ჩვენი ნაკრების უმთავრესი მეტოქისა და ჯგუფის მასპინძლის, საფრანგეთის 17-წლამდელთა გუნდის თავკაცმა შემადგენლობა დაასახელა
საქართველოს 17-წლამდელთა ნაკრების საელიტრაუნდო სამზადისის შესახებ ჩვენი მკითხველი დეტალურადაა ინფორმირებული და პერიოდულად კობა ჟორჟიკაშვილის გუნდის მეტოქეთა შესახებაც გაწვდით ცნობებს. ჟორჟიკაშვილის შემდეგ, 18-კაციანი შემადგენლობა დაასახელა საქართველოს ნაკრების უმთავრესი მეტოქისა და ჯგუფის მასპინძლის, საფრანგეთის 17-წლამდელთა ნაკრების თავკაცმა პატრიკ გონფალონმა.

საინტერესოა, რომ ნაკრებში წარგზავნილები საკმაოდ ბევრ კლუბს ჰყავს. ყველაზე მეტი, ოთხი ფეხბურთელი პსჟ-დანაა, სულ კი გონფალონის განკარგულებაში ათი ფრანგული და ერთი ესპანური კლუბის წევრები არიან.

მეკარეები: კვენტინ ბონარდიუ (ლე მანი), ლიონელ მპასი ნზო (პსჟ);

მცველები: ანტუან კონტე, ჟორდან იკოკო (ორივე – პსჟ), რაფაელ სალვე (ოსერი), ბენჟამინ მენდი (ლე ავრი), კურტ ზუმა (სენტ ეტიენი), ემერიკ ლაპორტი (ატლეტიკი ბილბაო);

ნახევარმცველები: ვესლი ჟობელო (მარსელი), კარლ მადიანგა (ლე მანი), საჰილო მეიტე (ოსერი), ადამ ნკისუ (ლე ავრი), ადრიენ ტამეზე აუსტა (ნანსი), აბდულაიე ტურე (ნანტი), აბდალა იასიენი (პსჟ);

თავდამსხმელები: სებასტიენ ჰალერი (ოსერი), გაეტან ლაბორი (ბორდო), ლენი ნანგი (კაენი).

შეგახსენებთ, ჩვენი გუნდი ელიტრაუნდის სასტარტო მატჩს სწორედ ფრანგების წინააღმდეგ ჩაატარებს და წარმატების შემთხვევაში ევროპის ჩემპიონატის ფინალურ ეტაპზე გასვლის რეალური შანსი გაუჩნდება. შეხვედრა 25 მარტს ნანტის “ლა ბოჟუარზე” გაიმართება.

პირველ შესარჩევ ეტაპზე საფრანგეთმა სლოვენიას 1:0 სძლია, კვიპროსთან 1:1 ითამაშა, იტალიასთან 1:2 დამარცხდა და ელიტრაუნდში გაჭირვებით გავიდა.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ ცნობილი გახდა კონტინენტის პირველობის ფინალური ეტაპის მეორე მონაწილე. მასპინძელ სერბეთს ჩეხეთი შეუერთდა, რომელმაც ელიტრაუნდი დამაჯერებლად მოიგო. ჩეხებმა სლოვაკებსა და იტალიელებს, შესაბამისად, 1:0 და 2:1 სძლიეს, ბოლო ტურში კი შოტლანდიას 1:1-ზე დაუზავდნენ. ჩეხეთის 17-წლამდელთა ნაკრები შარშანდელ ელიტრაუნდში გიორგი დევდარიანის გუნდის მეტოქე იყო და იმის მიუხედავად, რომ პირველ ტურში საქართველოს ნაკრებთან 0:1 დამარცხდა, მაინც შეძლო ჯგუფში გამარჯვება და ფინალური ეტაპის საგზურის მოპოვება.

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
U16. კვარაცხელიას ულამაზესი გოლი და საგოლე პასი - საქართველოს ნაკრები ბულგარეთთან პენალტების სერიაში დამარცხდა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
19-წლამდე გოგონათა ნაკრები საკვალიფიკაციო ეტაპის მატჩებისთვის ემზადება
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა