ინტერვიუ. ხავიერ პასტორე

"პალერმოს" არგენტინელი ნახევარმცველი ხავიერ პასტორე თანამედროვე ფეხბურთში ერთ-ერთ ყველაზე იმედისმომცემ ფეხბურთელად მიიჩნევა. მასთან ინტერვიუ ესპანურმა გამოცემა "დონ ბალონმა" რამდენიმე დღის წინ აიღო. სამხ¬რ¬ე¬თ¬ამერიკელმა საინტერესოდ ილაპარაკა თავის გეგმებზე, ეროვნულ გუნდზე, კლუბზე. მან გვერდი ვერ აუ¬არა ლიონელ მესისა და კრიშტიანო რონალდოს შედარებას. მკითხველს ამ ინტერვიუს მცირედი შემოკლებით ვთავაზობთ.

- მზად ხართ თუ არა ტოპკლუბში გადასასვლელად?

- ვის არ უნდა ტოპკლუბში თამაში? თუმცა ამ ეტაპზე თავს "პალერმოშიც" კომფორტულად ვგრძნობ. მიყვარს აქაურობა, იმიტომ, რომ ჩემი გუნდი ლამაზ ფეხბურთს თამაშობს.

- "პალერმოში" ჯერჯერობით თქვენთვის ყველაფერი იდეალურად ვითარდება.

- დღეს და ხვალ ნამდვილად არ მომინდება აქედან წასვლა. დავთანხმდები მხოლოდ მაშინ, თუკი კლუბს ისეთ წინადადებას შესთავაზებენ, რომელზე უარის თქმაც ძნელი იქნება. ყველაფერს თავის დრო აქვს. ჯერ ამაზე ფიქრი ნაადრევია.

- "ბარსელონაში" თქვენი შესაძლო გადასვლა ხშირად ხდება განსჯის საგანი.

- "ბარსაში" ჩემპიონები თამაშობენ და შემიძლია იქ ერთ-ერთი მათგანი გავხდე. ჩემს ასაკში უმთავრესი სათამაშო პრაქტიკაა. დარწმუნებული ვარ, ასეთი დონის კლუბში მუდმივად თამაში არარეალურია. "ბარსელონასა" და "რეალში" ვარსკვლავებიც კი სკამზე ხვდებიან ხოლმე. ეს კი ნამდვილად არ არის ის, რაც მე მინდა.

- რას ფიქრობთ ესპანეთის ჩემპიონატზე?

- "ბლაუგრანას" დიდი უპირატესობა აქვს. მისი ფეხბურთელები ერთმანეთს ჯერ კიდევ საფეხბურთო სკოლიდან იცნობენ. მათში ურთიერთგაგება ავტომატიზმამდეა აყვანილი. "რეალს" გაუჭირდება ჩამორჩენის აღმოფხვრა.

- მესისა და რონალდოს მუდმივად ადარებენ ერთმანეთს. არგენტინელი ხართ და შეფასებაში ალბათ თქვენც სუბიექტური იქნებით.

- ისინი მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელები არიან, თუმცა ერთმანეთისგან განსხვავდებიან. კრიშტიანო ფიზიკურად ბევრად ძლიერია, მესი - უფრო ტექნიკური. ლეოს მოკლე პასები ეხერხება, კრიშტიანოს პირიქით, გრძელი გადაცემები გამოსდის.

- არის თუ არა პასტორე მესის იდეალური პარტნიორი ნაკრებში?

- ამისთვის მე ჯერ კიდევ ახალგაზრდა ვარ. როცა ეროვნულ გუნდში სათანადო გამოცდილებას მივიღებ, მერე ვნახოთ. ჯერ იმითიც კმაყოფილი ვარ, რომ სერხიო ბატისტა ყურადღებას მაქცევს.

- როგორია მესის გვერდით თამაში?

- არც მთლად ისეა საქმე, რომ ლეოს დახმარება არ სჭირდებოდეს, თუმცა მასთან ერთად თამაში ძალზე მარტივია. ის წარმოუდგენლად მოკრძალებული პიროვნებაა. როგორც ფეხბურთელზე კი ახალი რა უნდა ვთქვა?

- მოდი, კალჩოზე ვილაპარაკოთ...

- სერია წინა წლებთან შედარებით საინტერესოდ მიმდინარეობს. შეუძლებელია წინასწარ იმის გამოცნობა, თუ ვინ მოიგებს მას. არის "მილანი", ვინც დრო და დრო ბრწყინვალე შემტევ ფეხბურთს გვიჩვენებს და არის "ინტერი", ვინც ნელ-ნელა ემსგავსება საკუთარ თავს. ასევე "ნაპოლი", ედინსონ კავანითა და ესეკილ ლავესით.

