ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხვიჩა მაქაცარიამ მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრების წევრებს კარგი საჩუქარი გაუკეთა

საქართველოს მოჭიდავეთა ოლიმპიური ნაკრების წევრებს კარგი საჩუქარი გაუკეთა ჭიდაობის ფედერაციის ახალმა ვიცე-პრეზიდენტმა ხვიჩა მაქაცარიამ - პარასკევს სპორტსმენებს დუშეთის ოლიმპიურ ბაზაზე ესტუმრა და თითოეულ ოლიმპიელს, ანუ 11-ვე ათლეტს საჩუქრად 1000-1000 დოლარი გადასცა.

იმედია, ეს კარგი სტიმული აღმოჩნდება მოჭიდავეებისთვის და რიო დე ჟანეიროს თამაშებში წარმატებით გამოვლენ.

ამასთან, მაქაცარიამ დააფინანსა ოლიმპიადაზე თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების მწვრთნელ ემზარ ბედინეიშვილის გამგზავრებაც. მას უკვე გაუკეთეს აკრედიტაცია და ის უბრალოდ კი არ დაესწრება თამაშებს, როგორც რიგითი მაყურებელი, არამედ გუნდთან ერთად იქნება და ჩვეულებრივ იმუშავებს სპორტსმენებთან.

აქამდე აკრედიტაცია სამ მწვრთნელს ჰქონდა - რევაზ მინდორაშვილს, არჩილ ქიტიაშვილს და ნუგზარ სხირელს. ამათგან მინდორაშვილი და ქიტიაშვილი სანაკრებო მწვრთნელები არიან, როგორც ბედინეიშვილი, სხირელს კი ორი მოსწავლე ჰყავს გუნდში - მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონი, წინა ოლიმპიადის ფინალისტი ვლადიმერ ხინჩეგაშვილი (57) და ევროპის წლევანდელი გამარჯვებული, მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი გენო პეტრიაშვილი (125).

აღსანიშნავია, რომ ოლიმპიურ ნაკრებში ბედინეიშვილსაც ორი პირადი შეგირდი ჰყავს - ევროპის მესამეპრიზიორი იაკობ მაქარაშვილი (74) და ევროპისა და მსოფლიოს ბრინჯაოსმედალოსანი სანდრო ამინაშვილი (86).

მოგეხსენებათ, ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიადისთვის მზადების დასკვნით ეტაპს დუშეთსა და ბაზალეთზე გადიან, რომელიც უკვე დასასრულს უახლოვდება.

"ბერძენ-რომაელთა" ხუთივე ლიცენზიანტი - ევროპის წლევანდელი მესამეპრიზიორი შმაგი ბოლქვაძე (66), ევროპის მოქმედი ჩემპიონი ზურაბ დათუნაშვილი (75), ევროპის წლევანდელი ვიცე-ჩემპიონი რობერტ კობლიაშვილი (85), ახალგაზრდებში მსოფლიოს ჩემპიონი რევაზ ნადარეიშვილი (98) და 23-წლიანებში ევროპის წლევანდელი ტრიუმფატორი იაკობ ქაჯაია (130) ბაზალეთზე ცხოვრობს, ხოლო ლეიბზე სავარჯიშოდ დუშეთში ჩადის, სადაც სათადარიგო ფალავნები ემზადებიან.

ბრაზილიაში პირველად ისინი მიფრინავენ და შეკრებასაც უფრო ადრე ისინი ამთავრებენ. მათ დღეს საკონტროლო შეხვედრები ექნებათ და ამით შეკრებაც დამთავრდება.

ეს გუნდი რიო დე ჟანეიროში რამდენიმე ქართველ ჟურნალისტთან ერთად 4 აგვისტოს, გამთენიისას გაფრინდება.

"თავისუფლები" მთელი გუნდით, ანუ გაფართოებული შემადგენლობით დუშეთში არიან.

შეგახსენებთ, რომ ისინი ოლიმპიურ თამაშებში სრული გუნდით მიიღებენ მონაწილეობას, რადგან ექვსივე ლიცენზია მოიპოვეს: ბრაზილიაში ხინჩეგაშვილი, ზურაბ იაკობაშვილი (65), მაქარაშვილი, ამინაშვილი, ელიზბარ ოდიკაძე (97) და პეტრიაშვილი იჭიდავებენ.

მათ 5 აგვისტოს ექნებათ საკონტროლო შეხვედრები, შეკრებას 6-ში დაამთავრებენ, ბრაზილიის შორეულ გზას კი 8 აგვისტოს, გამთენიისას დაადგებიან.

