მადრიდული Marca გიორგი დემეტრაძის "სოსიედადში" გადასვლას კლუბის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ყველაზე ცუდ ტრანსფერად მიიჩნევს

მადრიდული Marca გიორგი დემეტრაძის "სოსიედადში" გადასვლას კლუბის მიერ ბოლო დროს განხორციელებულ ყველაზე ცუდ ტრანსფერად მიიჩნევს. ჟურნალისტს გამოცემის საიტის მომხმარებლებიც ეთანხმებიან.

Marca-მ ჩაატარა გამოკითხვა კითხვით: "ვის მიიჩნევთ ბოლო დროის "სოსიედადის" ყველაზე ცუდ ტრანსფერად?" გამოკითხვაში 10 ათასამდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა და მათმა 34%-მა ხმა გიორგი დემეტრაძეს მისცა. მე-2 ადგილზე, 23%-ით, ისლანდიელი ალფრედ ფინბოგასონია, რომელიც, 2014 წელს, "ჰერენვენიდან" "სოსიედადში" 8 მილიონ ევროდ გადავიდა.

მადრიდული გამოცემის სტატიაში, რომელსაც ჰქვია "დემეტრაძე, 800-მილიონიანი შენაძენი ბარგის გარეშე და მხოლოდ ერთი გოლით", დემეტრაძეზე ვკითხულობთ:

"დემეტრაძე "სოსიედადმა" 800 მილიონ პესეტად იყიდა. ის სან სებასტიანში ბარგის გარეშე ჩავიდა, რის გამოც, რამდენიმე დღის განმავლობაში ერთი და იგივე ტანსაცმლით დადიოდა. "სოსიედადში" გატარებული 2 სეზონის განმავლობაში მან მხოლოდ ერთი გოლი გაიტანა. გარდა ამისა, დემეტრაძეს ზედმეტი წონა აწუხებდა. ეს 7 იანვარს, "სარაგოსასთან" გამართულ სადებიუტო თამაშში გამოჩნდა, როდესაც ის მოედანზე 55-ე წუთზე შევიდა, ხოლო 75-ე წუთზე კვლავ სათადარიგოთა შორის გადაინაცვლა.

ამ თამაშიდან 10 დღის შემდეგ, დემეტრაძემ მარჯვენა ფეხზე მენისკი დაიზიანა. მან 4 თვე გამოტოვა.

ერთ-ერთი იშვიათი თამაში, რომლის დროსაც დემეტრაძე მოედანზე ვიხილეთ, 2000/01 წლების სეზონის ბოლო ტურის მატჩი იყო, რომელშიც "სოსიედადი" "ოსასუნას" მასპინძლობდა. სტუმრებმა 1:0 მოიგეს და პრიმერაში ადგილი შეინარჩუნეს. გავრცელდა ინფორმაცია, თითქოს "სოსიედადმა" ძალების სრული მობილიზებით არ ითამაშა. დემეტრაძე მოედანზე მე-2 ტაიმში გამოჩნდა და მას გოლის გატანამდე ცოტა დააკლდა. რომ გაეტანა, "ოსასუნა" სეგუნდა დივიზიონში გავარდებოდა.

მომდევნო სეზონში, დემეტრაძემ რამდენიმე შეხვედრა სასტარტო შემადგენლობაშიც ჩაატარა. ზედიზედ 3 ტურში უგოლოდ თამაშის გამო, ის მომდევნო შეხვედრის განაცხადში ვერ მოხვდა. განაცხადს მიღმა დარჩენის ერთ-ერთი მიზეზი გაციებაც იყო. თუმცა, ამ დროს, დემეტრაძე ონდარეტას სანაპიროზე მოსეირნე შენიშნეს. ამის მიუხედავად, მან მომდევნო დღეს, "სევილიას" წინააღმდეგ ითამაშა და "სოსიედადის" მაისურით თავისი ერთადერთი გოლიც გაიტანა.

დეემტრაძე ჯერ მოსკოვის "ლოკომოტივში", შემდეგ კი ვლადიკავკაზის "ალანიაში" გაანათხოვრეს, 2003 წელს კი, მასში გადახდილ 800 მილიონ პესეტაზე გაცილებით იაფად გაყიდეს. მან 14 თამაში ჩაატარა და მხოლოდ 1 გოლი გაიტანა, რაც ნიშნავს, რომ მისი ტრანსფერი აშკარად წარუმატებელი იყო.

რამდენიმე წლის შემდეგ, დემეტრაძე გამოძალვის ბრალდებით დააკავეს. საქმე სათამაშო ბიზნესს ეხებოდა. მას 6-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს."

