ქართველები
• ქართველი სპორტსმენები
• ფეხბურთი
• ეროვნული ნაკრები
• ეროვნული ლიგა
• ეროვნული ლიგა 2
• ლეგიონერები
• თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ევროპა ლიგა
• კონფერენს ლიგა
• ინგლისი
• ესპანეთი
• იტალია
• გერმანია
• საფრანგეთი
• მსოფლიო
• ჩემპიონთა ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• სხვადასხვა
• ქალთა ფეხბურთი
• ტრანსფერები
• კალათბურთი
• ეროვნული ნაკრები
• სუპერლიგა
• თასი
• NBA
• ლეგიონერები
• ევრო ლიგა
• ევროპის ჩემპიონატი
• მსოფლიოს ჩემპიონატი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ჭიდაობა
• ძიუდო
• თავისუფალი
• კლასიკური
• ქართული
• სუმო
• სამბო
• ქალთა ჭიდაობა
• ბერძნულ-რომაული
• ჩოგბურთი
• როლან გაროსი
• უიმბლდონი
• ავსტრალიის ღია პირველობა
• ამერიკის ღია პირველობა
• მონტე კარლო
• ATP ცინცინატი
• მადრიდის მასტერსი
• რომის მასტერსი
• მაიამის მასტერსი
• რაგბი
• ეროვნული ნაკრები
• დიდი 10
• თასი
• ლეგიონერები
• 6 ერი
• ტესტები
• ერთა თასი
• მსოფლიო თასი
• ასაკობრივი ნაკრები
• სხვადასხვა
• ფორმულა 1
• მონაკოს გრან-პრი
• ბრიტანეთის გრან-პრი
• იტალიის გრან-პრი
• ბელგიის გრან-პრი
• ბაჰრეინის გრან-პრი
• საუდის არაბეთის გრან-პრი
• იაპონიის გრან-პრი
• ჩინეთის გრან-პრი
• მაიამის გრან-პრი
• ემილია-რომანიის გრან-პრი
• აბუ დაბის გრან-პრი
• MMA
• UFC
• სხვადასხვა
• კრივი
• ველოსპორტი
• ტანვარჯიში
• ცურვა
• ჭადრაკი
• მძლეოსნობა
• ძალოსნობა
• მკლავჭიდი
• ტყვიის სროლა
• კარატე
• ნიჩბოსნობა
• მშვილდოსნობა
• ფარიკაობა
• წყალბურთი
• ხელბურთი
• ფრენბურთი
• ავტოსპორტი
• ჰოკეი
• თხილამურებით სრიალი
• ფიგურული სრიალი
• საინტერესო ამბები
• სხვადასხვა
• ფიტნესი
• ფიგურული ციგურაობა
• სხვა სახეობები

აქტუალურ თემაზე: სად არის ჩვენი მომავლის გარანტია?

აქტუალურ თემაზე: სად არის ჩვენი მომავლის გარანტია?

ახლა საკითხი ასე დგას - პროგრამა საერთოდ აღარ გვინდა თუ, უბრალოდ, რაღაცები შესასწორებელია?
ფოტოზე: თბილისის "დინამოს" აკადემია

დამოუკიდებელი საქართველო 25 წელი ელოდა ფეხბურთის განვითარების სახელმწიფო პროგრამას და როცა ის დამტკიცდა, დროთა განმავლობაში კრიტიკის ობიექტიც გახდა.

ეს სრულიად გასაგებია - იდეალური არაფერი არ არის და არც მომავალში იქნება. ცხადია, დროთა განმავლობაში პროგრამის ნაკლოვანებებიც გამოჩნდა. მაგრამ ახლა საკითხი ასე დგას - პროგრამა საერთოდ აღარ გვინდა თუ, უბრალოდ, რაღაცები შესასწორებელია?

საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის საქმეთა მინისტრმა ტარიელ ხეჩიკაშვილმა გადაცემაში - "სპორტი იმედზე" - სტუმრობისას ამ თემაზე თქვა, რომ ფეხბურთის განვითარების ფონდიდან კლუბებზე დარიცხული თანხების დიდი ნაწილი აკადემიებს უნდა მოხმარდეს.

