საქართელოს კალათბურთელთა ნაკრებმა პოდჩეტრტეკში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, პირველი მოსამზადებელი მატჩი გამართა
საქართელოს კალათბურთელთა ნაკრებმა სლოვენიის დაბა პოდჩეტრტეკში, სადაც მოსამზადებელ შეკრებას გადის, პირველი მოსამზადებელი მატჩი გამართა და რუსეთის სტუდენტური ნაკრები 97:86 დაამარცხა.

ეს გახლდათ მატჩი, რომელიც არ იყო წინასწარ დაგეგმილი და მისი გამართვა რამდენიმე დღის წინ გადაწყდა.

რუსეთის სტუდენტური ნაკრები, რომელშიც 3 კალათბურთელი VTB-ლიგის კლუბში თამაშობს, მსოფლიო უნივერსიდისთვის ემზადება, რომელსაც 15-31 აგვისტოს ტაივანი უმასპინძლებს.

რუსები 27 ივლისს სლოვენიის ეროვნულ ნაკრებს ხვდებიან და ჩვენი გუნდის ხელმძღვანელობამ დამატებითი სპარინგ-მატჩის გამართვის შესაძლებლობა ხელიდან არ გაუშვა.

გუნდების მოლაპარაკების საფუძველზე, ეს გახლდათ სავარჯიშო ტიპის შეხვედრა, რომელზეც არ იწარმოებოდა სრული სტატისტიკა და მწვრთნელები კალათბურთელების თამაშში ჩართვაში შეზღუდულები არ იყვნენ. თუმცა ილიას ზუროსმა გუნდში მყოფი 16 კალათბურთელიდან მხოლოდ 11 ათამაშა. შეგახსენებთ, რომ ბექა ბურჯანაძეს ტრავმისშემდგომი სარეაბილიტაციო პერიოდი უდგას და რუსებთან მატჩისთვის სათამაშო ფორმა არ ჩაუცვამს, ხოლო გოგა ბითაძე ეროვნულ გუნდს დღეს, დილას შეუერთდა და მასაც არ გამოუცვლია.

თამაშში მონაწილეობა არ მიუღიათ: ნოდარ გოგოძეს, ოთარ ფხაკაძეს, კახა ჯინჭარაძეს, ბესო ლეჟავას, გიორგი შარაბიძეს და ბექა ბექაურს. შესაბამისად, ილიას ზუროსმა 10 კალათბურთელი ათამაშა, რომელთაგან სასტარტო ხუთეულში დაიწყეს: გიორგი ცინცაძემ, მაიკლ დიქსონმა, მანუჩარ მარკოიშვილმა, თორნიკე შენგელიამ და გიორგი შერმადინმა.

მატჩი განკუთვნილი იყო საიმისოდ, რომ 10 დღეში დამუშავებული კომბინაციები, რაც ნაკრები შეკრებაზეა, მთავარ მწვრთნელს, მის ასისტენტებს და თავად მოთამაშეებს საქმეში ენახათ.

რუსეთის ნაკრები გაცილებით დიდი ხანია, შეკრებილია და მატჩის მსვლელობისას არაერთი რიგიანი კომბინაციაც გაათამაშეს. თუმცა კლასითა და ოსტატობით ქართველებთან ვერას გახდნენ და მთელი თამაშის მანძილზე რომ კუდიდან არ მოგვშორებიან, ბოლო წუთებზე გატყდნენ და 15 ქულით ჩამორჩნენ. საქართველოს ნაკრებმა საბოლოოდ 11-ქულიანი სხვაობით იმარჯვა, რაშიც ყველა მოთამაშემ, ვინც მოედანზე გავიდა, თავისი წილი დაიდო.

იყო ხარვეზები, მაგრამ პირველი მატჩის კვალობაზე ეს საგანგაშო არაა. სამაგიეროდ, იყო არაერთი გამართული და ზუსტად დაგვირგვინებული კომბინაცია.

სტატისტიკა არ იწარმოებოდა, თუმცა როგორც რუსეთის ნაკრების შტაბში, ისე ჩვენთანაც ითვლინდნენ ძირითად მაჩვენებლებს: საქართველოს ნაკრებში 24 ქულით, 5 მოხსნით და 3 პასით თორნიკე შენგელია გამოირჩა, რომელმაც რიგ ეპიზოდებში ისე შთაამბეჭდავად ითამაშა, რუსებმაც ტაში დაუკრეს.

გიორგი შერმადინი ფარქვეშ დომინანტი გახლდათ, თუმცა ქართველი ცენტრი თავს ძალას არ ატანდა, თორემ გაცილებით მეტის რესურსიც გააჩნდა. შერმადინმა შეხვედრა ორმაგი დუბლით - 18 ქულითა და 11 მოხსნით დაასრულა.

