საფეხბურთო კლუბი დინამო ბათუმი მოხარულია გაცნობოთ, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრების შემტევი, ლევან შენგელია, კარიერას ჩვენს კლუბში განაგრძობს. ფეხბურთელი კლუბს თავისფაული აგენტის სტატუსით შემოეუერთდა და მხარეებს შორის კონტრაქტი 2028 წლის ბოლომდე გაფორმდა.

კონტრაქტის ხელმოწერის შემდეგ, კლუბის ახალწვეულმა პირველი კომენტარი გააკეთა:

„ძალიან ბედნიერი ვარ დინამო ბათუმში გადმოსვლით. ეს არის დიდი ტრადიციებისა და ამბიციების მქონე კლუბი, სადაც თამაში ყოველთვის სასიამოვნოა. საქართველოში დაბრუნება და ასეთი გამორჩეული გულშემატკივრის წინაშე ასპარეზობა ჩემთვის ორმაგი მოტივაციაა. მზად ვარ, ჩემი გამოცდილება გუნდის წარმატებას მოვახმარო და ერთგული ქომაგები ლამაზი თამაშითა და გამარჯვებებით გავახარო.“ – ლევან შენგელია.

რაც შეეხება ფეხბურთელის განვლილ გზას, ლევან შენგელიას საკმაოდ მდიდარი საკლუბო კარიერა აქვს. სხვადასხვა დროს იგი არაერთი ქართული თუ უცხოური გუნდის ღირსებას იცავდა. სამშობლოში წარმატებული თამაშის შემდეგ, მისი კარიერა საზღვარგარეთ გაგრძელდა. წლების განმავლობაში ლევანი ისეთ კლუბებში ასპარეზობდა, როგორებიცაა თურქული კონიასპორი, ბელგიური ლუვენი და ტუბიცე, სამხრეთ კორეული დაეჯეონ სითიზენი, ბერძნული პანეტოლიკოსი და ოფი. სწორედ კრეტული გუნდში თამაშობდა შენგელია დინამო ბათუმში გადმოსვლამდე, სადაც გასულ სეზონში საბერძნეთის თასის გამარჯვებული გახდა.

განსაკუთრებით აღსანიშნავია მისი სანაკრებო კარიერა. ლევან შენგელია საქართველოს ეროვნული ნაკრების გამოცდილი და მნიშვნელოვანი წევრია. ქვეყნის მთავარი გუნდის მაისურით მას არაერთ მნიშვნელოვან შეხვედრაში მიუღია მონაწილეობა. ამასთან, იგი გახლდათ იმ ისტორიული გუნდის ნაწილი, რომელმაც 2024 წლის ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზა და ქართველ გულშემატკივარს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა.

ლევან შენგელია უკვე შეუერთდა გუნდს და დინამოსთან ერთად სრულფასოვან საწვრთნელ პროცესშია ჩართული.

dinamobatumi

VIDEO | ეროვნული ლიგა | რუსთავი 2-0 სამგურალი. დამსახურებული გამარჯვება, ბრძოლა გრძელდება!
VIDEO | ეროვნული ლიგა | სპაერი 3-2 დინამო (ბთ). ასკურავას გოლი-შედევრი - ლიდერი შეუჩერებელი აღარ არის
VIDEO | ეროვნული ლიგა | მეშახტე 2-3 ტორპედო. გამარჯვებულებს არ ასამართლებენ, მაგრამ ერთი კითხვა მაინც უნდა დავსვათ...
[VIDEO] პსჟ-მ ზაბარნის გოლით "ტრუას" მოუგო და ისტორიულ რეკორდს მიუახლოვდა
დავითაშვილი შეცვლაზე შევიდა - "სენტ-ეტიენმა" "ლავალს" სძლია
ფუტსალი | საქართველო 2:1 ლიბანი
ქვილითაიას ერთი ტაიმი - "ჰოლშტაინი" "არმინიასთან" დამარცხდა
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალშია!
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ნახევარფინალშია!
დეშამმა "მანჩესტერ იუნაიტედის" ჩაბარებაზე უარი განაცხადა
"მსგავსი გიგანტების მენტალიტეტის გაგება უჭირთ" - ხაბიბმა რონალდოს შესახებ ემოციური პოსტი გამოაქვეყნა
"პრემიერლიგაში და ლა ლიგაში თამაში ჩემს გეგმებში არ შედის" - პსჟ-ს ნახევარმცველი
[VIDEO] შერმადინის ბენეფისი კლუჟ-ნაპოკასთან მოგებულ მატჩში
რამდენიმე საათში, რაც თანაგუნდელმა ვადაგასულ რძეს შეადარა - კრისტაპს პორზინგისმა კალათბურთელის კარიერა დროებით შეაჩერა
[VIDEO] გენიალური დონჩიჩის 53 ქულა, სანდროს 20 წუთი და ქამბექი "პორტლენდთან" - "ლეიკერსი" დასავლეთ კონფერენციაში გალიდერდა
ქოჩორაშვილის გარეშე - "სევილიამ" "ალავესს" ვერ მოუგო
[VIDEO] ჩაკვეტაძეს კარგი შანსი ჰქონდა - "უდინეზემ" ძანეტის ხელმძღვანელობითაც წააგო
18 წ. | 1/4-ფინალში პოლონეთთან
მიქაუტაძე: მწვრთნელს უნდა დავუმტკიცო, რომ ცდება
19-წლამდელთა შემადგენლობა შესარჩევი ციკლის მეორე რაუნდისთვის
გუბანოვას კარიერის საუკეთესო შედეგი და ოქროს მედლის შანსი ჩინეთის გრან პრიზე
18-წლამდე ნაკრები ყაზახეთს უმასპინძლებს
"ბორჯღალოსნები" | ორი დებიუტანტით კანადასთან
ბრუნდება თუ არა საქართველოში - ბათუმის "დინამოს" სპორტულმა დირექტორმა ჯოვინო ფლამარიონის შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა
შენგელიამ საბერძნეთში გაიტანა და ნაკრებში გამოემგზავრება [VIDEO]
Geo Team: ლევან შენგელია შესაძლოა, თბილისის დინამოში დაბრუნდეს
Geo Team: საქართველოს ნაკრების ფეხბურთელი ბათუმის "დინამოში" ითამაშებს
ოფიციალურად | ნოდარ ყალიჩავა ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
სანიოლი შემადგენლობას ამ კვირაში დაასახელებს - ჯერ უკრაინასთან პოლონეთში, შემდეგ ალბანეთთან თბილისში...
იაჰია კალეი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ენეს მაჰმუტოვიჩი ბათუმის "დინამოს" ფეხბურთელია
ლევან შენგელიამ საბერძნეთის ჩემპიონატზე საგოლე პასი გააკეთა [VIDEO]
შენგელია საბერძნეთში მოედნიდან საგოლე მოქმედების გარეშე არ გადის
ოფიციალურად | იმრან ულად ომარი ერთი წლით ბათუმის "დინამოში"