უნგრულ დიორში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭების შემდეგ ოქრო გოგოებმაც მოიპოვეს
...უქულოდ მიმდინარე ფინალური შეხვედრის დამთავრებამდე 45 წამით ადრე მსაჯმა მარიამ ჭანტურია (63) მეორედ გააფრთხილა, რაც ჩვენმა ევროპის ბრინჯაოს მედალოსანმა ხელების გაშლით გააპროტესტა.

სამაგიეროდ, ეს გაფრთხილება მისთვის წითელი ნაჭერიც აღმოჩნდა და შეხვედრის განახლებისთანავე გავეშებული ეკვეთა მეტოქეს.

მეტოქე კი ფრიად სოლიდური ჰყავდა: გარდა იმისა, რომ სერბი ანია ობრადოვიჩი ევროპის წლევანდელი ჩემპიონია, სერბები მას მთავარი გუნდის ლიდერად ამზადებენ და პერიოდულად ეროვნულ ნაკრებშიც აჭიდავებენ, თავად კი, ჭაბუკური ასაკის მიუხედავად, სადაც ზედიზედ ორჯერ გახდა ევროპის ჩემპიონი, შარშან ახალგაზრდებშიც მოასწრო ევროპის პირველობაზე ბრინჯაოს მოპოვება.

თუმცა ამ დამთრგუნველ კარიერას ჭანტურია არ დაუბნევია და მოგვერდით ვაზარიზე დააგდო მეტოქე. სერბს ანგარიშის გასაქვითავად არც დრო რჩებოდა და არც ქართველი აპირებდა რაიმეს დათმობას - ჭანტურია ხომ ასე ახლოს იყო კარიერის მთავარ წარმატებასთან და საქმე მართლაც მშვიდად მიიყვანა ევროპის ზაფხულის ახალგაზრდობის ოლიმპიური ფესტივალის ჩემპიონის ტიტულთან.

ივნისში ევროპის ჩემპიონატზე ჭანტურიას წაგების შემდეგ (მეხუთეზე გავიდა) ქალთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი გია თენაძე წუხდა, უმედლოდ არ უნდა დარჩენილიყოო. ამის მიუხედავად, მასაც და კახა მოცრაძესაც ბოლომდე სწამდათ ჭანტურიასი. როგორც ჩანს, იმ მარცხიდან მწვრთნელებმა და შეგირდმა უაღრესად ზუსტი დასკვნები გამოიტანეს...

სასიამოვნოა, რომ ზედიზედ მეორე ანალოგიური სპორტული ფორუმია, სადაც ჩვენი ძიუდოისტი გოგოები ოქროებს იხვეჭენ ანუ უკვე ბიჭებს არც ისინი ჩამორჩებიან. არადა, დღეს ევროპის მძიმეწონოსანი ჩემპიონი სოფიო სომხიშვილიც იჭიდავებს, რომლისგანაც ასევე დიდ შედეგს ველოდებით.

გუშინ ორი მედლის მოპოვება ბიჭების დუეტსაც შეეძლო, თუმცა მხოლოდ ერთი შესწვდა ბრინჯაოს - ვლადიმერ ახალკაცი (81), ლევან ფსუტური (73) კი მეხუთეზე გავიდა.

ამდენად, უნგრულ დიორში მიმდინარე ოლიმპიურ ფესტივალზე ბიჭების შემდეგ (იქ წინა დღეს გიორგი ჩიხელიძე (66) გახდა ჩემპიონი) ოქრო გოგოებმაც მოიპოვეს.

ახლა ჩვენი ძიუდოისტების ანგარიშზე 4 მედალია: 2 ოქრო და თითო ვერცხლ-ბრინჯაო. დანარჩენ სამზე უკვე გითხარით და ვერცხლი ბექა წიფიანმა (55) ირგუნა.

ძიუდოისტთა ეს მონაგარი მთლიანად ქართული დელეგაციის შედეგია, რადგან უნგრეთში ჯერჯერობით სხვა სახეობებში მედალი არ მოგვიპოვებია და კვლავაც ძიუდოს იმედად ვრჩებით.

ჭანტურიამ დიორში ფინალამდე სამი შეხვედრა გამართა და ყველა წმინდად მოიგო: ხორვატ ლუჩია გლუმაჩი და პორტუგალიელი ჟოანა კრისოსტომო ვაზარ-იპონით ჩამოიშორა, ნახევარფინალში კოსოვოელთა ევროპის წლევანდელი ბრინჯაოს პრიზიორი ლაურა ფაზლიუ კი პირდაპირ იპონზე დააგდო.

გუშინ გოგოებში თინათინ რევაზიშვილმაც (57) იასპარეზა და პირველ წრეში ფრანგი მელოდიე ტურპინი ვაზარითაც ჩამოიშორა, მაგრამ იქვე წააგო პოლონელთა ევროპის წლევანდელ მესამეპრიზიორ ნატალია კროპსკასთან, სანუგეშოში კი უნგრელ ალექსანდრა მაროტისთან დამარცხდა.

ბოლო მომენტამდე ჩვენი ბიჭები ერთნაირად მივიდნენ: ორივე მეოთხედფინალში დამარცხდა; მანამდე ორივემ ორი-ორი შეხვედრა მოიგო; სანუგეშოში ორივემ 3-3 პაექრობა გამართა და აი, მხოლოდ აქაა ერთადერთი სხვაობა: ახალკაცმა თანაგუნდელზე ერთით მეტი ორთაბრძოლა მოიგო.

მეოთხედფინალში ფსუტური რუს დანიილ მატვეევთან ვაზარით დამარცხდა, ახალკაცი - მოლდოველ ევგენი მატვეიჩუსთან, ოღონდ - სუფთად. მანამდე ფსუტურმა ირლანდიელი ბარახ გლეესონი და ბრიტანელი რაიან ტურნბული დააიპონა, ახალკაცმა კი ილეთების კორიანტელი დააყენა: ბელგიელ ნიკოლას დეჟას და ბელარუს ვალერი კამკოუს - 4-4 გდება გაუკეთა, აქედან კამკოუსთან ერთი კი იპონი იყო. დამამშვიდებლის ფინალში ფსუტური მასპინძელ გერგელი ნეპრელთან ვაზარით დამარცხდა დასრულებამდე 10-ოდე წამით ადრე, როცა მაჯებში ჩავლებაზე მეტოქემ გამოცერა.

ახალკაცმა უკრაინელი მარატ კრიჟანსკი დააიპონა.

დღეს დიორში ჩვენი გუნდის მთავარი ლიდერები იჭიდავებენ - გოგოებშიც და ბიჭებშიც. გოგოებში სომხიშვილზე უკვე გითხარით, ბიჭებში კი ევროპის ვიცე-ჩემპიონი მიხეილ ბექაური (90) და მესამეპრიზიორი ლევან ჭელიძე (+90). აღსანიშნავია, რომ გიორგი ყიზილაშვილმა ევროპაზე ნაჭიდავებთაგან მხოლოდ ეს ორი დატოვა გუნდში.

სომხიშვილი პირველ წრეში ფრანგ კრისტალ გარსიასთან იჭიდავებს, ქვეჯგუფის მეორე წყვილს კი გერმანელი ლეა შტაინი და პოლონელი კინგა ვოლჟცზაკი შეადგენენ. ნახევარფინალში ამ ჯგუფის გამარჯვებული იმ ჯგუფზე გადის, რომელშიც ყველაზე ძლიერი ჰოლანდიელთა წლევანდელი ევროპირველობის ბრინჯაოს პრიზიორი მარიტ კამპსი ჩანს, ვინც სომხიშვილმა ევროპის მეოთხედფინალში დააიპონა.

ბექაური პირველ წრეში ლიტველ დეივის ციუციონასს შეხვდება, ქვეჯგუფში კი ბულგარელ ოლეგ მიროვთან ერთად ის კოსოვოელი შპატ ზეკა ჰყავს, ვისაც ევროპის პირველობაზე პირველივე პაექრობაში აჯობა. არაა გამორიცხული, ნახევარფინალში ისევ ის აზერბაიჯანელი ადილ კარიმლი შეხვდეს, ვინც ევროპირველობაზე ზუსტად ამავე ეტაპზე დააიპონა.

ჭელიძე თავდაპირველად ესტონელ მარტინ ზუევს გაეჯიბრება, ხოლო თუ მოუგებს, მერე ბულგარელ ივაილო დიმიტროვს დაეჭიდება. ჩვენებურს ჯგუფში თურქი ომერ აიდინი და ბერძენი გეორგიოს პაპუცაკისიც ჰყავს, თუმცა ნახევარფინალში გასვლა რეალურია, იქ კი სავარაუდო მეტოქეთა შორის მასპინძელთა ევროპის წლევანდელი ფინალისტი რიხარდ სიპოზიც ჰყავს.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

murtalo
კიდევ ორი ოქრო და ერთი ბრინჯაო...გილოცავთ!
jorj
ახალგაზრდებს ვულოცავ. სამივე ახალგაზრდა ნახევარ ფინალში არიან. დროულად რომ გამოაქვეყნოთ არ გამოვა?
დემეტრაშვილმა აბუ დაბის გრანდ სლემზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა!
[VIDEO] დომინანტურად - ლაშა ბექაური აბუ დაბის გრანდ სლემის ჩემპიონია!
ბექაური ოქროსთვის, დემეტრაშვილი კი ბრინჯაოსთვის იბრძოლებს - აბუ დაბის გრანდ სლემის მესამე დღე
ფუტსალის ნაკრები საერთაშორისო ტურნირზე იასპარეზებს
[VIDEO] პარაგვაის ჩემპიონატის შეხვედრაში ცვლილებაზე 51 წლის კლუბის პრეზიდენტი შევიდა
პირველად "ბარსელონას" ისტორიაში - ლევანდოვსკიმ ანტი-რეკორდი დაამყარა
[VIDEO] დიდი პატივისცემა - რა გააკეთა ფლიკმა "ატლეტიკოსთან" საფინალო სასტვენის შემდეგ
[VIDEO] ნიკოლოზ ბასილაშვილი და მისი გერმანელი მეგობარი გოგონა ქართულად ამღერდნენ
სრულ მზადყოფნაშია - 2 თვეზე მეტის გასვლის შემდეგ, პალმერს დღეს "ჩელსის" ძირითადში ელიან
"შავი ლომი" ჩელენჯ თასს "მონპელიეთი" იწყებს
[VIDEO] "ბარსელონამ" სახლში "ატლეტიკოს" მოუგო
20 წ. | დიდი სხვაობით "კუდუსთან"
"კვარაცხელიას აშკარად ორი სახე აქვს" - ფრანგმა ჟურნალისტებმა პსჟ-ს ფეხბურთელების საქმისადმი განსხვავებულ დამოკიდებულებაზე ისაუბრეს
"სსრკ-ს ნაკრები წარმოსახვაში: მამარდაშვილი, კვარაცხელია, მიქაუტაძე, მწვრთნელი კლოპი" - რუსული გამოცემა ფანტაზიაში გადავარდა
მამის ნაკვალევზე - ისაგო სილვამ "ჩელსისთან" კონტრაქტი გააფორმა
"შეცდომებს დაუშვებს - დრო მიეცით" - ზაბარნიზე კომენტარი საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მცველმა გააკეთა
იტალიაში საუკეთესოები აღიარეს - მაკტომინეი, "ნაპოლი", კონტე
რაფინიას პრემიერ ლიგაში უხმობენ - "ბარსელონას" ფინანსური პრობლემების გამო შესაძლოა, ფეხბურთელის დათმობა მოუწიოს
"ბრენტფორდს" კიდევ ერთ ფორვარდს გამოსტაცებენ? - 50-მილიონიანი ტრანსფერი დაიგეგმა
"ბაიერნის" პრეზიდენტმა ჰარი კეინის მომავალზე ისაუბრა
დიდი დაბრუნება სამწვრთნელო პოსტზე "რეალში"? - ალონსოს მუშაობა შესაძლოა, ძალიან მოკლევადიანი აღმოჩნდეს
ლუის ენრიკეს ახალი გეგმა - რა განუცხადა მან პსჟ-ის ფეხბურთელებს "მონაკოსთან" მარცხის შემდეგ
ონანას არ დაუძახეს - ის აფრიკის თასზე კამერუნის ნაკრებში არ იქნება
საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები ევროპის გუნდური ჩემპიონატის ფინალში საფრანგეთთან დამარცხდა
ძიუდო. "გოლდენ გორმა" ჩემპიონთა ლიგაზე ბრინჯაოს მედალი მოიპოვა
იაპონიაში 13 ძიუდოისტით - ტოკიოს გრანდ სლემისთვის საქართველოს ნაკრების შემადგენლობა ცნობილია
[VIDEO] არის! საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრებმა იაპონია დაამარცხა და მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში გავიდა
[VIDEO] ისტორიული დღე - საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები მსოფლიო ჩემპიონატის გამარჯვებულია!
ლაშა ბექაური და ვლადიმერ ახალკაცი მსოფლიოს ჩემპიონები გახდნენ [VIDEO]