2015 წლის სექტემბრის შემდეგ ნაკრებში პირველად ითამაშა მანუჩარ მარკოიშვილმა, რომელსაც გასული სეზონი ტრავმის გამო გაუცდა. მანუმ 5 სამქულიანი ჩააგდო და შეხვედრა 15 ქულით დაასრულა.

დუდა სანაძემ, რომელიც დღეს (25 ივლისს) 25 წლის გახდა, 14 ქულა მიითვალა. ჩვენი გუნდის ძირითადმა გამთამაშებელმა, გიორგი ცინცაძემ შეხვედრ 9 ქულითა და 7 შედეგიანი გადაცემით დაასრულა.

მშვენიერი დებიუტი ჰქონდა ეროვნულ გუნდში პირველად გამოძახებულ ილია ლოდარიძეს, რომელმაც ფარქვეშაც იბრძოლა და საჯარიმოს მისადგომებთანაც. დინამოელმა ფორვარდმა 6 ქულა, 2 მოხსნა და 1 პასი მიითვალა.

და ბოლოს, ჩვენი გუნდის ნატურალიზებულმა ამერიკელმა კალათბურთელმა - მაიკლ დიქსონმა შეხვედრა 11 ქულითა და 2 პასით დაასრულა.

საქართველოს ნაკრები 2 დღე სლოვენიაში დარჩება და ვარჯიშს განაგრძობს, ხოლო 28 ივლისს გეზს ავსტრიისკენ აიღებს, სადაც 29-ში ადგილობრივ ეროვნულ ნაკრებს დაუპირისპირდება.

საქართველოს ნაკრები ავსტრიას 14 კალათბურთელით ეწვევა.

საქართველო-რუსეთი (სტუდენტური ნაკრები) 97:86

მომზადებულია gbf.ge-ს მიხედვით

vakho
მესამე ნომრად(ვიკას ადგილას) მანუს დაყენებას აპირებს ალბათ. სიმაღლე თუ ეყოფა ეგაა დასაფიქრებელი, თორე დუდას ვარიანტს ალბათ მანუ ჯობს. წარმატებები ბიჭებს !!
სოსო
მანუს ვენახვალე,სანამ ფეხი სტკიოდა,ალბათ იდგა და მარტო კალათში სროლაში ვარჯიშობდა.ისე პასების საერთო რაოდენობა მეცოტავება,ალბათ მაინც ინდივიდუალურ მოქმედებაზე გააკეთეს აქცენტი.
შოთა გუგეშაშვილი
რაცველია მარკოიშვილი მაგრამ ცუდია მაგეტი მოგვცა ერტი ორი
შოთა გუგეშაშვილი
გეტანხმები დვალიშვილზე მაგრამ სერმადინი და პაჩულია არიან და სხვა პოზიციზე ტამაში არ შეუზლია
ზურა
დვალიშვილი რატომ არ მიიწვია? ბევრ იქ მყოფს ნაღდად ჯობია და ცუდ ფორმაშიც არ უნდა იყოს...
შოთა გუგეშაშვილი
დიქსონი ნაგდატ არ არის რაცველი ის იტყვის ტავის სიტყვას როგორც მონტენეგროსტან მაგრამ ზმის ხატრიტ ბოისა როდემდე უნდა ატრიონ ვერ გავიგე კოკოსკოვმა მოიცილა ამან ისევ დააბრუნა
GEO
ბოისა არც არასდროს აგდებდა ბევრ ქულას. ის ძირითადად კარგი დაცვით გამოირჩეოდა ყოველთვის. მიუხედავად ამისა მაინც ალბათ მის მაგივრად ახალი სისხლის გამოცდა ჯობია... ჩვენი ნაკრები მაინც 8-9 კაცია ძირითადად და დანარცენი რომ სულ ახალგაზრდები დავაყენოთ აჯობებს. (ალბათ :))
ilia
მერამდენე წელია ბოისა არაფრის მაქნისია ნაკრებში არ შეიძლება ბოლო ბოლო მოცილება?
ebbe sandi -s
რაზე შეატყვე? პოზნია? რა გინდოდა ახლა ფაქტიურად ვარჯიში იყო და ეფრინა?DDD
sabonis
პირველივე თამაშში მანუს 15 ქულა ძალიან კარგია.
Gela
კვლავ ძალიან ბევრი ბალასტია ნაკრებში. ეუროზე სულ სკამებზე ისხდებიან, ძირითადი დატვირთვა კვლავ 7-8 კალათბურთელს მოუწევს, მათ კი ასე გადამწყვეტ შეხვედრებში ძალა აღარ ეყოფათ.
mesi
ბოისა 1 პასისთვის გვყავს ნაკრებში?? ახალგაზრდებმა რომ იტამაშონ უკეტესი არ იქნება მომავლისთვის??
გია
მაგ ნაკრების გვეიმედება. ზუროსი საშუალოზე ძლიერი, პროფესიონალია. რაც შეეხება ჩვენს ნაკრებს პირველი შეხვედრისატვის კარგია
g.v.g.
999 ს - რას ნიშნავს "მეტი ვის დაამარცხებდა" ო, რომ ამბობ ? სხვა უფრო ძლიერის დამარცხება არ გახსოვს? თუ არა , მაშინ პრობლემები გქონია და საწრაფოდ მკურნალობას მიმართე, უდიდესი კალათბურთელის "რეჩით" გამოდიხარ და თვითონ რა გაგიკეთებია ან შეგიქმნია, არც არაფერი, დარწმუნებული ვარ, რადგანაც ხელმოცარული და ღვარძლიანი კაცის ფრაზაა ეგ შენი ნაბოდვარი, ვისაც რამე შეუქმნია,ასთ გამოთქმას არ იკადრებს . ეგ სამი ცხრიანი ამოატრიალე და გულზე დაიკიდე, ეგრე უფრო სამართლიანი იქნება ............... მეტის ლანძღვის საშუალებას საიტის ცენზურა არ მომცემს თორემ,მე ვიცი შენი პატივისცემა.........
tazo
999-ს შენ ძმაო ჭურში ზიხარ,გამოვარდები რაღაცას დაახეთქებ და ისევ ჩახვალ! ამათი დამარცხებული არ გინახავს!რომელისპორტის სახეობაა თუ იცი რომელზეც წერ:)):))
ebbe sandi
ეგ დიქსონი რაჭველი ხომ არაა?
999
მეტი ვის დაამარცხებდა...
17 წლის ხატიაშვილის 10 ქულა - საქართველოს ნაკრები ესპანეთთან დიდი ანგარიშით დამარცხდა
პირველი ტაიმის შემდეგ საქართველოს ნაკრები ესპანეთთან 14 ქულით მარცხდება
ნაკრების ვარჯიში ტენერიფეზე და ეპანეთთან მატჩის 12-კაციანი განაცხადი
"ნოტინგემს ფორესტს" ზინჩენკოს იჯარის ვადაზე შეწყვეტა სურს
პარატიჩი კვლავ სამშობლოში - საფეხბურთო ფუნქციონერი იტალიაში დაბრუნდა
ოფიციალურად: კონორ გალაჰერი ინგლისის პრემიერ ლიგას დაუბრუნდა
ფუტსალის ნაკრები ევროპის ჩემპიონატისთვის 18 ფეხბურთელით ემზადება
[VIDEO] ლუკა ბერულავამ და ანასტასია მეტელკინამ ევროპის ჩემპიონატზე მოკლე პროგრამა პირველ ადგილზე დაასრულეს
18 წ. | მესამედ ექვსი ერის ფესტივალზე
კვერნაძემ შეიძლება მნიშვნელოვანი მატჩი გამოტოვოს
ფიბა-ს სამსაჯო წელს ვართანოვი ათენში გახსნის, თვაური იზმირით გააგრძელებს
"იბერია 1999"-მა ბართიშვილი და ღუდუშაური დაიმატა
"რუსეთში დაბრუნების ვარიანტს არ განვიხილავთ" - საზონოვის მამა შვილის შესაძლო ტრანსფერზე
"ნებისმიერი თანხა მოითხოვოს" - საუდის არაბეთის კლუბის პრეზიდენტის შეთავაზება მესის
საზონოვი ტრანსფერზეა - "ტორინო" ზამთარში ქართველის გაყიდვას შეეცდება
[VIDEO] სემენიომ ისევ გაიტანა - "სიტიმ" "ნიუკასლი" დაამარცხა და EFL თასის ფინალისკენ პირველი ნაბიჯი გადადგა
უარი ბერძნულ გრანდს - დავითაშვილისთვის ბრძოლა გადამწყვეტ ფაზაში შედის
ადესანია ოქტაგონს უბრუნდება - დანა ვაითი მარტში სიეტლში ღონისძიებას ჩაატარებს
[VIDEO] ზედიზედ 3 წაგების შემდეგ "ოკლაჰომამ" "სპურსი" მარტივად დაამარცხა
[VIDEO] ლებრონის მორიგი ბრწყინვალე შეხვედრა - "ლეიკერსმა" "ატლანტა" დაამარცხა
კანტე თურქეთში შემცირებული ხელფასით მიდის - შესათანხმებელი ბოლო დეტალები დარჩა
ყველაზე ძვირადღირებული და ტიტულოვანი - საბა კვირკველია ყირგიზეთის ჩემპიონატში ითამაშებს
შეთავაზებებს განიხილავს - ალონსო შესაძლოა, სამწვრთნელო საქმიანობას მალევე დაუბრუნდეს
შენგელიას კარგი მატჩი - "ბარსელონამ" "პარტიზანი" მარტივად დაამარცხა
სანაძის 17 ქულა "ესპეროსს" მოსაგებად არ ეყო
დუდა სანაძე კარიერას დუბაის "ალ ნასრში" გააგრძელებს
[VIDEO] შენგელია ნაკრებში გამარჯვებით მოდის - კაპიტანმა "ლიონს" 15 ქულა ჩაუგდო და მალე საქართველოში გამოფრინდება
14 ქულა და გამარჯვება "ბურგოსთან" | შერმადინი ახალ რეკორდს მიუახლოვდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოსთან" ერთად ევროლიგის მე-3 ადგილის მფლობელი გახდა
მანუჩარ მარკოიშვილი "მონაკოს" მთავარ მწვრთნელად დაინიშნა
საქართველოს კალათბურთელთა ეროვნული ნაკრები ტრევიზოში ჩავიდა და დღეს პირველ ვარჯიშს გამართავს
[VIDEO] შერმადინის ბრწყინვალე მატჩი საკმარისი არ აღმოჩნდა - "ტენერიფე" "ფორსა ლეიდასთან" დამარცხდა
[VIDEO] შერმადინი ჩემპიონთა ლიგის მატჩში MVP გახდა - "ტენერიფე" "ტრაპანისთან" დამარცხდა
შერმადინის 6 და ბურჯანაძის 7 ქულა - ქართველების მარცხი ლიგა ენდესაში
[VIDEO] ევროლიგის გამარჯვებული ფენერბაჰჩე გახდა
გიორგი ცინცაძე აფრიკის ჩემპიონ გუნდში გადავიდა
“თუ გინდა რაიმე დიდს მიაღწიო, წინ პატარა ნაბიჯებით უნდა იარო”- მანუჩარ მარკოიშვილის ინტერვიუ
ორივე გუნდიდან საუკეთესო იყო - "პალმერ მალიორკაში" დუდა სანაძის დებიუტი შედგა
დუდა სანაძის 17-ქულიანი დებიუტი საბერძნეთში
[VIDEO] შენგელიას 20 წუთი "რეალთან" - "ბარსელონამ" "ელ კლასიკოში" გაიმარჯვა
შერმადინმა ესპანეთის უმაღლეს ლიგაში მე-2000 ბურთი მოხსნა
[VIDEO] "ბარსელონამ" და "ბასკონიამ" ევროლიგის ისტორია დაწერეს - სამი ოვერტაიმი და გიჟური მატჩი
"ბარსამ" მაგარი მატჩი მოიგო და ევროლიგაზე მესამე ადგილზე გადავიდა
ოფიციალურად: დუდა სანაძე კარიერას ესპანეთის ჩემპიონატში გააგრძელებს
ბურჯანაძის 11 ქულა და შერმადინის სუსტი მატჩი ლიგა ენდესაში
[VIDEO] შენგელიას ბრწყინვალე მატჩი ევროლიგაზე - ქართველმა "ბარსელონას" "მაქაბისთან" ულიდერა
საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები მოახლოებულ მატჩებს ტრავმირებულებით ხვდება
გიორგი ცინცაძის ბოლო სანაკრებო თამაში!
ცინცაძე თსუ-ს დუდუ დადიანის მემორიალის ფინალის საგზურის მოპოვებაში დაეხმარა
შენგელია "ვირტუსში" საუკეთესო იყო | ბოლონიელებმა მონაკოში წააგეს
[VIDEO] მარკოიშვილის "მონაკომ" "ოლიმპიაკოსი" დაამარცხა და ევროლიგის ფინალში ითამაშებს
რა ხდება ჩვენს ჯგუფში? - ყველაფერი საქართველოს ნაკრების სასარგებლოდ მიდის!
ქართული სპორტის სანაკრებო რეკორდსმენი - გიორგი ცინცაძე ევრობასკეტ 2022-ს უმიზნებს
სანაძე თავის გუნდში საუკეთესო იყო, თუმცა "ესპეროსი" სტუმრად დამარცხდა