"მინდა, ხალხმა დაინახოს, რომ ეს ფული ხვალინდელი დღისთვის, მომავლისთვის იხარჯება. კლუბებმა ხელფასებისთვის განკუთვნილი თანხები თავად მოიძიონ, მე კი რეკომენდაციით მივმართავ როგორც ფონდს, ისე ფეხბურთის ფედერაციას, რომ კლუბებში გადარიცხული თანხის უმეტესი ნაწილი აკადემიების განვითარებას მოხმარდეს. თუ ასე გაგრძელდა, ევროტურნირებზე ჩვენი კლუბებისგან განსაკუთრებულ შედეგს არ უნდა ველოდოთ.

სჯობს, ეს ფინანსები ახალგაზრდა თაობას დავახარჯოთ, კლუბებმა ჯერ აღზარდონ ისინი, მერე კი შედეგიც იქნება", - ამბობს მინისტრი.

აკადემიებზე ყურადღების გამახვილება რომ ჩვენი ფეხბურთის მომავლისთვის აჯობებს, ამას თბილისში გამართულ ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრების შემადგენლობაც ადასტურებს.

ნაკრებში სულ 5 ქართული გუნდის (თბილისის "დინამო", "საბურთალო", "ლოკომოტივი", "ტორპედო" და ბათუმის "დინამო") მოთამაშეები მოხვდნენ.

რეალურად, სხვადასხვა ასაკობრივ ნაკრებებს სწორედ ეს გუნდები ამარაგებენ. მთავარი კი მაინც თბილისური სამეულია - "დინამო", "საბურთალო" და "ლოკომოტივი".

ამ გუნდების შემადგენლობები, გაზრდილები და მათი პერსპექტივები სხვებისთვის სამაგალითო უნდა გახდეს.

მათგანაც, ევროპელებთან მიახლოებული პირობებით მხოლოდ თბილისის "დინამო" გამოირჩევა. მაგრამ სამეულის გაზრდილები ევროპელებთან სამარცხვინოდ არ გამოიყურებოდნენ, გიორგი არაბიძე ევროფორუმის 10 საუკეთესო მოთამაშეს შორის დაასახელეს, სელექციონერებმა კი თვალი დაადგეს გიორგი ჩაკვეტაძეს, დავით კობოურს, გიორგი კოხრეიძეს, გიორგი კუციას, ნიკა მალის, ლუკა ლაკვეხელიანსა და გიორგი ჩოჩიშვილს.

სხვა კლუბები ამას ვერ ახერხებენ, რადგან საამისოდ სახსრები არ ჰყოფნით. ნებისმიერ შემთხვევაში, როცა საფეხბურთო აკადემიების მოღონიერება პრიორიტეტული გახდება, ეს საქმე შედეგს გამოიღებს.

ფეხბურთის განვითარებას კარგი ინფრასტრუქტურა, ძლიერი საფეხბურთო აკადემიები და ისეთი კლუბები სჭირდება, რომელთაც მოთამაშეების სანაკრებო დონეზე მომზადება შეუძლიათ. ამას საქართველოში მხოლოდ რამდენიმე კლუბი ახერხებს.

მაგრამ სკოლებს რომ მიხედონ, ნორმალური ინფრასტრუქტურაა საჭირო. ეს მეორე მიმართულებაა, რაც ფეხბურთის განვითარების პროგრამაში უნდა გამოიკვეთოს. და თუ აკადემიები მოღონიერდებიან და ნორმალური (არ ვამბობთ, რომ მსოფლიოში - საუკეთესო) ინფრასტრუქტურა გვექნება, მოთამაშეთა გაზრდის მეტი შანსი გაჩნდება.

ამ სამი სკოლის მუშაობა ადასტურებს, რომ მოთამაშეების გაზრდა შესაძლებელია. 10 საფეხბურთო ცენტრი რეგიონებში რომ ჩამოყალიბდეს, რომელსაც თბილისის "დინამოს" აკადემიის პირობები ექნება, ეს ჩვენი დღევანდელი გლოვა და ვაება აუცილებლად წარსულს ჩაბარდება.

აიღეთ ამჟამინდელი თბილისის "დინამო" - რომან ფიფია საკუთარი გუნდით სულ უკმაყოფილოა, მაგრამ უკვე იმ ნერგის ნაყოფს იმკის, რაც 6 წლის წინ, 2011 წელს ვიტალი დარასელიას სახელობის აკადემიის დაფუძნებისას დარგო და აკადემიელები გუნდის ძირითადში ადგილს უკვე თამამად იმკვიდრებენ - ლუკა ლოჩოშვილი, დავით კობოური, გიორგი ზარია, გიორგი ჩაკვეტაძე, გიორგი კუცია, ნიკა ნინუა, ბექა მიქელთაძე, მიხეილ ერგემლიძე.

ამ ბიჭებს რომ შეხედავ, მომავლის იმედი როგორ არ გაგიჩნდება?

"საბურთალომ" უმაღლეს ლიგაში სულაც საკუთარი აღზრდილებით შეაბიჯა და ამ კუთხით გამორჩეულია. ბოლო ტურში, ქუთაისის "ტორპედოსთან", მოედანზე გასული 14 საბურთალოელიდან 9 - კლუბის აკადემიის "პროდუქტი" იყო. თანაც, ყველას ასაკობრივ ნაკრებებში უთამაშია. ამ კუთხით "ლოკომოტივიც" ლიდერებშია - ბოლო ტურში ბათუმის "დინამოს" თბილისური კლუბის საფეხბურთო სკოლის 8 აღზრდილი დაუპირისპირდა.

მაგრამ ჩვენი ფეხბურთის მომავლის რესურსი მოსაძიებელია რაიონებში, სადაც ჩვენი ნაკრების ბევრი ცნობილი წევრი, კანდიდატი თუ საინტერესო ახალგაზრდა დაიბადა - საბა კვირკველია, ჯიმი ტაბიძე (სამტრედია), ვაკო გვილია, ნიკა კვეკვესკირი (ზუგდიდი), როინ კვასხვაძე, ლაშა შერგელაშვილი (ქუთაისი), ჯანო ანანიძე (ქობულეთი), ვაკო ყაზაიშვილი (ოზურგეთი), გიორგი ხარაიშვილი (მარნეული), ოთარ კიტეიშვილი (რუსთავი), გიორგი არაბიძე (ვანი), გიორგი ქვილითაია (აბაშა). მაგრამ მათი უმრავლესობა თბილისში იზრდებოდა და ესაა ჩვენი პრობლემა.

ახლაც ასეა - თბილისის საფეხბურთო სკოლებს რომ გადახედოთ, ძალიან ბევრი ნიჭიერი ბავშვი სწორედ რაიონიდანაა. მაგრამ იქ ძლიერი საფეხბურთო სკოლები არაა და იძულებულები არიან, მშობლიურ კერას მოწყდნენ, რაც მათ ასაკში ფსიქოლოგიურ და სხვა სახის პრობლემებს უკავშირდება.

საერთოდ, პრობლემები ყველა რეგიონშია და გამართულად თითქმის არც ერთი აკადემია აღარ მუშაობს. მაგალითად, ზუგდიდში "ბაიას" მშვენიერი აკადემია ძველებურად ვეღარ გვახარებს.

"ზესტაფონი" ინფრასტრუქტურითა და ხელშეწყობით გამორჩეულია და ილია კოკაია აკადემიას დღემდე აფინანსებს, მაგრამ უმაღლეს ლიგაში გუნდი რომ ჰყავდა, სკოლაში 150 ბავშვი ვარჯიშობდა, ახლა კი მათი რაოდენობა 50-მდე შემცირდა.

საქართველო მარტო თბილისი არ არის, ჩვენი ფეხბურთის სიძლიერე რეგიონების მრავალფეროვნებას ემყარებოდა და ბოლო 20 წელიწადში ეს რომ მოისპო, ამ მრავალფეროვანი სტილისა და სკოლების არჩევანიდან მხოლოდ თბილისური დაგვრჩა. მარტო თბილისი კი იმ ფეხბურთის ტვირთს ვერ ზიდავს, რაც ქვეყანას სჭირდება.

კლუბების დაფინანსება და მათთვის სტაბილური გარემოს შექმნა ბევრს ნიშნავს, მაგრამ პარალელურად საფეხბურთო აკადემიების მოღონიერება მომავალზე გათვლილი ნაბიჯი იქნება.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

• გიორგი

რაიონებში სულ ფეხებზე კიდიათ პრეზიდენტებს აკადემია მარტო ფულის საკეტებლად არიან ჩამოსულები და ეს ყველამ იცის კარგად.ამ ფულს თუ არ გააკონტროლებენ და არ დაავალებენ ლუბებს თავისით არაფერს გააკეთებენ

• Misha

Xelfasebi didi legionerebi bevri sxva veraferi ushvelis fexburts saqartveloshi im akademiis agzrdili Rom garbis azerbaijanshi yazaxetshi rusetis meore ligebshi da a.sh.momavlis imedit Ki ar garbis fuli unda baba fuli

• 222

თუ ეხლაც არ იცით კარგად ყოფილა თქვენი საქმე

• დაა

სანამ რეგიონებში არ გაკეთდება კარგი საფეხბურთო სკოლები, არ დაიწყება ფეხბურთის მასობრივი პოპულარიზაცია ყველა დაბაში ქალაქში და სოფელში, ფეხბურთის განვიტარებაზე ლაპარაკი სისულელე იქნება

• dave

ამ სურათზე დინამოს აკადემიაა ასახული. ნამყოფიც ვარ და მინდა გითხრათ ძალიან კარგია. ეროვნულ ლიგაში მოთამაშე 10 გუნდიდან 3-ს აქვს სრულფასოვანი ბავვშთა საფეხბურთო სკოლა და აკადემია, ე სამივე კერძოა საბურთალო, დინამო თბილისი და ლოკომოტივი. აქ ასე ვთქვათ ბიზნესმენბმა ჩადეს თანხა და სამომავლო გათვალა გააკეთეს. ჩვენ გვინდა რომ ყველა გუნდს გარდა ასაკობრვი გუნდებისა ქონდეს აკადამია, ეს ძალიან დიდ ხარჯებტანაა დაკავშრებული. ჩემი მოსაზრება კი ასეთია. დავუშვათ იმერეთის რეგიონში გაკეთდეს ერთი, დინამოს მსგავსი აკადემია, რის მოწყობასაც მოახდენს სახელმწიფო, ხოლო შემდეგ ლიგებში მოთამაშე კლუბებს დაევალოთ ყოველწლიურად თავისი ბიუჯეტიდან ისე როგორც იხდიან ფედერაციის საწევროს, ამ აკადემიის არსებობისთვის გამოყონ საბაზისო დაფინანსების თანხს 5%, . ლიგა1-50,000; ლიგა2-35,000; ლიგა3-15000. ასე ეს აკადამია მიიღებს გარკვეულ შემოსავალს, ეხლა რომ დავთვალე იმერეთში სხავდასხვა ლიგებში მოთამაშე კლუბბეიდან სამტრედია, ტორეპდო, ჩიხურა, მეშახტე, წყალტუბო და ა.შ 500,000 ლარს, რაც აკადემიის შენახვისთვის საკმაოდ სოლიდური თანხაა. ამას დაემატოს სახელმწიფოს კონტრიბუცია, თითო ბავშვზე დაფინანსება 50 ლარი, აქედანაც გარკვეული შემოსავალი მიიღება. შემდეგში აკადემიის გამომშვებებზე უპირატესი უფლება კი ამ კლუბებს ექნებათლ.

• sake

ჯერ კიდევ გაუყიდავი მოედნების (და არა მარტო თბილისში) საშუალო დონემდე მიყვანას და საშუალო ინფრასტრუქტურის შექმნას დამერწმუნეთ არც ასე ბევრი მილიონი სჭირდება,და კიდევ ერთი ძალიან საშური საქმე;უნდა შეირჩეს მწვრთნელთა კატეგორია,რომლებიც ეტაპობრივად გაივლიან მომზადებას მოწინავე საფეხბურთო ქვეყნებში სხვადასხვა ასაკობრივ კატეგორიებში.

• zura

ბაჩოს, ყველა მოჭიდავე ვერ გამოვა, ვისაც ფეხბურტი უყვარს ამ გრძნობას ხომ არ მოვუკლავტ, ბავშვთა ფეხბურთს რომ გაიძახიან და ხალხმა მხარი დაუჭირა მათი ფედერაციაში მოსვლას ამ საქმეს მიხედონ

• ბაჩო გ

Zuras:კახეთსაც მიხედეთო ისე ამბობ თითქოს და კახეთს მიღმა ყვაოდეს ფეხბურთი საქართვრლოში.ნეტა ასე იყის და რა პრობლემაა,კახეთმა ჭიდაობით გაგვახაროს,არ მეთანხმებით?

• mamulo

quTaiseli--მერე სად არის ყოველწლიურად 100 მილიონი მარტო უმაღლესი ლიგის გუნდებისთვის ამ დამშეულ ქვეყანაში???.მოსახლეობის62% სიღარიბის ზღვარს ქვემოთაა.22% კი სიღარიბის ზღვარზეა.თქვენ აქ მილიონებზე ლაპარაკობთ.ხალხი კი მშიერი კვდება.

• გიორგი

ჩემი შვილი ზესტაფონის "მარგვეთის"ასაკობრივ საფეხბურთო გუნდში ვარჯიშობს.როგორც კლუბის უფროსებმა მითხრეს,მათთან დაახლოებით 250 ბავშვი ვარჯიშობს,მაგრამ ვარჯიშობენ ან მინი სტადიონებზე,ან სპორტსასახლის დარბაზში.წარმოიდგინეთ,როგორ უნდა გაიზარდოს ამ პირობებში ფეხბურთელი?დიდი გუნდი,რომელიც ლიგა-3-ში თამაშობს,ყოველდღე სავარჯიშოდ და სათამაშოდ წყალტუბოში დადის.ამ პირობებში რომელი ფეხბურთის აღორძინებასა და განვითარებაზეა საუბარი.ბატონო მერაბ,როგორც გუნდის ხელმძღვანელებმა მითხრეს,თქვენ ყოველივე ამის საქმის კურსში ხართ და რატომ არ იღებთ ხმას?

• zura

კახეტსაც მიხედეთ, ერთი ბავშვტა აკადემია რომ გაკეთდეს ლაგოდეხში რომ აკვს ფედერაციას ბაზა ხომ შეიდზლება მაგრამ კახეთში ფეხბურთის განვიტარება არ აინტერესებთ მგონი

• quTaiseli

აკადემიები კერძოა უმრავლესობადა სახელმწიფოს რა უფლებააქ მის მუშაობაში რომ ჩაერიოს გამოსავალი ერთია სახელმწიფო საფეხბურთო კლუბები სკოლებითურთ ან პირიქით კერძო კლუბი თავისი აკადემიით მესამე აქ გამორიცხულია.ხოდა გეტყვით რამდენი უნდა ამ საქმეს თითო კლუბს ათი მილიონი და წლიური თან არა მილიონი არამედ ათი მილიონი.ესეიგი წლიურად ასი მილიონი ათ გუნდს, სხვანაირად გამორიცხულია.

• bebeto

სტადიონები და ბაზები რეგიონებში უნდა გაკეთდეს,პროფესიონალები უნდა დასაქმდნენ ფეხბურთში ყველა მიმართულებით,ეროვნულ ჩემპიონატს და ბავშვთა ფეხბურთს უნდა მიექცეს დიდი ყურადღება,კერძო ინვესტორი უნდა წახალისდეს სახელმწიფოს მიერ რომ სურვილი გაუჩნდეს ფულის ჩადების ფეხბურთში.

ძალიან ყინჩად კი იყვნენ - "იბერია 1999"-ის მძლეველი "მალმიო" "კოპენჰაგენმა" გააბითურა

"ბარსელონას" 8 წლიან კონტრაქტზე უარი ვუთხარი და ყველაფერი დავკარგე" - მესის ბავშვობის თანაგუნდელის ინტერვიუ

რიო ფერდინანდმა თავისი ყველა დროის საუკეთესო თერთმეტეული დაასახელა

17-წლამდე ვაჟთა ნაკრები საწვრთნელ შეკრებას იწყებს

სიგუა შვეიცარიაში გუნდს გამოიცვლის

15-წლამდე გოგონათა ნაკრები განვითარების თასისთვის ემზადება

ტონი კროოსმა ფეხბურთის ისტორიაში საუკეთესო მეკარე დაასახელა

"ტოპ გუნდის წინააღმდეგ ჩვენგან ასეთი დომინაცია დიდი ხანია არ მინახავს" - ფერდინანდი "არსენალთან" მარცხის შემდეგ

ლიდერის შთამბეჭდავი მოგება; "გაგრას" გამარჯვება ბათუმში; ათკაციანი "თელავის" ფრე ქუთაისში

"სპორტინგმა" ისევ მოიგო, ქოჩორაშვილი ისევ შეცვლაზე შევიდა

[VIDEO] კვერნაძე შევიდა, გაიტანა და "ფროზინონე" 1/16-ფინალში გაიყვანა

"ნანტთან" მატჩში პსჟ-ს სასტარტო შემადგენლობა ცნობილია

"მეცი" სახლში "სტრასბურგთან" დამარცხდა - წიტაიშვილმა შეუცვლელად ითამაშა

"ვალენსია" ჩაკვეტაძის ტრანსფერზე "უოტფორდს" დაუკავშირდა

"სტრასბურგთან" მატჩში წიტაიშვილი სასტარტოშია, აბუაშვილი - სათადარიგოა

საქართველოს ნაკრები ევრობასკეტისთვის მზადებას ჩეხეთთან 2 მატჩით დაასრულებს

"ლევერკუზენმა" შესაძლოა, "იუნაიტედის" ყოფილი მცველი დაიმატოს

"თუ ფეხბურთელს წასვლა უნდა, უნდა წავიდეს" - პეპ გვარდიოლამ ედერსონ მორაეშზე ისაუბრა

"მან მხოლოდ კრივი იცის, მე მომავალი ჩემპიონი ვარ" - არმან ცარუკიანი

"წელს ჩვენი მთავარი მიზანი ეს იქნება" - რა თქვა ლუის ენრიკემ "ნანტთან" მატჩამდე?

"რეალში" ფიქრობენ, რომ ახალი იამალი შეიძინეს, მაგრამ..." - ლევანდოვსკიმ "ბლანკოსზე" ისაუბრა

"იცით, პსჟ-ში თამაშის დროს ბონუსს რაში იღებდა?" - ბრიტანელმა მწვრთნელმა ნეიმარზე შოკისმომგვრელი დეტალი გაამხილა

ხამზატ ჩიმაევი UFC-ის საშუალო წონის ახალი ჩემპიონია

"ვერ წარმოვიდგენდი, თუ ამ განცხადებას გავაკეთებდი" - ტარიელ ხეჩიკაშვილი "საბურთალოს" აღარ დააფინანსებს

ტარიელ ხეჩიკაშვილი: ორი კვირის წინ "საბურთალო" პატარა კრიზისის ზღვარზე იყო

"ამ სტადიონზე მისნაირი ანგელოზივით ბავშვები გაფრთიანდებიან" - "საბურთალოს" პრეზიდენტი შაქარაშვილის სახელობის სტადიონს აანონსებს [VIDEO]

TOP-10 საფეხბურთო აკადემია ევროპაში

არსენ ვენგერი შესაძლოა ქართული საფეხბურთო აკადემიის კურატორი გახდეს

შეხვედრა საფრანგეთის საელჩოში და სამომავლო თანამშრომლობა სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდთან

24 ოქტომბერს რუსთავში საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი აკადემია იხსნება

ახალი სეზონიდან "საბურთალო" "იბერიას 1999"-ის სახელწოდებით იასპარეზებს

სფფ-ის პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა საფეხბურთო აკადემია დაათვალიერა

ეკიპირება, ტურნირები, აქტივობები - სპორტის, ტურიზმისა და ახალგაზრდობის საერთაშორისო ფონდის მემორანდუმი