26 ივლისს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია რიგგარეშე ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს აირჩევს
ბოლო რამდენიმე წელიწადია, ქართულ ჩოგბურთში ტრადიციების ასაღორძინებლად სასიკეთო ნაბიჯები გადაიდგა.

ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ 2015 წლის ევროპის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალისთვის "მზიურში" მწყობრში ჩადგა საჩოგბურთო კომპლექსი, რომელიც ამ ცოტა ხნის წინათ საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციას გადაეცა.

ჩვენი ქვეყნის ქალთა ნაკრები ფედერაციის თასზე ევროაფრიკული მეორე ზონიდან პირველში აღზევდა, ხოლო დევისის თასზე ამავე ზონის მესამედან მეორეში გადმოინაცვლა ვაჟთა ნაკრებმა.

მსოფლიო კლასიფიკაციის პირველ ასეულში მკვიდრად მოიკიდეს ფეხი ნიკოლოზ ბასილაშვილმა (ერთეულებში) და ოქსანა კალაშნიკოვამ (წყვილებში).

ახალგაზრდა ჩოგბურთელებმაც საერთაშორისო სარბიელზე არაერთ წარმატებას მიაღწიეს. ამას წინათ კი შევიტყვეთ, რომ 26 ივლისს საქართველოს ჩოგბურთის ფედერაცია რიგგარეშე ყრილობაზე ახალ პრეზიდენტს აირჩევს. ამ საკითხში უკეთ გასარკვევად ფედერაციის ამჟამინდელ თავკაც ალექსანდრე მეტრეველს შევეხმიანეთ.

- განსაკუთრებელი არაფერი ხდება: ახალი პრეზიდენტი გვეყოლება - ცნობილი ბიზნესმენი ხვიჩა მაქაცარია. - გვითხრა მან. - ისე ნუ გამიგებთ, თითქოს გადადგომას ვინმე მაიძულებდეს. პირიქით, ძალიან კარგი ურთიერთობა მაქვს ფედერაციის წევრებთან, სპორტის სამინისტროსა და ეროვნულ ოლიმპიურ კომიტეტთან.

ხვიჩა მაქაცარიას კანდიდატურის ფედერაციის პრეზიდენტად წარდგენა ჩემი ინიციატივაა. იგი ფედერაციაში ჩემს მოსვლამდე ამ ორგანიზაციის ვიცე პრეზიდენტი იყო, ჰყავს ჩოგბურთელი ქალიშვილი - ანა მაქაცარია, რომელიც ახალგაზრდა პერსპექტიული სპორტსმენია.

მეხუთე წელიწადია, ფედერაციას ვხელმძღვანელობ. ამ ხნის განმავლობაში კერძო სექტორიდან არათუ დახმარების, უბრალოდ, ჩვენთან ურთიერთობის სურვილიც არავის ჰქონია. და აი, გამოჩნდა პიროვნება, რომელმაც გადაწყვიტა, გვერდში დაუდგეს ქართულ ჩოგბურთს.

წლეულს თელავში ოთხი 15.000-იანი ტურნირი ჩავატარეთ - ერთი ქალებისა და სამი ვაჟებისთვის.

ყველა შეჯიბრება ხვიჩა მაქაცარიამ დააფინანსა. იგი მზად არის, სპორტის ამ სახეობისთვის სხვა ხარჯებიც გაიღოს. კერძოდ, სამეგრელოში კეთილმოაწყოს ჩოგბურთის კორტები და იქ საერთაშორისო ტურნირებიც ჩაატაროს.

ფედერაცია საკუთარი სახსრებით ყველაფერს ვერ გასწვდება, მით უმეტეს, როცა წლეულს ბიუჯეტი შეგვიმცირდა. ასე რომც არ ყოფილიყო, ამ ნაბიჯს მაინც გადავდგამდი და ეს მართებული იქნებოდა, რადგან, ვფიქრობ, ქართული ჩოგბურთისთვის ასე აჯობებს.