- ფავორიტად ვის მიიჩნევთ?

- მე უფრო "ნაპოლის" ვგულშემატკივრობ, რადგან იქ ჩემი მეგობარ არგენტინელები თამაშობენ, თუმცა მგონია, რომ ყველაზე ძლიერი "ინტერია".

- "პალერმოს" კონკრეტული მიზნები თუ აქვს?

- ჩვენი მიზანი ოთხეულში მოხვედრაა. ვნახოთ, მოვახერხებთ თუ არა ამას. სამწუხაროდ, ხშირად გვღალატობს სტაბილურობა.

- ბევრს ეჭვი ეპარებოდა, რომ იტალიაში თამაშს ალღოს აუღებდით. თქვენი სტილი შედარებით ნელ სათამაშო ტემპს უფრო შეეფრება.

- საბედნიეროდ ადაპტაცია მალე გავიარე. მივხვდი, როგორ უნდა მეთამაშა. თანაგუნდელებს ჩემი თავიდანვე სჯეროდათ, რამაც დამატებითი ენერგია მომცა. თუმცა დიდ ძალისხმევად დამიჯდა, რომ იტალიურ სქემებში ჩემი ადგილი მომენახა.

- რომელ პოზიციაზე გირჩევნიათ ასპარეზობა?

- მეორე თავდამსხმელად, ფაბრიციო მიკოლის ოდნავ უკან.

- არგენტინის ნაკრებში?

- პირველ რიგში იმას აღვნიშნავ, რაც ნაკრებში მახარებს: დაბალ ბურთებზე ვთამაშობთ. ბრაზილიასთან შეხვედრაში, მაგალითად, თავდამსხმელების უკან ვითამაშე. კოპა ამერიკისთვის მოსამზადებელი პერიოდი ძალზე ბევრ კითხვას გასცემს პასუხს. ბატისტას დრო მხოლოდ მაშინ თუ ექნება გუნდთან ნორმალურად სამუშაოდ.

- რა გრძნობა დაგეუფლათ, როცა მარადონამ მსოფლიოს ჩემპიონატზე წაგიყვანათ?

- ყველაფერი მშვენიერი იყო. დიდი პატივია, როცა მარადონა ეროვნულ გუნდში ასეთ ახალგაზრდულ ასაკში მიგიწვევს. ეს ოცნების ასრულებას ჰგავდა. იქ მიღებული გამოცდილება ყოველთვის გამომადგება.

- ივლისში არგენტინაში ჩასატარებელი კოპა ამერიკის მოსაგებად უნდა იბრძოლოთ.

- უკვე 18 წელია სერიოზული ტიტული არაფერი მოგვიგია. ამის დრო ალბათ უკვე დადგა. ერთი მხრივ ეს ფანებისგან ზეწოლას აძლიერებს, მეორე მხრივ დიდი მოტივაციაა. ხავიერ ძანეტისთან ამ თემაზე ხშირად მილაპარაკია. ჩვენთვის ეს კარგი შანსი იქნება.

- ბავშვობაში ვისი თამაშის ყურება გიყვარდათ ყველაზე მეტად?

- მიყვარდა ტიერი ანრის სტილი და შესაბამისად, "არსენალს" ვგულშემატკივრობდი. მიუხედავად იმისა, რომ ჩემს სათამაშო სტილს ენცო ფრანჩესკოლისას ადარებენ ხოლმე, ჩემთვის კერპი მაინც კაკა იყო.

- ორიოდე სიტყვით მოგვიყევით, როგორც ცხოვრობთ პალერმოში?

- მე მონდელოში ვცხოვრობ (პალერმოს გარეუბანი. რედ). იქ ცხოვრება ძალზე მშვიდია. მყავს იტალიელი მეგობარი გოგონა კიარა. ჩვენ იტალიური კინოს დიდი ტრფიალნი ვართ. ჩემთან ერთად ცხოვრობს ჩემი ძმა, გვერდითა სახლში კი და, თავის მეგობარ ბიჭთან ერთად და ორი ბიძაშვილი. სულ ეს არის.

ლევან ბიბილაშვილი

ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
დე ლაურენტისი კონტეს ნაკრებში გაშვებაზე თანახმაა - რას მოითხოვს სანაცვლოდ?
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა
17-წლამდე ვაჟთა ნაკრები სან მარინოში მიემგზავრება
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
კიტეიშვილმა მამაგეიშვილი შეცვალა - "შტურმმა" მნიშვნელოვანი გამარჯვება მოიპოვა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა