აჭარის მთავრობის თავმჯდომარე: სტადიონის პროექტს სატენდეროდ ამ თვის ბოლოს ჩაგვაბარებენ
ბათუმის "დინამოს" ბაზის მშენებლობა წინმსწრები გრაფიკით მიმდინარეობს. ეს სიახლე აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გაჟღერდა.

ამჟამად მიმდინარეობს სარწყავი სისტემის მონტაჟი. მაუწყებლის ცნობით, მშენებელი კომპანია "მონოლითი 2005" სამუშაოებს დაჩქარებულად ასრულებს...

ანგისას ბაზაზე ბათუმის "დინამო" არა მხოლოდ ივარჯშებს, არამედ ითამაშებს კიდეც და ტრიბუნების ჩონჩხის მშენებლობა უკვე დასრულებულია. სტადიონმა 1575 მაყურებელი უნდა დაიტიოს.

აქვე ვიტყვით იმაზეც, რამაც გაურკველობა გამოიწვია. ანგისაში პირველად ხელოვნურის დაგება დაიწყეს, რომელიც მე-4 თაობისაა. ამის გამო გულშემატკივარი უკმაყოფილო იყო და ჩათვალა, რომ მხოლოდ ხალიჩა დაიგებოდა.

რეალურად, ბათუმელთა ბაზაზე 2 სტანდარტული მოედანი მოეწყობა, ხელოვნური და ბუნებრივი საფარით. მაგრამ "დინამომ" ანგისაში ვარჯიშთან ერთად, უნდა ითამაშოს კიდეც, ასეთ დატვირთვას კი მხოლოდ ხელოვნური გაუძლებს და ის უკვე დააგეს. ბუნებრივი მინდორის დაგება კი მშენებლობის ბოლოს დაიწყება.

ამავე დროს, უკვე აშენებულია სამსართულიანი შენობა, სადაც განთავსდება, ბათუმის "დინამოს" ადმინისტრაცია, საშხაპეები, გასახდელები, მსაჯთა და დელეგატთა ოთახები, სავარჯიშო დარბაზები, სამედიცინო მომსახურების ცენტრი, ასევე სასტუმრო ოთახები და კომერციული ფართები.

დაპირების მიხედვით, ბათუმის "დინამოს" ბაზის კეთილმოწყობა 25 დეკემბრისთვის უნდა დასრულდეს.

"ერთ კვირაში ხელოვნურსაფრიანი მოედანი სრულად მზად იქნება - კარებიც დამონტაჟდება და დაიხაზება. რაც შეეხება ბუნებრივსაფრიან მოედანს, მის დაგებას დაახლოებით თვე-ნახევარი დასჭირდება და სექტემბრის ბოლოსთვის მზად უნდა გვქონდეს.

სამუშაოები დეკემბრისთვის უნდა დაგვესრულებინა, მაგრამ ისეთი გრაფიკით მივდივართ, დიდი იმედი მაქვს, რომ ბაზას ორი თვით ადრე ჩავაბარებთ", - ამბობს მშენებელი კომპანია "მონოლითი 2005-ის" წარმომადგენელი ზაურ გათენაძე.

ჯემალ დევაძე, ბათუმის მერიის კეთილმოწყობის სამსახურის უფროსი სპეციალისტი: "ამ ეტაპზე დასრულებულია მიწისქვეშა კომუნიკაციების მონტაჟი, რაც მოიცავს სანიაღვრე, სარწყავი და სადრენაჟე სისტემებს. ხელოვნური საფარის გარდა, დამონტაჟდა 6 ცალი 30-მეტრიანი გალვანიზებული განათების ანძა, ამჟამად კი შენობაში მიმდინარეობს ოთახების გატიხვრა, ცივი და ცხელი წლებისა და ელექტროსისტემების მონტაჟი".

აქვე ვიტყვით, რომ აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ ბათუმის სტადიონის წლობით გაჯანჯლებული მშენებლობის თაობაზე გააკეთა კომენტარი და ახალი დეტალები გაამხილა. მისი თქმით, მშენებლობაზე ახალი ტენდერი ზაფხულში გამოცხადდება.

აჭარის მთავრობის ხელმძღვანელმა ზურაბ პატარიძემ საკითხთან დაკავშირებით ახალი დეტალების შესახებ ისაუბრა და განაცხადა, რომ სტადიონის პროექტი, ქალაქის ხელმძღვანელობას უახლოეს მომავალში ჩაბარდება.

"სამხარაულის ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებს ველაპარაკე ახლახან. ბოლო ინფორმაციით, ფაქტობრივად, კონსტრუქციულ ნაწილზე ბოლო რევიზია დასრულებულია. 99 პროცენტით დამპირდნენ, რომ ბათუმის საფეხბურთო სტადიონის პროექტს სატენდეროდ ამ თვის ბოლოს ჩაგვაბარებენ. ეს იმას ნიშნავს, რომ მშენებლობაზე ტენდერს ზაფხულში გამოვაცხადებთ", - ეს პატარაძემ აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელთან განაცხადა.

ზოგადი გეგმით, ბათუმის სტადიონმა 20 ათასი მაყურებელი უნდა დაიტიოს. შეგახსენებთ, რომ ბათუმელი გულშემატკივარი "დინამოს" სტადიონის აშენებას 2006 წლიდან ელის, როდესაც ის ტურისტული მიზნებით დაანგრიეს და ბულვარის ტერიტორია გაზარდეს. მას შემდეგ ბათუმში კიდევ ორი სტადიონი გასხვისდა - ეგრეთ წოდებული "ბეენზე" და "ადელი".

ასე რომ, ქალაქი, სადაც ერთ-ერთი უძველესი ქართული კლუბია დაფუძნებული, სტადიონის გარეშეა დარჩენილი. მას შემდეგ მშენებლობის პირობა ყოველ წელს გაიცემოდა და არაერთი ტენდერიც ჩატარდა, თუმცა დღემდე ბათუმში სტანდარტული, თანამედროვე სტადიონი არ ჩანს.

ლოგიკურია, რომ ეროვნული ლიგის გუნდებში ქვეყნის შიგნით მივლინებებში დახარჯული თანხით ორი უსტადიონო გუნდი რომ ლიდერობს - ფოთის "კოლხეთი 1913" (რომელმაც 49,402 ლარი დახარჯა) და ბათუმის "დინამო", რომელმაც ქვეყნის შიგნით ამ მიზნით 33,970 ლარი მოიხმარა.

არადა, ეს ხარჯები საშინაო არენის შემთხვევაში ორივეს შეუმცირდება და საქართველოში ხანმოკლე შეკრებას სავსებით ეყოფა.

მეორე მხარეც არის, რაც საქართველოში დასრულებული 19-წლამდელ ფეხბურთელთა ევროპის ჩემპიონატის შემდეგ სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გაამხილა. მისი თქმით, ტურნირის ორგანიზებაზე ქვეყანამ 10 მილიონ ლარამდე დახარჯა, ხოლო მოგებამ 33 მილიონი ლარი შეადგინა.

19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის შედეგებმა უდავოდ გვაჩვენა, რომ ქვეყანაში სპორტული ტურიზმის განვითარება მნიშვნელოვანია და ეს ქვეყნის ბიუჯეტში დამატებითი შემოსავლის წყარო შეიძლება გახდეს.

ამ კუთხით კი ბათუმი ყველაზე მიმზიდველი ქართული ქალაქია, სადაც ახლო გუნდები სამეზობლოდან სიამოვნებით ჩამოვლენ. ბევრს სურვილიც ჰქონდა, მაგრამ ბათუმში სტადიონის არქონის გამო ვერ ჩამოდიოდნენ, ამით კი აჭარა და ქვეყანა საკმაოდ სოლიდურ შემოსავლებს კარგავდა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

gizog
დიდი სიხარულით გილოცავთ ბათუმელებო ამ კარგ ამბავს და მალე სტადიონიც მოგველოცოს. ახალ სტადიონს კი აუცილებლად ჩემპიონობა უხდება. გაიხარეთ, სულ წარმატებები დინამოს და მის ქომაგებს.
otar
ბევრი ლაპარაკია ,სტადიონი არ სჰანს 11 ცელია...
jorj
ბათუმის დინამო მუნიცეპალური კლუბია?
otar
ბევრი ლაპარაკია.ბატუმის დინამოს სტადიონი არ ცჰანს...
otar
ბატუმის დინამოს კიდო 1936 ცელს კონდა საპეხბურტო სტადიონი სად ეტამასჰა სსსრ ტასზე ტბილის დინამოს,მოსკოვის გუნდებს
kochag dinamo
კაარგია რომ პროცესი დაიძრა და კეთდება დაჩქარებული ტემპით ყველაფერი. იმედია ხარისხიც იქნება. ერთი ეგაა რომ , საეჭვოა ბათუმმა კოლხეთთან კონკურენციას გაუძლოს და შეიძლება ლიგის დატოვების საფრთხე რეალური გახდეს.
oTo
კარგია!ზუგდიდი,ბათუმი..კვლავ სიახლეების ჯერია!!!
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
მესიმ განმარტა, თუ რატომ აღნიშნავს გოლს სუპერგმირების სტილში
"ჩვენ ბესტი გვყავდა, თქვენ ქინქლაძე და კვარაცხელია" - ჩრდ.ირლანდიის ნაკრების მწვრთნელის პრესკონფერენცია
ჩრდ. ირლანდიასთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
18 წ. | ევროპის ჩემპიონატს ჩეხეთი უმასპინძლებს
აბეები ისევ ფინალში არიან და ესპანელი მეტოქეები ეყოლებათ
მერკვილაძის წარმატებული დებიუტი BNXT ლიგაში: ქართველი ფორვარდის 20 ქულა და "გრონინგენის" გამარჯვება
შენგელია "დუბაის" სასტარტოში ადრიატიკის ლიგაში გამოჩნდა | 11 ქულა და მოგება
მენდეში: თუ რონალდო დაბრუნდება, სიხარულით შევხვდებით
I ტური დასრულდა: კსუ კავკასიას დამაჯერებელი გამარჯვება და ორბის წარმატებული გასვლა თელავში
პორტუგალიამ ნორვეგიას, დანიამ კი უელსს მოუგო
"შავი ლომი" | თბილისის თასი "ჩიტასთან" გამარჯვებით დავხურეთ
ლაშა დვალი: მხოლოდ ასე შევძლებთ ამ ვითარების შემოტრიალებას
ჩრდილოეთ ირლანდიის მწვრთნელი: წინ კარგად მივიწევთ და მგონია, ხვალ საღამოსაც წარმატებას მივაღწევთ
VIDEO | ეროვნული ლიგა | იბერია 1999 1-2 დინამო (თბ). ლიდერობის ტოლფასი 3 ქულა
ქართველი მსაჯები უეფას ერთა ლიგის მატჩს მოემსახურებიან
ლუჩანო სპალეტი: "კვარა" სულ სხვა საფეხბურთო გარემოდან მოვიდა
[VIDEO] გიორგი სარდალაშვილმა მსოფლიო ჩემპიონატზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEOS] მარცხი მოქმედ მსოფლიო ჩემპიონთან - სარდალაშვილი ბრინჯაოს მედლისთვის იბრძოლებს
[VIDEO] სარდალაშვილი მოქმედი მსოფლიო ჩემპიონის წინააღმდეგ - ქართველი მეოთხედფინალშია
მატჩის დღე! ლოგიკის დროით, საქართველოს გამარჯვების დროა
"ხალხი თამაშებზე მის გამო დადის, ამიტომ "ოქროს ბურთი" მან უნდა მოიგოს" - ჩეხეთის ნაკრების მთავარი მწვრთნელი
"მესი თუ რონალდო?" - მიულერმა არჩევანი გააკეთა
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
ლევან შენგელია ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია