24 წლის გიორგი ჭანტურიამ ნოემბრის მერე პირველად ითამაშა და მატჩის გმირიც გახდა
24 წლის გიორგი ჭანტურიამ ნოემბრის მერე პირველად ითამაშა და მატჩის გმირიც გახდა - მან "ურალს" ბოლო წამებზე მოაგებინა მოსკოვის "დინამოსთან" თამაშში გადამწყვეტი გოლით - 1:0.

"ძალიან მიხარია, რომ რვა თვე უფეხბურთობის შემდეგ 15 წუთი ვითამაშე და გოლიც გავიტანე. ბევრს ვმუშაობ, რომ სრულად ვიყო მზად. რაც შეეხება გოლს, ის უფრო სანახევროდ ჩაწოდება იყო", - განაცხადა ქართველმა ლეგიონერმა.

იხილეთ ვიდეო

პოლონეთი. ექსტრაკლასა.

ლუკა ზარანდიას (ტრავმა) "არკა" სტუმრად "სანდეციას" დაუზავდა - 0:0. მათე ცინცაძის "პოგონმა" სტუმრად 2:1 მოუგო "პიასტს", ქართველი ნახევარმცველი განაცხადში არ ყოფილა. ნიკა კაჭარავას "კორონამ" სტუმრად 1:1 ითამაშა "ლეგიასთან". ქართველი ფორვარდის დებიუტი ჯერ არ შემდგარა. გიორგი მერებაშვილის "პლოცკმა" 1:0 მოუგო "ლეხს". ჩვენებური 73-ე წუთზე გამოცვალეს. ლაშა დვალის "შლიონსკი" დღეს "ზაგლებიეს" ესტუმრება.

დანია. სუპერლიგა.

საბა ლობჟანიძის "რანდერსი" შინ 0:3 დამარცხდა "კოპენჰაგენთან", ქართველი თამაშში 72-ე წუთზე ჩაერთო. დავით სხირტლაძის "სილკებორგი" სტუმრად "მიდტიულანდთან" 0:2 დამარცხდა. სხირტლაძე 61-ე წუთზე გამოჩნდა.

შვედეთი. ოლსვენსკანი.

ზურაბ ცისკარიძის (90 წ) "ესკილსტუნა" სტუმრად "კალმართან" 0:2 დამარცხდა.

ავსტრია. ბუნდესლიგა.

გიორგი ქვილითაია მალე დაიწყებს ვარჯიშს, მანამდე მისი "რაპიდი" შინ "მატერსბურგს" დაუზავდა - 2:2.

ერსტე ლიგა.

ჩემპიონატის I ტურში ლევან ელოშვილის "კაპფენბერგერი" შინ "ლიფერინგთან" 1:2 დამარცხდა. ელოშვილი მოედანზე 88-ე წუთზე გამოჩნდა.

სლოვაკეთი. ფორტუნა ლიგა.

ვახტანგ ჭანტურიშვილის (90 წ) "სპარტაკმა" 1:0 მოუგო "მიხალოვცეს". გიორგი ბერიძე შესვენებაზე გამოცვალეს, მისმა "ტრენჩინმა" კი სტუმრად მოუგო "სენიცას" 2:1.

უნგრეთი. OTP ბანკ ლიგა.

ბუბა დაუშვილის (განაცხადში არ ყოფილა) "დიოშდიორი" სტუმრად "ჰონვედს" დაუზავდა - 2:2. ბაჩანა არაბული 61-ე წუთზე ჩაერთო თამაშში, თუმცა მისი "ბალმაზივაროში" შინ "ვაშაშთან" 0:1 დამარცხდა.

ფინეთი. იუკონენლიგა.

ირაკლი სირბილაძის (90 წ) კპვ შინ "ოულუსთან" 0:1 დამარცხდა.

ფარერები. პრემიერლიგა.

ქართველთა "სკალა" სტუმრად ბ36-თან 1:2 დამარცხდა. სტუმართა გოლი მამუკა ტორონჯაძის ანგარიშზეა.

რუსეთი. პრემიერლიგა.

მოსკოვის "ლოკომოტივმა" სტუმრად 3:1 მოუგო ცსკა-ს დედაქალაქის "დერბიში". საბა კვირკველიამ გამარჯვებულთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა (გააფრთხილეს). მატჩის შემდეგ იური სიომინმა განაცხადა, რომ რაც ის "ლოკომოტივს" ხელმძღვანელობს, ეს გუნდის საუკეთესო შეხვედრა იყო. "ჩემპიონატმა" კვირკველიას გარჯა 7.5 ქულით შეაფასა, რაც არისთან, ფარფანთან და ტარასოვთან ერთად, საუკეთესო შეფასებაა.

ჯაბა ლიპარტიას "ანჟიმ" 1:0 მოუგო "ამკარს", პირველი ტურისგან განსხვავებით, ქართველი მოედანზე არ იყო და სათადარიგოს როლით დაკმაყოფილდა. თორნიკე ოქრიაშვილმა ვარჯიში განაახლა, თუმცა ჯერ თამაშისთვის მზად არ არის, "კრასნოდარმა" მის გარეშე დაამარცხა "ტოსნო" - 2:0.

ჯანო ანანიძეს კვლავ არ წყალობენ, მას არც II ტურში უთამაშია "სპარტაკი" სტუმრად "უფას" 0:0 დაუზავდა, ჯანო კი კვლავ სათადარიგო იყო. სამაგიეროდ, მასპინძელთა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ჯიმი ტაბიძემ (გააფრთხილეს). ახალგაზრდა მცველის თამაში "ჩემპიონატმა" 6,5 ქულით შეაფასა.

"ურალმა" ბოლო წამებზე გიორგი ჭანტურიას მიერ გატანილი გოლის წყალობით დაამარცხა სტუმრად მოსკოვის "დინამო". ჭანტურიამ საქართველოს ახალგაზრდული ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი ჩისამბა ლუნგუ 79-ე წუთზე შეცვალა და "ჩემპიონატისგან" 8 ბალი დაიმსახურა.

გია გრიგალავას "არსენალი" დღეს მასპინძლობს "სკა ხაბაროვსკს".

I დივიზიონი.

სამ ტურში ორი მარცხი - ასეთია თემურ ქეცბაიას "მონაგარი" "ორენბურგში", ქართველის გუნდი შინ 0:1 დამარცხდა "ბალტიკასთან". მასპინძელთა განაცხადში არ ყოფილა ელგუჯა ლობჯანიძე. არც "კრილია სოვეტოვის" განაცხადში ყოფილა გიორგი ლორია, მისმა გუნდმა 1:0 მოუგო "კურსკს".

უკრაინა. პრემიერლიგა.

დავით ხოჭოლავა პირველად მოხვდა "შახტარის" განაცხადში, თუმცა მას "დინამოსთან" 0:1 წაგებულ მატჩში არ უთამაშია.

ლიტვა. A ლიგა.

ვაკო ბაციაშვილისა (90 წ) და ლევან ჭაფოძის (90 წ, გააფრთხილეს) "კაუნომ" "იონავას" 1:0 მოუგო. ლევან მაჭარაშვილის (90 წ) "შტუმბრასი" სტუმრად 0:1 დამარცხდა "ჟალგირისთან".

ესტონეთი. მეისტრილიგა.

ლიდერმა "ფლორამ" სტუმრად 3:2 მოუგო "ტამეკას". ზაქარია ბეგლარიშვილი მე-60 წუთზე შეცვალეს.

ყაზახეთი. პრემიერლიგა.

ნიკა კვეკვესკირის "ტობოლი" სტუმრად ლიდერ "ასტანასთან" 0:2 დამარცხდა. ჩვენებურმა შეუცვლელად ითამაშა. გოგიტა გოგუას (90 წ) "ოკჟეტპესი" შინ "ტარაზთან" 0:1 დამარცხდა. კახა ცხადაძის ყოფილმა გუნდმა "ქაირათმა" შინ ვერ მოუგო "ატირაუს" - 1:1. სტუმართა რიგებში შეუცვლელად ითამაშა ლადო დვალიშვილმა, ხოლო უჩა ლობჟანიძე განაცხადში არ ყოფილა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

sake
ღმერთმა კიდევ ბევრი გოლი გაგატანინოს მეტოქის კარში,მაგრამ შენს შემხედვარეს ხელის გულები მექავება...
murtalo
არა მარტო კლუჟში, ვიტესსა და ალანიაშიც აქვს გატანილი მსგავსი გოლები. ადვილად ნახავთ ვისაც გსურთ...ძალიან ხშირად ურტყავს მსგავსს სიტუაციაში, მეტწილად ახლო კუთხეში. ღათქმაუნდა ბევრსსაც აცილებს ან მეკარე ყოჩაღობს, როგორც ზენიტის შეხვედრაში ალანიასთან... ასე რომ ეს არაა ყარაულის თოფივით გასროლა. ცოტა თავმდაბლობა ამ ბიჭს და ნაკლები ბრექები:)))
kika
კარგი გოლი გაიტანა გიომ, მაგრამ საქმე ისაა რომ ჩვენს გამორჩეულ შემტევებს ვაკოს, ოქრის, ჯანოს,ჭანტურას,მჭედლიძეს- სტაბილურობა აკლიათ. სეზონში ატარებენ 3-4 თამაშს მაღალ დონეზე დანარჩენ დროს ატარებენ სკამზე ან ტრამვები აქვთ. ამიტომ არის რომ ჩვენ ნაკრები ვერ ჩამოყალიბდა სტაბილურ გუნდად.
kanisaresi
ეს არის ჭანტურიას მსგავსი გოლები კლუჯში https://www.youtube.com/watch?v=gEvDtHYmSuY https://www.youtube.com/watch?v=uOCM8frHOFA https://www.youtube.com/watch?v=SYpeK_ap6uc
roma
ძალიან გამეხარდა,რტამვის შემდეგ,ამდენი დრო გაუცდა და უცებ გოლი გაიტანა თანაც მოსკოვში დინამოსთან,პირდაპირ ცრემლები მომადგა თვალზე,მაგრამ არ შემიძლია არ გამოგიტყდეთ,რომ ეს ყველაფერი შემთხვევითობა იყო,ასეთი გოლები არ გადის,ღმერთმა ქნას ასე გააგრძელოს.
quTaiseli
როგორ გაუარდა ყარაულის თოფივით ესეთი გოლი პირველი შემთხვევა არარის ამას დიდი ძებნა არც ჭირდება იუთუბზე ნახვაც შეიძლება ასე რო ყარაულის თოფივით შეიძლება ერთხელ გაგივარდეს.და მეორე რუსეთში სკამზე ჯდომა მიტო ურჩევნიათ რომ ასიათას იღებს ზოგიერთი ამ სკამზე ჯდომაში თვეში და აქ რამდენს მიცემ დოლარზეა საუბარი რათქმაუნდა.დდ
ჰაჰა
ბიჭები ბრდღვნიან ყოლიფერს. ნეტა ეს გოლი არ გაეტანა, ახლა კიდევ აუვარდება.
kaxa
ზამენებად რო მირბიან აქ დაეტიონ და აქ გაკეთდეს ნორმალური ქართული კლუბები და ვითამაშოთ ევროთასებზე ნორმალურად, კარგი ლეგიონერიც დავიმატოთ. სკამის სახეხად რო არიან გაცვენილები.
ზაზა
ჭანტურიას გოლმა რა თქმა უნდა გამახარა,მაგრამ ყარაულის თოფივით გაუვარდა,უნდა აღინიშნოს...
აბურჯანია კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს
ხარატიშვილი ჩეხურ კლუბში გადავიდა
გადრანი "კაირატიდან" "ბეითარში" გადავიდა
„Milan Junior Camp ჩვენი ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის უდიდესი შესაძლებლობაა“ - გიორგი ფოფხაძე
პსჟ ბარკოლასთან კონტრაქტის გაგრძელებაზე მოლაპარაკებას აწარმოებს
საქართველოს ნაკრებს ევრობასკეტზე მიღწეული ისტორიული შედეგისთვის მთავრობა ფულადი პრემიის სახით 3 მილიონ ლარს გადასცემს
"სპალეტი ნომერ პირველი კანდიდატი იყო" - "ფენერბაჰჩეს" პრეზიდენტმა იტალიელ სპეციალისტზე ისაუბრა
"ამას ფეხბურთთან საერთო არაფერი აქვს" - "ბაიერნის" პრეზიდენტმა "ნიუკასლი" გააკრიტიკა
"ალბათ ამ პასუხს ნაკლებად ელოდით" - გვარდიოლამ დაასახელა ფეხბურთელი, რომლის "სიტიდან" გაშვებასაც ყველაზე მეტად ნანობს
მე-6 ტიტული დიდი სლემის ტურნირზე - კარლოს ალკარასი აშშ-ის ღია პირველობის გამარჯვებულია
შენგელია: გასაკვირია ჯიკიჩი ევროლიგის გუნდს რომ არ წვრთნის
პირველ მეოთხედში უკვე 22 ქულა ჰქონდა - დონჩიჩმა სლოვენია მეოთხედფინალში გაიყვანა
მამუკელაშვილი: შემიძლია ვემბანიამას მივწერო - საფრანგეთს მასთან ერთდაც მოვუგებდით
[VIDEO] დუბლი 2 წუთში - ტაბატაძე "კადისის" ფანების საყვარელი მოთამაშე ხდება
ხიზანიშვილი: საუკეთესო გაგნიძე იყო - კაშიამ ართამაშის გადაწყვეტილება ისე მიიღო, როგორც უნდა მიეღო
ბულგარელთა მწვრთნელი: კვარაცხელია ფანტასტიკურია, ახლა ამ დონის ფეხბურთელები არ გვყავს
როგორი შეფასებები მიიღეს საქართველოს ნაკრების ფეხბურთელებმა ბულგარეთთან მატჩში?
"მადლობა საბერძნეთს" - გოგა ბითაძე სოციალურ ქსელში პოსტს აქვეყნებს [PHOTO]
[VIDEO] გამარჯვებების დღე - საქართველოს ფეხბურთელთა ნაკრებმა ბულგარეთს დამაჯერებლად მოუგო!
[VIDEO] ისტორიაში პირველად - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთი დაამარცხა და ევრობასკეტის მეოთხედფინალში გავიდა!
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ბულგარეთს 2:0 ამარცხებს
მეორე ნახევარში უკეთესი ბითაძე გვჭირდება - საქართველოს ნაკრებმა საფრანგეთს პირველი ტაიმი მოუგო
კაპიტანი კვარაცხელია - ბულგარეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია