაცხელია, დუე და ბარკოლა დემბელეს გარეშე - როგორი იქნება "მონაკოსთან" პსჟ-ს შემადგენლობა?
"ბარსელონაში" დაბრუნებისას, საუკეთესო ფორმაში არ ვიყავი" - ჟოაო კანსელო
"სერია A-ში თამაში ყველაზე რთულია" - ალეგრი "პარმასთან" მარცხის შემდეგ
L'Équipe: პსჟ-ში შევალიეს ბედი საფონოვზეა დამოკიდებული
ლებრონ ჯეიმსმა მორიგი რეკორდი დაამყარა
თბილისური შეკრება დასრულდა | 9 ლეგიონერს ჯიკიჩმა სუპერლიგის 5 მოთამაშე დაამატა
"მწვრთნელი გამარჯობასაც კი არ მეუბნება" - საზონოვი "ტორინოს" განრისხებულ ფანებს შეხვდა
[VIDEO] მამუკელაშვილის შედეგიანი მატჩი ყოფილ გუნდთან - "ტორონტომ" "მილუოკი" დაამარცხა
[VIDEO] მიქაუტაძემ ამჯერად ვერ გაიტანა - "ვილიარეალმა" "ვალენსია" დაამარცხა