კანდიდატურების წარმოდგენის ვადა ამოიწურა. რაც შეეხება პრეზიდენტის პოსტიდან ჩემს გადადგომას, ეს სულაც არ ნიშნავს, რომ საყვარელ სპორტის სახეობას ზურგს შევაქცევ - ისევ ჩოგბურთში ვრჩები და მის განვითარება-პოპულარიზაციისთვის ვიზრუნებ.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

სოსო
ნეტავ ბევრი ხელმძღვანელი იყოს, შენისთანა სულისკვეთების.
ლეგენდარული რაფაელ ნადალი "რეალის" დირექტორთა საბჭოს წევრი გახდა
"მეტოქე შესანიშნავად თამაშობდა" - ბასილაშვილს კარგი გარჯა ალკარასმაც შეუქო
ბოლომდე იბრძოლა - ბასილაშვილი ალკარასთან დამარცხდა
"მაგალითი "არსენალისგან" უნდა აიღოს" - დინის აზრით, პოჩეტინომ "მანჩესტერიდან" ტოქსიკური ვარსკვლავები უნდა გაუშვას
ორბმა ზედიზედ მე-4 გამარჯვება ახალციხესთან მოიპოვა
U18. საქართველოს ნაკრები ფინალში ესპანეთთან ისევ დამარცხდა
[VIDEO] დომინანტურად! მერაბ დვალიშვილმა მარლონ მორაესი წუთნახევარში დაამარცხა!
უნგრეთთან მატჩში საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
დუემ ფრატეზისთან შეჯახების შედეგად ყბის ტრავმა მიიღო და შეიძლება თურქეთთან ვერ ითამაშოს
მესამე მწვრთნელი სეზონში - "ლანსი" დიდიე დიგარს ჩააბარეს
საუკეთესო ბომბარდირი ისტორიაში - სალაჰმა ჰოსამ ჰასანს გადაასწრო
"ეს ჩემს კარიერაში ერთ-ერთი ყველაზე რთული და სევდიანი გადაწყვეტილება იყო" - პოჩეტინომ პრესკონფერენციაზე ცრემლები ვერ შეიკავა
ლეგენდარული მესი "მონუმენტალზე" კიდევ ერთ მატჩს გამართავს, თუმცა უკვე არგენტინელთა მეტოქის რანგში...
"ჩვენი პრობლემა უფრო ღრმაა... დღემდე ვერ ვიტყვი, როგორია საქართველოს ეროვნული ნაკრების საფეხბურთო ფილოსოფია..." - შოთა არველაძის ვრცელი ინტერვიუ უნგრულ გამოცემასთან
"მოულოდნელი იყო... "ოქროს ბურთს" ამ 2 ფეხბურთელიდან ერთ-ერთი უფრო იმსახურებდა" - კუკურეია Ballon d'Or-ის დაჯილდოვებაზე
[VIDEO] გოგა ბითაძის 100%-იანი პერფორმანსი და „ორლანდოს“ მნიშვნელოვანი გამარჯვება „მილუოკისთან“
დვალიშვილი: ჩივილს არ ვაპირებთ და ყველაფერს ვაკეთებთ, რათა ისინი გამოუშვან
ნიდერლანდების 7:0 საბერძნეთთან და გერმანიის მიერ სერბეთის ძლევა
18 წ. | შემადგენლობა ევროპის ჩემპიონატის ფინალისთვის
უნგრელთა მწვრთნელი: კვარაცხელია შეუცვლელია - ნებისმიერი სცენარისთვის მზად ვიქნებით
"მერაბი დიდი ხანია არ არის ქართველი - ჩვენი წინაპრები ამისათვის თავებს მოჰკვეთდნენ" - წერს დაღესტნელი მოჭიდავე
"ბორჯღალოსნები" | კაპიტნის ვარჯიში ტონგამდე
"ჩემზე უზარმაზარი შთაბეჭდილება მოახდინა" - ბატრაკოვმა გაამხილა, ვის მისცემდა "ოქროს ბურთს"
ATP CUP: ქართველი ჩოგბურთელის პირველი გამარჯვება ერთეულებში! [VIDEO]
სიკვდილის ჯგუფში - ATP CUP-ზე საქართველოს ნაკრების მეტოქეები გაირკვა
"ეს პოლიტიკაა და არა სპორტი" - ალექსანდრე მეტრეველი უიმბლდონზე რუსი ჩოგბურთელების შესაძლო მოკვეთაზე
ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა მოჭიდავეებს 1000-1000 დოლარი აჩუქა
წყვილთა თანრიგში დავმარცხდით, ესტონელები დაწინაურდნენ
ზურა ტყემალაძე ATP-ის რეიტინგში 449 ადგილით დაწინაურდა, მეტრეველი - 121-ით
ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია
ალექსანდრე მეტრეველი დაძაბულ ბრძოლაში დამარცხდა