ჩვენი მხრივ კი დავამატებთ, რომ გიორგი დემეტრაძე "სოსიედადმა" 5.4 მილიონ ევროდ იყიდა. ქართველმა ფეხბურთელმა "სოსიედადში" პოზიტიური კვალი ვერ დატოვა, მაგრამ ესპანურ ფეხბურთზე მცირე გავლენა მაინც მოახდინა. როგორც Marca აღნიშნავს, დემეტრაძემ "ოსასუნას" პრიმერაში ადგილი შეუნარჩუნა, ხოლო მომდევნო სეზონში მის მიერ გატანილმა ერთადერთმა გოლმა, როგორც შემდეგში გაირკვა, "სევილია" ევროტურნირებს მიღმა დატოვა. არადა, 2002/03 წლების სეზონის უეფას თასის ფინალი სწორედ ქალაქ სევილიაში ჩატარდა.

alexandre
ძალიან კარგი ფეხბურთელი იყო. ხოლო საქართველოს ნაკრებში მოსაგონებლად, ის რაც მან უნგრელებს დღე აყარა მიშა მესხის სტადიონზე, საკმარისია ბევრ ჩვენ "ვარსკვლავებს" რომ აჯობოს. სტატია კი უაზროა, ბოღმიანი. წერეთ და იკითხეთ. საწყენია მხოლოდ, რომ ახალგაზრდა თაობას მხოლოდ ცუდ, თან ხშირად მოგონილ ცუდს უყვებით. კიევში რომ ბდღვნიდა ყველაფერს - ამაზე დაწერეთ.
giorgi
რა ფეხბურთელი რის ფეხბურთელი, ამის ინტერვიუ რომ წავიკითხე ტიპიური ბირჟავიკის აზროვნება აქვს.
შაკო
5.4 მლნ-ს არ გადაიხდიდნენ ცუდი ფეხბურთელი რო ყოფილიყო დემე რაც მაშინდელი საზომით საკმაოდ დიდი თანხა იყო
me
კაი ესპანელებმა დაწერეს, დაწერეს, მაგრამ ამ სტატიის ქართულად გამოქვეყნება რას ემსახურება!? ერთი რამის თქმა ცალსახად შეიძლება: დემე ყოველთვის გულით თამაშობდა და ბოლომდე იხარჯებოდა! პ.ს. მაგას ჯობია იმ ქართველ "ფეხბურთელებზე" დაწეროთ ევროპის ტურნირებში 8 თამაშში 1 ქულას რომ იღEბენ და ორ ბურთზე მეტი ვერ გააქვთ! აი პრობლემა!
დათო
ეხ მიშია, მიშა, არ დაგიღუპია ტალანტი?..:)
Irakli
ალბათ ეგეც მიშას ბრალია.....
Baxt
ზოგიერთი ფაქტი დამახინჯებულია. პირველი ის, რომ პირველივე თამაშში, შეცვლაზე რომ შევიდა, მალევე ტრავმა მიიღო და იმიტომ გამოცვალეს ოც წუთში. მერე ტრავმის გამო არ თამაშობდა, შემდეგ მწვრთნელი შეუცვალეს, ახალმა მწვრთნელმა თავისი ფეხბურთელები მოიყვანა დემეტრაძის ადგილზე, თან ისევ ტრავმები მიიღო.
ROMA
AI ASETEBI IYVNEN MASHINDELI OKROS TAOBA ZARMACEBI DA ZEDMETI CONA. IGIVE ITKMIS KINKLADZEZEC-ROMELSAC KARTVELEBI MESIS VADAREBT,ARADA FAKTIA ROM KINKLADZEC MXOLOD 2 GOLI AKVS GATANILI SAKARTVELOS MAISURIT OFICIALUR SHEXVEDREBSHI -ANU ZUSTAD IMDENI RAMDENIC DVALISHVILS P.S. FAKTEBI DA STATISTIKA SAXEZEA
mm
და ამას ზოგიერთი დღესაც მისტირის, რა ფეხბურტელი იყო დემეო.DD
mamulo
არ ვიცი,საქართველოში ვარსკვლავი იყოო ,ასე ეძახიან. ვაი ჩვენს პატრონს.
"ადამიანი, რომელსაც ჩემს ცხოვრებასა და კარიერაზე უდიდესი გავლენა ჰქონდა, აღარ არის" - 64 წლის ასაკში "ვალენსიას" ლეგენდარული მეკარე გარდაიცვალა
"ასე რთულია. გუნდში 9 ახალი ტვინი მყავს" - კონტემ "ნაპოლის" მარცხის მიზეზებზე ისაუბრა
"ასე არ შეიძლება" - "კაირათის" მწვრთნელი მეკარისთვის გადაცემული საჩუქრით უკმაყოფილოა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] "პოკერი", 3 პენალტი, ავტოგოლი... "ტორპედომ" ბათუმის "დინამო" გაანადგურა
ზესტაფონის მარგვეთმა ბათუმში იმარჯვა და სუპერლიგაში გალიდერდა
კალათბურთის განვითარების პროგრამის ახალი სეზონი ქართლ-კახეთიდან დაიწყო
მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა - "რეალი" ვინისიუსის გასაყიდად მზადაა
ახალი ძალა ბორჯღალოსნებს ბუნებიდან - სვანიძის ზეთისხილი საქართველოს რაგბის ოფიციალური სპონსორი გახდა
ტრავმირებულ პსჟ-ში "კვარა" დაიწყებს - "მამარდა" "სიტის" წინააღმდეგ!
[VIDEO] მამუკელაშვილის კარგი მატჩი - "ტორონტომ" ზედიზედ მეოთხე შეხვედრა მოიგო
19-წლამდელების შემადგენლობა საკვალიფიკაციო რაუნდის მატჩებისთვის
[VIDEO] შენგელიას 13 ქულა "რეალთან" - "ბარსელონა" კლასიკოში დამარცხდა
მიქაუტაძემ შიძლება "ესპანიოლთან" ვერ ითამაშოს
[VIDEO] ანდრია ბართიშვილის ჯადოსნური მომენტი! ამ ბიჭს მართლა კოჭებში ეტყობა...
[VIDEO. ეროვნული ლიგა] დაგვიანებული ხომ არ არის? "კოლხეთმა" თბილისში "გაგრა" დაამარცხა....
18 წ. | მზადების დასკვნითი ფაზა
[VIDEO. ეროვნული ლიგა] თბილისის "დინამომ" ლუკა ლაცაბიძის სადებიუტო გოლით გაიმარჯვა
16-წლამდე ვაჟთა ნაკრები მოლდოვას დაუპირისპირდება
დე ლა ფუენტემ თბილისში წამოსასვლელად ესპანეთის ნაკრები დარაზმა
მამარდაშვილის კიდევ ერთი შანსი. როდის დაბრუნდება ალისონი? - სლოტმა კომენტარი გააკეთა
"ბორჯღალოსნები" | ქოქრილმა "არწივებისთვის" 23 შეარჩია
საბა ლობჟანიძეს "ატლანტა იუნაიტედი" "ბარსელონას" ყოფილმა თავკაცმა მეორედ ჩაიბარა
მბაპეს აღარ შეეცილებიან - "რეალში" პენალტების შემსრულებელი ფრანგი იქნება
"ეს საქართველოს ნაკრების ისტორიაში მთავარი მატჩია" - დემეტრაძე პორტუგალიასთან დაპირისპირებაზე
სევილიური დერბი დაძაბული გამოდგა - 3 წითელი ბარათი და გუდელის ბრწყინვალე გოლი [VIDEO]
"ყველასთვის, ვისაც გული "რეალისთვის" უძგერს..." - "სოსიედადის" მწვრთნელი ტიტულის მოგების შემდეგ ემოციურად ამღერდა [VIDEO]
არშავინს საქართველოსა და რუსეთის ლეგენდების მატჩის გამართვა უნდა და შეხვედრის ჩატარების ვარიანტად თბილისს განიხილავს - "არსენალის" ყოფილი ფეხბურთელის ამ ინიციატივას დემეტრაძემ და კავაზაშვილმა უპასუხეს
"სააკაშვილი გიჟი, ნაძირალა და ავადმყოფია! ციხეში ყოველივე ეს ჩემი თვალით ვნახე..." - დემეტრაძემ პატიმრობის პერიოდი გაიხსენა
"ვთხოვე, რომ დარჩენილიყო..." - ზიდანი ოდეგორის წასვლით ნაწყენია......
"საბერძნეთზე უკეთესი შანსი გვაქვს, რადგან..." - დემეტრაძემ ფინალურ შეხვედრაზე ისაუბრა
დაუვიწყარი მატჩი "ბერნაბეუზე" - "რეალმა" თასიდან "სოსიედადი" გამოაგდო [VIDEO]
დემეტრაძე: მამარდაშვილმა დაიმსახურა და მალე "ლივერპულში" იქნება
"ბილბაო" და "სოსიედადი": ესპანეთის თასის ფინალს ფანები დაესწრებიან
"მე არაბიძეს გამოვიძახებდი და შანსს მივცემდი" - დემეტრაძე საქართველოს ნაკრებსა და ვილი სანიოლზე
"დავიდ სილვას, როგორც პიროვნებას, პატივს არ ვცემ" - "ლაციოს" დირექტორი