სპრეის გამომგონებელი ფიფას უჩივის
ბრაზილიელმა გეინე ალემანიემ ფეხბურთის საერთაშორისო ფედერაციაში გაგზავნა შეტყობინება მოთხოვნით - შეწყდეს საფეხბურთო მატჩების დროს მისი გამოგონების - მალექრობადი სპრეის გამოყენება.

"ფიფა-ს ისეთი პოზიცია უჭირავს, თითქოს არაფერი იცის ჩემს შესახებ. ჩემი წერილიდან ცხადია, რომ პატენტი არსებობს. ფედერაცია კი თავს ისე გვაჩვენებს, თი

თქოს მას ეს არ ეხება. და აგრძელებს ჩემს ძარცვას.

მე არ მჭირდება აღიარება - მთელს მსოფლიოში ისედაც ყველამ იცის, რომ მე ვარ ამ სპრეის გამომგონებელი. მე მჭირდება ფიფა-ს მხრიდან პატივისცემა, მინდა სამართლიანობა და აგრეთვე, 35 მილიონი დოლარი, თუმცა მხოლოდ ფულში საქმე არ არის", - მოჰყავს ალემანიეს სიტყვები გამოცემა Globo-ს.

ფიფა-ში ალემანიეს ბრალდებას უსაფუძვლო უწოდეს და უარი თქვეს სპრეის გამოყენების შეჩერებაზე.

"ადრე თქვენ არ მოგიწოდებიათ ჩვენთვის პატენტის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი. თქვენი წერილი მხოლოდ უსამართლო და დაუსაბუთებელ ბრალდებებს შეიცავს ფიფა-ს წინააღმდეგ. მოგიწოდებთ, შეწყვიტოთ ეს საქმე", - წერია ფიფა-ს საპასუხო წერილში.

ალემანიემ მალექრობადი სპრეი 2000 წელს გამოიგონა. პირველად ფეხბურთში ის 2001 წელს გამოიყენეს - ჟოაო აველანჟის თასზე.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"

ვეტერანი
ფიფა-ს და უეფას 3 წლის უკან და ჩვენს ფედერაციას ორჯერ გავუგზავნე 10 პუნქტიანი სიახლე არსებულ წესებში. პასუხის გაცემაც კი არ იკადრეს. მე-6 პუნქტის მთავარი პრინციპი, რომელიც ფრეს შემთხვევაში დამატებითი მონაცემის გამოყენების შემდეგ დამატებით 1ქულას აძლევდა ერთერთ გუნდს ან ისევ თანაბრობის შემთხვევაში სტუმარ გუნდს მიეცემოდა 1ქულა. ფაქტიურად ფრე მოვუსპე და ამათ ისე გაატარეს ვითომდა არაფერი საინტერესო ამ სიახლეებში არ იყო. საეთაშორისო ჩემპიონთა ლიგაზე რამდენიმე მატჩი ფრედ დასრულდა და პენალტების სერიაში გამარჯვებულს 2ქულა მისცეს, დამარცხებულს 1. დასკვნების გამოტანა ჩემი საქმე არ არის, ისე ხალხმა უნდა იცოდეს ყველა სიახლე სულ სხვა თამაშიდანაა და მალე გაიმართება ამ ახალი თამაშების პრეზენტაცია.
35 წლის ასაკში ოსკარმა საფეხბურთო კარიერა დაასრულა
თავისივე რეკორდი გააუმჯობესა - პსვ 5 ტურით ადრე ნიდერლანდების ჩემპიონი გახდა
"ის ჩემთვის მსოფლიოში საუკეთესოა" - რონალდინიო
ბონუსი მუნდიალზე გასვლისთვის - იტალიის ნაკრების ფეხბურთელები ფულს ითხოვდნენ
ფლიკმა გადაწყვეტილება მიიღო - კანსელო "ბარსელონასთვის" მნიშვნელოვანი მოთამაშეა
"ბაიერნი" ნოიერის შემცვლელად 23 წლის ნიდერლანდელი მეკარის ვარიანტს განიხილავს
ინძაგიმ გამორიცხა - იტალიის ნაკრების მთავარი მწვრთნელის პოსტზე მანჩინის ვარიანტი რჩება
კვერნაძის 74 წუთი და "ფროზინონეს" მორიგი გამარჯვება
ქართველების "მეცი" "ნანტთან" ფრეს დასჯერდა
[VIDEOS] გულიაშვილმა ესპანეთში დუბლი შეასრულა
ლოჩოშვილის მორიგი კარგი მატჩი - "ნიურნბერგმა" "აინტრახტთან" ქულები გაიყო
სამწუხარო მარცხი ფინალში - ბასილაშვილი მონტეკარლოს ძირითად ბადეში ვერ მოხვდა
პაოლო მადლინი შესაძლოა, იტალიის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი გახდეს
[VIDEO] ლუკა გადრანმა "ბეითარში" სადებიუტო გოლი გაიტანა
[VIDEO] ყაზაიშვილმა ჩინეთის ჩემპიონატში ეფექტური გოლი გაიტანა
პეპ გვარდიოლამ "ლივერპულთან" პირადი რეკორდი დაამყარა
ოჩხიკიძის 21 პასი და ბათუმის რეკორდული გამარჯვება | თსუ რეგულარულის მოგების ზღვარზეა
ფუტსალის ნაკრები აზერბაიჯანთან ორ ამხანაგურ მატჩს გამართავს
[VIDEO] "ბარსელონა" "რეალს" 7 ქულით გაექცა
U16. სახვაძის დუბლი, კვარაცხელიას ორი საგოლე პასი - საქართველოს ნაკრებმა სამხრეთ აფრიკას მოუგო
[VIDEO] მორიგი გამარჯვება პირველივე რაუნდში - ღვინიაშვილი MMA-შიც შეუჩერებელია!
18 წ. | 3 ლელო საფრანგეთთან
დე ბრუინს ჩემპიონობის ამ სეზონშიც სჯერა - ბელგიელმა "ნაპოლიში" გადასვლის მიზეზი ახსნა