სამხრეთ ამერიკაში ორივე გუნდი ფრანკფურტის გავლით მიფრინავს. საბედნიეროდ, ჯანმრთელობის მხრივ გუნდებში პრობლემა არაა, ყველა ჯანმრთელადაა და სერიოზული ტრავმა არავის აწუხებს. იმედია, საკონტროლო შეხვედრებიც გართულებების გარეშე ჩაივლის და ჩვენი მოჭიდავეები ოლიმპიურ თამაშებს სრულ მზადყოფნაში შეხვდებიან.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

[VIDEO] დვალიშვილი სეხუდოსთან 35 წამში დამარცხდა
[VIDEO] ნუთუ ილიასთან ბრძოლაზე ფიქრობდა? - ცარუკიანი საჩემპიონო ბრძოლაში დამარცხდა
[VIDEO] დიდებული მერაბ დვალიშვილი! - ქართველმა საოცარი ბრძოლა შემოატრიალა და ბრწყინვალე გამარჯვება მოიპოვა
"იაგელონიასთან" მატჩს "იბერია 1999" შემდეგი შემადგენლობით იწყებს
ნიკა ამაშუკელი „რაგბის უდიდესი მეტოქეობის“ მესამე ტესტმატჩს განსჯის
უკრაინელი ფეხბურთელი "ჟირონადან" "აიაქსში" გადავიდა
"ნოტინგემმა" "ჩელსისგან" თავდამსხმელი 50 მილიონ ევროდ შეიძინა
19-წლამდელთა ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს მოკრივეთა ნაკრებმა სამივე ხარისხის მედალი მოიპოვა
რატიშვილი რიგაში იკომისრებს
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ორი პენალტი, გაძევება, პროტესტი მსაჯობის გამო...
VIDEO | საქართველოს დავით ყიფიანის სახელობის თასი | ...უკვე მაშინ, როცა ყველა პენალტებისთვის ემზადებოდა - "დილა" ნახევარფინალშია!
თბილისის "დინამომ" ბერძენ მცველს გაუფორმა კონტრაქტი
"მანჩესტერ სიტიმ" მაროკოელი ნახევარმცველი 100 მილიონად შეიძინა
"მე არ მძულს რუსი ხალხი, მძულს რუსული პოლიტიკა და რუსეთის მთავრობა" - დვალიშვილმა მახაჩევის განცხადებას უპასუხა
ფერგიუსონი ისტორიაში პრემიერ ლიგის საუკეთესო მწვრთნელად დაასახელეს
ოქტომბრის სანაკრებო მატჩები | ინფორმაცია ბილეთების შესახებ
პრემიერ ლიგის მორიგ კლუბში - "ჩელსიმ" ლიამ დელაპი გაასხვისა
კვლავ ლა ლიგაში - ადამა ტრაორე ესპანეთის ჩემპიონატს დაუბრუნდა
ქართველი მსაჯები კონფერენს ლიგის პლეი-ოფის მატჩზე
"იუვენტუსმა" მეკარე "პალერმოს" მიჰყიდა
სავინიოს შემდეგ "სიტიდან" "ტოტენჰემში" მარმუშიც გადავიდა
პსჟ ნახევარმცველთან კონტრაქტის გასაწყვეტად მზადაა
ოფიციალური შეთავაზება გაკეთებულია - პრემიერ ლიგის გუნდი მიქაუტაძის სანაცვლოდ 45 მილიონს იხდის
საქართველოს მოჭიდავეთა ნაკრებების მწვრთნელების ვინაობა ცნობილია
ქართველების ოდისეა ბუნდესლიგაში - ვლადიმერ ხინჩეგაშვილი აქაც წარმატებულია
ალექსანდრე მეტრეველი: ჩოგბურთის ფედერაციას ახალი პრეზიდენტი ეყოლება
მოჭიდავეთა ასაკობრივი ნაკრებები: ვინ - სად, ვინ - რისთვის
იმ ილეთს არ მოველოდი - "რუსულმა ტანკმა" ქართველი მოჭიდავე შეაქო [VIDEO]
დოპინგ-სიურპრიზი: გიორგი გოგშელიძე ოლიმპიადის ვერცხლს მიიღებს?
ხვიჩა მაქაცარია საქართველოს ჩოგბურთის ფედერაციის ახალი პრეზიდენტია
ჭიდაობა თავდაყირა დგება? ინტერვიუ ემზარ ბედინეიშვილთან